საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მორიგი გამარჯვება ამხანაგურ მატჩში. გია კაზანჯიანისა და გელა წულაძის გაწვრთნილმა გუნდმა მინსკში, ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში 87:75 იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ 16-წლამდელთა ნაკრები საქართველოს ასაკობრივ ნაკრებთა შორის ერთადერთია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ელიტარულ, “ა” დივიზიონშია. მნიშვნელოვანი ტურნირი 10 აგვისტოს იწყება, რისთვისაც ჩვენი გუნდი თვეზე მეტია, ემზადება. ქართველები მინსკში კიევიდან ჩავიდნენ, სადაც უკრაინის ნაკრებთან სპარინგ მატჩები გამართეს და მეტოქესთან მოგებები გაიყვეს.

მინსკში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველ შეხვედრაში ქართველებმა ბელარუსები 12 ქულით დაამარცხეს. ქართველებმა დამაჯერებლად ჩაატარეს მატჩის პირველი და მეორე პერიოდები, რის შემდეგაც 20 ქულით გალიდერდნენ. მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებისმწვრთნელებმა უფრო სხვა სათამაშო კომპონენტებზე გააკეთეს აქცენტები, საბოლოოდ კი ჩვენმა გუნდმა 87:75 იმარჯვა.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო ვლადიმერ თავაქარაშვილი, რომელმაც 33 წუთში 17 ქულა, 8 მოხსნა, 5 ჩაჭრა, 3 პასი და 3 დაფარება მიითვალა. მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი ირაკლი კილაძის ანგარიზეა – 17 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 2 პასი. 14 ქულა მოაგროვა ნიკოლოზ გაფრინდაშვილიმა, ხოლო 11-11 – რომან ჭინჭარაულმა და ზურა ვაშაკიძემ.

საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებები მორიგ ამხანაგურ მატჩს 3 აგვისტოს გამართავენ, რის შემდეგაც ქართველები თბილისში დაბრუნდებიან და ევროპის ჩემპიონატისთვის დასკვნით ეტაპს საქართველოში გაივლიან.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონი სერბეთის ქალაქ ნოვი სადში – 10-დან 18 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, სადაც კონტინენტის საუკეთესო 16 ნაკრები მოიყრის თავს. საქართველო ჯგუფში საფრანგეთთან, ესტონეთთან და იტალიასთან მოხვდა. ჯგუფის მონაწილეები ერთმანეთში 1 წრეს ითამაშებენ და მეოთხედფინალში გადაინაცვლებენ, სადაც ჯგუფში დაკავებული ადგილების შესაბამისად (ჯვარედინად) დაწყვილდებიან სხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან. ტურნირის ბოლო 3 ადგილებზე გასული გუნდები B დივიზიონში დაქვეითდებიან. საქართველოს ნაკრების მიზანი A დივიზიონში ადგილის შენარჩუნება იქნება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე – A დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება