საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია მომავალ სეზონში "ლუგოს" ღირსებას დაიცავს.
ქართველი ფეხბურთელი "სევილიამ" 1-წლიანი იჯარით დათმო.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელის ოფიციალური წარდგენა 6 აგვისტოს გაიმართება, თუმცა მან უკვე მოასწრო კლუბის მაისურით თამაში. პირველ აგვისტოს "ლუგო" ამხანაგურ მატჩში "ოვიედოს" შეხვდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. აქედან ერთი გოლი აბურჯანიას პასით გავიდა.
01.08.18. ლუგო - ოვიედო 2:1. გიორგი აბურჯანიას საგოლე გადაცემა
Sportall.ge აბურჯანიას ესპანეთში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.
- რატომ აირჩიეთ "ლუგო" და გქონდათ თუ არა სხვა ვარიანტები?
- ამ გუნდის არჩევაში გავლენა ბევრმა ფაქტორმა იქონია. სპორტული დირექტორი ემილიო ვიქუერიაა, რომელიც "ხიმნასტიკში" მუშაობდა და მას კარგად ვიცნობ. ამ გუნდში ასევე მწვრთნელისა და მათი საფეხბურთო ფილოსოფიის გამო გადავედი.
იყო სხვა ვარიანტები სეგუნდას გუნდებიდან, ასევე ჰოლანდიიდანაც, თუმცა არჩევანი "ლუგოზე" შევაჩერე.
- "სევილიაში" კარიერა ვერ აგეწყოთ. რას იტყოდით ამ კლუბში გატარებულ პერიოდზე?
- ბოლო დროის მონაცემებით, "სევილია" ევროპის 10 გუნდში შედის და რთულია უარი თქვა, როდესაც ამ გუნდის სპორტული დირექტორი გირეკავს და კარგ წინადადებას გთავაზობს.
ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც ველოდებოდი, ამის მიზეზი კი მრავალი ფაქტორი შესაძლოა იყოს.
მთავარ ფაქტორად მაინც მონჩის გუნდიდან წასვლა მიმაჩნია, თუმცა ეს უკვე წარსულია და ამაზე საუბარი აღარ მსურს.
- "სევილიაში" თქვენი ყოფნის პერიოდში ბევრი მწვრთნელი შეიცვალა. თუ გქონდათ მათთან ურთიერთობა და იყვნენ თუ არა დაინტერესებულნი თქვენთან თანამშრომლობით?
- იყო ბევრი ცვლილება როგორც სამწვრთნელო შტაბში, ისე დირექტორატში. ყველაზე კარგი ურთიერთობა ვინჩენცო მონტელასთან გვქონდა, რომელიც ცდილობდა, პირველ გუნდთან ერთად ხშირად გვევარჯიშა.
- რას იტყოდით თქვენს ახალ გუნდზე?
- გუნდი ცდილობს, რაც შეიძლება დიდხანს ეჭიროს ბურთი და ის წმინდა ესპანურ ფილოსოფიას მისდევს, სადაც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.
- რა იქნება "ლუგოს" მიზანი მომავალ სეზონში?
- სეგუნდა დივიზიონი რთულად სავარაუდო ჩემპიონატია და ყველას მიზანი ლა ლიგაში გადასვლაა.
ვფიქრობ, ჩვენ ამისი შესაძლებლობა გვაქვს და ამისთვის ფეხბურთელების დონეც საკმარისია. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.
- 2016 წლიდან ესპანურ ფეხბურთში ხართ. წესით, ადაპტაცია არ უნდა გაგიჭირდეთ...
- გეთანხმებით... რამდენიმე ჩემი ყოფილი თანაგუნდელი დამხვდა როგორც "სევილიადან", ასევე "ხიმნასტიკიდან". ასე რომ, არა მგონია, ადაპტაციის პრობლემა დადგეს.
- გუნდს მომავალ სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება. რა შეგიძლიათ გვითხრათ მის შესახებ?
- ხავი ლოპესი იმ მწვრთნელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც ბურთზე კონტროლი და პირველ ნომრად თამაში უყვარს.
- ბოლოს საქართველოს ნაკრებზეც გკითხავთ... ერთა ლიგის დაწყებამდე ერთ თვეზე ოდნავ მეტი რჩება...
- მე და ნაკრების თითოეული წევრი ერთა ლიგის დაწყებას მოუთმენლად ველით.
ველოდები, რომ ერთა ლიგის ჯგუფს კარგ ნოტზე დავიწყებთ და პირველივე შეხვედრას ჩვენ სასარგებლოდ დავასრულებთ.
ლევანი
აბუ გისურვებ წარმატებებს.შენ ასახელებ საქაქრთველოს და ქართულ ფეხბურთს.
Gub_dub
ძალიან მაგარი ხარ გიორგი. ესე გააგრძელე და შებ მიზანს აუცილებლად აისრულებ... ეტყობა ავიწყდება ამ ხალხს ვინ გახსა ესპანური ბაზარი
Levani
წარმატებები გიო. ძალიან კლასნი ხარ !!
Gulo
რა ხალხი ვართ ქართველები. სევილიაში იყო რატო არიო წავიდა სხვა გუნდში რატო წავიდაო. თუმცა ჩივაძეს და ყიფიანს აგინებდნენ და რაღა გამაკვირვებს))
Status quo
კაი რა, ნუ გვაბოლებ ბიჭო
euhh
ოოხხხ ეს ქართული ავადმყოფობა(ბაქიბუქი თან ტყუილების)აბაა ლუგოს საფეხბურთო ფილოსოფია ჯობია სევილიისას.შემეცოდა სევილია(((
andro
სათაურის მერე წაკიტხვის ინტერესიც გამიქრა! როგორ ჟღერს - ლუგოს საფეხბურთო ფილოსოფია!!!
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
გიორგი აბურჯანიას "ლუგომ" "ალბასეტე" დაამარცხა და ესპანეთის თასის 1/32-ფინალშია
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ოთარ კაკაბაძის ტრანსფერი ლა ლიგაში კიდევ უფრო რეალური ხდება - "ხიმნასტიკმა" ქართველის პოზიციაზე ფეხბურთელი დაიმატა
გიორგი აბურჯანიას სამსახურით "კორდობა" დაინტერესდა
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
შვეიცარიული პრესა: ოთარ კაკაბაძე "ლუცერნში" გადავა და ვაკო გვილიას თანაგუნდელი გახდება
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
გიორგი აბურჯანია შეიძლება "მალიორკაში" გადაბარგდეს
აბურჯანიას "ლუგო" თასის პირველ მატჩში "ლევანტეს" დაუზავდა
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
გიორგი აბურჯანიას დამატება ესპანურ გუნდს სურს, პრობლემა ფეხბურთელის ხელფასია
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ვარაუდები - რატომ გადადის ოთარ კაკაბაძე "ლუცერნში"?
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
ოთარ კაკაბაძე "ხიმნასტიკის" განაცხადშია და დღეს სეგუნდა დივიზიონში ითამაშებს
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
ოფიციალურად: "ლუცერნმა" ოთარ კაკაბაძე წარადგინა
ამის გამო გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი - ოთარ კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
"ლუგომ" "ნუმანსიასთან" 0:3 წააგო - გიორგი აბურჯანია ისევ არ ათამაშეს
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ