რუსეთის რაგბის ფედერაციამ უელსელ ლინ ჯონსს კონტრაქტი 2019 წლის ნოემბრამდე გაუფორმა მისი კიდევ ორი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით და მან ერთობ ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

"გუნდს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, ჩვენ ერთად შევქნით კონკურენტუნარიან გუნდს, რომელიც ევროპირველობაზე წარმატებით იასპარეზებს და პირველად მრავალი წლის განმავლობაში რუმინეთსა და საქართველოს დაამარცხებს.

სამუშაო ძალიან ბევრია და რაც ადრე შევუდგები საქმეს, მით უკეთესი. ჩვენ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე უნდა გავიდეთ", - განუცხადა ჯონსმა rsport.ria.ru-ს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთს 22-ჯერ შეხვდა, 20-ჯერ დაამარცხა, ერთხელ დაუზავდა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა 25 წლის წინ.

სოსო
რუსებს, ისევე აქვთ ძლიერ ნაკრებებთან სპარინგის დეფიციტი,როგორც ჩვენ.ამიტომაც სწორედ ჩვენზე გამარჯვება დაუსახა ზეამოცანად თავის ნაკრებს ჯონსმა.ძალიან სწორი ნაბიჯია მისი მხრივ.ჩვენ კი ჩვენის მხრივ კონცენტრაცია და მოტივაცია არ უნდა დავკარგოთ,თორემ თუ ერთხელ გაუვარდათ და მოიგეს,ისეთი რწმენა მიეცემათ თავისი თავისა,რომ შემდეგ მათი შეჩერება შეიძლება გაგვიჭირდეს კიდეც.რუსებს რაგბის განვითარებისთვის განუზომლად დიდი რესურსები აქვთ,ფულადიც და ადამიანურიც,ასე რომ თუ სწორი მიმართულებით იმუშავებენ,სადღაც ათ წელიწადში ხელშესახები შედეგები შეიძლება ჰქონდეთ,ისევე, როგორც ჩვენ ახლა დავიწყეთ განვითარების პროგრამებისაგან შედეგების მიღება.რუსთა გუნდები სისტემატურად გამოდიან კონტინენტის ფარის ტურნირზე და ესეც აისახება მათი თამაშის ხარისხზე,ესეც ხომ გამოცდილებაა და ბათუმის გამოსვლამ დაგვარწმუნა ამაში.ცოტა ხნის წინ შემთხვევით გადავაწყდი და ენისეი სლავას მატჩის მეორე ტაიმს ვუყურე.უნდა გითხრათ,მშვენიერი თამაში იყო,საკმაოდ ტემპიანი და სანახაობრივი,კლასითაც ჩვენს ჩემპიონატზე შეიძლება ცოტა უკეთესი.ასე რომ სიმშვიდის საბაბი ნამდვილად არა გვაქვს,თუ განვითარება არ გავაგრძელეთ,სულ მალე დაგვეწევიან და გადაგვასწრებენ კიდეც.ჩვენი განვითარების მთავარი მიმართულება კი რაგბის მასობრიობის გაათმაგება და გაოცმაგება უნდა იყოს.ეს ერთი მხრივ რაგბის წინსვლის ტემპს გაზრდის,მეორე მხრივ კი ახალგაზრდობას ნარკომანიისაგან დააზღვევს,რაგბის ხომ სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღები თამაშობენ,ხოლო რაგბის სკოლა გამოვლილი ახალგაზრდა,ნამდვილ ვაჟკაცად ყალიბდება.ზნეობის ,სამშობლოს,მეგობრის,სიმართლის,ქართული მენტალიტეტის და ტრადიციების დამცველად,რომელიც მენტალურად უკვე მზად არის თავისი პირადი უკან გადასწიოს საქვეყნო ინტერესებისათვის.ჩემი აზრით სწორედ რაგბის შეუძლია გახდეს გირჩის თავიან ჯაფარიძის და კრიმინალ მოსამართლეთა მიერ დამკვიდრებული ლეგალიზებული ნარკომანიის საწინააღმდეგო რბილი ძალა/დამეთანხმებით,რომ როცა ყმაწვილი ხედავს ერთ მხარეს დაკუნთულ,ნამდვილ ვაჟკაც ახალგაზრდებს,ხოლო მეორე მხარეს დაყვიციანებულ,სანთლისფერ,თვალებჩავარდნილ ნარკომანებს,გამოლენჩებულებს,შუშის თვალებით,მხოლოდ მოსაწევის შოვნაზე რომ ფიქრობენ,ეს ახალგაზრდა ბუნებრივია არჩევანს ცხოვრების ჯანსაღი წესის სასარგებლოდ გააკეთებს.ასე რომ რაგბი ჩვენი თამაშია და ყველანი რაგბიზე,მათ შორის რუსებიც,მათი ახალგაზრდობაც ხომ ლოთობაში იხრჩობა.ამისათვის კი ყველა ცოდოა.
მერაბი
რუსების მწვრთნელისგან ეს პიარია, გასაგებია. მაგრამ ჩვენი ნაკრები რომ რეგრესს განიცდის, ესეც გასათვალისწინებელია. ექვსი ერი არ გვიშვებს, ამიტომ ალტერნატივა საძებნია, იგივე ოკეანიის ქვეყნები, სამხრეთი აფრიკა, არგენტინა, იაპონია. მთავარია მორალური სიმტკიცე შეინარჩუნოს ჩვენმა გუნდმა, რაც იაპონიასთან აშკარად აკლდა.
zastaveli
არ მინდა რომ ვთქვა,მაგრამ ბოლო შეხვედრებში ჩვენ ნაკრებს რეგრესს ვამჩნევ,შერკინება სუსტად გამოიყურება,ერთი ადგილითაც უკან ჩამოვინაცვლეთ,ასე არაა?თუ ასეა,რატომ გიკვირთ,რომ მოტივირებულმა რუსეთის ნაკრების მწვრთვნელმა ქადილი რეალობად აქციოს?
ნათია
ასეთი ფორმულირება ამ გამონათქვამმა კომუნისტური წყობის დროს მიიღო, თითქოს ღმერთი ხალხს დასცინოდა.კი იცით, რომ მაშინ ყველაფერს აკეთებდნენ ეკლესიის დასაკნინებლად. ასე არის სწორი ფორმა (დააკვირდით შინაარსობრივადაც)და ძალიან გთხოვთ გავითვალისწინოთ: ,,კაცი ბჭობდა და ღმერთი განაგებდაო."
მანჩო
"კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო." გამარჯვებები საქართველოს ნაკრებს!
გიორგი
მაგ ბრაზილიამ აშშ-ს ეროვნული ნაკრები გააგორა მეგობარო
შოკირებული გულშემატკივარი
ასეთი თავხედობა "დასაფასებელია". ჩვენთან მოგება ისე ეამაყება რო ყველაფერზე წამსვლელია. ლინ ჯონს დაიმახსოვრე თამაშს უკეთესი ალგორითმი იგებს და არა სურვილი. ახალი ზელანდია საუკეთესო ალგორითმს ფლობს სარაგბო სამყაროში და იმიტომაც არის ასეთი ძლიერი. ჩვენ მოგებაზე ფიქრს კი თავი დაანებე. ქართველი მორაგბეები ისე არ გაფარჩაკდებიან რუსებმა რო მოუგონ.
გიო
ვერ გადაგვიღუნოთ ბიჭოო!
ნათია
წელიწადში ერთხელ დაკეცილი ქოლგაც ისვრის :). როდესმე ესენიც მოიგებენ. ყოველ შემთხვევაში მათ ასე ჰგონიათ. კაცი იმედით ცოცხლობს :დდდ
ნოზკა
მარიხუანა რუსეთშიც ლეგალიზებულია? :დდდდდ
korben dallas
ნუ, ერთხელაც იქნება და დაგვამარცხებენ. ალბათობის მიხედვით ეს მაინც მოხდება. ჩვენ და რუსები სამწუხაროდ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს, რო დავასხი 6 ერის მამებს თავსლაფი DDDDDDDD არც ირლანდიელებს მოეგოთ არასდროს ახალი ზელანდიისთვის და შარშან კი გააგორეს რაგბის "ჯადოქრები". ასე რომ... რუსეთსაც ექნება შანსი.
gela gloveli
მეტი რაღა მიღწევა უნდათ, მაგათმა მაქსიმუმი გააკეთეს, ბოლოს 1 ტაიმი მოგვიგეს და ისეთი წარმატებაა (იმედია უკანასკნელიც),რომ ეს უნდა გადასცენ მომავალ თაობებს: "ნახეთ რა გუნდი გვყავდა, ქართველებს "დაჟე 1 ტაიმი მოვუგეთ"ო........... "ვ ო ტ ტ ა კ"!
დათა
მთელი მსოფლიოში სპორტის ამ სახეობას რაგბი ეწოდება, მარტო რუსები ეძახიან რეგბის))) ჯერ სახელი გაასწორებინე უელსელო ბაჯაღლო მწვრთნელო და საქართველოს დამარცხებაზე მერე ილაპარაკე!!!!!
111
ერთი 65 ქულიოთ მოვუგოთ, რომ აზრზე მოვიდნენ რას იძახიან. მაგრამ ამ ბოლო დროს ისე ვთამაშობთ, გასაკვირი არაფერია. 6 ერში არ გვიღებენ რომ კლასი ავიმაღლოთ. რუსეთის ნაკრები ჩვენთვის სოფლის გუნდია!
გეორგიუსი077
მე კიდევ გუშინდელი მატჩის შემდეგ არ ვიცი რაღა ვიფიქრო,ვიცი რომ ეს არ იყო საქართველოს ის ნაკრები მაგრამ ბრაზილიასთან წაგება???...
ამაზე კაი დალოცვა რა გინდა
არ ეტკინა ბიძიკო შენ გვარს და ჯილაგს მანადე არაფერი,სანამ შენ რუსეთით საქართველოს არ მოუგო!!
912
საკლუბო რაგბი განავითარეთ და საერთაშორისო დონეზე თამაშის შანსი მიეცით მარტო ბაქიბუქობა არ გვიშველის სადღაც შეიძლება მიეცეთ ნავსის გატეხვის შანსი და ამის საშუალება არ უნდა დავუტოვოთ
თემო
ფრთხილად ვანიებო. ვატყობ ახალ რეკორდს დავამყარებთ თქვენთან მაგ თქვენი "ამბიციების" გამო ;)
300 არაგველი
ყველაზე მეტად , ის რაც მომწონს და მეამაყება რაგბისტების მათ გაითავისეს ის რომ ეს რეალური თამაშია სადაც GAME OVEრ შემდეგ , სხვა სიცოცხლე აღარ გაქვს . ეს რომ მთელ საქართველოს გავაგებინოთ არ შეიძლება , 4 მილიონი ბორჯღალოსანი რომ ცხოვრობდეს ამ ქვეყანაში , ჩემი ჩათვლით , წარმოგიდგენიათ რას შეიძლება ქვეყანამ მიაღწიოს ? მაგრამ ეს რომ უტოპიაა , ჩვენც ვხვდებით ამას და მაგიტომაც გვიყვარს რაგბისტები , რადგან მათში ვხედავთ ჩვენს სისუსტეზე გამარჯვების ზეიმს , თუ მართლა გგონიათ , რომ ეს მხოლოდ სპორტული აზარტია ? ზუსტად 1 საუკუნე გავიდა და ილიას სიტყვები დღევანდელობაზე ზედ გამოჭრილია . ჭკუა მაინც ვერ ვისწავლეთ . გავიღვიძოთ და გამოვიდეთ საღათას ძილიდან , თორემ იმდენად ახლო მეჩვენე ჩვენი ქვეყნის დასასრული , ბოღმა მახრჩობს და ახლა შეიძლება მიხვდეს ქართველი , თუ რას გრძნობდა ერეკლე მეფე , თუ ჩვენც იმ კრიტიკულ ზღვარს უნდა მიუახლოვდთ (500 000) ?
Ultranationalist
ხოო მერე გამოგეღვიძებათ :D თან რა თაობა მოდიან ბიჭები ამათ ცალი ხელით მოუგებენ
givi
ნეტარ არიან მორწმუნენი :) ერთხელ ცარიელი თოფიც ისვრისო უთქვამთ - ისიც უთქვამთ ცარიელი კასრი ბევრს რიხინებსო, 2119-მდე რომ გაუგრძელონ კონტრაქტი შეიძლება რაიმე გაუვარდეს :))
მიშა63
''ძვირფასო'' ლინ, ფული დროზე აიღე და მოხიე მაქედან!!! მომინდომეს...რაგბისტებსაც უნდათ ''დამსახურებულების'' წოდება ???
300 არაგველი
რა ხდება კომუნიზმი დაბრუნდა საქართველოში , თავისუფალ სიტყვას რომ ბლოკავთ ? გამოაქვეყნეთ კომენტარები , თუ ეროვნული პათოსი დაუშვებელია ?
300 არაგველი
იქნება ამ დუდუკს უთხრას ვინმემ , თუ რატომ ოცნებობს მიუწვდომელზენ, რადგან როცა გადავუვლით , (ეს რომ ას იქნება მაგაში მთელი საქართველო დარწმუნებულია) გაგახსენებენ მაგ დაპირებას . მაგრამ იცი რატომ ყბედობ მაგდენს , საერთო გაქვთ ძალაინ ბევრი და როცა იქნება მაგ იმპერიალისტურ ქედმაღლობას თავზე გადაგახევთ ოვალური ბურთის მეშვეობით , და ეს რომ მასე იქნება მაგისი მთელ საქართელოს სჯერა , გახსენით 6 ერის კარი ა ნახავთ რა შეგრძნებაა როცა 56000 გულანთებული ქართველის წინაშე გიწევს თამაში , მონაგონი იქნება თქვენთვის შოტლანდია უელსი და ირლანდია , თუ თქვენ დიდგორი ბერძნლი მითოლოგიასავით ზღაპარი გგონიათ . გაიღვიძებს ერთ დღესაც ქათელი გენის მიძინებული სული და ძრწოდეთ ეშმაკის მოციქულნო , რადგან თვით უფალი აღმართავს თქვნზე დამოკლეს მახვილს .
zviads
ოცნებას კაცი არ მოუკლავს:))... თუმცაღა ოდესღაც შეიძლება დადგეს მომენტი და მოგვიგონ, ესეც უნდა გვახსოვდეს

რუსეთის ნაკრები სულ რომ დაფრინავდეს, მორალურად ისეა დათრგუნული, რომ საქართველოს ნაკრებთან მარცხს შეგუებულია კარგა ხანია.შეიძლება რუმინეთს მოუგოს, მაგრამ ჩვენთან 1 % შანსი არა აქვს. ეს მწვრთნელმაც იცის, მაგრამ ხმამაღლა ხომ არ იტყვის ? :)))))
Ika
მაგ სიტყვების მერე უფრო წააგებთ ვასსსიუკი ;)
გეო
თან ბონუსქულითო არუთქვამს :დ
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
ლინ ჯონსი: "ბორჯღალოსნების" დასამარცხებლად რუსეთმა მათთან ხშირად უნდა ითამაშოს
რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: რა არის საჭირო საქართველოს დასამარცხებლად?
ლინ ჯონსი: "ბორჯღალოსნებთან" წარმატებული მატჩი ჩავატარეთ - მიზანი მათი დონის მიღწევაა
საქართველოს თუ მოვუგე, პუტინმა გმირის წოდება მიბოძოს - რუსეთის მწვრთნელი
მაისაშვილი: რუსეთი ცდილობს უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს - მზად ვართ შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ
მერაბ შარიქაძე: ძმა დავკარგეთ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა
"ქართველებმა იციან, რომ რუსეთთან ადვილი გასეირნება აღარ ელით" - ამბობს მათი მწვრთნელი
საქართველო-რუსეთი - ბილეთები
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
"ბორჯღალოსნები" "შემოდგომის ერთა თასზე" უკეთესი გახდა - ამბობს რუსეთის ნაკრების მწვრთნელი
მაისაშვილი: უკეთ მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა
"საქართველოს დონემდე მისაღწევად შეუპოვარი შრომა მოგვიწევს" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი
მერაბ შარიქაძე რუსეთთან მატჩის წინ: გუნდში საოცარი ატმოსფეროა
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?