საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან 2 განსხვავებული ტაიმი ითამაშა. პირველში იბრძოლა, ზონური პრესინგი გამოუვიდა და მთლიანობაში კარგადაც გაისარჯა, რისთვისაც დიდი შესვენებისთვის მხოლოდ 2 ქულით – 37:39 ჩამორჩებოდა. მეორე ნახევარი კი დიამეტრალურად განსხვავებული გამოდგა. საფრანგეთმა მატჩზე სრული კონტროლი დაამყარა და მესამე პერიოდი 21:2 გაქცევით დაიწყო. შედეგად, 60:39 დაწინაურდა და მატჩის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტა.

მესამე პერიოდი ფრანგებმა 39:11 მოიგეს, რასაც საბოლოპერიოდო 28:8 მოაყოლეს და საბოლოოდ გამანადგურებელი სხვაობით – 106:54 იმარჯვეს. რთულია, აუგი თქვა გია კაზანჯიანისა და გელა წულაძის გაწვრთნილ გუნდზე. ბიჭებმა იბრძოლეს, რაც შეეძლოთ და მრისხანე მეტოქეს მთელი ნახევარი მატჩი არაფერი დაუთმეს. მეორე ტაიმში კი ძალამ აღმართი ახნა და ფრანგებმაც დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს.

საინტერესო შედეგი დაფიქსირდა ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში. ესტონეთმა, რომელთანაც საქართველო გუშინ 66:76 დამარცხდა, 15 ქულით დაამარცხა იტალია. შესაბამისად, ჯგუფური ეტაპის ბოლო მეტოქე იტალიასთან საქართველოს ნაკრებს მოგებაზე მართებს თამაში. აღნიშნული მატჩი ხვალ, 12 აგვისტოს, თბილისის დროით 22:15 საათზე დაიწყება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ქუთაისელი
ფიზიკურად რატომ იყვნენ ჩვენზე დიდები ის ფრანგები?
Georgian
რით ვერ გაიგეთ რომ კაზანჯიანი არ არის მაღალი დონის სპეციალისტი!
პაატა
საიდან უნდა ქონდეს მომავალი ჩვენს კალათბურთს?! ყველა ასაკობრივში დიდწილად ნაცნობ-ძმაიაცობით+ფულით აკომპლექტებენ შედადგენობას...ეროვნულში რა ნაკლები სიტუაციაა??? არაფრისმაქნისი ბოისა ყავს ნაკრების ძირითადში!!! ეს ნორმალურია?! წლებია გულშემატკივარს თვალში ნაცარ გვაყრის ფედერაცია...ეხლა ეს გყრასპაული ხომ საერთოდ არაფერში არ წერია, გაგნებაში არ არის რა უნდა აკეთოს ფედერაციამ და გავა ასე წლები წაგებებში
qomagi
ვატყობ, მომავალში ქართული კალათბურთი ფეხბურთზე უარეს დღეში ჩავარდება. უსუსტესი თაობები მოდიან, ხოლო კალათბურთის ფედერაცია კი თბილად არის მომჯდარი და დღევანდელი დღით ცხოვრობს
leri
50 ქულით რომ წააგებ კაის თქმა ძნელი და მომავლის იმედით დანახვა!!
dato
მეტი არაა ჩემი მტერი, ამათ იტალიას მოუგონ.
mamuka
როგორც ცა და დედამიწა ისეთი სხვაობა იყო, ყველა კომპონენტში. პატარა ასაკიდანვე შესაცვლელია მიდგომა, თუ არა და კიდევ მაგრად გაგვასწრებენ. დიდებივით ესროდნენ სამიანებს და დრიბლინგშიც მაგრები იყვნენ. პირველი მერცხალი გამახსენდა ინგლისელებს პირდაღებულნი რომ უყურებდნენ.
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე – A დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება