ფოტო: გალაქტიონ ესაკია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ყაზახეთში გაემგზავრა. ნაკრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრინდა და ასტანაში თბილისის დროით 13:00-ზე ჩაფრინდება.

ჩვენი დროით 13:30 საათზე ასტანაში ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართება.

ხოლო 17:30 საათზე პრესკონფერენციას საქართველოს ნაკრების თავკაცი ვლადიმირ ვაისი გამართავს. 18:00 საათზე კი "ჯვაროსნების" ვარჯიში 15 წუთით მედიისთვის გახსნილი იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშების სადებიუტო შეხვედრამდე, 4 სექტემბერს თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა. ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ეროვნულმა გუნდმა 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.

საწვრთნელ პროცესში მხოლოდ ჯაბა ჯიღაური არ მონაწილეობდა. ფრანგული "გრენობლის" ფეხბურთელი საკლუბო მატჩის გამო ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდება. ეროვნულ გუნდში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

ყაზახეთში ნაკრებთან ერთად SPORTALL.GE-ს საფეხბურთო მიმომხილველი გალაქტიონ ესაკია გაემგზავრა, რომელიც ნაკრების მზადების შესახებ და სხვა საინტერესო ინფორმაციას ოპერატიულად მოგვაწვდის.

ყაზახეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება ასტანაში 6 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

გულშემატკივარი 58
ხვალ ქართულ საფეხბურთო ცხოვრებაში იწყება ახალი ეტაპი, რასაც ქვია ტოლ-სწორებთან თამაში და იქ წარმატების მიღწევა. რასაკვირველია, ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი ოპტიმისტურადაა განწყობილი ამ თამაშების წინ, რადგან ობიექტურად ვალდებული ვართ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ. თუ ეს ასე არ მოხდა, ძალიან გულდასაწყვეტი იქნება. ამიტომ ყველამ უნდა იგრძნოს ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც ახლავს ამ თამაშებს. ამასთანავე, საჭირო არ არის ზედმეტი ემოციები, აუცილებელია სრული მობილიზება და მაღალი კონცენტრაცია მთელი თამაშის მანძილზე, განსაკუთრებით ტაიმების ბოლოს!!!!!!!! წარმატება!
ბმბ
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო, აბა თქვენ იცით, საქართველოსთვის ითამაშეთ, თქვენი ხალხსთვის ითამაშეთ, თქვენი და ჩვენი შვილებისათვის ითამაშეთ, მიდით და გააკეთეთ ის, რაც შეგიძლიათ, დადეთ ყველაფერი მინდორზე და აი მაშინ ნახავთ რა არის ნამდვილი ხალხის სიყვარული, მიდით და იომეთ, იომეთ ბოლომდე, არც ერთი წამით არ მოდუნდეთ, მიდით რა.....
WTF
წარმატებები ბიჭებო !!!
giga
ღმერთს ვთხოვ მარტო შენ ჯინაზე მოიგონ ბიჭებმა ასეთი ღვარძლიანი კომენტარები რომ აღარ იმოძრაო
hahaha
როგორც ყოველთვსი ერთი ესეთი კომეტარი სულ არი ხოლმე ალბათ არ აპირებ ნახვას ამ მატჩის ესე ვფიქრობ რადგინდა გაფარჩაკების რო "უყურო" თუ აპირებ და "რანაირი" ფეხბურთის ფანი ხარ :D
ლუკა
მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ ბიჭებო! მჯერა თქვენი! ყველანი კარგი ადამიანები და სპორტსმენები ხართ ნაკრებში. თქვენნაირი ადამიანები და სპორტსმენები უკვე გამარჯვებულები არიან ცხოვრებაში. ხვალ უბრალოდ კიდევ ერთი საამაყო დღე იქნება ჩვენს ცხოვრებაში!
როგორც ყოველთვის
გაფარჩაკდებიან და გამოემგზავრებიან უკან.
დ.ვ
ვინ შეურჩია ეს პიჟამოები?
ჰაჰა
წარმატებები!!! გაგვახარეთ!!!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს ყაზახეთში უყურებენ
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
5:0 ძალების დაზოგვით - საბერძნეთი თბილისში ამაღლებულ განწყობაზე მოემგზავრება [VIDEO]
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ