დღეს, 6 სექტემბერს, ჩვენი დროით 18:00 საათზე უეფა-ს ახალი ტურნირის, ერთა ლიგის პირველი მატჩი გაიმართება.

ახალი ტურნირის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად ყაზახეთს დაუპირისპირდება. რადგან ყაზახეთი აღმოსავლეთისკენ საკმაოდ შორსაა, ევროპული დროით, სხვა მატჩებთან შედარებით, ეს შეხვედრა ყველაზე ადრე დაიწყება.

გვინდა შემოგთავაზოთ საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებების არა სპორტული, არამედ ფინანსური შედარება, რადგან ეს ფაქტორი საკმაოდ დიდ როლს თამაშობს თანამედროვე ფეხბურთში.

Transfermarkt-ის მომხმარებლები, ექსპერტები და ადმინისტრატორები მუდმივად განიხილავენ ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებას, ფეხბურთელის ფასი წელიწადში 2-ჯერ ან 4-ჯერ იცვლება, ხოლო ფასის განსაზღვრისთვის ექსპერტები რამდენიმე კრიტერიუმს განიხილავენ.

მათ შორისაა: ასპარეზობის სტატისტიკა, კლუბი, ლიგა, სადაც თამაშობს, ნაკრები, ბოლო ტრანსფერებში გადახდილი თანხა, მომავალში მოსალოდნელი თანხები, მარკეტინგული ფაქტორები და ფეხბურთელის პრესტიჟი.

შესაბამისად, დღეისთვის გერმანული გამოცემა ყველაზე ობიექტურ შეფასებას გვაძლევს. ამიტომ სტატიაში მათ მონაცემებს დავეყრდნობით.

transfermarkt-ის დღევანდელი მონაცემებით, ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება საერთო ჯამში 19.7 მლნ ევროა.

ჩვენი მეტოქის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი დმიტრი შომკოა, რომლის სატრანსფერო ფასი 2.5 მლნ ევროა. ის ყაზახური "ასტანას" მცველია.

სულ ყაზახეთის ნაკრებს 10 ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთა სატრანსფერო ღირებულება მილიონი ევრო და მეტია.

"კაირათის" ნახევარმცველ ბაიურზან ისლამჰანის ფასი კი 2 მლნ ევრო იყო, თუმცა შემდეგ მისი სატრანსფერო ღირებულება დაეცა და ამ დროისთვის 1.8 მლნ ევროა.

ასევე ფასის მიხედვით გამოსარჩევია ასევე "კაირათის" ნახევარმცველი ისლამბეკ კუატი, რომელიც 1.5 მლნ ევრო ღირს.

მეკარეები

დმიტრო ნეპოგოდოვი (ტობოლი) - 700 000 ევრო

ნენად ერიჩი (ასტანა) - 300 000

ვლადიმირ პლოტნიკოვი (კაირატი) - 300 000

მცველები

დიმიტრი შომკო (ასტანა) - 2 500 000

გაფურჟან სიუიუმბაევი (კაირატი) - 1 200 000

სერგეი მალიჰი (ასტანა) - 1 000 000

აბზალ ბეისებეკოვი (ასტანა) - 1 000 000

იური ლოგვინენკო (ასტანა) - 1 000 000

ევგენი პოსტნიკოვი (ასტანა) - 800 000

დიმიტრი მიროშნიჩენკო (ტობოლი) - 600 000

აიბოლა აბიკენი (კაირატი) - 200 000

ნახევარმცველები

ბაუირჟან ისლამხანი (კაირატი) - 1 800 000

ისლამბეკ კუატი (კაირატი) - 1 500 000

სერიკჟან მუჟიკოვი (ასტანა) - 800 000

ბაკტიერ ზაინუტდინოვი (ასტანა) - 750 000

გეორგი ჟუკოვი (კაირატი) - 600 000

იან ვოროგოვსკი (კაირათი) - 400 000

დუმან ნარზილდაევი (კაისარი) - 250 000

თავდამსხმელები

რომან მურთაზაევი (ასტანა) - 1 200 000

ერკებულან ტუნგიშბაევი (ორდაბასი) - 1 000 000

ალექსეი შჩეტკინი (ასტანა) - 1 000 000

ბაუირჟან ტურისბეკი (ტობოლი) - 500 000

ერკებულან საიდახმეტი (უფა, რუსეთი) - 300 000

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება საერთო ჯამში ამ დროისთვის 32.83 მლნ ევროა. ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელი მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი საბა კვირკველიაა, რომლის ფასი 8 მლნ ევროა.

კვირკველიას შემდეგ ყველაზე ძვირად "გენტის" ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძე ფასობს, რომლის ფასი 3 მლნ ევროა.

2.5 მლნ ევრო ორი ქართველი ფეხბურთელი ღირს - დონეცკის "შახტარის" მცველი დავით ხოჭოლავა და "სან ხოსეს" ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი.

ჩვენს ნაკრებში მილიონი და მეტი 11 ფეხბურთელი ღირს.

მეკარეები

გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი) - 800 000 ევრო

როინ კვასხვაძე (ტორპედო) - 400 000

ლაზარე კუპატაძე (საბურთალო) - 200 000

მცველები

საბა კვირკველია (ლოკომოტივი) - 8 000 000

დავით ხოჭოლავა (შახტარი) - 2 500 000

გურამ კაშია (სან ხოსე) - 2 000 000

ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი) - 1 000 000

ჯიმი ტაბიძე (უფა) - 1 000 000

ლაშა შერგელაშვილი (რიგასი) - 375 000

გიორგი ნავალოვსკი (დინამო მნ) - 250 000

ნახევარმცველები

გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი) - 3 000 000

ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე) - 2 500 000

ვალერიან გვილია (ლუცერნი) - 1 250 000

ჯაბა კანკავა (ტობოლი) - 1 000 000

თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი) - 1 000 000

გიორგი აბურჯანია (ლუგო) - 800 000

ოთარ კიტეიშვილი (შტურმი) - 800 000

გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა) - 800 000

ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი) - 700 000

გიორგი არაბიძე (ნასიონალი) - 700 000

გიორგი მერებაშვილი (პლოცკი) - 400 000

ჯაბა ჯიღაური (გრენობლი) - 300 000

თავდამსხმელები

გიორგი ქვილითაია (გენტი) - 1 750 000

ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი) - 700 000

ლევან მჭედლიძე (ემპოლი) - 600 000

ფინანსური თვალსაზრისით, ჩვენი ნაკრები ყაზახეთს თავდასხმაში ჩამოუვარდება. მართალია, ყაზახების 5 თავდამსხმელის მონაცემებია მოყვანილი, მაგრამ სამი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის საერთო ჯამი 3 200 000 მლნ ევროა, ხოლო ჩვენი, როგორც ხედავთ, 3 050 00 მილიონი.

მეკარეებს რაც შეეხება, აქ მცირე უპირატესობა ჩვენს მხარესაა - 1.4 მლნ ევრო 1.3-ის წინააღმდეგ.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველების საერთო ღირებულება 13 250 000 ევროა, ხოლო ყაზახების - 6 100 000 ევრო.

მცველებშიც დიდი უპირატესობა გვაქვს - 15 125 000 ევრო 8 300 000 ევროს წინააღმდეგ.

ანტიკაშიას
პროტესტი ქუჩაში, ხელს არავინ დაგაკარებთ...:)
ავთოს
მაინც მოიგეს....
zulu
ცხრაში ფერადი უეფას თასსაც დაასველებენ ჯიგრები
ანტიკაშია
რა შეხედულებებიც გაიზიარეთ და რაშიც უეფას ჯილდოები აიღეთ, ამის გამო სტატიის სათაურს შევცვლიდი მინიმუმ ასე: ენჯეოშნიკთა ანტიეროვნული ნაკრები - ყაზახეთის ეროვნული ნაკრები.
ავთო
მაინც წააგებენ
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს ყაზახეთში უყურებენ
5:0 ძალების დაზოგვით - საბერძნეთი თბილისში ამაღლებულ განწყობაზე მოემგზავრება [VIDEO]
უკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
გიორგი კოხრეიძე გაძვირდა - ეროვნული ლიგის ფეხბურთელების განახლებული ფასები
უკრაინა VS საქართველო - ცნობილი განაცხადი და უცვლელი შემადგენლობა
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე