საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 8 ოქტომბრიდან ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი 13 ოქტომბერს თბილისში ანდორას უმასპინძლებს. 16 ოქტომბერს რიგაში ჩვენი გუნდი ლატვიას დაუპირისპირდება.

უეფა-ს ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის ვლადიმირ ვაისმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია - პოლონური "არკას" 22 წლის ქართველი ლეგიონერი ლუკა ზარანდია. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე.

საქართველოს ნაკრები საწვრთნელ პროცესს მომავალი ორშაბათიდან ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე დაიწყებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), საბა კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელორუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ამ დროისთვის, ცნობილია კიდევ ოთხი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი)

საქართველოს ნაკრები მესამე ტურის მატჩს ანდორასთან თბილისში, "დინამო არენაზე" 13 ოქტომბერს, 20:00 საათზე გამართავს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

roma
შეეცადეთ ობიექტურები იყოთ და პესიმიზმს შეეშვათ, ბევრი ვაისის ქმედება მეც არ მომწონს მაგრამ ამ წინა სამატჩოდ უპრიანი არ იქნება ასეთი ლაპარაკი ვინ გამოიძახა და ვინ არაა, მაგაზე ჩვენი საუბარი რამეს შეცვლის როგორ გგონიათ? უბრალოდ ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ მივიდეთ სტადიონზე და ბოლომდე ვუგულშემატკივროთ, დარწმუნებული ვარ ვინც არუნდა გავიდეს სტადიონზე ბოლომდე დაიხარჯება და თავის წვლილს შეიტანს ანდორას გადათელვაში, პროფესორობა კი არ უნდა დავიწყოთ ვინ გამოიძახოს და ვინ არაა, უბრალოდ ვაისს შედეგი მოვთხოვოთ და სულ არ მაინტერესებს რა ანგარიშით და როგორი თამაშით მთავარია საქართველოოს სასარგებლოდ ტაბლოზე ერთით მეტი გოლი ეწეროს. ღმერთი ფარავდეს საქართველოს და გამარჯვებისკენ გვატაროს. წინ ბიჭებო თქვენ ხომ ხუთჯვრიან დროშა გაქვთ ამოქარგული გულზე, დაიცავით ჩვენი ღირსება და დაანახეთ მსოფლიოს რომ თქვენი დროც მოვიდა დიდ ფეხბურთში.
Lasha
არაბიძე არ დარბისო, ლობჟანიძე დარბის მაგრამ არაო, ახალგაზრდებს თუ არ მიეცი შანსი თავის გამოჩენის და განვითარების გვეყოლება 32 წელს გადაცილებულები და თავის გუნდებში უთამაშებელი ფეხბურთელები მომავალ წელს და შედეგი ისევ ისეთი იქნება როგორსაც მივეჩვიეთ! იმიტომაც არის რომ ჩაკვეტაძის იმედი გვაქ მარტო. მიდი გიო შენ თუ გვიშველი!
კაი ხო
ამ ლობჟანიძის სანათესაომ ხომ წალეკა საიტი
geo
ლორია-კალაძე-კაშია-კვირკველია-კაკაბაძე-კანკავა-ჯამარაული-ქინქლაძე-ჩაკვეტაძე-ქეცბაია-შ.არველაძე. დაანგრევენ ანდორას!
ბასკი
როგორ ვთქვა, მაგრამ კაჭარავას დვალიშვილი მირჩევნია:))
ირაკლი
ვფიქრობ კიტეიშვილსა და ზარანდიან რომ მიეცეს მეტი დრო აუცილებლად იტყვიან თავიანთ სიტყვას და გააძლიერებენ ნაკრებს. რაც შეეხება თავდასხმის ხაზს, ოღონდ კაჭარავა არ იყოს ძირითადში და თუ გინდა როინ კვასხვაძეს მოარგონ ფორვარდის მაისური. ეგ უფრო გაიტანს ვიდრე მოუქნელი მამიკოს შვილი კაჭარავა.
ლადო
სულ ორად-ორი ნომილარულ/ნორმალური თავდამსხმელია საქართველოში? :(
დიმა
რას ამოიჩემეთ არაბიძე და ლობჟანიძე? არაბიძე მეც ძალიან მომწონს თუმცა უზარმაცესი ფეხბურთელია, დაცვაში არაფერს აკეთებს, შეტევაში კიდე ბურთი თუ მიიღო მხოლოდ მაშინ თუ გაიქცევა, უბურთოდ კიდე მხოლოდ დასეირნობს მოედანზე. ლობჟანიძე იყო გამოძახებული და ფაქტია ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი, თან თავის პოზიციაზე როდესაც გყავს ყაზაიშვილი ოქრი და ჩაკვეტაძე(ისედაც დიდი კონკურენციაა) სად ათამაშებთ კი მაინტერესებს. ამ ეტაპზე მართლა ყველაზე ოპტიმალური შემადგენლობაა, მივესალმები ზარანდიას გამოძახებას ასევე იმსახურებს ეს კაცი ნაკრებს, იქნებ ცენტრფორვარდადაც გამოცადოს ვაისმა. წარმატებები ნაკრებს
semi
100 % გეთანხმები რაც დაწერე. ხომ გამოჩნდა რომ ვისაც ეს ჟურნალისტები ითხოვენ ვერავინ ვერ გაამარტლა ნაკრებში, ვერც საბამ ვერც ბუდუმ ვერც სხირტლაძემ, ნაკრებიში ერტმანეთთან შეუთამაშებელ ფეხბურთელებს ვერ დააყენებ, იგივე ჩაკვეტაძეეს რამდენი ხანი არ იძახებდა, მხოლოდ ამხანაგურები როცა იყო მაშინ დააყენა და გუნდში ჩაჯდა ასე სპონტანურად ვერ გამოიძახებ ნაკრებში ფეხბურთელებს, მითუმეტეს ამ გუნდმა უკვე აჩვენა გარკვეული შედეგი. იგივე კაჭარავას რომ არ იძახებდნენ ერთი ამბავი ქონდათ ატეხილი, ეხლა პირიქითაა.
semi
ხალხო !!! საბა ყავდა ამხანაგურებში გამოძახებული, 2 მატჩი ათამაშა, აქიდან ერთი ძირითადში, საბას პოზიციაზე მინიმუმ 4 ფეხბურთელი გვყავს რომლებსაც ნაკრებში საბაზე მეტი გამოცდილება აქვთ და ერთად ბევრი მატჩი ჩაუტარებიათ, ასევე ბუდუც ბევრჯერ იყო ნაკრებში, და ეხლა ითხოვთ ოფიციალურ მატჩებში ახალი ფეხბურთელები გამოიძახოს? ხარაიშვილიც მომწონს მაგრამ მის პოზიციაზეც ყავს გამოცდილი მოთამაშეები. აღარ არის ნაკრებში ადგილი ხომ ხედავთ.
Qartveli888
Vinmem icit, Dinamo U19 ratom ar tamashobs uefas axalgazrdul chempionta ligashi ? Gtxovt dacerot
kote
ნუ ცხადაძე თუ არა , მაშინ ქეცბაია ან მისი წინამორბედებიდან ვინმე მაინც....
რიგითი გულშემატკივარი
ვაისმა ლობჟანიძე ივნისის საკონტროლოებში გამოსცადა და გვახსოვს რომ იქ ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი.ალბათ იმიტომაც არ იძახებს,თუმცა აუცილებლად მოვა დრომ რომ ის ნაკრების ფეხბურთელი გახდება.აი ზარანდიას გამოძახება კი მართლა კარგია,მის პოზიციაზე ნამდვილად არ გვილხინს.
გიორგი
ხარაიშვილს რას ერჩის და რატომ არ იძახებს?
Vazha
Kacharava I'd axis da lobzhanidzes da ebralidzes ara aset I araferi ar Mina ia kacharava tu idzaxeb mashin mikeltadze gamoidzaxe
დათა თუთაშხია
ლუკა ზარანდია მუშნი ზარანდიას ნათესავი ხომ არ არის?
Gio
Kacharavas mama gamoizaxe is uket itamashebs vidre misi shvili ar eshveleba amat araferi axalgazrda bichebi frinaven eg kide kacharavao barem gulshematkivari gadmoikvane tribunidan is ufro gaitans gols namusi agar gaqvt?
გიორგი
ადმინ დაანებე ცენზურას თავი. მესამედ ვწერ და თუ ნამუსი გაქვს გამოაქვეყნე: მტკიცედ ჩამოყალიბდით შემადგენლობის საკითზე და შემდეგ გადაეცით საბოლოო სია ვაისს, თორემ ვერ გაიგო იმ კაცმა რამდენი ფეხბურთელი დააყენოს თქვენი მოთხოვნით ძირითადში. ნახეთ თქვენი კომენტარები: ერთდროულად ითხოვთ არაბიძესაც, მჭედლიძესაც, ლობჟანიძესაც, ზარანდიასაც, ებრალიძესაც, ჩაკვეტაძესაც, ყაზაიშვილსაც, ჭანტურიასც, ოქრიაშვილსაც, ანანიძესაც, უკვე ყენაიასაც და სხვებსაც ჰოდა 11 კაცში რამდენი მოთხოვნა დააკმაყოფილოს? ამიტომ უყარეთ კენჭი, ხმების უმრავლესობით აირჩიეთ შემადგენლობა და სია გადაეცით ვაისს სავალდებულო შესასრულებლად - თორემ ვინ რას ითხოვს და ვინ რას....
Vakhtang Lobzhanidze
მთავარია ჯანო გვეყოლება. 100% მზად ვერ იქნება, მაგრამ მაინც უდიდესი ძალაა ნაკრებისთვის. მჭედლიძის იმედიც მაქ..მთავარია ანდორას მოვუგოთ აქ და ლატვიას გადავუვლით იქ. არ მგონია სახლში ავტობუსი დააყენონ. ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება. 16 ში ჯგუფში 1 ლი ადგილი განაღდებული გვექნება
Zurikela
გავგიჟდები ეხლა კაჭარავას ეძახის და ლობჟანიძეს არა!!!!
Lasha
ლობჟანიძის სისწრაფეს ან ტექნიკას თუ ვერ იყენებს ტრენერი მაშინ დაანებე თავი და ნუღა გვაგლიჯავ ნერვებს, დააბრუნეთ ცხადაძე!!!
ვინცხა
ოღონდ კაჭარავა არააა
Dave
საბას და ავთო ებრალიძეს ძალიან ვგულშემატკივრობ, უბრალოდ მის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, საბა არის მარცხენა შემტევი და ამ დროისთვის მაგ ადგილზე არიან ჩაკვტაძე, ყაზაიშვილი და ოქრიაშვილი და ამ ეტაპზე ვაისი მათზე აკეთებს არჩევანს. მჯერა მალე იმ ბიჭებსაც გამოიძახებს. ეხლა ნაკრებში მარჯვენა შემტევის ნაკლებობაა, მხოლოდ მერებაშვილია მაგ ფრთიდან, ამიტომაც ვიხილეთ ზარანდია, რომელიც თავია კლუბში ანალოგიურ პოზიციაზე თამაშობს. ჩემი აზრით ესაა და ეს. ვაისმა საბაც იცის, ავთოც, ხარაიშვილიც და კიდე სხვები ჩვენ რომ არ ვიცით ისეთი.
5gio
Rato blokavt komentarebs ras gixdit kacharava amdens? Vaiss aindisi ar aqvs kacharavas rom izaxebs ...da sxva golis gamtan xalsxs ara
Xishnika
Au es tipi ver ari to lobjanize an xaraishvili an mwedlishvilis rato ar azlevs shanss.. tavidan momwonda mara exa ukvee chamorcha yvelafers. An shecvlebs rodisa ro aketbs roca mtvardeba tamahi.
zvio
ამ კაცს ვინმემ საბა ლობჟანიძეზე მიაწოდეთ ინფორმაცია... ყველანი ერთად დაბრუციანდით ფედერაციაში!!!!!!!!!!!!!
Givi
მართლაც, რატომ ხდება ლობჟანიძის იგნორირება? რაც შეეხება მერებაშვილსა და კაჭარავას, ვფიქრობ, რომ ჯერ-ჯერობით მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალზედ დაბალია და გარისკვა არ ღირს.ანდორასთან მატჩში შესაძლებლად მიმაჩნია გაბედავას ჩართვა.მესამე სარეზერვო მეკარედ ვენდობოდი ლუკა გუგეშაშვილს, რომელიც კუპატაძესთან შედარებით, კარში უფრო დამაჯერებლად დგას და საიმედოდ თამაშობს.
soso
მჭედლოს და ლობჟანიძეს ჩემი აზრით შანსი უნდა მიეცეთ.
ss
სადაა არაბიძე ???
Gio
Kide kacharava ??? Vauss sindisi ar aqvs
ძველი ფეხბურთელი
კარგია, რომ არ გამოიძახა არაბიძე. მატაობა ფეხბურთი არ არის.
მე არაფერი დამიშავებია
რატომ მე? მე რას მერჩით?
emigranti
ვაისი მთლად კარგად ვერაა ხომ იცით...იმდენი ბალასტია ნაკრებში, როცა ამ დროს ლობჟანიძე, ებრალიძე და მჭედლიშვილი გაფართოებულშიც არა ჰყავს.
giga
ვაის ჯიღაური არსად არ დაგეკარგოს. საბა ლობჟანიძის გამოუძახებლობა როგორ შეიძლება.
ხარება
ლუკას გამოძახება გასახარებელია აუციობლად გააძლიერებს ნაკრებიზ შეტევით პოტენციალს
Zaza
ზარანდიას გამოძახებამ მაგრად გაასწორა ძალიან კაი იქნება მარჯვნიდან
Ziqenbud
"პელე" ნამდვილად დააყენებდა მაგ შემადგენლობას :)))))
თემო
კარგია ზარანდია რო გამოიძახა დაიმსახურა ბოლო პერიოდში გამორჩეული იყო პოლონეთში
Irakli Apkhaidze
ლობჟანიძე ენახა საქმეში კაი იყო... წარმატებები!
beqa
საბა ლობჟანიძე რატო არ გამოიძახაააააააა................
pele
კუპატაძე-კაკაბაძე-დვალი-ტაბიძე-ნავალოვსკი-აბურჯანია-კანკავა-კიტეიშვილი-ჭანტურიშვილი-მერებაშვილი-კაჭარავა. ძირითადში ეს 11 კაცი დამანახეთ. იდეალურია დღეს! პატივისცემით პელე რიოდან!
სოსო
ასე მგონია,ზარანდია სამომავლოდ აუცილებლად გამოადგება ნაკრებს,თანაც ძალიან.ჯანო თუ ნაწილობრივ მაინც მიუახლოვდა ფორმას,შეტევაში ძალიან გაგვიადვილდება,ხოლო თუ ყენიაც ჩადგა ფორმაში,მაშინ ნაკრებს უკვე მანევრის თავისუფლებაც ექნება შუა მინდორში.
jiji
კარგია ზარანდიას გამოჩენა ნაკრებში, კაჭოს მაგივრად გაბედავა შეიძლებოდა, დავაი ბიჭებიი გადავიხიოთ ანდორა ! ლორია- კაკაბა-კაშო-კვირკველა-ნავალა-ჯაბა-გვილო-ჩაკვე-ვაკო-ზარანდია-მჭედლო. ეს სასტარტო 11 ეული მინდა ბზსკუა ვორდა!
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
უკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
უკრაინა VS საქართველო - ცნობილი განაცხადი და უცვლელი შემადგენლობა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება