1 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის 26-ე ტურში ერთ-ერთმა აუტსაიდერმა "სამტრედიამ" ლიდერ "საბურთალოს" ქულები აართვა - 1:1.

მატჩი მეტად და მეტად თვალსასეირო გამოდგა, ორივე გუნდმა ლამაზად ითამაშა, რაც ეროვნული ლიგისათვის ერთობ იშვიათი მოვლენაა. ანგარიში პირველი ტაიმის დასასრულს მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ვაგნერ გონსალვეშმა შესანიშნავად შესრულებული საჯარიმოთი გახსნა.

შესვენების შემდეგ "სამტრედია" გააქტიურდა, მამასახლისმა შორიდან დარტყმით ლაზარე კუპატაძის კარის ცხრიანი დალაშქრა, მერე ფატიჩის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. ამის შემდეგ უპირატესობას ისევ "საბურთალო" დაუეფლა, არაერთი იერიში მიიტანა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ლაკვეხელიანს გოლის გატანა მეკარემ არ დაანება და ლიდერი ყაიმს დაყაბულდა.

მოკლედ, "სამტრედიამ", რომელმაც მთელი სეზონის განმავლობაში თავი ვერაფრით ვერ წარმოაჩინა, ჩემპიონატის ლიდერთან კარგად ითამაშა და ქულა მოიპოვა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"

საბურთალო - სამტრედია 1:1

გოლები: 1:0 ვაგნერ გონსალვეში (41), 1:1 ოლეგ მამასახლისი (50)

საბურთალო (4-4-1-1): ლაზარე კუპატაძე (კ), ნოდარ იაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე (ლუკა ლაკვეხელიანი 58), გიორგი რეხვიაშვილი, ელვინ ტერა, სანდრო ალთუნაშვილი (თორნიკე გორგიაშვილი 58), ვაგნერ გონსალვეში, გიორგი დიასამიძე, გიორგი კოხრეიძე (დავით ვოლკოვი 67), ვლადიმერ დვალიშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

სამტრედია (4-5-1): დავით კუპატაძე, გიორგი გურული, რომან ჩაჩუა, ივან ფატიჩი, გიორგი ჯგერენაია, ოლეგ მამასახლისი, ბექა ტუღუში (იგორ კოშმანი 46), გიორგი ერისთავი (ლაშა კუჭუხიძე 73), შოთა კერძევაძე (კ), ავთო ენდელაძე, მიხაილ გორელიშვილი (გიგლა ბურკაძე 89)

მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]