ეროვნული ლიგა ჩვეულ ტემპში მიმდინარეობს და არაფერი იცვლება. ახალი ფედერაციის მცდელობამ მისი პოპულარიზაციისა დიდად ვერ გაამართლა, ჩემპიონატს ვერც რებრენდინგმა უშველა და ვერც პირდაპირმა ტრანსლაციებმა, რომელიც ძალიან კარგი პროექტია. მიუხედავად ყველაფრისა ხალხი პერიოდულად სტადიონებს აკლდება და ეს მტკივნეული პროცესია.

წარმატებას ხშირად ფინანსები განაპირობებს, მაგრამ ფული რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთში არ არის ყველასთვის ცნობილია. ხშირად მესმის ჩემი უფროსი კოლეგებისგან იმ დროის გახსნება, როცა ქართული სტადიონები ივსებოდა და ხალხი ბილეთში ფულს იხდიდა. თუმცა ეს დღევანდელი გადმოსახედიდან რთული განსაზღვრებაა, მათემათიკური ფორმულა, რომლის განხორციელება თითქმის შეუძლებელია. რატომ? - ქვეყანაში არც ხალხში და არც ფეხბურთში არ არის ფინანსები.

ქართველებს გვიყვარს ფეხბურთი, რომ არ გვიყვარდეს ოდნავი წარმატების შემთხვევაში სტადიონზე არ გავიქცეოდით და არ გავავსებდით. მაგრამ ამ ნაპერწკალს ძირითადად ნაკრები აღვივებს, აქამდე ბოლომდე ვერ ხერხდებოდა და ვიმედოვნოთ ერთა ლიგა ძირეულ ცვლილებებს შეიტანს ჩვენს სანაკრებო ფეხბურთში.

და რა ვუყოთ საკლუბო ფეხბურთს და ეროვნულ ლიგას? მინდა ერთ ძველ იდეას მივუბრუნდე და განვიხილოთ.

აზერბაიჯანის ჩემპიონატი

ჩვენმა მეზობლებმა ფეხბურთში ფული დააბანდეს, ჩაიყვანეს კლუბებში მაღალი დონის ლეგიონერები, გააკეთეს კარგი ინფრასტრუქტურა, ითამაშეს ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპა ლიგაზე. ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე სახალხო დღესასწაულია, როცა ისეთი გუნდები თამაშობენ როგორებიცაა: "ჩელსი", "ატლეტიკო", "არსენალი" და ა.შ. მათ შორის ბევრი ქართველი ყოფილა იმ დროს სტადიონზე და აზერბაიჯანელების სიხარული გაუზიარებია, მათ ქვეყანაში წამყვანი გუნდისა და ფეხბურთელების ყოფნისგან გამოწვეული.

აზერბაიჯანის საკლუბო ჩემპიონატშიც ხარისხმა მკვეთრად აიწია, ლეგიონერებმა ამაში დიდი როლი ითამაშეს. მათ ფონზე მომავალი თაობაც უფრო პერსპექტიული იზრდება, მათ მოუწიათ ევარჯიშათ ბევრი და გამხდარიყვნენ უკეთესები, რათა უცხოეულ მოთამაშესთან ძალიან არ დაჩაგრულიყვნენ და საერთაშორიოს ბაზარზე მათზე მოთხოვნა გაზრდილიყო.

თუმცა მიუხედავად ყველაფრისა აზერბაიჯანელებმა ეროვნულ ჩემპიონატში ხალხი სტადიონზე ვერ მიიყვანეს, რვა კლუბიან ჩემპიონატში კონკურენციის მიუხედავად. სტადიონზე ხალხის საკმაოდ მცირე რაოდენობა დადის. ვნახოთ რამდენიმე ცენტრალური მატჩი:

26 აგვისტო - "ყარაბაღი" - "ნეფტჩი" - ბაქო, აზერსუნ არენა - 3000 კაცი.

23 სექტემბერი - "ყარაბაღი" - "გაბალა" - ბაქო, აზერსუნ არენა - 2300 კაცი.

29 სექტემბერი - "საბაჰი" - "ყარაბაღი" - მასაზირი, ელინჯე არენა - 4500 კაცი.

30 სექტემბერი - "გაბალა" - "კეშლა" - ბაქო, შეჰერის სტადიონი - 500 კაცი.

30 სექტემბერი - "სუმგაითი" - "ზირა" - ბაქო, ბეიალ არენა - 700 კაცი.

5 ოქტომბერი - "ზირა" - "გაბალა" - ბაქო, დალღა არენა - 400 კაცი.

ყველაზე დიდი მოთხოვნა "ყარაბაღის" მატჩებზეა, დიდი დასწრება მაშინა, როდესაც ის რეგიონებში თამაშობს. თუმცა კლუბების სრული უმრავლესობა ბაქოში სხვადასხვა სტადიონზე ასპარეზობს.

ქართულ-აზერბაიჯანული ტურნირი

ეს იდეა ადრეც არსებობდა, წინა ფედერაციის დროს. თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს საბოლოოდ ვერ მოხერხდა. მოდი განვიხილოთ ამ იდეის ავკარგიანობა.

აზერბაიჯანელებმა როგორც არ უნდა გააძლიეროს კლუბები, მათ გაუჭირდებათ ტოპ მოთამაშეების ჩაყვანა, რადგან ნებისმიერ წამყვან ფეხბურთელს თუ უღირს საუკეთესო ხუთი ჩემპიონატიდან წასვლა, ეს ვეტერანობის დროს ფულის გამო შეიძლება გააკეთოს. თუმცა მას აქვს არჩევანი: ამერიკული MLS-ის, ჩინეთის ან საუდის არაბეთის ჩემპიონატი და ა.შ. ამავდროულად აზერბაიჯანელებს არ ძალუძთ ჩემპიონატში ყველა კლუბი "ყარაბაღის" დონის ჰყავდეთ.

აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის მუდმივად არსებობს საფეხბურთო კონკურენცია, ხშირად არის რომ ვეჯიბრებით ერთმანეთს და ეს მეზობლობიდან გამომდინარე თანმდევი პროცესია. არაერთხელ შეხვედრიან ქართული და აზერბაიჯანული კლუბები ერთმანეთს, რამაც საზოგადოების ინტერესი გამოიწვია და რამდენიმე ათასი ადამიანი მიიყვანა სტადიონზე.

სათამაშო არეალის გაზრდა და შიდა კონკურენციით ერთი ძალიან კარგი ტურნირი გამოვიდოდა, რომელსაც აუცილებლად ეყოლებოდა მაყურებელი. ერობრივი კონკურენციიდან გამომდინარე დავიჯერო არ მოიძებნება 5000 ადამიანი რომელიც ბილეთს შეიძენს?

ანალოგიური სიტუაცია შეიქმნება აზერბაიჯანში, უცხო მეტოქეს გაცილებით სხვა ფასი ექნება. ვიდრე "კეშლასა" და "ზირას" თამაშის წელიწადში ოთხჯერ ყურებას. ველოდოთ უნდა მეტ მოთხოვნას სატელევიზიო ტრანსლაციებზე, ამავდროულად გამოჩნდება კომპანიები, რომელიც ქართულ-აზერბაიჯანულ ბაზრებზე ოპერირებენ და ექნებათ გარკვეული სპონსორიბისა ან რეკლამის გაკეთების სურვილი.

საერთაშორისო ბაზარზეც შედარებით უფრო კონკურენტუნარიანი ტურნირი გაკეთდება, რომელიც შეძლებს წინსვლას და კარგი ლეგიონერების მოზიდვაც მოხერხდება. ამავდროულად შიდა კონკურენცია და უფრო მაღალი დონის ჩემპიონატი ახალგაზრდების განვითრებას შეუწყობს ხელს. კლუბების მფლობელებიც არ დარჩებიან უკმაყოფილო, რადგან მის ბიზნესს გარკვეული შემოსავალი გაუჩნდება და განვითრებაზე იფიქრებენ.

ფორმატი

არსებული მდგომარეობიდან ნამდვილად შეიძლება 16-გუნდიანი ან 14-გუნდიანი ტურნირი გაკეთდება. ორივე ქვეყანა თანაბრად წარმოადგენდა გუნდებს და ყოველწლიურად ქვეყნების ორ-ორი ბოლო ადგილოსანი გუნდები შეიცვლებოდა.

ევროტურნირებზე კი ის ოთხი გუნდი წარმოაჩენდა საკუთარ თავს, რომელიც საუკეთესო იქნებოდა და არ მოხვდებოდნენ ის გუნდები, რომლებისთვისაც მინიმუმ ერთი ეტაპის გადალახვა პრობლემას წარმოადგენს.

უარყოფითი მხარეები

გაზრდილი სამგზავრო მანძილი, მეტი ფინანსური ხარჯი

ოთხი გუნდის კვოტა ევროთასების შესარჩევ ეტაპზე

გარკვეულ შეხვედრებში შესაძლო დაპირისპირების საფრთხე

დასკვნა

რაც შეეხება იდეას, ადრე სამ ქვეყანაზეც იყო საუბარი საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთი. თუ აზერბაიჯანთან დიდი მანძილი არ გვაშორებს, კლუბებს შუძლიათ მატარებლით ან ავტობუსით გადაადგილება. ყაზახეთთან დიდი მანძილის გამო ეს ამბავი საკმაოდ გაჭირდებოდა, პირველ რიგში კლუბებში არ იქნება მუდმივად ტურიდან-ტურში ფრენის საშუალება.

ამ იდეის განხორციელებით არცერთი ქვეყანა არაფერს კარგავს. აზერბაიჯანული მაგალითი, ფაქტორია იმისა რომ ერთი ან ორი კარგი კლუბი, ხალხს შიდა ჩემპიონატში სტადიონზე ვერ მიიყვანს, რადგან გაცილებით დიდი კონკურენციის შექმნა არის საჭირო. ქომაგებში ინტერესის გაღვივების ნაცვლად კი, მხოლოდ და მხოლოდ საპირისპირო სიტუაციას ვხედავთ. ამავდროულად რამდენიმე კი არა ერთი კლუბიც არა გვყავს, რომელიც ძირეულ ცვლილებებს გეგმავდეს და მიზნად ევროთასებზე ასპარეზობას ისახავდეს, ეს კი რაღაც ახალი იქნება, რაც ქართულ ფეხბურთს წაადგება.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
დავით ვოლკოვი გუნდს იცვლის, ქართველს ახალი ვარიანტი აქვს
[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
[VIDEO] "ნიუკასლმა" "ყარაბაღს" პირველივე ტაიმში მოუთავა საქმე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
კონტე: "ყარაბაღთან" გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება
შენგელიას ორი ულამაზესი გოლი და კარიკარის ყუმბარისებური - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა [VIDEO]
"გალათასარაიმ" და "ატლეტიკომ" ფრედ ითამაშეს - "ყარაბაღმა" "აინტრახტს" სძლია
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
Associated Press თბილისის "დინამოს" შესახებ ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წერს
"გაბალას" ტრავმირებულ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს [VIDEO]
"აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა"
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] "ჩელსიმ" "ბარსელონა" გაანადგურა, "ბაიერმა" "სიტის" მოუგო - ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გაიმართა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]