საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ანდორასთან ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ჩვენ მთელი კვირის განმავლობაში ვემზადებოდით. კარგია, რომ საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ.

ანდორის ნაკრები ორგანიზებული გუნდია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ არ წააგოს. ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი გველის. ჩვენ ფავორიტები ვართ და საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.

გიორგი არაბიძესთან დაკავშირებით კითხვები ყოველთვისაა. ჩვენ გვსურს, რომ ამ ფეხბურთელს დავეხმაროთ, როგორც სამწვრთნელო შტაბი, ასევე ფედერაცია. ყველა ფეხბურთელი თვითონ აკეთებს საკუთარ მომავალს. მან მეტი უნდა ივარჯიშოს და მოინდომოს, როგორც ბურთით, ასევე ბურთის გარეშე. შესაბამისად, ამით არის გამოწვეული, რომ ის ახლა არ არის ნაკრებში.

ანდორა ძალიან კარგად თამაშობს დაცვაში. მათ ჰყავთ ნიჭიერი მწვრთნელი, რომელიც კარგად არჩევს ტაქტიკას და იცის, როგორ მოამზადოს გუნდი. ის საუკეთესო მოთამაშეა გუნდში და გამორჩეული ფიგურაა. ანდორა საქართველოში სასეირნოდ არ ჩამოსულა და თავიანთ მაქსიმუმს გააკეთებენ.

ჩვენ თავდასხმის ხაზში გვაქვს პრობლემები, ტრავმირებულია გიორგი ქვილითაია და ლევან მჭედლიძე. ამ ეტაპისთვის თავდამსხმელი არის ნიკა კაჭარავა. შეიძლება ამ პოზიციაზე ვაკო ყაზაიშვილი გამოვიყენოთ. კითხვა არ შეიძლება დავსვათ ისე, თუ რამდენი თავდამსხმელია ნაკრებში, არამედ კითხვა უნდა დაისვას, თუ რამდენი ფეხბურთელი გვყავს, რომელიც სწორად შეუტევს.

სამწუხაროა, რომ გიორგი ლორიას სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ამაზე როგორც ფეხბურთელი, ასევე მეც ვწუხვარ. თუმცა გიორგი ლორია, თავისი დონის მიხედვით, ჩემთვის საუკეთესოა. როინ კვასხვაძე საკმაოდ ნიჭიერი და ძლიერი მეკარეა. ანალოგიურად საინტერესო ფეხბურთელია ლაზარე კუპატაძეც. თუმცა გიორგი ლორია ჩემთვის პირველია!

რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ანდორასთან გამარჯვების მოპოვებაა. უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი სათამაშო ხარისხი და სწრაფი გოლის გატანა უნდა შევძლოთ. ლატვიასთნ შეხვედრაში მოედანზე 50 000 ადამიანი იყო და ვიმედოვნებ, რომ ანდორასთანაც გულშემატკივარი სტადიონზე მრავლად იქნება.

ჯანო ანანიძე 90 წუთის სათამაშოდ მზად არის. მას ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა რუსეთის თასზე. ფიზიკურად ის მზად არის. მას შეხვედრის მეორე ტაიმში უნდა ველოდოთ, თუმცა ის იმდენად ჭკვიანი ფეხბურთელია, რომ შეუძლია მცირე დროში თამაშის ბედი გადაწყვიტოს.

სამწუხაროა, რომ ნიკა კაჭარავას არა აქვს დიდი სათამაშო დრო. მე ვთვლი, რომ ნიკას შეუძლია ნაკრების დახმარება და მაგიტომ არის ნაკრებში. იქნება თუ არა პირველივე წუთებიდან კაჭარავა, ეს არ ვიცი. შეიძლება თავდამსხმელის გარეშეც ვიასპარეზოთ. ამას უკვე ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ", - აღნიშნა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს "დინამო არენაზე" საქართველოსა და ანდორის ნაკრებებს შორის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

უნივერსალი
რატომღაც მგონია რომ კაჭარავას და მერებაშვილს თუ მიეცემათ შანსი ანდორასთან "დაბრდვნიან" იმ საწყლებს, რადგან ფაქტიურად უკანასკნელი შანსი აქვთ შელახული რებუტაციის აღსადგენად. თუ აქაც ვერაფერი გააკეთეს ნაკრების კარი სავარაუდოდ დიდი ხნით დაიხურება მათთვის.
lasha
გვაჩვენებს ვაისი დღეს ტაქტიკის სკოლას. მოურინიო, კაპელო და ზიდანი ესწრებიან თამაშს რომ შეისავლონ ამ უკიდეგანო სტრატეგის ტაქტიკური სვლები
გადასარევი გიორგი
მგონია, რომ კარგი იქნება ოქრიაშვილის ძალიან უკან დაწევა, ჩამშლელად, კანკავასთან შეწყვილება რომ შეტევები სიღრმიდან კანკავამ, ან დაცვამ კი არა, არამედ სწორედ მან დაიწყოს. თუ ანდორა დაცვაში ჩაჯდება პირველივე წუთიდან, ჩვენების ყველა შემტევს ძალიან გაუჭირდება, რადგან მოედნის ცენტრი კი ჩვენი იქნება, მარა უბრალო ჩაწოდებებით 50-50% იქნება გოლის გატანის შანსი. მგონია, რომ აუცილებელია სიღრმიდან კარგი ხედვის და ზუსტი პასის გაკეთებისთვის, რბილი მოთამაშის დახმარებით ხიფათის შექმნა
დათო
წინა წმვრთნელებს ხმ ძლიან გამოსდიოდათ დიდებთან თამაში.
roma
თუ ვინმეს ფეხბურთის რამე ესმის და თუ ვინმე არ ჩაერია ხვალინდელ თამაშში ყველანაირი სტატისტიკითა და ყველაფრის მიხედვით რაც შეიძლება გამოვიყენოთ, ყველა ვარიანტში უნდა მოვუგოთ ანდორას და თან დიდი ანგარიშით, თუ გვინდა რომ ლატვიამ არ გაგვითამამდეს 16 ოქტომბერს ხვალ ანდორა უნდა ვახოხოთ თან ისე რომ არასდროს არ დააავიწყდეთ წაგება და ლატვია რომ გამოვა სათამაშოდ უკვე წაგებულები იქნებიან. ღმერთი ფარავდეს სრულიად საქართველოს. 5:0 მინდა და ჩაკვეს ჰეთრიკი.
მაგარო!!
აბა მიდი "შკოლნიკებს" უნდა მოვუგოთ ვაისს (აბა დიდებთან არაფერი გამოგდის).
დიმა
ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ნავალოვსკი, გვილია ანანიძე, ჩაკვეტაძე ოქრიაშვილი ზარანდია და ფორვარდად ყაზაიშვილი, ეს ნაკრები დააყენოს და მოედნის ცენტრში ანდორას ბურთის არა თუ შეხება არამედ დანახვა მოენატრება. პაპუნაშვილი რომ ყოფილიყო ძალიან კარგი იქნებოდა თავის პოზიციაზე თუმცა ზარანდიაც არაა ნაკლები. ხოლო რაც შეეხება კანკავას სამწუხაროდ ბურთს ისე ვერ ფლობს როგორც საჭიროა სამწუხაროდ. წარმატებები ნაკრებს.

არ მიყვარს, წინასწარ განწირული მეტოქეები რომ იქადნებიან ხოლმე.
giga
ლორია,კაკაბაძე-კვირკველია-კაშია-ნავალოვსკი, გვილია-კანკვავა ჩაკვეტაძე,ოქრი,თუ ვაკოს თავდამსხმელად გამოიყენებს, მის ადგილას (ფლანგზე) შეიძლება მერება დააყენოს,ნუ ზარანდიაც არ გამოვრიცხოთ.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
უკრაინა VS საქართველო - ცნობილი განაცხადი და უცვლელი შემადგენლობა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე
უკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ