ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვლადიმირ ვაისის სია - ნდობის ფაქტორი, ტრავმები და უთამაშებლობა

ვლადიმირ ვაისის სია - ნდობის ფაქტორი, ტრავმები და უთამაშებლობა

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ანდორაში უხმო და თავისი მორიგი სია გამოამზეურა. ტრადიციულად, არც გვქონდა მოლოდინი იმისა, რომ დიდი ცვლილებები იქნებოდა და ასეც მოხდა. 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ანდორაში შეიკრიბება, 14 ნოემბრიდან კი ჩვენც შევეცდებით, უფრო ნათლად გადმოგცეთ ესპანეთი-საფრანგეთის გზაგასაყარზე მყოფი ჯუჯა სახელმწიფოდან საინტერესო ინფორმაციები.

ვაისის სია სტაბილურობის შეგრძნებას გაძლევს. მას არ უყვარს შემადგენლობის ხშირი ცვლა და რომ დაფიქრდე, მართალიცაა. საქართველოს ნაკრების ლიდერები მუდმივად გვაკლია, ასეთ დროს კი გამოსავალი "გუნდის" შექმნაა, რომელიც კარგად იცნობს ერთმანეთს და ერთ ჯაჭვშია მოქცეული. ამას გარკვეული შედეგიც აქვს, მაგალითად, 4 მატჩში 2045 გაცემული პასი, მათგან 1761 ზუსტი, ანუ სიზუსტე 84%!

ვლადიმირი ცდილობს, ქართული ტექნიკური ფეხბურთი კომბინაციურს შეურწყას. ამან ერთა ლიგაზე შედეგი გამოიღო, მომავალ წელს კი საკვალიფიკაციო ეტაპზეც უნდა მოვახერხოთ ამის ჩვენება. ფაქტობრივად, ერთა ლიგა გამოდგა კარგი ტურნირი არა მარტო შედეგებისთვის, არამედ ნაკრების ზრდისთვის. ნელ-ნელა ჩვენთვის უჩვეულო ფეხბურთი შევითავსეთ, თუმცა ყველაფერს საკვალიფიკაციო უკეთესად გვიჩვენებს.

კარის ხაზი

გიორგი მაკარიძეს ტრავმის გამო არც ველოდით. ზაურ მახარაძის ერთა ლიგაზე დამატება ვერ მოხერხდა. იმედია, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეძლებს შემოუერთდეს ჩვენს გუნდს, თუმცა მას მართებს "ზორიაში" ძირითადი შემადგენლობა დაიბრუნოს.

გიორგი ლორიას პირველობამ გაამართლა, 4 მატჩი - უგოლო სერია ნაკრებში, 8 გაკეთებული სეივი და პატარა შეცდომები. ვიმედოვნებთ, ის ზამთარში ისეთ გუნდში მოხვდება, სადაც სათამაშო დროც ექნება და მისთვის შესაფერისი დონეც იქნება.

რაც შეეხება სათადარიგო მეკარეებს, მთავარ კიპერს ზურგს ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარე როინ კვასხვაძე და საკმაოდ პერსპექტიული ლაზარე კუპატაძე უმაგრებენ.

დაცვა

ცვლილებები არც უკანა ხაზშია, 5 ცენტრალური მცველი და 2 ფლანგის მცველი. საჭიროების შემთხვევაში ცენტრალურ მცველებს მოუწევთ ფლანგზე პოზიციის შეთავსება.

რაც შეეხება სათამაშო ფორმას: "სან ხოსემ" სეზონი დაასრულა და გურამ კაშია თავისუფალია; საბა კვირველია უცვლელია რუსეთის ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგას ამჯერად ტრიბუნებიდან უყურებს; დავით ხოჭოლავას პერიოდულად აძლევენ სათამაშო დროს და დიდად არ ენდობიან; ლაშა დვალი "პოგონში" საუკეთესოა დაცვის ხაზში; ჯიმი ტაბიძეც "უფაში" გამორჩეულია და აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი-ორჯერ მარცხენა ფლანგზე გამოჩნდა; სრული სათამაშო დრო აქვთ ოთარ კაკაბაძესაც და გიორგი ნავალოვსკისაც.

ნახევარდაცვა

საყრდენ ზონაში უთამაშებლობის რაოდენობა იზრდება! ვაკო გვილიას კლუბში არ სწყალობენ; გიორგი აბურჯანიამ ბოლო შეხვედრა "ლუგოში" გამოტოვა; ჯაბა კანკავა ახლა უბრუნდება მოედანს და შეიძლება ნაკრებს ვერ დაეხმაროს, ხოლო საუკეთესო ფორმაში ნიკა კვეკვესკირია.

ტრავმის გამო გვაკლია თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი. სლოვაკმა, სავარაუდოდ, ამ ეტაპზე ჯანო ანანიძის საჭიროება ვერ დაინახა და ზედმეტ რისკს თავი აარიდა, რადგან ჯერ კიდევ შორსაა ქართველი სასურველი ფორმისგან.

იდეალურ ფორმაშია გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც კვლავ მთავარი გასაღები იქნება ნაკრებისთვის და მისგან მორიგ პერფომანსებს ველოდებით.

კვლავ უნდა დავსვათ კითხვა იმის თაობაზე, თუ ვინ შეუტევს მარჯვენა ფლანგიდან? არჩევანი გვაქვს: ლუკა ზარანდია, რომელიც კარგ ფორმაშია; გიორგი მერებაშვილი, რომელიც ბოლო შეხვედრები "პლოცკში" კარგ ფეხბურთს აჩვენებს, გიორგი ჭანტურიშვილი კი სლოვაკეთის ჩემპიონატში ბოლო სამ შეხვედრაში ორი გოლით გამოირჩა. იდეალური ვარიანტი, ალბათ, ზარანდიაა, რომელიც საკმაოდ ნიჭიერია, თუმცა ვაისი ტექნიკური მონაცემებით გამორჩეულ ფეხბურთელს ხშირად სინქრონულად მოძრავ ფეხბურთელს არჩევს.

ამასობაში კი ნაკრებში გიორგი ხარაიშვილი გამოჩნდა, რომელსაც გაცილებით უკეთესი გუნდი ეკუთვნის, ვიდრე "გიოტებურგია". რადგან კლუბი და ფეხბურთელი სულ სხვადასხვა ფეხბურთს თამაშობენ, ხარაიშვილს მეტი ესაჭიროება.

რაც შეეხება ფორვარდის უკან მყოფ ნახევარმცველს, ვაკო ყაზაიშვილი არის ამ პოზიციის მესაკუთრე და თუ ფორვარდად ათამაშეს, მაშინ  ოთარ კიტეიშვილს ან ხარაიშვილს მიეცემა დრო, ან სულაც რომელიმე საყრდენს ვიხილავთ უფრო წინ.

თავდასხმა

უამრავი გვარი გაისმა დღეს სოციალურ ქსელებში: კაპანაძე, გაბედავა, ზივზივაძე, ბეგლარიშვილი და ა.შ. თუმცა ვაისი საქმით გვეუბნება, წყალწაღებული ჩემპიონატიდან ფეხბურთელის გამოძახებას არ ვაპირებ და მისი სიკარგე უკეთეს ადგილზე დაამტკიცოსო. ვერც იტყვი, რომ ვინმეს ჩაგრავს. უბრალოდ, როცა მჭედლიძე და ქვილითაია ტრავმირებულნი არიან, სხვა ფორვარდებს კი სათამაშო ფორმა კატასტროფული აქვთ, უნებურად გეფიქრება იმათზე, ვისაც გოლი გააქვს და ეგება ნაკრებშიც საჭირო მომენტში, საჭირო ადგილზე აღმოჩნდესო.

ნიკა კაჭარავა "ანორთოსისში" ბოლო შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. თუ ფეხბურთის ქომაგი ხარ, ეს უნდა გაგიხარდეს, რადგან ნიკას შესვლა ფორმაში გარკვეულ პრობლემებსაც მოგვიხსნის, თუმცა ნელა პროგრესირებს და ჩვენ სწრაფი შედეგი გვესაჭიროება.

რაც შეეხება ნაკრებში კვლავ მოხმობილ ბაჩანა არაბულს, არც მის გუნდსა აქვს კარგი სეზონი და არც ბაჩანას. აგვისტოს შემდეგ ზუსტად 10 მატჩი გახდა უნგრეთის ჩემპიონატში საჭირო, რათა არაბულს მეორე გოლი გაეტანა.

დაბოლოს...

ალბათ, ამ შემადგენლობას ანდორასთან 15 ნოემბერს არ გაუჭირდება, თუმცა თბილისში რევანშის სურვილით ჩამოსული ყაზახები შეეცდებიან, ერთა ლიგის ბოლო მატჩი 19 ნოემბერს ჩაგვამწარონ. ახლა კი მთავარი საზრუნავი მეოთხე კალათაა და საუკეთესო შედეგის დადება ერთა ლიგაზე.

ვლადიმირ ვაისმა ნაკრებს უხმო და თავისი მორიგი სია გამოამზეურა, ტრადიციულად არც გვქონდა მოლოდინი იმისა, რომ დიდი ცვლილებები იქნებოდა და ასეც მოხდა. 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ანდორაში შეიკრიბება, 14 ნოემბრისთვის კი მეც მხვდა პატივი, რომ უფრო ნათლად გადმოგცეთ, ესპანეთი-საფრანგეთის გზაგასაყარზე მყოფი ჯუჯა სახელმწიფოდან საინტერესო ინფორმაციები.

ვაისის სია სტაბილურობის შეგრძნებას გაძლევს, მას არ უყვარს შემადგენლობის ხშირი ცვლა და რომ დაფიქრდე მართალიცაა. საქართველოს ნაკრების ლიდერები მუდმივად გვაკლია, ასეთ დროს კი გამოსავალი "გუნდის" შექმნაა, რომელიც კარგად იცნობს ერთმანეთს და ერთ ჯაჭვშია მოქცეული. ამას გარკვეული შედეგიც აქვს მაგალითად 4 მატჩში 2045 გაცემული პასი, 1761 ზუსტი ანუ სიზუსტე 84%!

ვლადიმირი ცდილობს ქართული ტექნიკური ფეხბურთი, კომბინაციურს შეურწყას. ამან ერთა ლიგაზე შედეგი გამოიღო, მომავალ წელს კი საკვალიფიკაციო ეტაპზეც უნდა მოვახერხოთ ამის ჩვენება. ფაქტიურად ერთა ლიგა გამოდგა კარგი ტურნირი არა მარტო შედეგებისთვის, არამედ ნაკრების ზრდისთვის, ნელ-ნელა ჩვენთვის უჩვეულო ფეხბურთი შევითავსეთ, თუმცა ყველაფერს საკვალიფიკაციო უკეთესად გვიჩვენებს.

კარის ხაზი

გიორგი მაკარიძეს ტრავმის გამო არც ველოდით. ზაურ მახარაძის ერთა ლიგაზე დამატება ვერ მოხერხდა, იმედია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეძლებს შემოუერთდეს ჩვენს გუნდს, თუმცა მას მართებს "ზორიაში" ძირითადი შემადგენლობა დაიბრუნოს.

გიორგი ლორიას პირველობამ გაამართა, 4 მატჩი უგოლო სერია ნაკრებში, 8 გაკეთებული სეივი და პატარა შეცდომები. ვიმედოვნოთ ის ზამთარში ისეთ გუნდში მოხვდება, სადაც სათამაშო დროც ექნება და მისთვის შესაფერისი დონეც იქნება.

რაც შეეხება სათადარიგო მეკარეებს, მთავარ კიპერს ზურგს ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარე როინ კვასხვაძე და პერსპექტიული ლაზარე კუპატაძე უმაგრებენ.

დაცვა

ცვლილებები არც უკანა ხაზშია, 5 ცენტრალური მცველი და 2 ფლანგის მცველი. საჭიროების შემთხვევაში ცენტრალურ მცველებს მოუწევთ ფლანგზე პოზიციის შეთავსება.

რაც შეეხება სათამაშო ფორმას: "სან ხოსემ" სეზონი დაასრულა და კაშია თავისუფალია, საბა კვირველია უცვლელია რუსეთის ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგას ამჯერად ტრიბუნებიდან უყურებს, დავით ხოჭოლავას პერიოდულად აძლევენ სათამაშო დროს და დიდად არ ენდობიან, ლაშა დვალი "პოგონში" საუკეთესოა დაცვის ხაზში, ჯიმი ტაბიძეც "უფაში" გამორჩეულია და აღსანიშნავია ისიც რომ ერთ-ორჯერ მარცხენა ფლანგზე გამოჩნდა.

ნახევარდაცვა

საყრდენ ზონაში უთამაშებლობის რაოდენობა იზრდება! ვაკო გვილიას კლუბში არ სწყალობენ, გიორგი აბურჯანიამ ბოლო შეხვედრა "ლუგოში" გამოტოვა, ჯაბა კანკავა ახლა უბრუნდება მოედანს და შეიძლება არ იყოს, ხოლო საუკეთესო ფორმაში ნიკა კვეკვესკირია.

ტრავმის გამო გვაკლია თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი. სლოვაკმა სავარაუდოდ ამ ეტაპზე ჯანო ანანიძის საჭიროება ვერ დაინახა და ზედმეტ რისკს თავი აარიდა, რადგან ჯერ კიდევ შორსაა ქართველი სასურველი ფორმისგან.

იდეალურ ფორმაშია გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც კვლავ მთავარი გასაღები იქნება ნაკრებისთვის და მისგან მორიგ პერფომანსებს ველოდებით.

კვლავ უნდა დავსვათ კითხვა იმის თაობაზე, თუ ვინ შეუტევს მარჯვენა ფლანგიდან? არჩევანი გვაქვს: ლუკა ზარანდიას რომელიც კარგ ფორმაშია, გიორგი მერებაშვილის რომელიც ბოლო შეხვედრები "პლოცკში" კარგ ფეხბურთს აჩვენებს, გიორგი ჭანტურიშვილმა კი სლოვაკეთის ჩემპიონატში ბოლო სამ შეხვედრაში ორი გოლით გამოირჩა. იდეალური ვარიანტი ალბათ ზარანდიაა, რომელიც საკმაოდ ნიჭიერია, თუმცა ვაისი ტექნიკური მონაცემებით გამორჩეულ ფეხბურთელს, ხშირად სინქრონულად მოძრავ ფეხბურთელს არჩევს.

ამასობაში კი ნაკრებში გიორგი ხარაიშვილი გამოჩნდა, რომელსაც გაცილებით უკეთესი გუნდი ეკუთვნის ვიდრე "გიოტებურგია". რადგან კლუბი და ფეხბურთელი სულ სხვადასხვა ფეხბურთს თამაშობენ, ხარაიშვილს მეტი ესაჭიროება.

რაც შეეხება ფორვარდის უკან მყოფ ნახევარმცველს ვაკო ყაზაიშვილი არის ამ პოზიციის მესაკუთრე და თუ ფორვარდად ათამაშეს, მაშინ მიეცემა დრო კიტეიშვილს ან ხარაიშვილს, ან სულაც რომელიმე საყრდენს ვიხილავთ უფრო წინ.

თავდასხმა

უამრავი გვარი გაისმა დღეს სოციალურ ქსელებში: კაპანაძე, გაბედავა, ზივზივაძე, ბეგლარიშვილი და ა.შ. თუმცა ვაისი საქმით გვეუბნება წყალწაღებული ჩემპიონატიდან ფეხბურთელის გამოძახებას არ ვაპირებ და მისი სიკარგე უკეთეს ადგილზე დაამტკიცოსო. ვერც იტყვი, რომ ვინმეს ჩაგრავს, უბრალოდ როცა მჭედლიძე და ქვილითაია ტრავმირებულია, სხვა ფორვარდებს კი სათამაშო ფორმა კატასტროფული აქვს, უნებურად გეფიქრება იმათზე ვისაც გოლი გააქვს და ეგება ნაკრებშიც საჭირო მომენტში, საჭირო ადგილზე აღმოჩნდესო.

ნიკა კაჭარავა "ანორთოსისში" ბოლო შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, თუ ფეხბურთის ქომაგი ხარ ეს უნდა გაგიხარდეს, რადგან ნიკას შესვლა ფორმაში გარკვეულ პრობლემებსაც მოგვიხსნის, თუმცა ნელა პროგრესირებს და ჩვენ სწრაფი შედეგი გვესაჭიროება.

რაც შეეხება ნაკრებში კვლავ მოხმობილ ბაჩანა არაბულს, არც მის გუნდსა აქვს კარგი სეზონი და არც ბაჩანას. აგვისტოს შემდეგ ზუსტად 10 მატჩი გახდა საჭირო, რათა არაბულს მეორე გოლი გაეტანა.

და ბოლოს...

ალბათ ამ შემადგენლობას ანდორასთან არ გაუჭირდება, თუმცა თბილისში რევანშის სურვილით ჩამოსული ყაზახები, შეეცდებიან ერთა ლიგის ბოლო მატჩი ჩაგვამწარონ. ახლა კი მთავარი საზრუნავი მეოთხე კალათია და საუკეთესო შედეგი ერთა ლიგის ყველა ჯგუფში.

• აბო რუხაძე

ვლადიმირ ვაისი და ვლადიმირ პუტ(კ)ინი. მიდი გელა!!

• კახა

George გადავხედე და რა "აღმოვაჩინე"თურმე ამ ჩვენ ვაისს წინა შესარჩევი მოუგებლად ანუ ვერცერთი თამაშში ვერ გაიმარჯვა მისმა გაწვრთნილმა ნაკრებმა და გეკითხები სლოვაკეთში ან ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანაში გაუგრძელებდნენ კონტრაქტს მაგ შედეგიდან გამომდინარე? მაქვს ძალიან კონკრეტული პასუხი ნაკრების ბოლო ეგრეთწოდებულ მიღწევებზე ვიმყოფებით ყველაზე როგორც იტყვიან ჭ ჯგუფში და არი რეალობა რომ არსებობენ ჩვენზე სუსტი ნაკრებები და მოვუგეთ პლიუს რამდენიმე მომენტი რომელმაც დადებითად იმოქმედა გუნდზე და დადგა თითქოსდა დადებითი შედეგი ყველაზე მეტად მინდა ნაკრების წარმატება და ნებისმიერი შემეჯიბროს ქვეყნის სიყვარულში მაგრამ რა ვთქვა გუნდზე რომელსაც ერთი გააზრებული დამუშავებული კომბინაციაა არააქვს.

• ალეკო

ე.ი. ბეგლარიშვილია წყალწაღებული ხომ და ესტონეთის ჩემპიონატი? უსამართლოდ ექცევა ეს მწვრთნელი ბეგლარიშვილს.

• ჯაბა

დიდი უსამართლობაა ვაისზე თქვა რომ ვინმეს შანს არ აძლევს. წელს მალტასთან და ლუქსემბურგთან თითქმის ყველა რგოლში სულ ახალ-ახალი ფეხბურთელები მოსინჯა. იგივე გააკეთა ორ წლის წინ, თებერვალში. როცა არაბულ ქვეყნებს ექსპერიმენტულზე ექსპერიმენტული შემადგენლობით ეთამაშა ორი თამაში. აქედან ბევრმა ფეხბურთელმა არ გაუმართლა. ჰოდა რა გასაკვირია ოფიციალურ და მნიშვნელოვან თამაშებში დიდად რომ არ ცვლის შემადგენლობას და მხოლოდ ერთ ან ორ ახალ ფებურთელს იძახებს მოსასინჯად?! ყველას სხვა და სხვა აზრი გვაქვს. კომენტარებში იმდენ ფეხბურთელს ასახელებენ, ყველას ფიზიკურადა ვერც გამოიძახებს. ამიტომ მისი სელექციით უკმაყოფილოები ყოველთვის იქნებიან. მე მაგალითად, ძალიან მომწონს რომ ერთი ძირითადი ბირთვი შეკრა ვაისმა და იმის გარშემო ხდება გუნდის აშენება. სტაბილურობისათვის და გრძელვადიანი პერსპექტივისათვის ასე სჯობს.

• ATP 21

ეტყობა ანორთოსისი და კვიპროსის ჩემპიონატი ტოპ10 შედის .

• diego

სამი თვეა დანიის სუპერ ლიგა მიმდინარეობს და სამივე თვეში პარუნაშვილი აღიარეს საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად მეტი რა უნდა ქნას რომ ვაისის ყურადღება მიიპყროს, ასევე საბა ლობჟანიძე ისიც საუკეთესოა დანიის სუპერლიგაში.

• George

კახა ნაკრებს შეთამაშება ჭირდება ამიტომ ყველა თამაშში განსხვავებლ შემადგენლობას ვერ ათამაშებ ) ეს გუნდი არაა ესაა ნაკრები რომელსაც წელიწადში დაახლოებით 10 თამაში აქვთ დაახლოებით. სანამ ქვეშ..იას დაუძახებ ვაის მანამდე გადახედე წინა სეზონების შედეგებს და დარწმუნდები რომ მადლობის მეტი არაფერი არ გეთქმის///

• დათო

არაბიძე ნაკრებში!

• კახა

ამ ეტაპზე ლორიიას ვერ უწევენ კონკურენციას ეროვნული ჩემპიონატიდან გამოძახებული მეკარეები(კვასხაძემ დინამოსთან ისეთი გოლი გაუშვა მე არ გამოვიძახებდი) ანდორასთან ლაზარეს ნახვა შეიძლება მეორე ტაიმში მაინც დაცვაში მოსინჯოს ხოჭოლავა კვირკველია კაკაბაძე ნავალოვსკი შუა ხაზი ყველას რომ ყველაზე სტაბილური გგონიათ კარგია კვეკვესკირი კარგი პასი აქვს და დარტყმაც მაგრამ ნელია სისწრაფეში გვილია ჯობია მაგრამ არაო ფორმაში ჩამშლელი კანკავა უალტერნატივოა ამ ეტაპზე ჯანოს ააქვს ნათამაშები მაგრამ ტრამვა და ფიზიკური მონაცემები არ უწყობს ხელს არი ვარიანტი ნავალოვსკის მოსინჯვა ჩამშლელად და ფლანგზე დვალი და ჩაკვეტაძე ზარანდია კაკაბახის ფლანგზე რავი კაკაბაძე კარგად ერთვება და მის წინ კაცის დაყენება კაკაბაძეს ამოაგდებს თამაშიდან შეცვლა შეიძლება კაკაბაზძის შემოშვება მეორე ტაიმში თავდასხმაში რო ვტირივართ ანდორასთან მაინც მოვსინჯოთ პრესპექტიული ახალგაზრდები კვარაცხელია დავითაშვილი შედარებით გამოცდილები კიტეიშვილი ხარიაშვილი არველაძე არ შეიძლება არებიძეზე ჯვარის დასმა მიეცეს შანსი შეიძლება ამ მოულედნელმა ნდობამ ფსიქოლოგიურად დადებითად იმოქმედოს და შემოატრიალოს ეს ბიჭი ნიჭიერი რომ არი ორი აზრი არაა გამოცადოს ახალგაზრდები ანდორააა ბოლო ბოლო ხორვატია ხო არაა ქვეშ..ია მწვრთნელია

• ზაქარია

ამ ბეგლარიშვილზე რატო გაქვთ ამხელა ამბავი ატეხილი ,იმაზე არ ფიქრობთ მაგდენ გოლს რო იტანს ყოველ სეზონში უკეთეს გუნდში რატო ვერ გადადის ? არავის აინტერესებს ეგ ესტონეთის უსუსტესი ჩემპიონატი , მანდ კაჭარავა რო გაუშვა ისიც შეყრის მაგდენს , ეროვნული ლიგიდან არ იძახებს კაპანაძე გაბედავას და რა ბეგლარა კარგი რა ეგ არ იყო რაღაც პერიოდი რო დაბრუნდა აქ და სიონში ძირითადში ვერ ხვდებოდაა?

• SEVKO

ზარანდიამ ნამდვილად დაიმსახურა ნაკრებში თამაში. ასევე გოროზიას (შემტევი ნახევარმცველი) უნდა მიეცეს შანსი ვინაიდან ფინეთის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია.ბეგლარიშვილი ნაკრებს ნამდვილად გამოადგება. ნაკრების მწვრთნელს კრეატიულობა აკლია. ვერ ვიტან მარჯვენა ან მარცხენა ფლანგზე შუა მცველს რომ ათამაშებს.

• s.s.

მოკლედ არაბიძე მოაშორეს ნაკრებს! ათამაშოს ზრანდია და ახალგაზრდები, დავიღალეთ ამ კაჭარავას ყურებით!

• ATP 21

თქვენს მიერ ჩამოთვლილი ფორვარდებიდან , ქვილითაიას გარდა , ბეგლარიშვილმა ერთ სეზონში რაც გაიტანა , კარიერაში არა აქვთ გატანილი და მგონია რომ ფორვარდის საქმე გოლების გატანაა და მარტო მაღალი ჩაგდებული ბურთის მოგება , ეგ შეიძლება ყაზახეთის ნაირ გუნდებთან იყვეს გამართლებული , თორე საშუალო ევოპული საზომით ნულია მაგი ფასი და გამოჩნდება კიდევაც . უბრალოდ , მწვრთნელს უახლოეს რეზერვადაც არა ჰყავს მონიშნული , ხოდა მიხედე ბეგლარ შენს ცხოვრებას , დროს ნუ დაკარავ ამათ ლოდინში ტყუილად .

• ბონდო

მარჯვენა ფლანგზე აუცილებლად ზარანდიამ უნდა ითამაშოს.

• კოტე

პარუნაშვილი!

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე

სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

ცნობილი გახდა ანდორისა და საქართველოს ნაკრებების სასტარტო შემადგენლობები

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

10 ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების შეფასება ანდორასთან მატჩში

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

ვლადიმირ ვაისი: ასეთი გოლი არ უნდა გაგვეშვა - ყველაფერს ჩაკვეტაძე ვერ გააკეთებს

ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან ფრეს დასჯერდა

ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება

დავით ხოჭოლავა: ამით კატასტროფული არაფერი არ მომხდარა

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

ოთარ კაკაბაძე: გავაანალიზებთ შეცდომებს და ვიმუშავებთ გამოსწორებაზე

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ