15 ნოემბერს ერთა ლიგის მეხუთე ტურში ანდორისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ჯვაროსანთა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა სახეცვლილი შემადგენლობა დააყენა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა გუნდმა თავიდანვე შეუტია და სწრაფი გოლიც გაიტანა: ფლანგიდან განივ გადაცემაზე ყველას ჩაკვეტაძემ დაასწრო და ანგარიში გახსნა.

მიუხედავად გაშვებული გოლისა, მასპინძლები კვლავ მთელი გუნდით დაცვაში იდგნენ და შეტევაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. თამაშის ტემპიც დაეცა. 31-ე წუთზე არაბულმა ხელსაყრელი პოზიციიდან მოჭრილი დარტყმით ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრებმა ისევ დიდი ძალებით დაიწყო მეტოქის კარზე იერიშების მიტანა, უფრო მარჯვენა ფრთიდან, სადაც ჩვეულად კაკაბაძე აქტიურობდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა (ან როგორ უნდა შეცვლილიყო?) და 51-ე წუთზე ანგარიშის გაზრდის კარგი შესაძლებლობა ხელიდან ხოჭოლავამ გაუშვა. 63-ე წუთზე კი ალოგიკური გოლი გავუშვით - მეკარე ლორიამ უხეში შეცდომა დაუშვა და მარტინესმა საჯარიმოდან გოლი გაიტანა. ეს ტურნირზე საქართველოს ნაკრების პირველი გაშვებული გოლი იყო.

აშკარა გახლდათ, რომ საქართველოს ნაკრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა და შექმნილი ვითარება ცვლილებების განხორციელებას მოითხოვდა. ვაისმა 77-ე წუთზე ორმაგი ცვლილება განახორციელა, კიტეიშვილისა და არაბულის ნაცვლად მოედანზე ჭანტურიშვილი და კაჭარავა შეუშვა.

ცვლილებებმა შედეგი ვერ გამოიღო და ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ტურნირზე პირველი ქულები დაკარგა.

მოკლედ, ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა, საქართველოს ნაკრებმა ვერ აჩვენა საკადრისი თამაში, უფანტაზიოდ უტევდა და ფრეს დასჯერდა.

ანდორა". "ესტადი ნასიონალი"

ანდორა - საქართველო 1:1

გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (9), 1:1 მარტინესი (63)

ანდორა: გომესი, ჩ. მარტინესი (გარსია 90+1), უოლესი, რებესი, ლიმა. ა. მარტინესი, ფერნანდესი (როდრიგესი 81), სან ნიკოლასი, ცერვოსი (ხ. რუბიო 89), ხ. რუბიო, ლოვერა

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ტაბიძე, ნავალოვსკი, გვილია (ზარანდია 88), კვეკვესკირი, კიტეიშვილი (ჭანტურიშვილი 77), ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, არაბული (კაჭარავა 77)

ანდორელთა თავკაცი: ჩვენ სუპერგოლი გავიტანეთ!

grisho
ვაისი რა შუაშია როცა გოლი მეკარის ანგარიშზეა.. და კიდევ გაგვიმართლა რომ თავის "ოსტატობა" ბოლოსკენ გამოაჩინა..
ირაკლი
კარში დარტყმების რაოდენობა: ჩვენ 8-ჯერ,აქედან 2 კარის ჩარჩოში და 6 ჩარჩოს მიღმა. ანდორელებმა 5-ჯერ, აქედან 1 ჩარჩოში (გოლი) და 4 ჩარჩოს მიღმა. ამასაც რაიმე განსაკუთრებული შემადგებლობა უნდა რომ ციხის დარაჯს და ხეზე მომუშავე ხელოსანს და კიდევ სხვა 9 მოყვარულს 90 წუთში მხოლოდ 8-ჯერ დაურტყა?
დათი
შეეშვოით დაბლოკვას!
alexandre
მაგრამ ძალიან გაუტყდებოდა მისმა რუსებმა რომ წააგეს.
გიზოგ
მართლაც გაუხარდებოდა. ზუსტად მისი სიტყვების გამართლება იყო გუშინდელი თამაში.
ილარიონი
კაკაბაძის სათადარიგო, შმცვლელი სჭირდება ნაკრებს აუცილებლად უამრავი წუნი აქვს ნაკრების თამაშებში
ილარიონი
კაკაბაძე აქტიური იყო, მაგრამ საშუალო ბეხბურთელზე დაბალი დონე აჩვენა. უამრავი წუნი ჰქონდა. ნაკრების თამაშებში მხოლოდ ლატვიასთან იყო კარგი, ამხანაგირში 4-0 რომ მოვუგეთ.
ბასკი
ტაბიძეს იმდენი დაკარგვა და არასწორი პასი ქონდა, ანდორელ არაპროფესიონალებთან რო მეტს ვერ შეძლებ ე.ი არ ხარ ნაკრების დონის.. კაშია ჯაბა და კვერკველია მართლაც რომ შეუფასებელია ჩვენი ამ ფორმაციის ნაკრებისთვის
Dima
Vaisis bralia rom ar moamzada gundi da pirdapir shekriba andorashi tan eksperimentaluri shemadgenlobit ori dge varjishi ashkarad ar iko sakmarisi. Amdeni kutxuridan erti saxifato momentic ki ver shekmnes anu standartulebis ar akvs nakrebs damushavebuli da rogorc koveltvis shecvlebic daagviana
Gura
როგორ გაუხარდებოდა ვაშაძეს!
effe
კარგი იქნება შენნაირი ვითომ გულშემატკივრები თუ არ მოვლენ ყაზახეთთან თამაშზე...
არაბიძეზე
არაბიზეს ურჩევნია ჩაკვეტაძისგან აიღოს მაგალითი, ბიჭს რამსები აერია ძალიან ბევრჯერ, მხოლოდ ბურთის გორაობა არა მთავარი!!!
tinto bras
ლორიას თავში აუვარდა ესპანეთტან თბილისში ჩატარებული მატჩის შემდეგ, ფილმში გადაიღეს, შემდეგ რეკლამებში, ტიპი კასვეცკდა და ფორმიდან ამოვარდა, ძალიან არასერიოზული კაცია და უპატიებელი შეცდომა დაუშვა. კაი ხანს არ უნდა დააყენონ ნაკრებში და მერე მიხვდება, რამხელა პასუხისმგებლობაა, როცა შენი ქვეყნის ნაკრების კარებს იცავ. დანარჩენებზე რა ვთქვა, ჩაკვეტაძე არის ოქროს ბიჭი, როგორი მოწესრიგებული და მობილიზებულია, სხვებისგან განსხვავებით!!!
კაკა
ნაკრები რაც მთავარია კობიაშვილის და მის სამეგობრო წრეებისაა..
lasha
კობიაშვილო გამოდი გიცანით :)
euhh
როდესაც გყავს ლობჟანიძე,გყავს კუპატაძე და კვასხაძე,გყავს ზარანდია,უბრალოდ მეტს აღარ ჩამოვთვლი და ათამაშებ ლორიას,კაჭარავას და ანდორასთან ატარებ ექსპერიმენტს და არუძახი არც ლობჟანიძეს და არათამაშებ კვასხაძეს,ან გაგებაში არახარ მწვრთნელობის ან არავინ გეკითხება შემადგენლობის გამოძახებას.შეცვლების სტრატეგია კი საერთოდ ნული,ვაისი არის ჩემის აზრით საშუალოზე ბევრად დაბალი დონის მწვრთნელი..პ.ს. თვითონ ბიჭებმა შექმნეს ისატმოსფერო რაც დღეს ნაკრებშია და პლიუს დაბალი დონის გუნდებთან თამაში,ამ შემადგენლობით ნებისმიერ მწვრთნელს თუნდაც დაჟე მამიდაჩემს ექნებოდა იგივე ან უკეთესი შედეგი...საკვალიფიკაციოს დამთავრების შემდეგ უნდა წავიდეს ვაისი,ისეთი ბიჭები გვყავს დღეს რომ კარგი მწვრთნელის ხელში უმაგრეს შედეგს დავდებთ
ანესთეზეოლოგი
მეტი პოზიტივი მეგობრებო, მეტი.... გამოუსწორებელი არაფერი მომხდარა. შეგეგი გვაქვს შედეგი, რაც უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში არ იყო!!! გავახილოთ თვალი და შევძლოთ დანახვა...
გიზოგ
დიახ ყველაფერი წყალში არ უნდა ჩავყაროთ. მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას და კარგ შედეგს მხოლოდ სწორი კრიტიკა მოიტანს.
Buxrika
ბოჭოო სისულეელეებს ნუ აკომენტარებთ რაა.1 გოლი გაუვარდა შემთხვევით ანდორას ეგეც ლორიას ბრალი იყო.მითუმეტეს გასულები ვართ 1 ადგილით და 99 პროცენტით 4 კალათაში ავალთ.ფეხბურთია და ხშირადტყდება თამაშები და ესეც გატყდა რაგბი ხო არაა არა რო ყველაფერი ლოგიკურად დაჯდეს.რა არ გინახავთ გატეხილი თამაშებიი.მასე ესპანეთს მოვუგეთ თამაში თან მაგ გუნდს 1 კვირის წინ რუმინეთთან ქონდა წაგებული 5 0
ზურა
შეცვლები ძალიან დააგვიანა, 30 წუთი მაინც უნდა მისცე ფეხბურთელს რომ შედეგი აჩვენოს, კალათბურთი ხომ არ არის 10 წუთში ქულები აიღოს? კვირკველია, კანკავა და კაშია ძალიან გვაკლდა. განსაკუთრებით კანკავა, ცენტრიდან საერთოდ არ გამოგვდიოდა შეტევა. ტაბიძე ნაკრების დონეს ვერ ქაჩავს, არაბულისგან გაცილებით მეტს მოველოდი. ყველაზე კარგად კი კაკაბაძემ ითამაშა.
zaali
ორი ბილეთი ავიღე, ყაზახებთან თამაშზე მინდოდა წასვლა, მაგრამ როგორც კი თამაში დამთავრდა ეგრევე ტუალეტში ჩავრეცხე. იმედეი ჩაგესახება და ეგრევე......ესენი ხომ არ გაგახარებენ რა!!!!!!! არანაირად არ მოველოდი ასეთ სუსტ და უღიმღამო თამაშს ჩვენი ნაკრებისა. ამ თამაშით ყაზახებთან ასიანი წაგება გვემუქრება.
Vasili
ყველაფერი კიკინების ბრალია, როგორც ყოველთვის ინერტულობა, უთამაშებლობა და ეს დაგვიანებული ცვლილებები, თანაც არასწორი
დდდ
არაა გამორიცხული, მითუმეტეს ჩვენების ინტერვიუს შემდეგ, სადაც ამბობდნენ, რომ ისე უნდა გავიდეთ, ქულა არ დავკარგოთ და ბურთი არ უნდა გავუშვათო. თუ იჩალიჩეს, ღმერთმა შეარგოთ, მთავარია ფლეი-ოფზე რას ვიზამთ! ეს ფრე არაფერს არ ნიშნავს.
ბასკი
იმედია ყაზახეთთან კვასხვაძე ჩადგება კარში, ფორმის პიკშია ეს მეკარე და რატოა ძირითადში ლორია?!მაგარ სეივებს აკეთებს ტორპედოში და გუნდის საოცარი მოტივატორია.. ძალით რატო ვიქმნით პრობლემებს ისედაც არ გვაკლია! ..და კიდევ! გაბედავას და კაპანაძეს ორივეს ერთად 30 გოლზე მეტი აქვთ გატანილი
Lasha
დაბალ ბურთებზე რომ ვერ იყო ძლიერი, ვიცოდით, მაგრამ მაღალ ბურთებზე ყოველთვის გამორჩეული იყო... ცუდია, რომ ნაკრებშიც კი არაერთი შეცდომა გვახსენდება მსგავსი. არ მგონია, კვასხვაძე, მიგინეიშვილი და კიდევ რამდენიმე იმდენად ჩამოუვარდებოდეს უთამაშებელ ლორიას, რომ ექსპერიმენტულ შემადგენლობაშიც კი არ ათამაშოს ვაისმა.
soso
არა რა ეს თამაში წააგო ჩვენება სულ ვამბობ გერმანიის სულისკვეთება გვაკლია გერმანია ყველა ვარიანტში ამოტენიდა .
ქომაგი
პირველი ტაიმის შემდეგ რატომ და არა მანამდე? https://sportall.ge/fekhburthi/fekhburthii/erovnuli-nakrebiiii/124308-nika-kvekveskiri-chveni-survilia-eqvsive-thamashi-movigoth-da-goli-ar-gavushvath.html როგორ ყველაფერი უკუღმა ახდება ხოლმე?
asaqsdasa
გუშინ ასე მოხდა ვერ მოვიგეთ, რაგბიც წავაგეთ, ტოჩიმაც წააგო, შენგელიამაც... მერე რა, ეს სპორტია... სულ ვერ მოიგებ, გამორიცხულია. მთავარია წაგების მერე მოვიგოთ და არ გავტყდეთ... საქართველოს თუ აქვს მიზანი ანდორასაც აქვს და სხვა სპორცმენებსაც მოგება ამოძრავებთ... მთავარია ჩვენი გვერდში დგომა არ მოვაკლოთ და არ მოვაყოლოთ უაზრო განცხადებები.
რიგითი გულშემატკივარი
იცით ეხლა რა მაფიქრებს?ვაი და ყაზახეთს ვერ მოვუგოთ მერე?ხომ შეილება რომ D ლიგის სხვა ორმა გუნდმა უკეთესი შედეგი დადოს?აგერ ბოლორუსმა ლუქსემბურგს მოუგო და 11 ქულა აქვს უკვე თანაც ბურთები 8:0-ზე და ბოლო ტურში სან მარინოს ეთამაშება და მოუგებს,დააგროვებს 14 ქულას.იქეთ მაკედონიას აქვს 9 ქულა და 2 ისეთი თამაში დარჩა 99,9 %-ით ორივეს მოიგებს და ესეც შენი 15 ქულა და რა გამოვიდა?ის რომ ვერ მოგების (ღმერთმა დაგვიფაროს)შემთხვევაში ჩვენ და ბელორუსს ორივეს გვექნება 14 ქულა,მაკედონიაც გვჯობნის და სავარაუდოდ 2 და მეტი ბურთით თუ დაამარცხა ბელორუსიამ სან მარინო ბელორუსიაც გვაჯობებს.ძალით გავირთულეთ საქმე.
გიზოგ
ლორია არასერიოზული გახდა ფეხბორთში, ყოველ შემთხვევაში დაკარგა კონცენტრაცია კიევის გადაღებების შემდეგ. ძალინ მწყდება გული რევიშვილზე.
გიზოგ
ამავე დროს, თავს გადგიან დამკვირვებლები.
გიზოგ
ჭეშმარიტებასთან ახლოს ხართ, მაგრამ "მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვიაო"
გიზოგ
კარგი იქნება სულმდაბლურ კომენტარებისგან, თუ თავს შევიკავებთ. კარგი გაოთქმაა ''სანამ კაცი რამეს იტყვის, ყველა ბრძნულად გამოიყურება''.
გიზოგ
როცა რისკავენ ამას მოაზროვნე თავი და დიდი გათვლები უნდა, ე. წ. ექსპერიმენტი რისკი იყო, მაგრამ არა რაციონალურად გათვლილი.
გიზოგ
მე კი მომეჩვენა,რომ სწორედ არა ჯანსაღი გარემო იყო გუნდში, გამოგონილმა ''ექსპერიმენტმა'' აურია ურთიერთობები, სხვას რას მივაწეროთ ყაზაიშვლის ინერტულობა მთელი მატჩის განმავლობაში, კიდევ სხვა მომენტები? არა და ამ უკანასკნელით ვიგებდით თამაშებს.
ანესთეზეოლოგი
მეგობრებო მოდით დავიცხროთ ემოციები, ბრაზი, რისხვა (რაც ობიექტურობას ხელს უშლის) და ვისაუბროთ სამართლიანად. რით ვართ უკმაყოფილო? ჩვენ ვერ დავამარცხეთ ანდორა. რა თქმა უნდა მანამდე ნაჩვენები შედეგების ფონზე ეს შედეგი ჩვენთვის მიუღებელია. მაგრამ მოდით სხვა კუთხით შევხედოთ ამ მომენტს. ვინმეს გვქონდა ილუზია იმისა, რომ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა? ქულათა მაქსიმუმი, მშრალად შენახული კარი.... ყველაფერს აქვს დასასრული და ესეც აუცილებლად დასრულდებოდა. კიდევ კარგი, რომ ეს არ მოხდა ტურნირის სადღაც უფრო საკვანძო ეტაპზე და მოხდა ახლა, როდესაც უკვე ყველაფერი გარკვეული იყო. წარმოგიდგენიათ უკვე რაზე ვოცნებობდით ჩვენ, ქართველი გულშემაკტივრები რომელსაც წლების განმავლობაში ნერვები დაგლეჯილი გვაქვს ჩვენი ფეხბურთის შემხედვარეებს - არ გავუშვათ გოლი და მოვიგოთ ყველა თამაში! როგორც იტყვიან მადა ჭამაში მოდის:) ჩვენ ის ხალხი არ ვართ რეალის, ბარსას და ბაიერნის თამაშებზე ღამეებს რომ ვათენებთ მაგრამ ვინმე რომ შეგვეკითხოს საქართველოს თასის ფინალისტების დასახელება რომ არ შეგვიძლია? იმიტომ რომ გული გვაქვს ჩვენებზე აცრუებული შედეგის არქონის გამო. ყველაფერი შედარებითია მეგობრებო, ის რა სიტუაციაშიც ახლა ჩვენი ნაკრები იმყოფება, ყველაზე ბედნიერი სიზმარი იყო ჩვენთვის წლების წინ. რათქმაუნდა არის პრობლემები, მაგრამ მოდით ვისაუბროთ პოზიტივზეც და ნეგატივზეც ისე, როგორც ნამდვილ გულშემატკივარს შეეფერება. მე პირადად არ ვარ მომხრე ვაისის ჩასაფრებულის პოზიციიდან გაკრიტიკებისა. მე მომხრე ვარ ჩვენი თავდასხმის უნიათო გარჯის ფონზე გაბედავას გამოძახების. ვისურვებდი ზარანდიას მეტ სათამაშო დროს, რადგან მჯერა რომ თამაშში გარდატეხის შეტანა შეუძლია. ცენტრი კარგი გვყავს მაგრამ ისიც ნათლად გამოჩნდა, რომ კანკავას ყოფნისას ბევრად უფრო დალაგებულია. ზუსტად გუშინდელ თამაშს დაეტყო რომ მერებაშვილი საჭირო კაცია.... პოზიტივიც ვთქვათ, მაგალითად ნაკრებს გოლი თამაშიდან ისევ არ გაუშვია, რაც დაცვის საიმედოობაზე მეტყველებს, ბევრი კარგი ფეხბურთელი ნაკრებში, რომელსაც შეგიძლია ენდო და გაზრდილი კონკურენცია, რაც მხოლოდ დადებით შედეგს მოიტანს. ჩვენ საუკეთესო პირველადგილოსნობაში მაინც ვერავინ შეგვეცილება და ნახევარფინალსაც აუცილებლად სახლში მივიღებთ. მე ვფიქრობ იყო კონცენტრაციის პრებლემაც, რადგან ჯგუფი უკვე 100%-ით მოგებული იყო, თამაში საშინელ ხელოვნურ მოედანზე სადაც ბურთის სიჩქარე 1,5-ჯერ შენელებული იყო, უხეშ და მთელი შემადგენლობით დაცვაში ჩამჯდარ გუნდთან.... მოკლედ ყველა წვრილმანზე საუბარი ძალინ შორს წაგვიყვანს და არც არის საჭირო. როგორც ზემოთ ვთქვი ყველაფერს აქვს დასასრული და ჩვენი მშრალი სერიაც აუცილებლად დასრულდებოდა. და იქნებ კარგიც იყო რომ ეს აქ და ამ დროს მოხდა. მოდით მივყვეთ შემდეგ თამაშებს, იმედი ვიქონიოთ რომ შეცდომები გამოსწორდება, გავიხაროთ იმ შედეგით რაც ამ ეტაპზე გვაქვს და შევეგუოთ ჩვენთვის "უცხო" შეგრძნებას - ჩვენ ხომ ბრძოლას ვაგრძელებთ!...
zaza
თამაშის დროს მარტო ერთი რამის მეშინოდა ტრავმა რომ არ მიეღო ჩაკვეტაძეს, ბურთს რომ მიიღებდა ეგრევე უხეშობაზე გადადიოდნენ ანდორელები. იმენა მჩეხავების გუნდია რა! დარწმუნებული ვარ ანდორასთან რომ ეთამაშა გინდა მოდრიჩს გინდა მესის ისინიც ზედმეტად თავს არ დაიტვირთავდნენ და ტრავმებს მოერიდებოდნენ ყველა ვარიანტში. ერთადერთი ნათელი წერტილი ჩაკვეტაძე იყო შეტევაში, სხვების რა გითხრთ ყაზაიშვილმა ჩააგდო თამაში, თავდასხმელი არ გვყავს ეს ფაქტია. იმედია ზარანდიას დააყენებს ყაზახეთთან რომ დავაკვრიდეთ რას წარმოადგენს ეს ბიჭი.
ოთო
არაბული და კაჭარავა ახლოსაც არ არიან ნაკრების დონესთან...ძალიან დაბალი დონის ფორვარდები არიან... ლორიას უკვე მეტისმეტი მოსდის ... კი კარგი მეკარეა მაგრამ არასერიოზული ხასიათის გამო ბევრჯერ წავაგეთ, ბევრჯერ უშვებს უაზრო შეცდომას აქ მარტო სათამაშო პრაქტიკის პრობლემა არარის... პრობლემა საქმისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაშია
zmo
ანდორასთან თამაშმა დაგვანახა რაც ვართ, ისევე როგორც რაგბში იტალიასთან, რა ჯგუფშიც ვართ ფეხბურთშიც და რაგბშიც იქაც არის ჩვენი ადგილი და არ უნდა ერთი მოგებით გადარევა მალე მსოფლიო ჩემპიონები გავხდებითო ბრახა-ბრუხა ხალხი ვართ...
აბო რუხაძე
საქართველოს დაბალი დონის ნაკრებს მიუჩინეს თავისი ადგილი. ჩაკვეტაძე რომ ბარსლონაში კი არა სადაც ეხლაა იქაც ბევრია მაგისთვის ესეც კარგად გამოჩნდა
დდდ
რატომ ბლოკავთ კომენტარებს?????
დათო30
1) ჩაკვეტაძე და კაკაბაძე საუკეთესოები იყვნენ, ასევე ნორმალური იყო კვეკვესკირი და ტაბიძე. 2) გვილიას და ყაზაიშვილს ფეხბურთი არ უთამაშია 3) არაბულს ფეხბურთი დავიწყებია. მას ჰქონდა შანსი რომ ცენტრფორვარდის ვაკანტური ადგილი დაეკავებინა პირველივე თამაშის მერე და გამხდარიყო ნაკრების ძირითადი ფეხბურთელი, მაგრამ ეს შანსი გაანიავა, განსხვავებით ტაბიძე ხოჭოლავასგან, მათ რაც არ უნდა სუპერ მატჩები ჩაატარონ, მაინც კანკავა, კაშია, კვერკველიას სათადარიგოები იქნებიან. 4) გაშვებული გოლი იყო ძალიან დროული, ჯგუფში მშრალად რომ შეგვენახა კარი და ფლეიოფში გაგვეშვა პირველი გოლი შეიძლება ვერც მოსულიყვნენ აზრზე ისე წაგვეგო, ეხლა კი ცივი შხაპივით მივიღეთ ეს გოლი, რომელიც რა თქმა უნდა მსაჯის გამოგონილი ჯარიმიდან გავუშვით. 5) ცენტრფორვარდი საერთოდ არ გვყავს, მჭედლიძის იმედი მე არ მაქვს და იქნებ უამრავ ლეგიონერში ვინმე მოქექოს ვაისმა, თორე ასე გაგვიჭირდება ევროპაზე გასვლა.
ბასკი
ამ 5 თამაშში ყველაზე სახიფათო დარტყმა ლორიას კარში ეგ იყო, წარმომიდგენია უფრო ძლიერი გუნდი უფრო მეტს რო დაგვირტყამს და უფრო სახიფათოდაც მაშინ რამდენს გავუშვებთ და რატო როდესაც სკამზე გიზის ტორპედოს კაპიტანი, ძალით გვამტვრევინებს ეს კაცი ცხვირს თავისი სიჯიუტით! თავდასხმაზე აღარაფერს ვამბობ დავიღალე უბრალოდ კაპანაძე გაბედავას ძახილით!!!
მერაბი
ნებისმიერი შემადგენლობით ანდორას უნდა მოუგო. ისევ გამოჩნდა ინფანტილიზმი ნაკრების თამაშში. წინ ყაზახეთთან შეხვედრაა. იმედია, მოვიგებთ და ისეთ თამაშს ვაჩვენებთ, როგორიც თუნდაც რიგაში ვითამაშეთ. ისე, ზარანდიას გამოყვანა ბოლო წუთებზე ვითომ რა იყო?
გიორგი
კაჭარავა = დვალიშვილი
რიგითი
ლორიას კარში დაყენება ვაისისთვის პრინციპის საკითხია თუ რაშია საქმე????.. (პ.ს ისე მაგას ვინ ეკითხება რო..)
ქობულეთელი
ვერაფრით ვერ გამიგია სად იყურებოდა ლორია.ასეთი ბურთის გაშვება როგორ შეიძლება ასეთ დონეზე?ასეთი ბურთი საქართველოს რანგით მე-3 ლიგაში აღარ გადის.რაც არ უნდა უთამაშებელი იყო ასეთი რამ არ გეკადრება თავმოყვარე მეკარეს.2 წლის წინანდელი გაშვებული გოლი გამახსენდა კიდევ ლორიას შინ მოლდოვასთან.რავიცი,რავიციი...
status quo
არაბული სრულიად უსარგებლო იყო,სხვები კი იდიოტურად თამაშობდნენ,კაკაბაძის და ჩანკვეტაძის გარდა.
ზურა
ადრე გახსოვს შენ ესე მიყოლებით მოგებები, ყველა გვასაზიზღრებდა და რა იღბალზე ლაპარაკობ, რას ითარსები.
,, ანზორი
ერთხელ სამარეში ვიყავი კრილიას თამაშზე. ლორიას რამდენიც დაურთეს კარში იმდენი გაუტანეს. მას მერე ამ კაცის იმედი არ მაქვს
A
ხალხო...... ვაისზე როგორ ამბობთ არაფერი ეტყობა ნაკრებსო.... მეტი რა გააკეთოს იმ კაცმა.... ბოლოს ბურთის ფლობა ვისთან გვქონდა... ასეთი გულმავიწყი ერი როგორ ვართ ყველაფერში.... ყველაზე მარტივად დაკერვადი და ფეთქებადი.... რატომ დავგუგლოთ და ახალი მენტალიტეტი გამოვიწეროთ... მწვრთნელობა წყობის დაწყობა ნუ გგონიათ და ცვლილების კეთება.... საერთოდ არ ხართ ჩახედული და კამათობთ.... ჩვენ სალომესაც ავირჩევთ მგონი...
დდდ
ვაის ერთხელ მაინც შემოდი sportall.ge -ზე და გადაათარგმნინე შენს ასისტენტს ქართველი გულშემატკივრების შეფასებები და აზრები რომ ეს დალოცვილი შეცვლები ცოტა ადრე გაააკეთე!!!!! როცა გუნდი დაღოღავს და გაუთავებელი ბირთი უაზრო გორებაა და არაფერი არ იქმნება უნდა შეცვალო ან ტაქტიკა ან ახალი ფეხბურთელები შემოიყვანო რომლებიც შეცვლიან მატჩის სურათს.დავიჯერო არავინ ეუბნება რო ესეთი განწყობაა გულშემატკივრებში? პ.ს კაჭარავა კაცურად ადექი და შენ თვითონ გადადგი ვაჟკაცური ნაბიჯი და სხვას დაუთმე ეგ ადგილი.იმედია ყაზახეთთან სულ სხვა საქართველოს ნაკრები გამოვა მინდორზე.
გადასარევი გიორგი
ყველა ტამაში მოიგეს შინ და გარეთ. ერთხელ, სულ ერთ მომენტში წაუცდათ ფეხი, ერთი მომენტში და მაინც და მაინც გავიდა ოლი. რა ერთი ამბავი ატყდა! ვართ პირველ ადგილზე, სხვა ჯგუფებთან შედარებიტაც დიდერი ვართ, თიტქმის განაღდებული გვაქვს პირველობა და აუუუუჰ, ეს რა საშინელი მწვრთელი გვყოლია თურმე. მაგარი ის არის, რომ ერთი და იგივე ხალზი სხვადასხვა სახელებით წერენ და წერენ კომენტარებს, და მეტიც ერთმანეთთან კამათობენ ანუ საკუთარ ტავთან. მაგარია!
mamulo
სად ხართ ის ხალხი,ერთი მიპასუხეთ ,ხედავთ პტოგრესს ნაკრების თამასში, რომ წაიღეთ ტვინი და იძახდით ,როგორ პროგრესირებს ჩვენი ნაკრებიო,მაგარია ვაისიო,ხომ დაგვანახა ანდორამ რა დონეზეც ვართ.ამაში იყრება 250 მილიონი.
zaza
დიდი ეჭვი მაქ რო ფრე გააგორეს და ვაისი კიარა ამას ხელს ვერ შეუშლიდა მაისი.მეორე ტაიმიც ეგეთი იყო მდუნე და უღიმღამო.ფაქტიურად გუნდი დადგა.
levani
თქვენ ანზორი ბრძანებით? ნადვილად?
კახა ქირია
მწვრთნელმა რომელმაც არ იცის ზამენა როდის გააკეთოს და ვინ შემოიყვვანოს არ ითვლება კარგ მწვრთნელად.ეს კაცი გაგებაში არ არის ვინ და როდის.ცხონებულ ფარსადანოვიჩს რამდენი მეორე ტაიმი აქვს მოგებული დროული ზამენებით და უსტანოვკით.მარტო კაკილაშვილი გაიხსენეთ დიუსელდორფის ფინალში...და კიდევ, ნუ ტეხთ აჟიოტაჟს ჟურნალისტები და ნუ აფუჭებთ ფეხბურთელებს.აუ ბარსელონა და არიქა ცალი ფეხით უკვე იქაა და ა. შ.ეს მერამდენე შემთხვევაა უკვე და ბოლოს "ტობოლში" ხვდებიან.წარმატებები ნაკრებს!
912
როცა ანდორას ვერ ვუგებთ ევროპაზე გასვლას როგორ ვაპირებთ, ან რომც გავიდეთ ოლიმპიური მიზანი გვაქვს, მთავარი მონაწილეობაა და არა შედეგი?
niko
მწვრთნელის ბრალია ეს ანგარიში. არაბული საერთოდ აზრზე არ არის პოზიციის. არ შეიძლება ბოლო 10 წუთსი შეცვლების გაკეთება იმის იმედით რო გაგივარდეს ან გაგიმართლოს. Dროს გასაყვანად უნდა კეთდებოდეს ეგეთი შეცვლები და ან დამტრვეულის გამპსაცვლელად. ზარანდიას და კაჭარავას მეორე ტაიმის დასაწყისში თუ არა 60 წუთისათვის გამიყვანდა კარგი მწვრთნელი. ამ სიმაღლე მეკარეს კიდევ ასეთი შეცდომები არ უნდა მოსდიოდეს ან კიდევ ეჭვი მაქვს ფრეზე შეთანხმდნენ პირველი ტაიმის მერე?:)
niko
სწორი ხარ. კარგი მოთმონება ჰქნონია რომ რომელიმეს არ შემოულაწუბა
ალეკო
თუ რამეზე პრეტენზია გვაქვს ანდორასნაირ გუნდებს ნებისმიერი შემადგენლობით უნდა ვამარცხებდეტ
,, ანზორი
ლოგიკური იყო. ის 4 მოგებული შეხვედრა იყო გამართლების და იღბლის წყალობით. გარდა ლატვიაში მოგებულისა. ვინც არ მეთანხმებით გადახედეთ თამაშებს.
ნათია
საქართველოს კართან ყველაზე მეტ სახიფათო მომენტს ლორია ქმნის. გაიხსენეთ ერთა ლიგის თამაშები და დამეთანხმებით, რომ ასეა. ბავშვური შეცდომები მოსდის. ალბათ მაგიტომაცაა სათადარიგო თავის გუნდში და მიტომ რჩება ამდენი დრო ვარცხნილობისთვის-კიკინას გაკეთება ხომ უნდა?
Gio
Es kaci gadamrevs kacharavas saukunea goli ar gautania da ar gaamartlao ..sasaciloa satirali ro ar ikos. Da rato izaxeb she mamacxinebulo mere
Geo
ჩაკვეტაძე ბრავო! ეს ბიჭი ათრევს წინ ნაკრებს, სხვები ცდილობენ ფეხბურთის თამაშს, ძაან ბევრი შეცდომები აქვთ! სადაა თამაშსი მრწთვნელის აზრი ? მე ვერ ვნახე! ან რა პროგრესი ექნება ფეხბურთელს ასეთ მწვრელთან???! ნონსენსია Vაისი!!!!
მსაჯი
ჩაკვეტაძეს ტყუილად აკრიტიკებთ. ვისაც ფეხბურთი უთამაშია, ეცოდინება რა საშინელებაა ბურთის მიღებისთანავე ფეხებს რომ გამტვრევენ და ცდილობენ როგორმე ტრავმა მოგაყენონ. სამწუხაროდ, მსაჯს სადავეები გაექცა და ანდორელებმა გვჩეხეს.
დავით 67
ნუ თამაშობ და არაფერი მოგელანდება!
Alex.F.
სამწუხაროდ რაცა ვართ ესა ვართ!მეტს ველოდი,მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ ფაქტიურად ნახევარი გუნდი გვაკლდა.ლორიას ადრე თუ გვიან უნდა დაეშვა შეცდომა,ძნელია მეკარისთვის უთამაშებლობა და კარგია რომ ანდორასთან დაუშვა და არა რომელიმე პრინციპულ მატჩში!რაღა თქმა უნდა ტრაგედია არ არის,სამწუხარო ისაა რომ სუსტი რეზერვი გვყავს!გულს იმით ვიმშვიდებ რომ,არც ჩვენს პოტენციურ მეტოქეებს ულხინთ ამ მხრივ.ნუ ვაისის დაგვიანებული შეცვლები უკვე ტრადიციად იქცა!ექსპერტობას არ ვიბრალებ,მაგრამ ვერავინ დამარწმუნებს იმაში რომ 3-4 წუთში ფეხბურთელმა რამე შეძლოს!3-4 წუთით როგორც წესი დროის გაყვანის მიზნით შემოჰყავთ ხოლმე!იმედია ყაზახეთს დავამარცხებთ,ვაჩვენებთ საუკეთესო შედეგს დ ლიგაში და განვითესებით მეოთხე კალათაში!მერე კი ყველამ ერთად უნდა ვილოცოთ რომ ლიდერები რაც შეიძლება მალე მოშუშდნენ და შევიდნენ ფორმაში,წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთ ციკლს გავატანთ ქარს!წარმატებები და წინ საქრთველო!
დავით 67
ვიცი ბევრს არ მოეწონება ჩემი კომენტარი, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, მე პირადად არ მინდა ჩვენი ნაკრების გასვლა ევროპაზე ასეთი დონის ნაკრების. არ მინდა ევროპის საშუალო გუნდმა ამოტენოს და სასაცილოები გავხდეთ.
დავით 67
გეთანხმები სეხნიავ. თანაც ანანიძე და ოქრიაშვილი არ იყვნენ. ისე წერია თითქოს ვარსკვლავები ეჯდა სათადარიგო სკამზე
Walker
Arabidze aris unichiriesi da uteqnikuresi motamashe codvis kitxvaa ro am formaciis nakrebshi misi adgili ar iyos da. Naxet misi tamashi benficas winaagmdeg erti siamovnebaa misi tamashis yureba
liverpuli barselonas supermarketi.
zaza zamtaradze kai iqneboda nakrebis mtavar mwvrtnelad
ave
ვაისი და ვალვერდე ორი მწვრტნელი ვისაც რისკის ნატამალიც არ აქვტ, ვერ რისკავენ ვერასდროს ვერცერტი. ვაისი რო რისკავდეს ლორიას მაგივრად კვასხვას დააყენებდა ამ ეტაპზე მარა ვერ რისკავს
ტარო
დხევანდელი ნაკრების თამაშით კმაყოფილი არის ფედერაცია..კობი და მისი მეგობრები.ცხადაცე გაუშვეს და ვაისი დატოვეს..მოგასმენინათ მაინც ვაისის უსტანოვკა..სისულელეებს იძახის
Vakhtang Lobzhanidze
დაბლოკავენ ალბათ, მაგრამ უეჭველი ვიცი, რომ ვაისი რუსეთში მუშაობისას ჩაწყობილ თამაშებში მონაეილეობდა. ფეხბურთელისგან ვიცი..მგონი აქაც აგრძელებს..
გადასარევი გიორგი
თქვენ ან არ გესმით ფეხბურთი, ან უბრალოდ , მაპატიეთ და პირადი ინტერესი გაქვთ რამე რომ გაარიტიკოთ ჩაკვეტაძე. დღეს ერთადერთი ვინც ნათელი წერტილი იყო ამ მატჩში იყო გიორგი.
ქუთაისი
მწვრთნელმა ზამენის გაკეთება არ იციც!....რაზეა საუბარი საერთოდ!....
კაკა
ჩაკვეტაძე უკვე ბარსას წევრია..ოფიციალურად მიმართეს აგენტს და ბელგიურ კლუბ გენტსაც..თანაც დღევანდელი თამაშით მაღალი შეფასება დაიმსახურა
გადასარევი გიორგი
ძალიან ცუდი მწვრთნელია ვაისი. სულელია. სულელი. 55 წუთზე უკვე აშკარად იგრძNობოდა შეცვლის უპირობო აუცილებლობა. პირველი ტაიმის გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეეძლო და აშკარად ამოწურა თავისი შესაძლებლობები. იგრძNობოდა მომენტი, როცა ანდორა მიხვდებოდა რომ დროა ცადოს და გავიფიქრე კიდეც 59 წუთზე დაახლოებით, რომ იფიქრებდნენ რომ გატანა შეიძლება, რადგან ჩვენები ვერაფერ ახალს ვერ სთავაზობნენ. ძალიან ლოგიკური გოლი იყო. ჩაკვეტაძემ, რომელსაც დიდი მადლობა რომ არსებობს საქართველოს ნაკრებში - ყველაფერი გააკეთა რომ მეოთხეჯერ ეშველა ვაისისთვის, მარა ეს უკანასკნელი თავისივე შეცვლამ - ჭანტურიშვილმა ( როგორ შეიძლებოდა ზარანდიას ნაცვლად ასეთ მატჩში ჭანტურიშვილის და კაჭარავას შემოყვანა!!! ) დააღალატა, მაშIნ როცა მაგარი კონტრშეტევა იწყებოდა რომელსაც 90 % ჩაკვეტაძე გოლით დაასრულებდა ამ ჭანტურიშვილმა იღორა და არც გახედა მარცხნივ. მოკლედ ვაისის დამსახურება არის ერთადერთი - კარგი ატმოსფერო გუნდში, დანარჩენი ეს კაცი მწვრთნელად არ ვარგა. მადლობა ჩაკვეტაძეს, მაინც! და ბოლოს, რაღაც ტინგიცს გავდა ჩვენი გუნდის გაუთავებელი მოძრაობა და ყეყეჩობა დღეს. ეტყობა ეს ბარსელონას სკაუტებზე უნდოდათ შთაბეჭდილების მოხდენა. მოკლედ რა ... ხო, კომენტატორებო - ვაი თქვენს პატრონს. რამ შეგაშIნათ, ან ალღო არ გაქვთ, ან ვერ ბედავთ ვერაფრის თქმას, რა გინდათ თქვენ ფეხბურთში
დივნის ექსპერტი
საქართველოს ნაკრები რა საქართველოს ნაკრებია თუ სადმე გულშემატკივარს ხასიათი არ წაუხდინა!?...დავეშვით მიწაზე...ჩაკვეტაძე-ყაზაიშვილი-კიტეიშვილი ფეხბურთელები,რომლებიძ მინდორზე უნდა ქმნიდნენ “სხვაობას“ სინამდვილეში ვერაფერსაც ვერ ქმნიან ანდორასთანაც კი,რაც იმის მაუწყებელია,რომ ისინიც,როგორც ყველა ანდორელი და ყველა ჩვენი არიან ჩვეულებრივი დაბალი დონის ფეხბურთელები,რომელთა მაქსიმუმი ავსტრია-უნგრეთის ჩემპიონატის საშუალო დონის გუნდებში გამოსვლაა...ჩაკვეტაძემ ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე იქნებ გაქაჩოს კიდევ სადმე,მაგრამ ასეთი თამაშით გენტს ვერ გაცდება,ხოლო პერსპეკტიულობის ასაკის გადალახვის შემდეგ გენტსაც აღარ მოუნდება და დაბრუნდება ისევ საქართველოში,ანდა საშოვარზე წავა ყაზახეთის ჩემპიონატში...ბარსელონა არა წნორის მილანი კიდე.
დათო
მიუხედავად იმისა გჭირდება თუ არა, ანდორას ნებისმიერი შემადგენლობით უნდა მოუგო რაც არ უნდა ექსპერიმენტალური იყოს იგი! ანდორასთან ნაჩვენები თამაშის ხარისხი განსაკუთრებით მეორე ტაიმში იმედგაცრუებას იწვევს. დიდება საქართველოს!!!
რეზო
ამ კაჭარავას დაანებონ რა თავი. ამ მამამისის ძმაკაცების ხათრით როდემდე უნდა გამოიძახონ ნაკრებში? თუ მაინცადამაინც უნდათ რო ნაკრებში ყავდეთ, მასაჟისტის შტატი დაამატონ მაშინ რა.
გუსანი
გუნებაწამხდარი ვარ, თუმცა ყველეფრის გათვალისწინებით მოსალოდნელიც იყო... ვინმემ მითხრას ასეთი თამაშის შემდეგ, თუნდაც რომ მოგვეგო, რაიმე ოპტიმიზმის საბაბი გვაქვს?... ვაისის კვალიფიკაციის შეფასება ბოლოსთვის გადავდოთ.... 3-4 ბიჭის გარდა, სხვებს( ნაკრებსაც) რაიმეს მიღწევა გაუჭირდებათ..??!!

ფეხბურთელებს ვაისმა უთხრა თან გეძინოთ და თან პასობანა ითამაშეთო სოფლის გუნდთანოოოოოო??????????????????
ramazi
zarandia diritadshi unda daekenebia tabidis magivrad kajarava sul arunda shemoeshva merbishvili unda shemoekvana da karebshi meoreb mekare unda daekenebia gvilias magivras janturishili unda kofiliko
გულშემატკივარი
დასანანია ნამდვილად მაგრამ რას ვიზამთ,ახლა მოთქმის და გოდების დრო არ არის,4 დღეში ყაზახეთთან უპრინციპულესი მატჩი გვაქვს და ის აუცილებლად უნდა მოვიგოთ.ახლავე უნდა დაივიწყოს ფეხბურთელებმა ანდორასთან მატჩი და მოემზადონ 19-ისთვის,გაფიქრებაც არ მინდა რომ ამ ლიგაში ვინმემ გვაჯობოს.
TanoLife
უმოტივაციო, უმარილო, ჩამქრალი თვალებით ნათამაშევი მატჩი, საქართველოს ნაკრების და მწვრთნელის შესრულებით. რა იყო ეს? დავიწყეთ ისევ? კარში თითოჯერ დაარტყა ორივე გუნდმა და ორივემ გაიტანა. მეტი არაფერი. უაზრო ბურთის გორება აქეთ-იქეთ. არ ვიცოდით რა გვინდოდა, რისთვის ვაკეთებდით და სად მივდიოდით. კიდევ ერთი შავი ლაქა. ნამდვილად არ მოველოდი, თუ ისევ იმ ავადსახსენებელ ფეხბურთს ვითამაშებდით. ანტი-ფეხბურთი. თავი სიზმარში მგონია და ვერ ვიღვიძებ. კიდევ ერთი უძილო ღამე...
ალეკო
რადროს ექსპერიმენტებია შენ ოჯახ დალოცვილო. მიიყვანე საქმე ბოლომდე და მერე ატარე ეს ექსპერიმენტები. მითუმეტეს დ-ჯგუფში არაფერი არარის ფადაწყვეტილი და ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს. დ-ჯგუფში საუკეთესო გუნდი მომავალ ევრო შესარჩევს მეოთხე კალათაში განთავსდება. ან თუ ექსპერიმენტს ატარებ, კვასხაძემ რაღა დააშავა? დარწმუნებული ვარ რომ მაგ ბურთს არ გაუშვებდა. ლორიას შემთხვევაში იჩინა თავი უთამაშებლობამ.
მინდია
კვასხვაძეს რატო ჯობია 1 წლის უთამაშებელი ლორია რომელიც ყოველ შესარჩევში უშვებს ისეთ შეცდომას რომელიც შედეგზე მოქმედებს კითხოს ვინმემ ამ კაცს და კიდევ მოსაგებ თამაშზე შეცვლას ბოლო წუთზე რატო აკეთებს?
დივნის ექსპერტი
საქართველოს ნაკრები რა საქართველოს ნაკრებია თუ სადმე გულშემატკივარს ხასიათი არ წაუხდინა!?...დავეშვით მიწაზე...ჩაკვეტაძე-ყაზაიშვილი-კიტეიშვილი ფეხბურთელები,რომლებიძ მინდორზე უნდა ქმნიდნენ “სხვაობას“ სინამდვილეში ვერაფერსაც ვერ ქმნიან ანდორასთანაც კი,რაც იმის მაუწყებელია,რომ ისინიც,როგორც ყველა ანდორელი და ყველა ჩვენი არიან ჩვეულებრივი დაბალი დონის ფეხბურთელები,რომელთა მაქსიმუმი ავსტრია-უნგრეთის ჩემპიონატის საშუალო დონის გუნდებში გამოსვლაა...ჩაკვეტაძემ ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე იქნებ გაქაჩოს კიდევ სადმე,მაგრამ ასეთი თამაშით გენტს ვერ გაცდება,ხოლო პერსპეკტიულობის ასაკის გადალახვის შემდეგ გენტსაც აღარ მოუნდება და დაბრუნდება ისევ საქართველოში,ანდა საშოვარზე წავა ყაზახეთის ჩემპიონატში...ბარსელონა არა წნორის მილანი კიდე.
a
ღმერთმა ქნას გავიდეთ ევროპაზე, მაგრამ ვაისი ფიზკულტურის მასწავლებლის დონეა, ეს კიკინებიანი კიდე კარიუსი კუბში, წაიმარიაჟა ბიჭმა ვითომ მაგარ ბურთს ვიღებო და ხელში ასაღები ბურთი გაუშვა. ლორია მე-3 მეკარის დონეც არაა, აქამდე არავის დაურტყია და ქონდა უგოლო სერია. მოკლედ გავსკდი გულზე, ან ჩაწყობილი იყო ან ... ლორია მოაშორე ვაისს დამიჯერე, შენ ჯერ არავინ გაგიშვებს მაინც.
ირაკლი
აშკარა იყო რომ გუნდი ძალებს ზოგავდა, სავარაუდოდ ეგონათ ანდორელების დამარცხებას სეირნობაც ეყოფოდა, მით უმეტეს სწრაფი გოლის მერე. პირველივე ტაიმის მეორე ნახევრიდან ჩანდა რომ ფეხბურთელები დადგნენ. კარში დარტყმები მიზერული ოდენობით. კიტეიშვილმა და არაბულმა ცალსახად ჩააგდეს თამაში. კიდევ ერთხელ გამოჩნდა რამხელა ძალას წარმოადგენს გუნდისთვის კანკავა. ანდორელებმაც კარგად გვირტყეს ფეხებში და მადლობა რომ მძიმე ტრავმებს გადავურჩით. ეხლა იმედია ყველა მიხვდა რას ნიშნავს მეკარე რომელსაც სათამაშო პრაქტიკა არ გააჩნია. ყახახებთან სულ სხვა გუნდი წარდგება მჯერა, სხვა მოტივაციით. მაგრამ ანდორას მაინც ყველგან და ყოველთვის უნდა უგებდე. დიდი სირცხვილია რაც მოხდა მაგრამ კარგიცაა, რადგან ღრუბლებიდან მიწაზე დაგვაბრუნეს. შეცვლები ზუსტი იყო, მაგრამ უფრო ადრეც შეიძლებოდა. ზარანდიას მეტი სათამაშო დრო!
K.R.
სირცხვილია, ესეთი უფანტაზიო ფეხბურთი რა ხანია არ მიყურებია. ანდრიას რა უნდა მოითხოვო და ჩვენების ერთი კომბინაციაც ვერ ვნახე.
ტოტტი
რაღაც მგონია რომ ვაისს რასაც კარნახობენ იმას აკეთებს და კიდე შეცვლებს ძაან აგვიანებს მე ვაისის შეცვლა 70 ე წუთამდე ჯერ არ მინახავს 87 წუთზე რომ კაცს გამოიყვან იმის იმედი როგორ უნდა გქონდეს არ ვიცი რაა. ერთი სიტყვით ვაისი და მთლიანი ფედერაცია გასაკრიტიკებელია
ვასო
რა ვერ გაამართლა, არ წაუვიდა, არ ითამაშა ჩაკვემ, ყაზაიშვილი ნული. კიტემ ითამაშა რაც შეეძლო, კიდე მოუმატებს ეგა.და ტაბიძე კედელივით იდგა და მეტი რა. არაბულმა არ გაამართლა ერთი. ამ კაცს უთხრას ვინმემ, რო ცვლილება გააკეტოს დროულად და დაანებოს ტავი ამ ლორიას ბოლობოლო. და ვაბშე გაკეთებული თამაში მგონია. კატასტროფა არაა. კიდე ლორია ტუ დააყენა და არ ვიცი.
emigranti
გამოჩნდა ვაისის მწვრთნელობა. სამარცხვინო თამაში და უსუსური მწვრთნელი. ანდორას რომ პირველი ტაიმიც ასე ეთამაშა შეიძლება მოეგო კიდეც. ღმერთმა ქნას რომ ვცდებოდე, მაგრამ სანამ დროა თუ არ მოვიცილეთ ვერც ბელორუსებს მოვუგებთ და ვერც მაკედონიას. მეკარის საკითხი კი როგორ ვერ მოაგვარეს ამდენი ხანი, რა დიდი დრო უნდა მახარაძის პასპოეტის გაკეთებას.
დიმა
ეს არაფერი, ის კი ნამდვილად ვიცი ყაზახეთს დაადუღებენ. ტაბიძემ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, ცხადია ლორიაც არაა ფორმაში და არაბულმაც ვერაფერი გააკეთა, ნუ კაჭარავაზე აღარაფერს ვამბობ. დღეს კიტეიშვილი და კაკაბაძე საუკეთესოები იყვნენ, ჩაკვეტაძეს ეტყობოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა მაინც, თუმცა შეეგუება. ყაზახეთთან კი ვუგულშემატკივროთ ნაკრებს და ერთად ვიმღეროთ ჰიმნი
ტოტტი
ანდორასთან გამოდის 4მცველით და ორი ჩამშლელით გვილია კვეკვესკირი უნდა ამოეგდო კანკავა მარტო ჩამშლელად და ლუკა ზარანდია ნახევარ დაცვაში . კვეკვესკირს და გვილიას არამგონია შემოწმება ჭირდებოდეს როგორი ფეხბურთელები არიან . და ის კიდე ჯიმი ტაბიძე რაგბზე მაინც შეიყვანონ სულ ჯარიმებს იკიდებდა . ლორია წელიწადზე მეტია უკლუბოდ არის და აქ ამდენი ხნის უთამაშებელს ძირითადში აყენებს რას უწუნებს კვასხვაძეს კვასხვაძე თუარ მოწონს კუპატაძე მაინც დააყენოს გამოცდილებას მაინც შეიძენს .
ვაის წადი
ვაისი არის კარგი დიპლომატი და უნიჭო მწვრთნელი, რომელმაც ვერაფრით ისწავლა დროული შეცვლების კეთება!
ტოტტი
მთელი ერთალიგაა მიუხედავად წარმატებული შედეგებისა გავიძახი რომ ვაისი არ არის საქართველოსთვის შესაფერისი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს ქართველი მწვრთნელი ჭირდება
rr
რა დროს ექსპერიმენტებია, ძლივს რაღაცის შანსი გვაქვს. აუცილებლად მოგება გვჭირდება დარჩენილი თამაშის, რომ ნახევარფინალი სახლში ვითამაშოთ და შედარებით სუსტი მეტოქე შეგვხვდეს.
გულშემატკივარი
""პერსონალურად ვაისს"" ანდორა გითანაბრებს ანგარიშს საკუთარ მოედანზე, რააღას ელოდები??? ვიღას ელოდები????? გააააკეთე ცვლილებააა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
ცნობილი გახდა ანდორისა და საქართველოს ნაკრებების სასტარტო შემადგენლობები
10 ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების შეფასება ანდორასთან მატჩში
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ვლადიმირ ვაისი: ასეთი გოლი არ უნდა გაგვეშვა - ყველაფერს ჩაკვეტაძე ვერ გააკეთებს
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
დავით ხოჭოლავა: ამით კატასტროფული არაფერი არ მომხდარა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
ოთარ კაკაბაძე: გავაანალიზებთ შეცდომებს და ვიმუშავებთ გამოსწორებაზე
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ბარსელონიდან ანდორამდე - უსახური "კამპ ნოუ", ორბორბლიანი ქალაქი და სად ცხოვრობს მესი?