19 ნოემბერს ერთა ლიგის მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები და ყაზახეთის ნაკრები დაუპირისპირდებიან. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

„პირველი ადგილი ჯგუფში უკვე განაღდებული გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანი თამაშია, რათა გვსურს რომ დივიზიონში საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ. ცვლილებები ნამდვილად იქნება. ნავალოვსკი ნამდვილად ვერ ითამაშებს. 100%-ით მზად არ არის დღევანდელი მონაცემებით არაბულიც, ხოლო სხვა ფეხბურთელები ყველანი მზად არიან. თუმცა, ცვლილებები შემადგენლობაში ტრავმების გარეშეც იქნება.

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ანდორაში თამაში ადვილი არაა. ზოგადად, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ შეტევის ხაზში გეგმა ვერ შევასრულეთ. სამწუხაროა, რომ ისეთი გოლი გავუშვით, რომელიც მეკარის შეცდომის გავიდა. საბოლოოდ, შეტევაში ცუდი თამაში გახდა იმის მიზეზი, რომ ქულები დავკარგეთ. თუმცა, ეს უკვე წარსულია და ვეცდებით, რომ ყაზახეთთან კარგი თამაში ვაჩვენოთ და მოვიგოთ.

მოხარულები ვართ, რომ საწყის 4 ტურში მოვიპოვეთ პირველი ადგილი, მაგრამ ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. რაც შეეხება ექსპერიმენტებს, საქართველოს ნაკრებს ახლა არ აქვს ამის უფლება, რადგან ისედაც ბევრი ფეხბურთელი აკლია ტრავმის გამო და მოედანზე მოცემულ ვითარებაში საუკეთესო ფეხბურთელები გავლენ.

არ ვფიქრობ, რომ ანდორაში ზედმეტად ექსპერიმენტული შემადგენლობით ვითამაშეთ. ხოჭოლავა დიდ გუნდში თამაშობს, კიტეიშვილი „შტურმის“ საუკეთესო ფეხბურთელია, ტაბიძე რუსეთში სტაბილურად თამაშობს და კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება არაბულს, ის მომენტი რომ გამოეყენებინა, დღეს სხვა სურათი ექნებოდა., თუმცა, ეს უკვე წარსულია. ჩვენ არ გვაქვს ამხანაგური თამაშები და ვფიქრობ, სწორედ ასეთ თამაშში უნდა გამოვცადოთ რამდენიმე ფეხბურთელი. ახლა კი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყაზახეთის დასამარცხებლად. ლორიას რაც შეეხება, ვნახოთ ითამაშებს თუ არა, ხვალ.

თქვენ შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ, რაც შეეხება ფეხბურთელებს, როცა ვაკრიტიკებ, იმიტომ, რომ შემდეგ მოუმატონ და უკეთ ითამაშოს. რაც შეეხება ცვლილებებს, შეიძლება დაგეთანხმოთ, რადგან თავდასხმაში ვერ ვითამაშეთ სათანადო დონეზე და შეცვლები ალბათ დაგვიანებულიც იყო.

მინდა აღვნიშნო, რომ ანდორასთან ძალაინ გვაკლდნენ ჯაბა კანკავა და გურამ კაშია. ჯაბას ჰქონდა ჯანმრთელების პრობლემა და სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, რომ ხვალინდელ შეხვედრაში მოედანზე გავიდეს. თუმცა, ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილი არაა“.

შეგახსენებთ შეხვედრა თბილისში "დინამო არენაზე" 21:00 საათზე გაიმართება

Giorgi
გაბედავას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ რატო ვერხედავთ იმას რაც ფაქტია?? შეგიძლიათ საქართველოს ჩემპიონატიდან მიწვეული ერთი ფორვარდი დამისახელოთ ვინც კარგად ითამაშა (მინიმუმ დვალიშვილზე უკეთ)?? საქართველოში ბევრი თამაშობდა კარგად (იგივე გაბედავა), მაგრამ ოდნავ მაღალ დონეზე რომელიმემ შეძლო რამის გაკეთება?? დვალიშვილი არმომწონს, მაგრამ რეალურად ჭკვიანურად თამაშობს, იბრძვის და თვითონ თუ ვერქმნის სხვას მაინც უთავისუფლებს სივრცეს...
ლაშა
კი მაგრამ დცალიშვილი?
გელა
კვასხვაძე- კაკაბაძე,კაშია, კვირკველია.-კანკავა, კვეკვესკირი, ზარანდია, ჩაკვეტაძე, მერებაშვილი. ყაზაიშვილი, ხარაიშვილი.
ირაკლი
მოდით ასე შევხედოთ, თუკი მაღალი მიზნებისთვის გვინდა ბრძოლა მაშინ მოსაგები თამაშები უნდა მოვიგოთ. და ხვალინდელი თამაში რომ ნახევარფინალი ყოფილიყო? თბილისში ფრეზე ხომ არ უნდა გვეთამაშა? მეორეს მხრივ თუ ნაკრები მართლაც გამართული გუნდია, მაშინ შინ და გარეთ ერთნაირად ძლიერად უნდა გამოიყურებოდეს. ჩვენ ცოტა არ იყოს საკუთარი თავი დავაჯერეთ იმაში რაც რეალურად ჯერ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული. იმედია ხვალ საქართველოს ნაკრები აგრესიულ შემტევ და ტაქტიკურად გამართულ თამაშს აჩვენებს.
nika
გაბედავას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, იმედია მიეცემა მომავალში თავის გამოჩენის შანსი მაგრამ ეხლა მაგის დრო არ არის, სამწუხაროდ რამდენჯერმე მისცა ეროვნული ჩემპიონატიდან თავის გამოჩენის შანსი იგივე ზივზივაძეს ადრე სიხარულიძეს მაგრამ ვაღიაროთ რომ არ შეესაბამება ეროვნული ჩემპიონატის დონე ნაკრების დონეს ანდორასთან კიდე შეიძლებოდა მაგრამ არაბულს მისცეს იქ თავის გამოჩენის შანსი ამ ეტაპზე ჯობია ვაკომ ითამაშოს წინ ან ნუ მეტი გზა არაა და კაჭარავა დადგება.
ლაშა
სიახლე: დვალიშვილი დაემატა ნაკრების შემადგელობას. გიხაროდენ!
TOM
ლორია კაკაბაძე კვირკველია ხოჭალავა ტაბიძ კვეკვესკირი აბურჯანია ზარანდია ყაზაიშვილი ჩაკვეტაძე კააჭარავა მაინც ესე მგონია ოპტიმალური შემადგენლობა
ლოლო
გილოცავთ. დვალიშვილი დააბრუნეს ნაკრებში.
Tom
ნეტა რამდენი ბილეთია გაყიდული ?
Alex.F.
ამასობაში კი მოვლენები ისე ვითარდება რომ მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში მოვხვდებით მეოთხე კალათაში და ვუმასპინძლებთ ნახევარფინალს!ასე რომ ხვალ აუცილებლად უნდა გავავსოთ ტრიბუნები და ერთად დავამარცხოთ ყაზახეთი!ხვალ ჩვენ უნდა ვიქცეთ მეთორმეტე მოთამაშედ!მე მჯერა ბიჭები თავს არ დაზოგავენ გამარჯვების მისაღწევად!ღმერთი ჩვენსკენ და წინ საქართველო!
გადასარევი გიორგი
ლორია კაკაბაძე კვერკველია ხოჭოლავა კაშია კვეკვესკირი აბურჯანია ყაზაიშვილი ზარანდია ჩაკვეტაძე ხარაიშვილი
ბაჯო
gabedavas itxovs gulshematkivari da dauzaxet am bihss
nika
გაბოროტებული ფილოსოფოსი))) ვაბშე ეს დავნიშნოთ ტრენერად და ფედერაციის პრეზიდენტად ორივეს გაქაჩავს. სირცხვილია ყველას პროფესორი როგორ გონია თავი))
ლაშა
გუნდი 11 კაცისგან შედგება, ბერაზმერნი კი არ არის, რამდენის ჩასმას ითხოვ და ვის სანაცვლოდ? ვინ უნდა ამოაგდო ამდენი?
მამუკა
ბატონო ვაის ბუდუ ზივზივაძე გამოიძახე ის მაინც არის ახალგაზრდა და გოლების გამტანი .
Mmm
კანკავა შეტევაშიც კარგია,ანდორასთან და ლატვიასთან მაგან არ გაიტანა? თანაც რა გოლები. კაშია კი შესანიშნავ პირველ პასებს აკეთებს.
iaSha
რაის მწვრთნელია, ვინ დააბრალა, სად ნახეს, მოთამაშეებს ეგ ვერ არჩევს, ტაქტიკა მაგისი მე არ მინახავს, დამუშავებულ სტანდარტებზე საუბარიც ზედმეტია, ზამენებს ვერ აკეთებს. მაგის თამაშში შეტანილი გარდატეხა, ლუბოი სცენარით, არააქ მნიშვნელი, მე არ მინახავს. წარმოგიდგენიათ? თუ ვინმე გამოიძახა, ისეთებს ათამაშებს, რომელიც ნაკრების ზამენის დონეს აკმაყოფილებს, ხოლო ვისაც შეუძლია სკამზე ტოვებს. მცველს თავდასხმაში ათამაშებს, მარცხენას მარჯვნივ და რას ბოთაობს კაცმა არ იცის. ოქრიაშვილი საბოლოოდ მოკლა, ახალი მორჩენილი იყო ბიჭი, გუნდში უფრთხილდებოდნენ და ამან პირდაპირ 90 წუტი ათამაშა და კიდევ გაუმიზეზდა ტრავმა. მისი ამხელა დატვირთვა კატეგორიულად არ შეიძლებოდა, ზამენა კი ბატონო, ბოლო15-20 წუტი. იგივს ვიტყვი ჯანოზე და ქვილითაიაზე.ამაზე მეტი არაპროფესიონალიზმი რა გინდა. ლორია ხო ვაფშე და კიდე იმას ამბობს, რომ არ იცის ათამაშებს თუ არა. რომელი ერთი ვთქვა. ერთი მიზეზი დამისახელეთ რატო უნდა იყოს ეგა მწვრთნელი. კაი , დავრწმუნდი, რომ ფედერაციას კიდია, მარა ჟურნალისტებმა ამოიღეთ ხმა. გული არ შეგტკივათ ამ ნეხვში რომ ვზივართ? ერთი 10 კაცი მაინცაა ვინც უეჭველი უნდა იყოს ნაკრებში და ეს დურაკი გაურკვეველი მიზეზების გამო არ იძახებს. წაგება როგორ უნდა ინატრო კაცმა, რომ იქნებ ეს იდიოტი მოგვაცილონ. სირცხვილი არაა ბოლობოლო? თუ მაინცდამაინც ცემათყებით უნდა გარეკოს ხალხმა ეს უთავმოყვარეები. 2 წელიწადია ტრენერია და ერთი გადაცემა არ ყოფილა. ამ ბანძ ჯგუფში პირველ ადგილს გვამადლით? და ეს გგონიათ წარმატება? ამ გუნდით, პირველსავე საკვალიფიკაციოზე გადაგვივლიან. ფლეიოფსაც კი ვერ გავივლით. მიეცით შანსი მას ვინჩ ამას იმსახურეებს. სპეციალურად ხომ არ აკეთებთ ამას, არც ეგ არ გამიკვირდება, აბა ამდენი უსამართლობა და უცოდინარობა?ყველამ ისწავლა თამაში ბოლობოლო. ძნელი ყოფილა ანდორაში თამასი. უნამუსოა რა, რბილად რომ ვთქვა. არ დაბლოკოთ მაინც, იქნება შერცხვეთ და გაითვალისწინონ. რა მეამიტი ვარ არა? ეეჰ მაგრა ტეხავს
zvare
ან შტერია, ან თავს იშტერებს, მგონი მასხრად გვიგდებს. შეტევა და თავდასხმა ჩავარდაო და კაშია, კანკავას არ ყოფნა რა შუაშია. დაცვაც კარგი იყო და საყრდენსაც არა უშავდა. კანკავა-კაშიათი უნდა შეტევის გაძლიერება? შემტევები და თავდამსხმელები უნდა გამოიძახო ოეე, მიურახუნეთ ამ კაცს თავში ფედერაციამ. სადაა არაბიძე, ებრალიძე, ლობჟანიძე,სხირტლაძე,პარუნაშვილი. ათამაშე ზარანდია. ბოლობოლო ეროვნულიდან დაიმატე იგივე გაბედავა ან ტორპედოში როა რა გვარია. 2 წელიწადია გეხვეწება ამდენი ხალხი, რო გამოიძახო ეს ბიჭები. ვინა ხართ , რა ჯიშისახართ. მგონი დაწყევლილები ვართ.
გიო
საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხვალ ჩვენს ნაკრებს გოლის გამტანი და თავდამსხმელი არ ყავს, მოგმართავთ თხოვნით ფეხბურთის გულშემატკივრები გამოიძახეთ და ხვალ ათამაშეთ საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი გაბედავა, თუ არ გამოიძახებთ და თუ წავაგეთ, ფანები ყველაფერს დააბრალებენ მწჳრთნელს და ფეხბურთის ფედერაციას, გამოიძახეთ სასწრაფოდ, ფეხბურთის ქომაგები
ვახო
გაბედავა გამოიძახეთ ხვალ და ათამაშეთ ბატონო ვაის, იმსახურებს ამას, დარწმუნებული ვარ გოლებს გაიტანს ბოლომდე იბრძოლებს.
გიზო
"ჩვენ არ გვაქვს ამხანაგური თამაშები" ამბობს ვაისი და რატომ არ გვაქვს? ნაკრებები ერთა ლიგის პარალელურად კვლავ თამაშობენ ამხანაგურებს!
joni
ათმაშეთ ხვალ გაბედავა და თუ ვერაფერს იზავს გაჩუმდება ხალხი და თვქენც დაისვნებთ და ჩვენც.
ჭაღარა
ხვალ ჩაკვეტაძე გაუშრობს სისხლს ყაზახებს ყველა მატჩში გოლი შეიძლება ვერ გაიტანოს მაგრამ საგოლე გადაცემას მაინც გაკეთებს
ქობულეთელი
ოღონდ ეს არ გეთქვა რაა..ჯაბა კანკავა ისე გვჭირდება ხვალ როგორც ადამიანს ჟანგბადი.არ ვიცი,ალბათ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ კაპიტანი მოედანზე გავიდეს.ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ.სხვა შედეგის გაფიქრებაც კი არ მინდა.
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..