დღეს, 19 ნოემბერს, 21:00 საათზე, ერთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩში საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი წარმოადგენს.

ერთა ლიგაზე, წესით, აქამდე გასაკეთებელი საქმე თავიდან მოსაგვარებელი გაგვიხდა. ბელორუსს უკვე 14 ქულა აქვს. დიდი ალბათობით, მაკედონიაც მოუგებს გიბრალტარს და ესეც 15 ქულა. ჩვენ კი, როცა 13 ქულა გვაქვს, უკვე ფრეც არ გვყოფნის, რადგან ერთდროულად ორ რაღაცას ვკარგავთ: ერთა ლიგის ნახევარფინალის მასპინძლობის უფლებასა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის მეოთხე კალათს.

ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ანდორასთან ფრე ჩვენი შავი ლაქაა და იდეალურად დაწყებული საქმის გაფუჭებული ამბავია. იქ, იმ ღმერთისგან მივიწყებულ სტადიონზე, არც ის ფეხბურთი გვითამაშია, სათქმელი რომ გვქონდეს, მეტოქეს გაუმართლა და ფრე ამის ბრალიც არისო.

თუ ანდორა შავი ლაქაა, ყაზახეთი ჩვენთვის მონეტის მეორე მხარეა. ასტანაში ჩატარებული მატჩი გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა იმისა, რომ ჩვენ ჯგუფიდან გავსულიყავით, რადგან ჩვენი მთავარი მეტოქე საკუთარ სტადიონზევე 2:0 დავამარცხეთ. ზოგადად, მეტოქეს სულ 5-ჯერ შევხვდით. მათგან 3 მოვიგეთ და 2 ფრედ ვითამაშეთ.

ტრავმები და შემადგენლობა

ბოლო პერიოდში შეკრება ისე არ სრულდება, რომელიმე ფეხბურთელმა ტრავმა რომ არ მიიღოს. ახლა კი ერთდროულად სამი ფეხბურთელი გამოგვაკლდა: ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ნავალოვსკი და ბაჩანა არაბული.

საქართველოს ნაკრებს კი ვლადიმერ დვალიშვილი დაემატა...

რაც შეეხება შემადგენლობას, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა, ვინ იქნება კარში: გიორგი ლორია, რომელზედაც ვაისი წინა შეხვედრის შემდეგ განაწყენებული იყო თუ როინ კვასხვაძე, რომელიც თავის შანსს ელოდება.

დაცვაში სლოვაკი ზედმეტად აღარ გარისკავს - ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია და საბა კვირკველია ყველა შემთხვევაში უნდა იყვნენ მოედანზე, მარცხენა ფლანგზე ნავალოვსკის მაგივრად კი, დიდი ალბათობით, ლაშა დვალი იქნება.

დღევანდელ შეხვედრაში მოედანს უნდა დაუბრუნდეს კაპიტანი ჯაბა კანკავაც. რა თქმა უნდა, მას ნიკა კვეკვესკირი შეუწყვილდება - ის ერთადერთი ფეხბურთელია საყრდენ ზონაში, რომელსაც სრული სათამაშო პრაქტიკა აქვს.

გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ შეტევის მარცხენა ფლანგს დაიკავებს, ვაისს კი სხვა გზა არა აქვს, ვაკო ყაზაიშვილი ფორვარდად უნდა გაამწესოს. ამ შემთხვევაში ვინ ითამაშებს ფორვარდის უკან? ნაკლებად სავარაუდოა, სლოვაკი გიორგი ხარაიშვილს ენდოს. დიდი ალბათობით, ამ პოზიციაზე ნაცნობ გადაწყვეტილებას მიიღებს და ვაკო გვილიას ათამაშებს.

დარჩა მარჯვენა ფლანგი. ვაისი არ ენდობა გიორგი ზარანდიას ან თავს არიდებს ორივე ფლანგზე ტექნიკური ფეხბურთელის დაყენებას, ერთა ლიგაზე კი ამ პოზიციაზე ის ხშირად გიორგი მერებაშვილს ათამაშებდა და არ გამოვრიცხოთ, რომ მარჯვენა ფლანგიდან მან იბურთაოს.

მეტოქე

სტანიმირ სტოილოვმა, სასეირნოდ არ ჩამოვსულვარ და კარების გასაჯახუნებლად ჩამოვედიო. ჯობდა, სასეირნოდ ჩამოსულიყო, რათა ჩვენთვის ეს პრინციპული მატჩია და ბულგარელი კმაყოფილი არ უნდა გავუშვათ.

მეტოქეს ძირითად შემადგენლობაში აქვს დანაკლისები, თუმცა შედარება რომ გავაკეთოთ ჩვენს დანაკლისებთან, ყაზახებს არც არაფერი ექნებათ სათქმელი და მით უმეტეს, საწუწუნო.

ბოლო შეხვედრაში ისინი ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და შინ ფრედ, 1:1 ეთამაშნენ. ერთადერთი შეხვედრა მოიგეს ერთა ლიგაზე ანდორასთან შინ 4:0 და ერთი შეხვედრა წააგეს მხოლოდ ჩვენთან - 0:2.

გავავსოთ დინამო არენა!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გულშემატკივარს საჩუქარი გაუკეთა და ბილეთის ფასი 1 ლარი გახადა. რა თქმა უნდა, ამან შედეგი გამოიღო და გუშინ უკვე 46 686 ბილეთი იყო გაყიდული.

თუმცა ერთი ფაქტი, რა თქმა უნდა, შეიძლება პრობლემად იქცეს - გადამყიდველები. ფასიდან გამომდინარე, მათ საკმაოდ დიდი რაოდენობის ბილეთის შეძენა შეეძლოთ და ვიმედოვნებთ, რომ ასეულობით ბილეთი მითვისებული არა აქვთ. ერთ ადამიანზე 10 ბილეთის გაყიდვა შეიძლებოდა, თუმცა ყველას შეუძლია მონახოს ადამიანები და იყიდოს მათი საშუალებით განუსაზღვრელი რაოდენობა.

ვიმედოვნებთ, რომ დღის ბოლომდე "დინამო არენაზე" ცარიელი ადგილი არ დარჩება. ნაკრები კი ომახიანად გაიმარჯვებს და დღის ბოლოს თბილისში დიდი ზეიმი იქნება. ისტორიის თითო დეტალს მნიშვნელობა აქვს. დღევანდელი შეხვედრაც ასეთი დეტალია...

კუკურა
მქელთაძე გეთანხმები, მაგრამ აუ ვატო არველაძე არა რა, ძალიან დაბალი დონეა, ძალიან
aburjga
რადგან ნავალოვსკი ტრამვირებულია იქნება ცისკარიძე რომაა გერმანიაში იმის გამოძახება იყო სჭირო?
გოგი
რა ლოგიკაა. ჩემპიონატშიც ზამენაშია დვალიშვილი. ასეთ დაქცეულ ჩემპიონატშიც ვერ თამაშობს ეს უთავმოყვარეო დვალიშვილი.ბოლო წლებში უკანასკნელ გუნდებშიბითამაში და იქაც ვერ ვაიტანა გოლი.
ავთო
ჩემი აზრით ვაისი ყველა შემხთვევაშ შესაცვლელია,აქამდე რომ მოვედით ფეხბურთელების დამსახურება უფროა,ვიდრე მწვრთნელის. ყველა თამაშის მერე ვაისსზე მოდიოდა კრიტიკა ხან აგვიანებს ხან არასწორად ცვლისო, მარა მაინც მოხერხდა რაღაც შედეგის დადება. ამ გუნდს უკეთესი მწვრთნელი ჭირდება
nnnn
არ მევასება ეგ დვალიშვილი და არ უნდა იყოს ნაკრებში, მაგრამ საქართველოში მოთამაშეები არაერთხელ ვნახეთ საქმეში და კარგად გამოჩნდა რო შიდა ჩემპიონატი ძალიან დაბალია და აქ თუ ფრინავ ნაკრებში მაინც ვერაფერს აკეთებ, დვალიშვილს კიდევ ასე თუ ისე გამოცდილება აქვს
სააკაძე
დღეს თუ ვერ მოუვგეთ ყაზახეთს, რისი დიდი ალბათობაა, უნდა გადადგეს თუ არა ვაისი თანამდებობიდან? მე ვფიქრობ, რომ უნდა გადადგეს, ვინც მეთანხმებით მოიწონეთ ჩემი კომენტარი.
მერაბი
ჩვენი ჩემპიონატის ფორვარდები უნდა გამოეცადა, ანდორასთან მაინც.
Gio
არაბიძე კარგი ბიჭია, მაგრამ მოდი ჯერ ნასიონალში დაიმკვიდროს თავი... იმედი მაქვს გამოისწორებს მდგომარეობას, ისევ და ისევ ნაკრებს გამოადგება მაგრამ ამ ეტაპზე ვარსკვლავობაზე აქვს პრეტენზია და პორტუგალიის 18 გუნდიან ჩემპიონატში, 17ე ადგილზე მყოფ გუნდში 10 შეხვედრიდან 5-ში ითამაშა და მარტო 2 შეხვედრა დაიწყო ძირითადში...
ქუთაისი
დვალიშვილის გამოძახებას,გუცაევი რო გამოეძახა ჯობდა!....
ტოტტი
ზარანდია უნდა ათამაშოს მარჯვნივ შუაში ყაზაიშვილი მარცხნივ ჩაკვეტაძე და წინ ახალგაზდულიდან უნდაათამაშოს ან მიქელთაძე ან ვატო არველაძე ხომ უნდა მიიღონ ამ ბიჭებმაც გამოცდილება დვალიშვილს მაინც აჯობებენ
gogi
წადი ვაის-ს. შენ რა კომენტარსაც აკეტებ, ამას ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არასოდეს გააკეთებს. ყველგან აგენტი და რაღაც უბედურებები რომ გელანდებათ, იმიტომაც ხართ სულ გაწამაწიაში და ასეთად დარჩებით ბოლომდე. კაცმა ორი ტურით ადრე გაინაღდა პირველი ადგილი, რაც საქართველოს ნაკრებს არც კი ღირსებია თავისი ასრებობის მანძილზე, თქვენ კი ისევ წუწუნებთ და წუჭუნებთ. რა გინდათ ობშემ საერთოდ, იცით?
ვაისს
სადა ვაისს გაბედავა რატო არაძლევ ერთ შანს
ბაჩო
კარგთ რა რა არაბიძე,დაიმკვიდროს ჯერ ნასიონალში ძირითადში და კიდევ დისციპლინას მიხედოს და ისედაც დაუძახებენ ნაკრებში.განა არ უხმიათ მისთვის და გამოიყენა რო?
hm
რაღაც ისეთს მიგრძნობს გული რასაც კაი ხანია გვიჩალიჩებს ხოლმე ჩვენი ფეხბურთი, არ მჯერა მე ამათი, არა რაა! ნერვების მოშლის მეტს არაფერს გვიკეთებენ აგერ უკვე მინიმუმ 30 წელია. რუმინეთთან თამაში მახსენდება, მაშინაც გვქონდა შანსი, მარა თბილისში 0:2 ჩავისვარეთ. ანდორასთან რომ ფრეს გააგორებ და რაც მთავარია ვერ ითამაშებ! მწვრთნელი, მანამ სანამ მთელი ქვეყანა თავს ლაფს არ დაგასხავს, მანამდე არ აღიარებ რომ შეცვლები დამაგვიანდაო (რისი მწვრთნელი ხარ შე .... ,,დალოცვილო") რისი იმედი უნდა გვქონდეს?? ნეტა ვცდებოდე, მაგრად არ მინდა ჩვენ გამწარებულ ხალხს კიდევ გული ეტკინოს. ქოცებო იცოდეთ თუ ვერ მოვიგეთ დღეს, ნაცების ჩაწყობილი იქნება, რომ გამწარებულმა ხალხმა ხმა არ მოგცეთ. იქნება ამის გამო მაინც გაბრაზდეს ბიძინა ბიძია და გაყაროს ეს ფედერაცია! ))))
თბილისი
კვასხაძე დააყენეთ კარში კვასხაძეეეეე. ბიჭი თავს დებს მოედანზე და არც ნიჭი აკლია.
ვალერი
დაცვის ხაზში ვაისი აღარ გარისკავსო,ხოჭოლავას დაყენება გარისკვაა?
ვაის
არაბიძის არ დაყენება არის უნამუსობა
წადი ვაის
ვ. ვაისის სახით ჩვენს გუნდში აგენტი ჰყავთ ჩანერგილი. თბილად საუბრობს და მავნებლობებს გვიკეთებს.
Ki
Vaisma mainc dagvagalata.jiuti kacia! Tu hakete kazaxetma albat frees gagvigorebs!
rezi
ისევ დვალიშვილიი? ვაის უყურე საქართველოს ჩემპიონატს..
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს ყაზახეთში უყურებენ
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
სანიოლის კაპიტულაცია
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
5:0 ძალების დაზოგვით - საბერძნეთი თბილისში ამაღლებულ განწყობაზე მოემგზავრება [VIDEO]
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით