სუპერლიგის მე-3 ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს “მგზავრები” და “დინამო” დუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ საინტერესო, დაძაბული გამოვიდა და დინამოელთა 3-ქულიანი გამარჯვებით – 68:65 დასრულდა. ეს გახლდათ “დინამოს” პირველი გამარჯვება მიმდინარე სუპერლიგაში. წინა 2 ტურის მატჩები ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა “ტიტებთან” და “ქუთაისთან” წააგეს.

რაც შეეხება “მგზავრებს”, ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ გუნდს აქტივში თითო მოგებ-წაგება ჰქონდა. შესაბამისად, ამ მატჩს ორივე გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა და დათმობას არც ერთი აპირებდა. მატჩიც თანაბარი გამოდგა, რომლის მსვლელობისას ვერც ერთი გუნდი ეუფლებოდა ხელჩასაჭიდ უპირატესობას. აღსანიშნავია, რომ დინამოელები უმეტესწილად ლიდერობდნენ, თუმცა “მგზავრები” მეტოქეს შორს არ უშვებდა და ხან გაუთანაბრდებოდა, ხანაც გადაუსწრებდა.

პირველი პერიოდი “მგზავრების” სასარგებლოდ – 21:18 დასრულდა. მეორე პერიოდში თამაში დაალაგეს და შეტევებიც გამოასწორეს დინამოელებმა, რომლებმაც ათწუთეული 17:10 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მე-3 პერიოდში “დინამომ” ტემპს უმატა, რაც ანგარიშზეც აისახა. ბოლო პერიოდის წინ ხოშტარიას გუნდი 9 ქულას იგებდა, თუმცა “მგზავრები” არ დანებდა, ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა და ბოლო წუთებზე ყველაფერი ახლიდან დაიწყო.

გადამწყვეტ მომენტში, ბოლო წუთზე, დინამოელთა ხორვატმა ცენტრმა დემაგოი ბუბალომ მიყოლებით ჩააგდო 2 ორქულიანი, თავისი გუნდი 66:60 დააწინაურა და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. დინამოელებმა საბოლოოდ 68:65 იმარჯვეს და სუპერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მოგება გაიფორმეს.

“დინამოში” 20 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო რეჯერ დოუელი. 18 ქულით გამოირჩა დემაგოი ბუბალო, მიხეილ ჭოჭუასა და ლევან გრძელიძის ანგარიშზე კი 10-10 ქულა დაგროვდა. “მგზავრებში” 23 ქულით საუკეთესო იყო ადრიან ბოუი, ხოლო კახა ჯინჭარაძემ და რეზო ჩაჩანიძემ 10-10 ქულა მოაგროვეს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები "დინამო" და "ოლიმპი" არიან
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს