25 ნოემბერს, საქართველოს თასის ფინალში ქუთაისის "ტორპედომ" "გაგრა" პენალტების სერიაში დაამარცხა. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა.

კახა ჩხეტიანის გუნდმა არც წლევანდელი სეზონი ჩაატარა უტიტულოდ. პირველი დამატებული ტაიმის მეორე წუთზე ტრავმა მიიღო მათე ცინცაძემ, რომელსაც მოედნის დატოვება მოუწია. ახალგაზრდა ქართველ ნახევარმცველს დავუკავშირდით და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

- მათე, პირველ რიგში, საქართველოს თასის მოგებას გილოცავთ. პირველ ტაიმში "გაგრამ" შესანიშნავად ითამაშა, მეორე ნახევრის დასაწყისში კი მეორე გოლიც მიიღეთ, თუმცა საბოლოოდ მატჩის გადარჩენა მოხერხდა. რა იყო ამის მიზეზი?

- კი, "გაგრამ" პირველი ტაიმი და მთლიანად თამაში ღირსეულად ჩაატარა. პირველ ტაიმში ვაგებდით და მეორე ტაიმის დასაწყისშიც გოლი მივიღეთ, მაგრამ გამოვნახეთ საკუთარ თავში იმის ძალა, რომ ეს თამაში მოგვეგო და ასეც მოხდა.

- პირველი დამატებითი ტაიმის დასაწყისში შეგცვალეს, მოედანი ნატკენი ფეხით დატოვე. რამდენად სერიოზულია შენი დაზიანება?

- კოჭი ძალიან გამისივდა. ტრავმა პირველივე წუთებზე მივიღე, როცა ძლიერად ჩამარტყეს. ალბათ, უკვე ზეგ მეცოდინება, რამდენად მძიმე დაზიანებაა.

- "ტორპედოს" შესანიშნავი სერია აქვს, ზედიზედ 19-მატჩიანი წაუგებელი ყველა ტურნირზე. რა არის ამის მთავარი მიზეზი? გუნდმა ეროვნული ლიგა ცუდად დაიწყო, ახლა კი მშვენიერ ფორმაშია...

- ჩვენ გუნდში მეორე წრეში მივედით და მართლაც შესანიშნავი სერია გვაქვს და ეს ალბათ, პირველ რიგში, იმის დამსახურებაა, რომ "ტორპედო" ძალიან შეკრული გუნდია და თავის პოტენციალს თამაშიდან თამაშამდე აჩვენებს.

- რაც "ტორპედოში" კახა ჩხეტიანი დაინიშნა, კლუბი სეზონს ტიტულის გარეშე არ ასრულებს. მთავარ მწვრთნელს როგორ დაახასიათებდი?

- კახა ჩხეტიანი მართლაც უმაღლესი დონის მწვრთნელია. მან იცის, რა დროს რა უნდა გააკეთოს და რაც მთავარია, ყველა მოთამაშესთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

- ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა, სამი ტურიც და ეროვნული ლიგა დროებით პაუზას აიღებს. რა გეგმები გაქვს სეზონის დასრულების შემდეგ?

- არის გარკვეული დაინტერესება, მაგრამ წინასწარ რამის თქმა გამიჭირდება, თუ რაიმე სიახლე იქნება, აუცილებლად გაიგებთ.

ეროვნული ლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ქუთაისის "ტორპედო" 62 ქულით მესამე პოზიციაზეა.

მათე ცინცაძე იმერულ კლუბს ზაფხულში "რუსთავიდან" შეუერთდა, სულ მიმდინარე ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 29 მატჩში კი 3 გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ზურა
ვუყურე ცინცაძის თამაშს, ბათუმელი ვარ და აქ თასის ფინალზე ვიყავი... ამ ბიჭს ან მოკლებული აქვს ან რავი.. ვერ ითამაშა კარგად.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ბათუმის "დინამო" ტრანსფერების მოლოდინში - არჩილ ბერიძე საქართველოს ნაკრების ორ წევრზე საუბრობს
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
გია გეგუჩაძე: ვცდილობთ, წარსული შეცდომები გავითვალისწინოთ
ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა
"ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიბრუნა