ქუთაისში დაწყებული სუპერლიგის მე-4 ტური 8 დეკემბერს დღეს თბილისში გრძელდება.

ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 4 მატჩიდან პირველი უკვე დასრულდა. "შსს აკადემია-ტიტებმა" "ბათუმს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში - 89:82 დაამარცხა.

ბათუმელებს 2 მოგების წილ 1 მარცხი ჰქონდათ, "ტიტებს" კი - პირიქით. მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და ზღვისპირელებმა ერთხანს 13-ქულიან უპირატესობასაც მიაღწიეს, თუმცა მასპინძლებმა თამაში მალევე დაალაგეს და ძირითადად სწრაფი შეტევებით ჩაგდებული ბურთებით პირველი პერიოდის ბოლოს ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს.

მესამე მეოთხედი გარდამტეხი გამოდგა, რომელიც "ტიტებმა" 10 ქულით - 26:16 მოიგეს, 7 ქულით გალიდერდნენ და მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება დაიწყეს. ბათუმელები ცდილობდნენ წამოწევას და მეტოქესთან ყველაზე ახლოს (79:81) მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მივიდნენ, თუმცა ეს იყო მათი მაქსიმუმი. "შსს აკადემია - ტიტებმა" ლიდერობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა და საბოლოოდ სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა.

"ტიტებში" შეუჩერებელი იყო ილია ლონდარიძე, რომელმაც სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და 30 ქულა და 5 პასი მიითვალა. 11-11 ქულა მოაგროვეს ბესო ლეჟავამ და როდერიკ მილსმა. "ბათუმში" 18 ქულით გამოირჩა შონ ჰილი, ხოლო 17-17 ქულა ნოდარ გოგოძემ და სპენსერ კოლინსმა მოაგროვეს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ტიტებმა" დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი მოიგო
"ოლიმპმა", "ტიტებმა" და "ვერამ" გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად