ორიოდე დღის წინ გაცნობეთ, რომ ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი თებერვალში რაგბი ევროპის, ხოლო მარტში 20-წლამდელთა ექვსი ერის თამაშს იმსაჯებს, მანამდე კი, ის ევროტურნირში, „ჩელენჯ ქაფზე“ გამოჩნდება.

12 იანვარს, სოჭში, ‘ენისეი’ ინგლისურ ‘ბრისტოლს’ უმასპინძლებს და 24 წლის რეფერი გახდება პირველი ქართველი, რომელიც ამ დონის საკლუბო ტურნირის თამაშს მოემსახურება. როგორც წესი, საკლუბო ევროტურნირებში მსაჯთა ბრიგადები ერთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან კომპლექტდება და შესაბამისად, „ჩელენჯ ქაფზე“ დებიუტი კიდევ ორ მსაჯს ექნება - ამაშუკელს ასისტენტებად ირაკლი ჭანუყვაძე და თორნიკე გვირჯიშვილი ეყოლებიან.

„მოლოდინი გამართლდა და მოხარული ვარ, რომ ისტორიაში პირველად, „ჩელენჯ ქაფზე“ ქართული მსაჯთა ბრიგადა წარსდგება. დიდი მადლობა ყველას, ვისაც ჩვენს ამ წარმატებაში წვლილი აქვს შეტანილი. ვეცდებით, რომ ევროპის პროფესიული კლუბების კავშირის მოლოდინები გავამართლოთ და ამ ტურნირზე ქართველმა მსაჯებმა მყარად დაიმკვიდრონ ადგილი“ - განაცხადა ამაშუკელმა.

მომზადებულია Rugby.ge-ის მიხედვით

სულიკო
ამ ბიჭს წარმატებები. ჟურნალისტის გასაგონად კი-რეფერის ქართულად ჰქვია მსაჯი!
სოსო
წარმატებები.
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა