საქართველოს ჩემპიონის, თბილისის "ლოკომოტივის" სამწვრთნელო შტაბმა, კონტინენტის ფარის მეხუთე ტურის მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 12 იანვარს „ავჭალაზე“, ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩს გამართავს და იტალიურ "ფიამე ოროს" უმასპინძლებს. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება, მასზე დასწრება თავისუფალია და გამარჯვების შემთხვევაში ფლეი ოფში გასვლის შანსს შეინარჩუნებს. ამისათვის კი საჭიროა, რომ ერთი კვირის შემდეგ "კალვიზანომ" "ფიამე ოროს" რომში ვერ მოუგოს.

ხვალინდელ თამაშს რკინიგზელები ნამატით და ამავდროულად, დიდი დანაკლისით ხვდებიან. გუნდს ვერ დაეხმარებიან ძირითადი 9 ნომერი, ბორჯღალოსანი გიორგი ბეგაძე და კვაჭი ლევან ჭავჭავაძე, რომელიც ერთი თვის წინ რომში შეცვლაზე შევიდა, გაწითლებულ დროზე ლელო გაიტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვება და ბონუს ქულა ერთად მოუტანა.

ძირითად შემადგენლობაში თამაშს ის მორკინალები იწყებენ, რომლებმაც რომაულ მატჩში გუნდს ამ კომპონენტში უდიდესი უპირატესობა მოუპოვეს. კვაჭი ირაკლი ქვათაძეა, ბურჯები კი ვახტანგ ქვათაძე და გიორგი ქართველიშვილი იქნებიან; მეორე ხაზში დაჩი კოპაძე და გაგა არაბული შეწყვილდებიან; ხოლო მესამე ხაზში ფარნავაზ გასვიანი, ვასილ ყველაიძე და ზვიად მაისურაძე დადგებიან.

შერკინების პირველი ხაზის მარქაფაში ორი ახალი სახეა - კვაჭი ერიკ ღვინჯილია და ბურჯი გაგა არაბული, რომელიც იტალიაში გუნდს ტრავმის გამო დააკლდა. მეორე ბურჯი გაგა გორგასლიძეა. თადარიგში ამჯერადაც 6 მორკინალია და მეორე ხაზში გიორგი გეგია, ხოლო მესამეში ლევან დარასელია და ვახტანგ ამირანაშვილი გამოჩნდებიან.

9 ნომრად თამაშს ლაშა გედეხაური იწყებს; მგეზავი კვლავ გამოცდილი ბექა წიკლაური იქნება, ცენტრში კი გიორგი ტალახაძეს ზურაბ ძნელაძე შეუწყვილდება, რომელიც პირველ მატჩში გარემარბი იყო. ფრთაზე ბრუნდება 2017/2018 წლების დიდი 10-ის საუკეთესო მორაგბე და მელელოვე, ვეტერანი ბორჯღალოსანი გიორგი შკინინი, ხოლო მეორე ფრთა გუნდის კაპიტანი ვახტანგ კავთიძე იქნება. ფულბეკი კვლავ ლევან გოგოლაშვილია.

ხაზში შეცვლაზე ივანე ხელაია და დავით გულიტაშვილი გამოჩნდებიან. გულიტაშვილის და ღვინჯილიას ევროთასებზე დებიუტი ექნებათ.

2019 წელს, "ფიამე ორომ" იტალიის ტოპ 12-ის მე-11 ტურის მატჩი "პეტრარკასთან" სტუმრად, 5 იანვარს გამართა და 10:18 დამარცხდა. ის 34 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.

რომაელები "კალვიზანოს" მიმდინარე სეზონში ორჯერ ეთამაშნენ. იტალიის ჩემპიონატის პირველ წრეში, "ფიამე ორომ" მეტოქე სტუმრად 8:7 დაამარცხა, ხოლო კონტინენტის ფარის პირველ წრეში "კალვიზანომ" 35:20 იმარჯვა.

მომზადებულია Rugby.ge-ის მიხედვით.

სოსო
ეეჰ,არ მომწონს სიტუაცია,არც სტადიონზე და არც მინდორზე.არც მაყურებელი მოვიდა და არც ლოკომოტივს ეტყობა ცეცხლი.ალბათ ჯგუფიდან გასვლის იმდი არა აქვთ,მაგრამ რაღაცა იმედი მაინც ხომ არის.თუ კი ჩემპიონატში მოუგო კალვეზანოს,რატომ აქ აღარ შეიძლება?საერთაშორისო მატჩებში რომას გულშემატკივარს ურჩევნია უცხოეთის კლუბმა გაიმარჯვოს,ვიდრე ლაციომ,მილანშიც ასეა და ტურინშიც.იქნება ამათაც შესძლონ,მოინდომონ და დაამარცხონ კალვეზანო.თუ მეორე ტაიმშიც ასე გულს გარეთ ვითამაშებთ,შეიძლება თამაშიც კი შემოგვიტრიალონ.გულშემატკივრებს კი მოვუწოდებ, მეორე ტაიმში მაინც მოდით,მერე სანანებელი რომ არ გაგვიხდეს.
სოსო
ფიამე ოროს ჯერ გამარჯვება არა აქვს და თუ ჩვენთან წააგეს,ყოველგვარ შანსს ჰკარგავენ ჯგუფში გამარჯვებისა,წაგების უფლება კი ჩვენ არა გვაქვს.ამიტომ ერთი შანსი გვრჩება მათი მოტივაციის,ისე უნდა გავამწაროთ,რომ სირცხვილიდან ამოსასვლელად,კალვეზანოსთან თავები დაიხოცონ გასამარჯვებლად.ძალიან მაგრად უნდა მოვუგოთ,ამისათვის კი გულშემატკივრის დახმარებაც დასჭირდებათ ჩვენ ბიჭებს.ფეისბუკზე დიდ ინტერესსა და აქტივობას ვერ ვგრძნობ,ამიტომ მოგიწოდებთ ძვირფასო გულშემატკივრებო:მოდით სტადიონზე,მტერმაც ნახოს და მოყვარემაც,რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ და რაგბი ჩვენი თამაშია.

ძალიან ცუდია, როდესაც სხვაზე ხარ დამოკიდებული. ამ შემთხვევაში იტალიელები იმ გუნდს გაიყვანენ, რომელსაც შემდეგ ეტაპზე უკეთესად თამაში შეუძლია. ჩვენი მოგება რა თქმა უნდა აუცილებელია და ჯერ ეს უნდა მოვახერხოთ!
სოსო
ძალიან დაგვაკლდებიან ბეგაძე და ჭავჭავაძე,ჩვენს აუტს ეგღა უნდოდა?იმედია სერიოზულად იმუშავეს აუტის გათამაშებაზე და ძალიან დიდი იმედი მაქვს გოშა შკინინის.ფიამე ორო,ძალიან მწარედ უნდა დავამარცხოთ,რომ გამწარებულებმა, თავიაანთი რენომეს აღდგენა, კალვეზანოსთან მატჩში სცადონ.ვფიქრობ ეგ ერთადერთი შანსი იქნება ჩვენთვის.ძალიან დიდი,სამარცხვინო ანგარიშით გამარჯვებაა საჭირო.თუ აუტში თამაშს ნორმაში მოვიყვანთ,შერკინების უპირატესობას გამოვიყენებთ და აუტებიდან შემოტანილი ბურთების ჩათვლის მოედანზე შეტანაც ძალიან აღარ უნდა გაგვიჭირდეს.ვიმეორებ,თუ აუტები გამოვასწორეთ,ეს შესაძლებელი იქნება.ჩვენ კი რა?როგორც ყოველთვის სტადიონზე მისვლა და ყელის გამოგლეჯვამდე ბიჭების მხარდაჭერა.რაგბი ხომ ჩვენი ,ყველას თამაშია.
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
15-ქალა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ერთვება
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა
სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა
"ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმროს მარტის ბოლოს დატოვებს" - რას აცხადებს ადვოკატი
ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
მაკფადენი დაბრუნდა - საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონა" ერიკ გარსიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
"მესი თუ რონალდო?" - ლინეკერმა არჩევანი გააკეთა
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "დილა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივისა" და "ფიამე ოროს" მატჩს ქალი იმსაჯებს
ბათუმელებმა თბილისის "დინამოსთან" ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს - ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვევა
დინამო თბილისი - ჩემპიონი; დილა ევროპაზე; ყველა ადგილი ცნობილია...
"სამგურალმა" ბათუმის "დინამოს" გასვლაზე სძლია, "დილამ" "ლოკომოტივს" სახლში [VIDEO]
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივი" იტალიელებზეა დამოკიდებული
კონტინენტის ფარი: "ფიამე ორომ" "კალვიზანოს" ბრძოლა არ გაუმართა და "ლოკომოტივი" გათამაშებას გამოეთიშა
კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივმა" რომში "ფიამე ორო" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
დიდი 10 | "ყოჩები" - "ლოკომოტივი" 31:5