ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ძალიან მინდა, რომ დიდი სხვაობით მოვიგოთ" - "ბორჯღალოსნები" რუმინეთისთვის ემზადებიან

"ძალიან მინდა, რომ დიდი სხვაობით მოვიგოთ" - "ბორჯღალოსნები" რუმინეთისთვის ემზადებიან

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

"ბორჯღალოსნები" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე შევიდნენ და რაგბი ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ.

წლის პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 9 თებერვალს, საქართველოს დროით 16:00 საათზე კლუჟში, მასპინძელ რუმინეთთან გამართავს. ტრადიციულად, ამ დღეს გათამაშდება რუმინეთთან საზიარო "ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი", თამაში კი ქვეყნებს შორის 300-წლიან ურთიერთობას მიეძღვნება.

ნაკრებმა პირველი ვარჯიში რუსთავის რაგბის სტადიონზე გამართა, სადაც მოედნის საფარი კარგ მდგომარეობაშია. ვარჯიში ხანგრძლივი და მომქანცველი გამოდგა - თითქმის 2 საათი გაგრძელდა. თავდაპირველად ხაზისა და შერკინების მოთამაშეები ცალ-ცალკე ემზადებოდნენ, მერე კი გაერთიანდნენ და შეტევისა და დაცვის სისტემები დახვეწეს.

ვარჯიშის ხანგრძლივობასა და ხარისხზე ისაუბრა "ბორჯღალოსანთა" დაცვის მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ ამის საშუალება გუნდს 3-დღიანმა შეკრებამ მისცა:

"მზადება საკმაოდ კარგად მიდის. ჩვენ ყოველთვის გვქონდა ბიჭების შეკრების პრობლემა: ორშაბათს საფრანგეთიდან ლეგიონერები ჩამოსვლას ვერ ასწრებდნენ და მხოლოდ სამშაბათის მეორე ვარჯიშზე ვიკრიბებოდით სრული შემადგენლობით. ახლა, წინა კვირაში თბილისში გამართული 3-დღიანი შეკრების შემდეგ, ისინი აქ დარჩნენ და ორშაბათს სრული შემადგენლობით, მომზადებულები და მობილიზებულები შევხვდით.

იმ სამ დღეში ბევრი რამ მოვასწარით, საქმე წინ წავიგდეთ და ზუსტად ამის შედეგია, დღეს მოცულობითი სამუშაო რომ გავწიეთ და ორი საათი ნაყოფიერად ვიმუშავეთ. ახალგაზრდა ბიჭები მოტივირებულები არიან და დარწმუნებული ვარ, ამ ტემპს შევინარჩუნებთ. რაც შეეხება მომავალ თამაშს, მთავარია, ჩვენი დაცვისა და შეტევის სისტემებმა კარგად იმუშაოს, ინდივიდუალურად ყველაფერი ხარისხიანად შევასრულოთ და ნაკლებად საინტერესოა, რას შემოგვთავაზებს რუმინეთი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანალიზს არ ვაკეთებთ, თუმცა ფოკუსირებულნი ჩვენს თამაშზე ვართ და არა მეტოქეზე".

მზადების, მეტოქისა და მომავალი თამაშის შესახებ გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე გვიყვება:

"ცოტა უჩვეულოა, პირველი თამაში რუმინეთთან რომ გვაქვს და მზადებაც წინა წლებისგან განსხვავებულია. რაც უფრო რთულ მეტოქესთან გიწევს თამაში, მით უფრო რთულია მზადება.

მთავარია, შედეგს მივაღწიოთ და ამისთვის არავინ არაფერს დავიშურებთ. ორი საათი კი არა, მზად ვართ, ორი ამდენიც ვივარჯიშოთ.

ყველას კარგად გვესმის, რომ პირველი თამაში რთულ მეტოქესთან გვიწევს. გასულ კვირაში სამდღიანი შეკრება გვქონდა, რის შემდეგაც სამი დღე დავისვენეთ. ახლა უშუალოდ მატჩისთვის მზადება დავიწყეთ, ნელ-ნელა მასზე რთულად გადავერთვებით და ეს ენერგიას შეგვმატებს.

რუმინეთისა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩის ვიდეოები ვნახეთ. პორტუგალია მოწოდების სიმაღლეზე ნამდვილად არ იყო და რუმინეთმა მას მარტივად მოუგო. მათ ახალი არაფერი შემოუთავაზებიათ და ალბათ, ეცდებიან, ფიზიკურად გვაჯობონ, პროვოკაციებზე წამოგვაგონ, თუმცა, რამდენად გამოუვათ, ეს სხვა საკითხია. მე მწარედ მახსოვს რუმინეთში ჩატარებული ბოლო თამაში და ძალიან მინდა, რომ დიდი სხვაობით მოვიგოთ. ამისთვის ძალ-ღონეს არავინ დავიშურებთ, მით უმეტეს, რომ ეს შეხვედრა ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლისთავს ემთხვევა. სიმბოლურია, მაგრამ მნიშვნელოვანია და ძალიან გვინდა შევინარჩუნოთ "ანთიმოზ ივერიელის თასი", რომელიც დიდი ხანია ჩვენს მფლობელობაშია".

გამოცდილი ბურჯი ლევან ჩილაჩავა ფიქრობს, რომ პირველ ხაზში გამოცდილი მორაგბეების ნაკლებობა პრობლემებს არ შეგვიქმნის:

"ერთი კვირაა ვემზადებით. რადგან საფრანგეთში ტური არ იყო, 3-დღიანი შეკრების შემდეგ ლეგიონერები საქართველოში დავრჩით და პირველად მოხდა ისე, რომ ორშაბათიდან მთელი გუნდით შევუდექით საქმეს. სერიოზული განწყობა გვაქვს, რადგან ყველას ცუდად გვახსოვს რუმინეთში წინა სტუმრობა და რევანში გვწყურია. მაშინ მეტოქე სათანადოდ ვერ შევაფასეთ, ახლა კი შესაბამისი განწყობა გვაქვს.

პირველ ხაზში ახალგაზრდები მრავლად გვყავს. მხოლოდ მე და შალვა მამუკაშვილს გვითამაშია რუმინელთა წინააღმდეგ რამდენჯერმე. ახალგაზრდები არიან, თუმცა ძალიან მაგარი ბიჭები არიან და დარწმუნებული ვარ არავის არაფერს დაუთმობენ. პირველი თამაში ასეთ სერიოზულ მოწინააღმდეგესთან არასდროს გვქონია. განწყობაც შესაბამისია, მით უმეტეს, რომ გუნდში ახალგაზრდები მრავლად არიან და მათ დამატებითი ენერგია შემოაქვთ".

წყარო: rugby.ge

• მერაბ გ.

უნდა მოვიგოთ, თუნდაც მცირე (7-8 ქულის) სხვაობით

• ტორინო

როგორც ვატყობ ხელით თამაშს აპირებენ, კომენტარებში ისეთი აქცენტები გადააქვთ ღია თამაშზე.. ეს უკვე საინტერესოა!.. წარმატებები!

• სოსო

იმ თამაშში მეოქე არ დავაფასეთო.ნაწილობრივ ეგეც იყო,მაგრამ მსაჯებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს და მათთან ბრძოლა უკვე ძალიან გაგვიჭირდა.წგ ყველაფერი რომ გაჩალიჩებული იყო,დადასტურდა და ახლა სამაგალითოდ უნდა ვასწავლოთ ჭკუა.რუმინელებისაგან სხვადასხვა მაიმუნობები ადრეც გვახსოვს,მაგრამ ის თამაში ნამეტანი იყო,თუმცა საარაკო თავდადებასაც ვუფასებ.

• kako

წარმატებები ლომებო, თქვენი იმედი გვაქვს გაგვახარეთ თქვენებურად !!!

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა

მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით

ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები

"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს

ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი

მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა

"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს

ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით

[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა

ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო

აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!

"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]

სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა

ლევან ჩილაჩავა: ეს ქალაქი რაგბით ცხოვრობს

ლეგიონერები - ჩილაჩავა ლელოთი დაბრუნდა, პაპიძემ მესამე გაიტანა

ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა

ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა

"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა