ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მომავალი მატჩის პრევიუ rugger.info-მ შემოგვთავაზა.

"17 თებერვალს "ავჭალის" სტადიონზე საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები მეოცეჯერ შეხვდებიან ერთმანეთს. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს შეხვედრა ტურში ცენტრალურია, ვინაიდან პირველ ტურში ორივე გუნდმა გაიმარჯვა - ქართველებმა რუმინელებს 18:9, ხოლო ესპანელებმა რუსებს 16:14 სძლიეს.

იქნება თუ არა სათამაშო თვალსაზრისით ეს შეხვედრა დაძაბული? სტატისტიკა გვამცნობს - 19 მატჩიდან "ლელოელებმა" 15 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს. ამასთან, უკანასკნელ წლებში ქართველთა დომინირება თვალსაჩინოა. ბოლო მატჩი ევროპის ჩემპიონებმა გასული წლის 3 მარტს 23:10 მოუგეს, 2017 და 2016 წლებში კი 20:10 და 38:7.

თუ ესპანელთა თამაშს დავაკვირდებით, რუსეთთან რაიმე ისეთი სიახლე არ შემოუთავაზებიათ, რაც საქართველოსთან შეხვედრაში დაეხმრებათ. ქართველებისთვის "თავდამსხმელთა ბრძოლის" თავსმოხვევა და მოლით შეტევის ცდა, ეს სანტი სანტოსის შეგირდების უეჭველი დამარცხების რეცეპტია.

თავად ესპანელები ამტკიცებენ, რომ შეიძლება თვითრწმენა, მაღალი საბრძოლო სულისკვეთება და ტურნირზე პირველი გამარჯვებით გამოწვეული აღმაფრენა დაეხმაროთ. ასეთი ტონით აგულიანებს "ლომებს" გასვლითი თამაშის წინ ესპანეთის რაგბის ფედერაციის ოფიციალური საიტი.

სინამდვილეში საქართველოსთან ესპანელების შანსი მხოლოდ მილტონ ჰეიგის ექსპერიმენტებია. მან განაცხადა, რომ პირველ ორ ტურში ახალგაზრდული შემადგენლობის სხვადასხვა ვარიანტებს გამოცდის, რაც აუცილებელია გუნდის შემადგენლობის სიღრმისათვის. წმინდა თეორიული თვალსაზრისით ჰეიგი არაა გამორიცხული სადღაც ცდებოდეს კიდეც. თუმცა, მე ესპანელთა ადგილზე რომ ვიყო, ამის იმედი არ მექნებოდა და სეზონის ყველაზე რთული მატჩისთვის მოვემზადებოდი, რომელშიც მთავარი ამოცანაა დიდი ანგარიშით არ წააგონ.".

სოსო
რაგბიში თავს არავინ ზოგავს.არც ჩვენი და არც სხვისი.ეგენი უფრო შეუთამაშებლობას გულისხმობენ.რუმინეთთანაც ხომ ვნახეთ,რამდენი წუნი გვქონდა მაგის გამო,თუმცა მეორე თამაშში ეგ,გაცილებით ცოტა იქნება.თუმცა ესპანელებიც მოუმატებენ მეორე თამაშისათვის,მაგრამ ჩვენი ძარღვები მაგათ ნამდვილად არა აქვთ.ველოდები,რომ პირველ ტაიმში ღია თამაშს ვითამაშებთ,ხოლო თუ გაგვიჭირდა,მეორეში, მამაპაპურად დავჯეჯგვავთ და შერკინებით გავიტანთ ლელოს.ჩვენ ხომ სწრაფი რეგბის თამაშში გვინდა ვარჯიში.
gagi
კვირას როგორც ჩანს სუფსარქისია, ისეთი ქარი წერია)) ეგ უნდა გათვალისწინოს სამწვრთნელო შტაბმა. ალბათ გაითვალისწინებს და ტაიმებს ამის მხედვით ააგებს. თან ავჭალაში! ესპანეთი რუსეთთან რაც ვნახე, გუნდი არაა. არც შერიკნებაში ვარგა, არც მიწაზე თამაშში, აუტი, მოლი, უსუსტესი, უკანა ხაზიც არაფერი, ერთადერთი ნათელი წერტილი 9 ყავდათ. ვნახოთ, მაგრამ ერთი 30 ქულით მოგებას ველი
რაგბის ფანი
და რა გონიათ? ეს ასე ვთქვათ ექსპერიმენტები,უკეპო,ნაკრების ახალი სახეები თავს იზოგავენ ან მოწინააღმდეგეს დაზოგავენ? ძალიან მისასალმებელია და სწორი ტაქტიკაა ასეთ თამაშებში.ნაკრებს აუცილებლად გამოადგება!
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
10 გატანილი ლელო - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესპანეთს 62:32 სძლია [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის