სუპერლიგის მე-10 ტურის ბოლო მატჩი დღეს, ბათუმში გაიმართა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ბათუმელებმა უპინციპულეს მატჩში “რუსთავს” უმასპინძლეს. ორივე გუნდი სუპერლიგაში დასარჩენად იბრძვის. პირველი წრის 9 მატჩში 2 მოგებით “ბათუმი” მე-9, ხოლო რუსთველები 1 მოგებით ბოლო ადგილზე გახლდნენ. შესაბამისად, მატჩს უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა ჰქონდა.

მატჩიც ისე დაიწყო, როგორი ინტრიგაც ახლდა – დაძაბულად, ხისტად და მოენდის გოჯის დაუთმობლად. ორივე გუნდი აქცენტს დაცვაზე აკეთებდა, იყო შეცდომები და ანგარიში თანაბრად იზრდებოდა.

პირველი პერიოდი რუსთაველებმა 22:17 მოიგეს, მეორედან კი მასპინძლებმა თამაში დაალაგეს და სწრაფი გარღვევებით ჯერ ანგარიში გააბათილეს, შემდეგ კი დაწინაურდნენ კიდეც. დიდი შესვენებისთვის “ბათუმი” 33:30 იგებდა, რაც საინტერესო ბრძოლას უქადდა დარბაზში მისულ მაყურებელს. თუმცა მესამე და მეოთხე პერიოდებმა ისე ჩაიარა, ვითარება არ დაძაბულა. მასპინძლებმა განსაკუთრებით დასკვნის ათწუთეულში იყოჩაღეს და რუსთაველებს ისე მოუგეს, შანსი არ მიუციათ.

საბოლოოდ “ბათუმმა” 87:65 იმარჯვა და სუპერლიგაში მე-3 გამარჯვება იზეიმა. ზღვისპირელთა შორის 24 ქულით საუკეთესო კეისი შეპარდი გახლდათ. 14 ქულა ჰქონდა ნოდარ გოგოძეს, დეიან იეფტიჩის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა. “რუსთავში” 15 ქულით ბომბარდირი გახდა კენდარიუს ჰამილტონი, ჯოშუა მეისონის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.

10 ტურის შემდეგ 3-3 მოგებით VIII-IX ადგილებს “კაკტუსი” და “ბათუმი” ინაწილებენ, ბოლო პოზიციაზე კი 1 მოგების მქონე “რუსთავია”.

სუპერლიგის მე-11 ტურის მატჩები 1, 2 და 3 მარტს გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
ფინალური სერიის მეორე მატჩი "რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" ბრძოლაში მოუგო
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
"რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" 76:60 სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ოლიმპი" ქუთაისში დამარცხდა, "ვერამ" კი რუსთავში იმარჯვა
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში