17 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში "ბორჯღალოსნებმა" ესპანეთს 24:10 მოუგეს.

"ავჭალაზე" ჩატარებულ მატჩზე დიდი გავლენა ძლიერმა ქარმა მოახდინა. თამაში საქართველოს ნაკრების შეტევებით დაიწყო, მე-8 წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, თუმცა ჩვენმა გუნდმა იერიშები გააგრძელა და მე-14 წუთზე გორგაძემ ლელო დადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა გამოიყენა.

23-ე წუთზე მეტოქემ ლელო დადო, გარდასახვა - ვერა და ანგარიში 7:5 გახდა. 30-ე წუთზე ჩილაჩავამ ლელო დადო, აბჟანდაძემ გარდასახვა გააცუდა და პირველი ტაიმი 12:5 დასრულდა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეზე დაწოლა გააძლიერა, მსაჯმა მოწინააღმდეგის ორი მოთამაშე გააძევა, ლობჟანიძემ ლელო დადო, აბჟანდაძეს კი გარდასახვის რეალიზაცია ქარმა არ დაანება. შემდეგ ქერდიყოშვილმა დადო ლელო, აბჟანდაძემ გარდასახვა გამოიყენა და 24:5.

ბოლოს ესპანეთმა პრესტიჟის ლელოს დადება მოახერხა, გარდასახვისას ბურთი ხარიხას მოხვდა და საქართველოს ნაკრებმა გადახალისებული შემადგენლობით 24:10 გაიმარჯვა.

"ბორჯღალოსნები" 2 მარტს ბრიუსელში ბელგიას, 10 მარტს ქუთაისში გერმანიას და 17 მარტს კრასნოდარში რუსეთს შეხვდებიან.

იხილეთ ფოტოგალერეა

მატჩის შემდგომი კომენტარები:

ზაზა
ალბთ ახალი მწვრთნელის კანდიდატურასაც შემოგვთავაზებთ? ისეთს, რომ ულს-ავსტრალიას ბეჭებზე დადებს... ძალიან კარგი ქნა ფედერაციამ რომ ჰეიგი ნარებს უძღვება
გულშემატკივარი
რა აუტის მოგება-წაგებაზეა საუბარი, როცა ბურთი ჰაერში 90%-იანი კუთხით იცვლიდა მიმართულებას.
Frieden
Molsze gvaqvs samushao. Cucqiridze da gorgadze xerxemalia gundis
samtredski
როგორც საჭირო იყო ისე მოუგეთ დაგვჭირდება უკეთესი თამაში ვითამაშებთ.
btc
პირველი ლელო რომ გაიტანეს ესპანელები ცოტა გაყოყლოჩინდნენ, რა ეგონათ არ ვიცი... მარა ბიჭებმა მალევე მოუგრიხეს კისერი... გენაცვალეთ თქვენა
გიოშა
კრიტიკა საჭიროა,უფრო მეტიც-აუცილებელია.მარტო ქება-დიდებით წინ ვერ წავალთ.
მერაბი
გაგვიჭირდა მოგება, ხარვეზები აშკარად ჩანდა. ბევრი რამ დასახვეწია. მჯერა, ნაკრები დროზე გამოასწორებს თამაშს.
კოტე
ვრცელი ტრაქტატია! ტრადიციული თვითგვემით და დაგვით. გეგონება ესპანეთმა მოიგო და ჩვენ წავაეთ. ტქვენ ალბათ ახალ ზელანდიასაც გააკრიტიებთ , რამე რომ იყოს...შერკინებით დადეს ლელოები და ესპანეთმა გვაჯობა შერკინებაში? თამაშის ხარისხი კი იყო ამინდის შესაბამისი - არ უყრე ბურტის ტრქეტორიებს? არ ნახე მაგაითად, აბჯანდაძის გარდასახვა, ბურთი ძელებთან, რომ მივიდა და ქარმა უკან წამოიღო? მაგარი ლოგიკაა - ჩვენ ვუშვებდით შეცდომებს და ესპანელები არა, მაგრამ წააგეს... მდააა
გიოშა
ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს!ამ დონეზე მოთამაშე ორ ძლიერ გუნდს მოვუგეთ!მატჩის მიწურულს ესპანელების მეორე ლელო ჩემის აზრით რევერანსი იყო ჩვენგან.
კახა
მილტონ ჰეიგს უდიდესი მადლობა მაგრამ სამწუხაროდ ფედერაცუიამ დააგვიანა შეცვლა მწვრთნელის მსოფლიოს ჩემპიონატამდე აღარააქვს აზრი შეცვლას ღმერთმა ხელი მოუმართოს ჩვენ ვაჟკაცებს და დასახული მიზანი შეასრულონ ოღონდ ჯგუფიდან გასვლის დასახვა არალეარული ჩანს და თუ სენსაციას გამოვაცხობთ ოქროს ასოებით ჩაეწერებიან არამარტო სპორტის კუთხით არამედ ისტორიაში შევლენ როგორც გმირები სამშობლოსადმი გაწეული თავდადებისთვის უფალი თქვენსკენ მსოფლიომდე მილტონზე სიტყვის მთქმელი არ ვარ.

მოვიგეთ, გილოცავთ, მაგრამ . . . კვლავ მაგრამ :( ვიძახოთ ახლა "შემადგენლობა ნახე", "საშინელი ამინდი იყო", აბა რა გინდა ახალგაზრდებისგან და ათასი მიზეზი - შემადგენლობაც ვნახე, ამინდიც და ძალიან კარგი თაობა რომ მოდის ისიც, მაგრამ ვერ ვხედავ მყარ გუნდს, შეთამაშებულს და დალაგებულს. ესპანეთმა რა შანსებიც მიეცა გამოიყენა, ჩვენ საკუთარი აუტები და შერკინებები რამდენჯერ წავაგეთ? თან ჩვენს ან მათ ჩატვლის მოედანთან მნიშვნელოვან ეპიზოდებში. ამას როდის ეშველება? ერთხელ გავჭერით ხაზი მხოლოდ, არადა როცა ტემპი ავწიეთ ოდნავ, თამაში წაგვივიდა უკეთესად. არ ჭირდება 6 ერში თამაში რომ აუტები დავხვეწოთ, შეტევაში მოცემული შანსები რომ გამოვიყენოთ და 9 ნომერმა რომ უფრო სწრაფად გამოიტანოს ბურთი. ვასკა სულ ანელებს თამაშს მერამდენე მატჩია და როგორც კი აფრასიძე (დღეს ბეგაძე) შემოდის სულ სხვა ტემპი გვაქვს. არ ვიცი რა - ხარისხი ძალიან არასახარბიელოა თამაშის. ასეთი თამაშით სხვა გუნდები გაგვაქრობენ მოედანზე, ამერიკაც კი რომ აღარაფერი ვთქვა ფიჯიზე და იაპონიაზე.
T.k
ვფიქრობ უამინდობის ბრალი იყო ბატონო ზურაბ ძლიერი ქარის გამო მაუწყებლობაც არ იყო მთლად გამართული
gg
გიგაური და არა გორგაძე
soso
მადლიზა გვყავს ხალხო ახალგაზრდობა და არ ათამაშონ?
zurab
საზოგადოერივზე ვუყურე და ვაი ამ ყურებას! გადაცემას რეჟისორი არ ჰყავს? მიკროფონები ხრიალბდა საშინლად.
ზურე
მადლობა ბიჭებს. ესეთ საშინელ ამინდში კიდე მაგრა ითამაშეს და გული დადეს.
Tinto bras
რაღაც ვერ არიან ესენი ფორმაში
tngh
გილოცავთ ყველას, ყველას, ყველას!!! იმათაც, ვინც ბოღმით და შურით არის დაავადებული!!!
ზაზა
ეს უამინდობა კი არა აპოკალიფსი იყო ნამდვილი...
ლაშა
თამაშს უყურე? შემადგენლობა ნახე? აბა რა გინდათ, რომ ძირითადის ხალხი ათამაშონ სულ და ახლგაზრდები არ შეიყვანონ ნაკრებში? ხომ უნდა მიეჩვიონ ახლები და აბა როდის უნდა ათამაშო თუ არა ესპანეთთან?
faza
სუსტი გუნდია ესპანეთი და ძალიან გაუჭირდათ მოგება
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
10 გატანილი ლელო - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესპანეთს 62:32 სძლია [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის