ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მამუკა გორგოძე: მენატრება საქართველოს სახელით თამაში

მამუკა გორგოძე: მენატრება საქართველოს სახელით თამაში

მამუკა გორგოძე რამდენიმეთვიანი ტრავმის შემდეგ მოედანს გასული წლის დეკემბერში დაუბრუნდა.

ფრანგულმა გამოცემა Rugbyrama-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლიდანაც საინტერესო ფრაგმენტებს გთავაზობთ:

- დაბრუნების შემდეგ თავს როგორ გრძნობთ?

- დასვენება ყველასთვის კარგია, განსაკუთრებით, მათთვის, ვინც ბევრი ითამაშა. რეაბილიტაციის შემდეგ დიდი და სერიოზული სამუშაო გავწიეთ. ბიჭები მოტივირებულები და ენერგიით სავსენი არიან. "სტეი ფრანსიასთან" მოგებული მატჩი ამ რთულ სეზონში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პერსონალურად კი ბედნიერი ვარ, წარსულზე საუბარი არ მსურს.

- თითქმის ოთხი თვის განმავლობაში არ გითამაშიათ. ამაზე რას იტყვით?

- მინიმალური დრო დავხარჯე დასაბრუნებლად. ამისთვის მადლობა სამედიცინო ჯგუფს. ყველაზე რთული ტრავმა 2017 წლის დეკემბერში მივიღე. მაშინ ბიცეფსის კუნთი დავიზიანე. ახლა თავს კარგად ვგრძნობ.

- 2017 წელს სანაკრებო კარიერა დაასრულეთ. მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოების გამო რა შეგრძნება გაქვთ?

- რა თქმა უნდა, მენატრება საქართველოს სახელით თამაში. განსაკუთრებით რთულია, როდესაც ამას გარედან უყურებ, თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული. უნდა იცოდე, ამისთვის როგორ მოემზადო. ვფიქრობ, ყველაფერი სწორად გავთვალე. ახლა საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს, ახალგაზრდა მოთამაშეებით სავსე. მსოფლიო ჩემპიონატი მარტივი არ იქნება, რთული ჯგუფია, თუმცა ერთი რამ ფაქტია - გუნდი არ დანებდება.

- "ტულონში" ერთი წელი დაგრჩათ. რა გეგმა გაქვთ?

- დიახ, ერთი წელიღა დამრჩა და დასრულდება. მინდა ყველაფერი დადებით ნოტზე დასრულდეს. ამიტომაც კონცენტრირებული ვარჯიშზე ვარ. მე ყოველთვის "მშიერი" ვარ და ყველა თამაშში მონაწილეობის მიღება მსურს.

- აგრესიული მოთამაშის რეპუტაცია გაქვთ. ამაზე რას იტყვით?

- არ ვიცი, ასეთი იმიჯი რატომ მაქვს. რა თქმა უნდა, თუ ვინმე დამარტყამს, იატაკზე არ დავწვები. სირცხვილია, რადგან, ისე ჩანს, თითქოს ფეხბურთს ვემსგავსებით. თუ ვინმე გიტევს, მედიასთან ტირილი არ უნდა დაიწყო, უნდა უპასუხო. ეს რაგბის ფასეულობაა. თუ დამარტყამთ ან ჩხუბს დამიწყებთ, რა უნდა ვქნა, დავეცე? ჩემს ცხოვრებაში იერიში არასდროს არავისზე მიმიტანია, ყოველთვის პასუხს ვცემდი. რაც უფრო ასაკში შევდივარ, მით უფრო მშვიდი ვარ.

• ნიკოლოზი

დავაბრუნოთ ნაკრებში თუნდაც მხოლოდ მსოფლიოსთვის, გამოკითხვა მოეწყოს მისი დაბრუნების საკითხზე

• მ. ტ.

შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილებაც სწორი იყო თავის დროზე და თუ ახლა დაბრუნდება, ესეც სწორი იქნება... ჩვენ გვახსოვს, რანი ვიყავით გორგოძეთი და ვნახეთ - რას წარმოვადგენთ მის გარეშე. დარწმუნებული ვარ, მამუკას რომ ეთამაშა, თუნდაც იაპონიასთან ასე სამარცხვინოდ (0:33) არ წავაგებდით. მას თავისუფლად შეუძლია, მინიმუმ ერთი ტაიმი ძველებურად უმაღლეს დონეზე ჩაატაროს და საკუთარი გამოცდილებით კი უბრალოდ შეუცვლელია. მამუკა არავის წაართმევს ადგილს ნაკრებში - პირიქით, ცოცხალი ლეგენდის გვერდით მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სულ სხვაგვარ მუხტს შესძენს ახალგაზრდა მოთამაშეებს...

• რაგბი ჩვენი თამაშია

იქნებ ეს მსოფლიოც ჩაატაროს ნაკრებთან ერთად

• iolasha

მე ვფიქრობ ხელმოწერები უნდა გაკეთდეს , მამუკამ დაინახოს რეალურად რამდენ ადამიანს უნდა მისი დაბრუნება ნაკრებში. შეიძლება ბევრისგან ესმის ეს ამბავი, მაგრამ რო დაინახავს ამდენი ათასი ადამიანის თხოვნას, უარს აღარ იტყვის. იქნებ თქვენმა საიტმა ჩაატაროს ეს გამოკითხვა

• გიოშა

ეს კაცი ჭირდება საქართველოს!

• ირაკლი

მამუკ ძალიან ძალიან გვჭირდები ამ მსოფლიოზე თავადაც ხედავთ შეიძლება ყველა დროის უნიჭიერესი თაობა მოდის და ამ ბიჭებს თქვენაირი ავტორიტეტის,მაგარი მოთამაშის გვერდში ყოლა რამხელა სტიმულს მისცემთ,თქვენ თქვენი თამაშით ავტორიტეტი ხართ როგორც თანაგუნდელებისთვის ისევე მსაჯისთვის,მეტოქისთვის,და რეალური შანსია თქვენი დახმარების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის და წარმოიდგინეთ უბრალო გულშემატკივრისთვის რამხელა სტიმულია თქვენი მოედანზე ყოფნა და მითუმეტეს რა იქნება გვერძე თანაგუნდელისთვის ან შერკინებაში მდგომი თანაგუნდწლისთვის რომ ზურგში,მამუკა გორგოძე უდგას

• კახა

მსოფლიოზე მილტონს გვერდით გამოცდილი კაცი ჭირდება ამიტომ ფედერაციამ სასწრაფოდ გაუფორმოს კონტრაქტი გორგოძეს როგორც მოთამაშე მწვრთნელს და მამუკამ იქ გადაწყვიტოს შევიდეს თუ არა მოედანზე(ომში, ბრძოლაში) უფალი ფარავდეს საქართველოს და ქართველ მორაგბეებს(მებრძოლებს). წარმატებები ვინც დაესწრება თამაშებს როგორ მშურს თქვენი ანუ გულშემატკივრების ალბათ 80 წუთი ვერ გამაჩერებენ

• Niko

მამუკ, პირდაპირ გეტყვი. ძალიან ცუდი საქციელი იქნება შენი მხრიდან თუ 2019 წლის მსოფლიოზე არ დაგვეხმარები. !!!

• bs

არ შეიძლება ასე წასვლა! გაცილების თამაშის, გულშემატკივართან გამომშვიდობების და კვართის(ნაკრებში ადგილის) ლამაზად, სიმბოლურად გადაბარების გარეშე! შევქნმათ ლამაზი ტრადიციები, რაგბი ხომ მარტო თამაში და სამსახური არ არი, ემოციაა, ბრძოლაა, დაუწერელი წესებია, ანუ ტრადიციებია

• სოსო

მამუკა ნაკრებში თუ დაბრუნდა,მის გვერდით ახალგაზრდობა იმხელა გამოცდილებას მიიღებს,რომ მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.ასეთი კაცი ზედმეტი არასოდეს არაა,რომც არ ითამაშოს და მოსამზადებელ ციკლში იყოს მათ გვერდით,მაშინაც კი სასარგებლო იქნებოდა მისი იქ ყოფნა.ის ხომ ქართული რაგბის ცოცხალი და მოქმედი ლეგენდაა.

• გოგა

ხო და მსოფლიოზე წამოდი 3 თამაში გვაქ მოსაგები

• მიროსან

რაცხა გული მიგრძნობს რო მსოფლიოზე უნდა დაბრუნდე და შენი ბოლო და ღირსეული სიტყვა თქვა მამუ... ეგ იქნება ყველაზე რეალური და საუკეთესო გაცილება ნაკრებიდან, რომელიც არც შენ და არც ზირაქას არ გაღირსეს.

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება

"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში

მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში

როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით

მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში