საქართველო XV მარტყოფის ბაზაზე შეკრებაზე შევიდა და 16 მარტს კრასნოდარში, „ტრუდის“ სტადიონზე რუსეთის „ა“ ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის მზადებას შეუდგა.

მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ შეკრებაზე 24 მორაგბეს უხმო (14 მორკინალი, 10 ხაზი), რომელთა ნახევარი ორ კლუბს წარმოადგენს. დიდი 10-ის მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშებაში მეორე ადგილზე მყოფი ‘ლოკომოტივი’, ასევე ამ სეზონის ლიდერი ‘ბათუმი’, საქართველო XV-ში 6-6 მოთამაშითაა წარმოდგენილი, 4 მოთამაშეა ‘ლელო-სარასენსიდან’, სამი ქუთაისის ‘აიადან’, ორი დიდი 10-ის დებიუტანტ პატარძეულის ‘ვეფხვებიდან’ და თითო-თითო ‘ჯიქიდან’, ‘აკადემიადან’ და ‘არმიადან’.

რადგან ეს პერიოდი სხვადასხვა ნაკრებების თამაშებით დახუნძლულია, მწვრთნელს შემჭიდროვებული სიიდან მოუწია არჩევანის გაკეთება.

„იცით, რომ ეროვნული ნაკრების გარდა, 20-წლამდელთა და 7-კაცა ნაკრებები შეკრებებზე არიან და ყველა სასურველ მოთამაშეს ვერ დავუძახეთ, რასაც ტრავმებიც დაემატა და გარკვეული ჩანაცვლებების გაკეთება მოგვიწია. ამის გათვალისწინებით არჩევანით მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ვარ“ - ამბობს ხამაშურიძე და ფიქრობს, რომ საქართველო XV მეტოქეს გამოცდილებით და ტექნიკური არსენალით დაჯაბნის:

„ეს გუნდი ბარბაროსების ქართული ანალოგია და მისი მიზანი მოთამაშეებისთვის გამოცდილების მიღებაა, რაც შემდგომში ჩვენი ჩემპიონატის დონის ზრდას განაპირობებს. შარშან, „ზაფხულის თასზე“ მოთამაშეთა ერთი ბირთვი გვყავდა, ახლა სხვა მორაგბეებს დავუძახეთ და შესაძლოა, ინგლისის საგრაფოებთან თამაშისთვის სხვა ბირთი გვყავდეს“.

„მცირე დროის მოუხედავად, ვეცდებით სათანადოდ მოვემზადოთ და რუსეთის „ა“ ნაკრები დავამარცხოთ. მეტოქის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ვფიქრობ დიდი 10-ის მორაგბეები ტექნიკურად უკეთ იქნებიან მომზადებული და მეტოქის დამარცხებას სწრაფი, ხელდახელ თამაშით შევეცდებით. მე ბიჭებს საკუთარ გამოცდილებას გადავცემ, რაც რუსეთთან თამაშებით დამიგროვდა. ვფიქრობ, მათაც კარგად აქვთ გათვითცნობიერებული ამ თამაშის მნიშვნელობა და გამარჯვებით გულშემატკივრის გახარებას ვეცდებით“.

საქართველო XV კრასნოდარში ეროვნულ ნაკრებთან ერთად, 15 მარტს გაემგზავრება. ქომაგს მათი თამაშის ხილვა სთრიმის საშუალებით ექნება.

საქართველო XV-ის გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება: ვახტანგ ქვათაძე (ლოკომოტივი, 1), ზურაბ ერისთავი (ბათუმი, 1), ლაშა შალიკაშვილი (ვეფხვები, 2), ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი, 2), გიორგი ქართველიშვილი (ლოკომოტივი, 3), მიხეილ რატიაშვილი (აია, 3), გელა შალამბერიძე (აია, 4-5), მიხეილ ბაბუნაშვილი (აია, 4-5), დაჩი კოპაძე (ლოკომოტივი, 4-5), ვანო ფუტკარაძე (ბათუმი, 4-5-6), ალექსანდრე კალმახელიძე (არმია, 6-7), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი, 6-7), ფარნავაზ გასვიანი (ლოკომოტივი, 6-7-8), ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი, 8);

ხაზი: დავით კლდიაშვილი (ჯიქი, 9), რევაზ ბროძელი (ვეფხვები, 9), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია, 10), მამუკა ნინიძე (ბათუმი, 10-15), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი, 10-15), გიორგი ტალახაძე (ლოკომოტივი, 12-13), რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო-სარასენსი, 13), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი, 11-14), ანზორ სიჭინავა (ბათუმი, 11-14), ბექა მამუკაშვილი (ლელო-სარასენსი, 15).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველო XV - შემადგენლობა არგენტინული სერიის პირველი მატჩისთვის
საქართველო XV-ის სამატჩო რაზმი "ხაგუარესთან" მატჩისთვის ცნობილია
საქართველო XV: ვეცდებით, მეორე მატჩი უკეთ ჩავატაროთ
ვიცე-ჩემპიონმა "ხაგუარესმა" საქართველო XV-ს გაკვეთილი ჩაუტარა და დიდი სხვაობით დაამარცხა
ბესიკ ხამაშურიძე: "საქართველო XV" ნაკრებისკენ გზაა
საქართველო XV-მა ამჯერად "ხაგუარესს" ლელო დაუდო, თუმცა მაინც დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]