ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ამ გუნდმა თავისი მოღვაწეობა დაასრულა - მისი გადახალისების დრო დადგა

ამ გუნდმა თავისი მოღვაწეობა დაასრულა - მისი გადახალისების დრო დადგა

მოდით, საქართველოს ნაკრებზე ვისაუბროთ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვისა და იწილო-ბიწილოს გარეშე.

ისევ დამარცხდა ჩვენი გუნდი და არის უქულოდა და უგოლოდ. მართალი გითხრათ, მთლად ასეთ სტარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე არ ველოდი: ვთვლიდი, რომ შვეიცარიასთან ფრე საუცხოო შედეგი იქნებოდა, ხოლო ირლანდიასთან უნდა მოგვეგო.

რა თქმა უნდა, ოპტიმიზმის საფუძველს მეც და ბევრსაც ერთა ლიგაზე "ჯვაროსანთა" წარმატებული ასპარეზობა გვაძლევდა. ადრე ასეთ გუნდებსაც ვერ ვუგებდით და როგორც გამოჩნდა, ნამეტანი მოვინდომეთ, რეალობას მოვწყდით. აქ მხოლოდ ორივე მატჩის წაგებაში არაა საქმე, არამედ თამაშის ხარისხში, უფრო სწორად, უხარისხობაშია. 180 წუთის მანძილზე სულ 3 ნაღდი საგოლე მომენტი გვქონდა და რომც აგვეღო 1 ან 2 ქულა, ეს თვისობრივად არაფერს არ წყვეტდა, რადგან ამ გუნდმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნიჭიერი თაობა არ მოდის, მაინც საჭიროა გუნდის გადახალისების პროცესის დაწყება და შესარჩევი ციკლის ამისათვის გამოყენება. დასაკარგი რაღაა - რაც დასაკარგი იყო, უკვე სტარტზევე დავკარგეთ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ირლანდიასთან შემტევი შემადგენლობა დააყენა და ისევ არაფერი არ გამოვიდა. წავაგეთ საშუალოზე დაბალი კლასის გუნდთან, რომელიც ადრეც მუდამ გვამარცხებდა. სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთი რამ მეჩვენა უცნაურად - დავით ხოჭოლავას მარცხენა მცველად დაყენება. ყველა გამოდის იმ შესაძლებლობებიდან, რაც მას გააჩნია და ვაისმა მიიჩნია, რომ უთამაშებელ გიორგი ნავალოვსკის და ახალგაზრდა ლევან ხარაბაძეს ხოჭოლავას ვარიანტი სჯობდა, მაგრამ ეს ლამის ორმეტრიანი ბიჭი არაა ამპლუით გარემარბი და მისი კომპლექციის ფეხბურთელს არ შეუძლია ამ პოზიციისთვის საჭირო და აუცილებელი სამუშაოს შესრულება.

რატომღაც გაცილებით მეტს მოველოდი ოთარ კიტეიშვილისგან, რომელსაც ბურთი უნდა დაეჭირა და გუნდისთვის ედირიჟორა. იგივეს ვიტყვი გიორგი ქვილითაიაზეც. მას შვეიცარიასთან უკეთესად გარჯას ვერც მოვთხოვდით, ვინაიდან უფრო სიღრმიდან უწევდა თამაში, დუბლინში კი არაერთი ბურთი ჩაკიდა ჩვენმა ნაკრებმა საჯარიმოში და ვერც ერთხელ ვერ დაარტყა კარში.

დანარჩენმა ყველამ გვაჩვენა ის, რისი შესაძლებლობაც ჰქონდა. ჩამოვყვეთ. ნაკრებში ყოფნის პერსპექტივისათვის ყველას ასაკს მივუთითებ. თქვენის ნებართვით დუბლინში დაყენებული სასტარტო შემადგენლობით დავიწყოთ.

გიორგი ლორია. 33 წლის. თუ თამაში წაუვიდა, სასწაულების მოხდენა შეუძლია (ალბათ, გახსოვთ ესპანეთთან მატჩი, მთელი სტადიონი რომ მის სახელს სკანდირებდა), მაგრამ ხანდახან გასაოცარ შეცდომებს უშვებს. არასტაბილურია. მეკარისთვის მისი ასაკი ოქროს ხანადაც შეიძლება ჩაითვალოს. საქმე ისაა, რომ გიორგის ალტერნატივა არც გაგვაჩნია. ვაისმა გაშვებულ გოლში დადანაშაულა. ცოცხალი კედლის დაყენებისთვის საკმაო დრო ჰქონდა, რამეთუ იმ მომენტში მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადაყარეს და თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. სხვადასხვა რაკურსით ვნახეთ ეს მომენტი და ძნელი სათქმელია, რამდენად სწორად აღმართა ცოცხალი კედელი. მაგალითად, ამ სურათზე ჩანს, რომ დარტყმის მომენტში შონ დაფმა საბა კვირკველია გასწია და კოლინ ჰურიჰანმა ბურთი იქ გააძვრინა.

ლევან კაკაბაძე. 23 წლის. აშკარად საინტერესო ფეხბურთელია, მაგრამ ბურთს ხშირად ზედმეტად ათრევს, აწვალებს, რასაც სახიფათო კონტრიერიშები მოჰყვება. ისე, მისი გამოყენება უფრო ნახევარდაცვაში იქნება უპრიანი.

გურამ კაშია. 31 წლის. ცალსახად მოუკლო. არადა, მისი ასაკისთვის ეს ჯერ ადრეა. ერთი რამ უნდა აღინიშნოს და ზოგიერთი შეიძლება არ დამეთანხმოს. MLS-ი რასაც წარმოადგენს, თავადაც იცით, იქ კარიერის დასასრულს მიდიან ფეხბურთელები, მით უმეტეს "სან ხოსე" იქ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდია და ეს ყველაფერი მის სათამაშო ფორმას დაეტყო.

საბა კვირკველია. 27 წლის. გასულ, საჩემპიონო სეზონში მოსკოვის "ლოკომოტივში" გაცილებით უკეთ ასპარეზობდა. ახლა თითქოს უფრო მძიმედ თამაშობს, პოზიციას კარგავს, სტანდარტულებისას ადრე მეტოქის საჯარიმოში უკეთ მოქმედებდა. ეტყობა, რუსეთის ჩემპიონატში მოტივაცია დაკარგა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი სამსახურით "ვესტ ჰემია" დაინტერესებული. თუ ეს მართალია, ასაკიდან გამომდინარე, ეს მისთვის პრემიერლიგაში გადასვლის უკანასკნელი შანსია და უნდა გამოიყენოს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში რეგრესი გაუგრძელდება.

დავით ხოჭოლავა. 26 წლის. უკრაინულმა პრესამ ბევრი აკრიტიკა და ამას sportall.ge-მ სპეციალური წერილიც მიუძღვნა. შემდეგ ზედიზედ სამჯერ შეიყვანეს უკრაინის ტურის სიმბოლურში. ნაკრების მატჩებში თუ არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია, სხვებისგან განსხვავებით, არც არაფერი არ გაუფუჭებია.

ჯაბა კანკავა. 33 წლის. შრომობს თავდაუზოგავად და სტაბილურია. საკუთარ შესაძლებლბებს მაქსიმალურად ავლენს.

ნიკა კვეკვესკირი. 26 წლის. იგივე ითქმის მასზეც. უკეთეს გუნდში პროგრესირების საშუალება მიეცემა.

ოთარ კიტეიშვილი. 23 წლის. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, დუბლინურ მატჩში ბურთი ვერ დაიჭირა და გუნდს ვერ ულიდერა. თავის წარმოსაჩენად ჩინებული შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

ვაკო გვილია. 24 წლის. ირლანდიასთან გოლი უნდა გაეტანა. უეჭველი. ხელს არავინ უშლიდა, დრო და სივრცე ჰქონდა. მერე საჯარიმოდან ბურთი ჩაწოდებისას ყველას და ყველაფერს გადააცილა, გადაცემებს არაზუსტად და ზედმეტად ძლიერად ასრულებდა.

ვატო არველაძე. 21 წლის. დებიუტი ძალიან რთულ მატჩში მოუწია. ერთია კარგად ასპარეზობა პოლონეთის ექსტრაკლასაზე და მეორე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე.

გიორგი ქვილითაია. 25 წლის. უკეთაც შეუძლია თამაში. ტრავმებმა და "გენტში" მუდმივად სათადარიგოთა შორის ყოფნამ მის სათამაშო ფორმაზე უარყოფითად იმოქმედა. რა ჩვენი საქმეა, მაგრამ "რაპიდიდან" არ უნდა წასულიყო. რას იზამ, ყველაფერს ცხოვრებაში და ფეხბურთში ზუსტად ვერ გათვლი.

ვაკო ყაზაიშვილი. 26 წლის. ძალიან, ძალიან ადრე გადავიდა ამერიკულ ლიგაში. მისი უკეთესი თამაშებიც და ლამაზი გოლებიც გვახსოვს და საკუთარი თავის აჩრდილს დაემსგავსა.

თორნიკე ოქრიაშვილი. 27 წლის. გავრცელდა ინფორმაცია "ანორთოსისში" გადადისო. თუმცა, ჯერ ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა. მასზე ბევრს არაფერს არ ვიტყვი. თუ სურს კარიერა არ დაასრულოს, ამ ბოლო შანსის გამოყენება მართებს.

ჯანო ანანიძე. 26 წლის. თუ ტრავმის მიღების შიშით ასევე გააგრძელა თამაში, "სპარტაკშიც" არ დააბრუნებენ. საერთოდ, მის მიმართ გულშემატკივარს გადაჭარბებული მოლოდინი აქვს. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია "კრილია სოვეტოვის" თუნდაც ერთ შეხვედრას უცქიროთ. ჯერჯერობით ასეა და ღმერთმა ქნას, სიტუაცია გამოსწორდეს.

ჯიმი ტაბიძე. 23 წლის. სხვისი არ ვიცი და პირადად მე მიმაჩნია, რომ შვეიცარიასთან მატჩში ჩვენს გუნდში საუკეთესო იყო და არამარტო იმისათვის, რომ ტვინის შერყევით 24-დან 62-ე წუთამდე ითამაშა. კარგად ერთვებოდა შეტევებში და თამაშს ამწვავებდა, ენერგიულია და თავდაუზოგავი.

მწვრთნელი - ვლადიმირ ვაისი. ადრეც ვთქვი, ძალიან მაღალი კლასის სპეციალისტად არ მიმაჩნია. უჭირს თამაშის გადაწყობა, გარისკვას ერიდება, ზედმეტად ფრთხილობს, შეცვლებს აგვიანებს. გასაგებია, არაა 90 წუთი სათამაშოდ ოქრიაშვილი მზად, მაგრამ 85-ე წუთზე მისი შეყვანა რაღაა?

თუმცა, საქართველოს ნაკრებს და ქართულ ფეხბურთს მარტო ვლადიმერ ვლადიმერის ძე რომ უჭირდეს, ჩვენზე ბედნიერი არავინ იქნებოდა და მაგ პრობლემას როგორმე უპრობლემოდ მოვაგვარებდით. აქ პრობლემა ქართული ფეხბურთის სისტემაშია. მისი სრული რეორგანიზაციაა საჭირო. ამ ქვეყანაში ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოსწორდება ფეხბურთის გარდა. სპორტის სხვა სახეობებშიც იქნება წინსვლა. რამდენიმე ჩვენი კალათბურთელი ამერიკის ახალგაზრდულ ლიგაში ურიგოდ არ ასპარეზობს, გოგა ბითაძე NBA-ს კარზე უკაკუნებს, მორაგბეებიც წინ მიიწევენ და იმდენი ლეგიონერი გვყავს მარტო საფრანგეთში, რომ მალე შეიძლება სამი სრულფასოვანი ნაკრები ჩამოვაყალიბოთ. აი, ფეხბურთი კი რა მდგომარეობაშიც იყო, იმ და უარეს მდგომარეობაშია.

აქ დამნაშავენი არ არიან ცალკეული პერსონები, ეს სისტემაა სრულად დასანგრევი და თავიდან ასაშენებელი, თორემ გავა კიდევ საუკუნე და იგივე ვითარება იქნება. მავნე სისტემას არ შეუძლია ჯანსაღი ნაყოფი გამოიღოს, ის თაობიდან თაობას ჯაჭვური რეაქციით გადაეცემა და ასე გაგრძელდება უსასრულოდ. თუმცა, ეს ზოგადი საუბარია, სხვა საუბრის თემაა და კონკრეტიკას დავუბრუნდეთ.

ეს შესარჩევი ციკლი ჩაგდებულია და არის ჩინებული ვარიანტი ექსპერიმენტებისთვის, შემადგენლობის გაახალგაზრდავებისთვის. არჩევანი აქაც არაა დიდი და გადასარავი, მაგრამ რაც გაგვაჩნია, ისიც უნდა იქნეს გამოყენებული: გიორგი ხარაიშვილი, ლუკა ზარანდია, გიორგი არაბიძე და ა.შ.

და კიდევ. ვაისი საქართველოში წლიწადში ორჯერ რამდენიმე დღით ჩამოდის ნაკრების თამაშებისას, შორეული ნათესავივით მოგვინახულებს და დაიკარგება. მას უნდა დაევალოს გარკვეული პერიოდის აქ გატარება (დავალებაც არ სჭირდება, ამას თავად, პირადი ინიციატივით უნდა აკეთებდეს), ეროვნული ლიგის მატჩებზე სიარული, ფეხბურთელებზე დაკვირვება, ეს წესით მის კონტრაქტში ცალკე პუნქტადაც უნდა იყოს შეტანილი.

საჭიროა დაესწროს და დააკვირდეს ასაკობრივი ნაკრებების შეხვედრებს, იაროს ლეგიონერების თამაშებზე, გრძნობდეს ქართული ფეხბურთის მაჯისცემას და არ უნდა ბრაზდებოდეს კრიტიკაზე.

ვიცი, ეს საკმაოდ რთულია საკლუბო კალენდრის გამო, მაგრამ იქნება მეორე ნაკრები შეიქმნას და ამხანაგური მატჩები გამართოს. ახლა მოქმედების და არა პრობლემების მიჩუმათების დროა და ფეხბურთის ფედერაციამ რაღაც უნდა მოიმოქმედოს, თორემ საფეხბურთო უძრაობის ხანა დაგვიდგა - კლუბები ისედაც არასოდეს არ ვარგოდნენ და ნაკრების პერსპექტივაც შეიძლება დაგვისამარდეს.

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ