"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა ის 26 მორაგბე დაასახელა, რომლებიც 10 აპრილს კალინინგრადში ევროპის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად გაემგზავრებიან.

გუნდმა 5-დღიანი დასკვნითი შეკრება მარტყოფის სარაგბო ბაზაზე გაიარა, სადაც 36 მორაგბე იყო შესული და მათგან 26 შეირჩა. ევროპის ჩემპიონატზე 13 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშე მიდის.

ყველაზე მეტი, 9 მოთამაშე "ლელო-სარასენსიდანაა", 7 მორაგბითაა წარმოდგენილი "ხვამლი", 4-ით - "არმაზი", ორ-ორი მორაგბეა "აიადან" და "არმიადან", ხოლო თითო-თითო - "წიქარადან" და "ლოკომოტივიდან".

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ევროპის ჩემპიონის ტიტული შარშან პოზნანში (პოლონეთი) მოიპოვეს, როდესაც ფინალში საფრანგეთი მეოთხე ცდით (2015 წლიდან) დაამარცხეს. სამწუხაროდ, ამის შემდეგ ფრანგებმა ტურნირიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. შეგახსენებთ, 2015 წელს საქართველოს ფინალში გასვლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატი ინგლისმა, ირლანდიამ, უელსმა, შოტლანდიამ და იტალიამ დატოვეს.

კალინინგრადში ჩვენი გუნდი ტიტულის დაცვას მეოთხედფინალში, გერმანიასთან მატჩით იწყებს. შეხვედრა 14 აპრილს, კალინინგრადის "ლოკომოტივის" სტადიონზე საქართველოს დროით 20:25 საათზე დაიწყება და მისი ხილვა "რაგბი ევროპის" ოფიციალურ პორტალზე - www.rugbyeurope.tv-ზე იქნება შესაძლებელი. სხვა მეოთხედფინალურ შეხვედრებში ესპანეთი ჰოლანდიას, პოლონეთი ბელგიას, ხოლო რუსეთი რუმინეთს ეთამაშება. ნახევარფინალი 17 აპრილს გაიმართება და იქ გასვლის შემთხვევაში ჩვენი მეტოქე რუსეთსა და რუმინეთს შორის გამარჯვებული იქნება, ხოლო ფინალი 20 აპრილსაა ჩანიშნული.

ევროპის ჩემპიონატზე მიდიან

შერკინება - დათო აბდუშელიშვილი (ლელო), ნუგზარ სომხიშვილი (არმია), ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), საბა ხონელიძე (აია), ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), ირაკლი მჭედლიძე (ლელო), ლუკა ჩქარეული (ლელო), ტატო გვიმრაძე (ხვამლი), ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), რობი ნერსეზაშვილი (ლელო), ლუკა ივანიშვილი (წიქარა), თორნიკე ზაქარიაძე (ლელო), გიორგი ქობალია (ლელო);

ხაზი - ლუკა მატკავა (არმაზი), ფრიდონ წიკლაური (ხვამლი), გივი ცინცაძე (არმაზი), გიორგი ყუფარაძე (ლოკომოტივი), ბესო თაყნიაშვილი (ხვამლი), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო), ზაურ ლუტიძე (ხვამლი), ლევან ქუშაშვილი (ლელო), თემურ კოხოძე (აია), ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), ლევან ბრაგვაძე (არმაზი), დათო ნინიაშვილი (ხვამლი), დაჩი პაპუნაშვილი (არმია).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
18 წ. | როტაციით ინგლისთან
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა