"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკაში გასამართი 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის შეგირდები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც წელს არგენტინა 4-დან 22 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს. გუნდი დასკვნითი შეკრების ფარგლებში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა, სადაც სამ მაღალი დონის შეხვედრას გამართავს.

ისევე, როგორც არგენტინაში, სამხრეთ აფრიკაშიც თამაშები 4-დღიანი ციკლით გაიმართება. 9 აპრილს ჩვენი გუნდი მასპინძელთა, სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებს ეთამაშება; 13 აპრილს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლის, არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებს ერკინება; ხოლო ტურნეს 17 აპრილს, ნამიბიის კაცთა გუნდის, მეორე ნაკრების წინააღმდეგ მატჩით დაასრულებს.

რადგან ეს ტურნირი მოსამზადებელი ხასიათისაა და ყველა გუნდის მწვრთნელს სურს, საქმეში რაც შეიძლება ბევრი მოთამაშე იხილოს, განაცხადში 28-28 მორაგბე იქნება. „უმცროს ბოკესთან“ თამაში საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება.

გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ორი ლეგიონერია, ორი კი მარქაფაშია. დამწყებთა შორის ყველაზე მეტი, 5 მოთამაშე "ლელო-სარასენსიდანაა"; სამი მორაგბითაა წარმოდგენილი ქუთაისის "აია", ორით - გორის "ჯიქი", ხოლო თითო-თითო მორაგბე რუსთავის "ხარებიდან", მარნეულის "არმაზიდან" და თბილისის "არმიადანაა".

20 წ. საერთაშორისო სერია. ვესთერნ ქეიფი (სამხრეთი აფრიკა)

9 აპრილი, 18:00

საქართველო vs უმცროსი ბოკე

საქართველო:15. თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ოთარ ლაშხი (ლელო), 10. თედო აბჟანდაძე (აია, კაპ.), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო); 1. გიორგი ახალაძე (მასი), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 4. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი), 5. ლუკა გელაშვილი (არმია), 6. ბექა ყორიაული (ლელო), 7. კობა კოლოტაური (ლელო), 8. გიგი ლეშკაშელი (აია).

მარქაფა:16. საბა კურატაშვილი (არმაზი), 17. გეგი მურუსიძე (არმაზი), 18. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 19. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო), 20. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 21. მიხეილ ალანია (არმაზი), 22. ირაკლი სიმსივე (აია), 23. რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), 24. ლუკა ჭელიძე (ტულონი), 25. საბა ჯღარკავა (ლელო), 26. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი), 27. დავით გობეჯიშვილი (აია), 28. სანდრო მარგიანი (აკადემია).

ისვენებენ: ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი,), ოთარ ძაგნიძე (აია).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის