13 აპრილს ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძემ ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

20 წლის ჩხეიძემ ატაცის პირველ ცდაზე 163 კილოგრამი ასწია, შემდეგ წონა 167-მდე გაზარდა, მესამე ცდაზე კი 169 კილოგრამი დაძლია, რამაც ატაცში მესამე ადგილი ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

ატაცში საუკეთესო შედეგი უკრაინელმა დმიტრო ჩუმაკმა დააფიქსირა (175 კგ), ვერცხლის მედალი ბელარუსმა ვაძიმ სტრალცოვმა (170 კგ) მიიღო.

სამწუხაროდ აკვრაში ჩხეიძემ თავისი შესაძლებლობები მუხლის ტრავმის გამო ვერ გამოავლინა. ტრავმის გამო მან ორი ცდა გააფუჭა, მესამეზე კი ტკივილს მოერია და 203 კილოგრამი დაძლია.

აკვრაშიც ისევე როგორც ატაცში პირველზე უკრაინელი დმიტრო ჩუმაკი (216 კგ) გავიდა, მეორე ადგილი სომეხ სამველ გასპარიანს (209 კგ) ერგო, მესამე პოზიცია უკრაინელმა რევა კოსტიანტინიმ (207 კგ) დაიკავა.

ორჭიდის ჯამში ირაკლი ჩხეიძემ (169+203) 372 კილოგრამი დაძლია და მეოთხე ადგილი დაიკავა. ორჭიდში ევროპის ჩემპიონი უკრაინელი დმიტრო ჩუმაკი გახდა (391 კგ), ვერცხლის მედალი სომეხ სამველ გასპარიანს (377 კგ) ერგო, ხოლო ბრინჯაოს მედალი ბელარუსმა ვაძიმ სტრალცოვმა (376 კგ) დაისაკუთრა.

17:30 საათზე ტურნირზე ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე (+109 კგ) გამოვლენ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე 9 მედალია - 2 ოქრი, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

შოთა მიშველაძემ (61 კგ) პირველ დღეს აკვარაში ოქრო მოიპოვა, შემდეგ გოგა ჩხეიძემ (67 კგ) აკვრაში ვერცხლი და ორჭიდში ბრინჯაო აიღო, რევაზ დავითაძემ (89 კგ) ატაცში ოქრო, ხოლო აკვრასა და ორჭიდში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, 12 აპრილს კი საქართველოს სახელით მოასპარეზე უკრაინელმა სპორტსმენმა ანტონ პლესნოიმ (96 კგ) ატაცში ვერცხლის მედალი, ორჭიდში კი ბრინჯაო მოიპოვა.

მ.მ.მ
ვისაც შტანგა სიზმარშიც არ უნახავს და "ტალახაძის გამო" ბილეთებს დაიტაცებს.. იმას გაუმარჯოს! და ვინც ტალახაძუს გამო ბილეთს მხოლოდ ბოლო დღეს გაყიდის იმასაც
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
თბილისი. ევროპის ჩემპიონატი: სლავთა დუელი უკრაინელმა მოიგო
საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 4 მედლით დაბრუნდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
ბათუმი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი დღეს გაიხსნება
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
კახი კახიაშვილი: შეჯიბრებას, ცხადია, ნებისმიერ შემთხვევაში ჩავატარებთ, თუმცა...
ქართველ ძალოსანთა წლიური მონაგარი - 80 მედალი და მსოფლიოს 10 რეკორდი!
თბილისი აპრილში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
ირაკლი ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ძალოსანი ირაკლი ჩხეიძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონია!
მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფიჯიში ივარჯიშა
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..