16 აპრილს ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალმა. პირველ წყვილში ერთმანეთს “მგზავრები” და “დელტა” დაუპირისპირდნენ. ამ გუნდებს სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები გარანტირებული აქვთ, თუმცა საკმაოდ პრესტიჟული თასის მოგების რეალური შანსიც გააჩნიათ და ნახევარფინალურ სერიაში ერთმანეთს ხვდებიან.

შეხვედრა “მგზავრების” უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდის გამარჯვებითვე დასრულდა. “დელტას” ჰქონდა შანსი, მცირე სენსაცია მოეხდინა და მესამე პერიოდში 21 ქულით ჩამორჩენილს თამაში მოეგო, მაგრამ ამის გასაკეთებლად ძალები აღარ ეყო. “მგზავრების” ხსენებული სოლიდური უპირატესობის შემდეგ ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა “დელტამ” სწრაფი თამაში წამოიწყო. კონტრშეტევებითა და ზუსტი სამქულიანებით იმდენი მოახერხა, რომ ბოლო პერიოდის დაწყებამდე ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მეტოქეს 1 ქულით მიუახლოვდა.

“მგზავრების” მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც მის გუნდს შეტევაში გზა გაეხსნა, ზედიზედ ჩააგდო რამდენიმე ბურთი და ლიდერობა კვლავ ორნიშნა რიცხვამდე გაზარდა. “დელტაც” აქ გატყდა და საბოლოოდ “მგზავრებმა” სასურველი გამარჯვება გაიფორმეს – 93:80. აღსანიშნავია ადრიან ბოუის მორიგი სამმაგი დუბლი. “მგზავრების” ამერიკელი ლეგიონერი ძალიან შედეგიანად თამაშობს. სუპერლიგისა და თასის გათამაშების გასულ 4 მატჩში მან სამმაგ დუბლს უწია. დღევანდელ შეხვედრაში ბოუიმ 18 ქულა, 11 მოხსნა და 10 პასი გაიფორმა. 22 ქულით ბომბარდირი გახდა ჯეიკობ არმსტრონგი, ხოლო კახა ჯინჭარაძის ანგარიშზე 16 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. “დელტაში” 18 ქულით საუკეთესო იყო ერიქ ნოთიჯი, ხოლო 13 ქულა გეგი ბაქრაძის ანგარიშზეა.

ამ გუნდებს შორის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი 23 აპრილს, 19:30 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში “მგზავრები” ფინალი გავა, არადა, სერიის მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა 25 აპრილს ჩატარდება. დღესვე გაიხსნება მეორე ნახევარფინალური სერიაც, რომელშიც “ქუთაისი” “ტიტებს” უმასპინძლებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

Georgian
წადი ღვინო დალიე))))
gagi
საქართველოს ჩემიონატში ლეგიონერების მოწვევას რა აზრი აქვს? რას ემსახურება?
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
"ქუთაისი" ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
ახალგახსნილ დარბაზში მასპინძელმა "რუსთავმა" "დელტასთან" ბოლო წამზე წააგო
"დელტამ" "ქუთაისი" დაამარცხა და ფინალური სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
"დელტამ" "მგზავრები" ნახევარფინალურ სერიაში 2:0 ჩამოიტოვა
"დელტამ" "მგზავრები" სერიაში 3:0 დაამარცხა და სუპერლიგის ფინალში გავიდა
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
"დელტამ" სუპერლიგის ფინალური სერია ქუთაისში გამარჯვებით გახსნა
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ