2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე "უმცროსი ბორჯღალოსნები" ბოლო საკონტროლო მატჩს ხვალ, ნამიბიის კაცთა მეორე ნაკრებთან, "ნამიბია XV"-სთან გამართავს.

შეხვედრა საქართველოს დროით 16:15 საათზე დაიწყება და ქომაგს მისი ხილვა "რაგბი თი-ვის" პირდაპირ ეთერში და სთრიმის მეშვეობით შეეძლება.

სამხრეთაფრიკულ ტურნეზე ჩვენმა გუნდმა უკვე ჩაატარა ორი მაღალი დონის შეხვედრა. პირველ მატჩში მასპინძელთა, სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრები დიდ უპირატესობას ფლობდა და 58:10 იმარჯვა. ოთხი დღის წინ საქართველო არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებს 75 წუთის განმავლობაში უგებდა, თუმცა მერე ლელო-გარდასახვა გაუშვა და მეტოქემ 32:26 გვაჯობა.

პირველიდან მეორე მატჩამდე თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე ისაუბრა "უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა:

„პირველმა მატჩმა დაცვაში პრობლემები დაგვანახა და არგენტინასთან ვეცადეთ, რომ უფრო სწრაფად გავშლილიყავით. აგრესიულმა დაცვამ შედეგი მოგვცა და შესაბამისად, შეტევაში ბურთი უფრო ხშირად გვქონდა. პირველ ტაიმში შეტევების ქულებში ასახვა მოვახერხეთ და საგრძნობი უპირატესობა მოვიპოვეთ“.

„მეორე ტაიმში ავირიეთ, ვერ მოვახერხეთ კონცენტრირება და დაცვაში პირველი ტაიმის მსგავსად კარგი თამაში, რითაც მაღალი დონის მოწინააღმდეგემ ისარგებლა. თავი იჩინა დისციპლინის პრობლემებმაც, ძალიან ბევრჯერ დავჯარიმდით. გარდა ამისა, მსაჯის შეცვლის შემდეგ მის ხედვასთან ადაპტირება გაგვიჭირდა“.

არგენტინასთან მატჩის დებიუტში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამი ლელო გაიტანეს და 19:0 დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, რასთან დაკავშირებითაც ამონაშვილი ამბობს:

„რა თქმა უნდა, გამარჯვება გვსურდა, თუმცა ჩვენი უმთავრესი მიზანი არგენტინის დამარცხება კი არა, რაც შეიძლება მეტი მოთამაშის საქმეში ხილვა იყო. ეს ფორმატი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ განაცხადში მყოფი 28-ვე მოთამაშე გამოვცადოთ. შეგვეძლო არ შეგვეცვალა თედო აბჟანდაძე, მაგრამ მცირე ტრავმა მიიღო და აღარ გავრისკეთ. გარდა ამისა, გვსურდა მაქსიმალურად ბევრ მოთამაშეს მიეღო საერთაშორისო გამოცდილება, რაც ივნისში, არგენტინაში უმნიშვნელოვანესი იქნება“.

განახლებული შემადგენლობით

"ნამიბია XV"-ს "უმცროსი ბორჯღალოსნები" განსხვავებული შემადგენლობით ხვდებიან. მიკრო-ტრავმები აქვთ, მწვრთნელები არ რისკავენ და მესამე თამაშს ტოვებენ ლაშა ლომიძე და თედო აბჟანდაძე. პირველი ორი შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად განაცხადში 25 მოთამაშეა (სამხრეთ აფრიკასთან და არგენტინასთან 28-28 მორაგბე იყო).

ხაზში ხუთი ცვლილებაა. ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს შუამარბი დემურ თაფლაძე, რომელიც აბჟანდაძის არყოფნაში გუნდის კაპიტანია. არგენტინასთან მატჩის შემდეგ კვლავ ძირითადშია 9 ნომერი მიხეილ ალანია. სამხრეთ აფრიკასთან ძირითადში იყვნენ და სასტარტო 15-ში ბრუნდებიან გარემარბები ოთარ ლაშხი და ზურაბ ქავთარაძე. მგეზავად პირველად იწყებს თამაშს სანდრო მარგიანი, ორივე მატჩში მარქაფაში იყვნენ და ამჯერად ძირითადში არიან ფულბეკი დავით გობეჯიშვილი და შუამარბი ირაკლი სიმსივე.

ოთხი დღის წინანდელი მატჩის შემდეგ 6 ცვლილებაა შერკინებაში. პირველი ორი მატჩის შემდეგ მთლიანად განახლდა პირველი ხაზი და თამაშს ნიკა ღვალაძე, საბა კურატაშვილი და ლუკა ჭელიძე იწყებენ. მეორე ხაზში აფრიკულ ტურნეზე პირველად იწყებს თამაშს ვლადიმერ ჩაჩანიძე, ხოლო იოანე იაშაღაშვილი აფრიკელებთან მატჩის შემდეგ ბრუნდება. სამხრეთ აფრიკასთან ითამაშა, არგენტინასთან ისვენებდა და ახლა ძირითადშია ფლანკერი კობა კოლოტაური. ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს ბექა ყორიაულმა და იოსებ გუშარაშვილმა.

„პირველიდან მეორე თამაშამდე პროგრესი სახეზეა და ჩვენი მიზანია, ეს პროგრესი გაგრძელდეს. გვაქვს მიკრო-ტრავმები, რის გამოც ლაშა ლომიძე ვერ ითამაშებს. დასვენების საშუალებას ვაძლევთ თედო აბჟანდაძესაც. სამაგიეროდ, სხვა მოთამაშეებს უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემათ. ეს ძალიან კარგი მოსამზადებელი ტურნირი იყო და კარგი იქნება, თუ ასეთი დონის გუნდებთან თამაშის საშუალება ხშირად გვექნება. ჩვენ ასეთი წაგებებით უფრო მეტს ვსწავლობთ, ვიდრე სუსტ გუნდებთან მოგებით“ - ამბობს ამონაშვილი.

ის მომავალ მეტოქეს, "ნამიბია XV"-ს ახასიათებს და ჩვენი გუნდის მიზნებზე საუბრობს:

„ნამიბია კარგი გუნდია. ის სამხრეთ აფრიკას პირველ ტაიმში ძალიან კარგად ეთამაშა და ერთი პერიოდი შეხვედრას იგებდა კიდეც. მეტოქე გაშლილ რაგბის თამაშობს; ცდილობს, რაქს სწრაფად მოაშოროს ბურთი და დარტყმები შორს გააკეთოს. ეს კაცთა გუნდია და ფიზიკურად დიდი, მძიმე ბიჭები ჰყავს, რომელთაც სივრცეებს თუ არ შევუზღუდავთ, მერე მათი შეჩერება გაგვიჭირდება. ჩვენი მიზანია, რომ მთელი 80 წუთის განმავლობაში გაშლილი დაცვა ვითამაშოთ და რაც შეიძლება სწრაფად ავწიოთ ხაზი. უნდა გამოვასწოროთ დისციპლინაც. არგენტინასთან დაცვაში 8 ჯარიმა ავიღეთ და მათი რაოდენობა უნდა შევამციროთ“.

20 წ. საერთაშორისო სერია. ვესთერნ ქეიფი (სამხრეთი აფრიკა)

საქართველო U20 vs ნამიბია XV (16:15 საქ. დრ)

საქართველო:15. დავით გობეჯიშვილი (აია), 14. ოთარ ლაშხი (ლელო), 13. დემურ თაფლაძე (ლელო, კაპ.), 12. ირაკლი სიმსივე (აია), 11. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 10. სანდრო მარგიანი (აკადემია), 9. მიხეილ ალანია (არმაზი); 1. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 2. საბა კურატაშვილი (არმაზი), 3. ლუკა ჭელიძე (ტულონი), 4. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო), 5. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი), 6. ბექა ყორიაული (ლელო), 7. კობა კოლოტაური (ლელო), 8 იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები)

მარქაფა:16. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 17. გეგი მურუსიძე (არმაზი), 18. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 19. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 20. გიგი ლეშკაშელი (აია), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), 23. ოთარ ძაგნიძე (აია), 24. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი), 25. ლუკა გელაშვილი (არმია)

ისვენებენ: გიორგი ახალაძე (მასი), საბა ჯღარკავა (ლელო), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), ლაშა ლომიძე (აია), თედო აბჟანდაძე (აია)

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

სოსო
უკვე გამარჯვების დროა.წარმატებები ბიჭებს.თედო ძალიან დაგვაკლდება,მაგრამ სხვები მის გარეშე ,უფრო მეტ გამოცდილებასაც მიიღებენ და პასუხისმგებლობის თავზე აღებასაც მიეჩვევიან
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის