სუპერლიგის პირველი ნახევარფინალისტი საკალათბურთო კლუბი “დელტაა”. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა “ოლიმპს” სერია მშრალი ანგარიშით – 3:0 მოუგო. დელტელებმა სერიის მესამე შეხვედრა დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართეს და მიუხედავად მეტოქის დიდი წინააღმდეგობისა, თავისი მაინც გაიტანეს. “დელტამ” შეხვედრა 81:71 მოიგო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

სერიის წინა მატჩებისგან განსხვავებით, “ოლიმპი” ამ შეხვედრას უმეტესწილად იგებდა. დიმიტრი ჟაკობოვის გუნდი სტაბილურად თამაშობდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, თუმცა “დელტაც” არ უდებდა ტოლს და ძირითადად, თანაბარი თამაში მიდიოდა. პირველი პერიოდი ფრედ – 18:18 დასრულდა. თანაბარი თამაში მეორე ათწუთეულშიც გაგრძელდა, რომელიც “ოლიმპის” მცირე უპირატესობით – 19:17 დასრულდა და დიდ შესვენებაზე ჯაკობოვის გუნდი 37:35 იგებდა.

შესვენების შემდეგ “დელტამ” მეტი აგრესიით შეუტია, დაცვაში კი პერსონალური მეურვეობა დაუწესა ოლიმპელთა ცენტრ მარკ ოგდენს. შესაბამისად, ჯაკობოვის გუნდს ქულების ხვეჭა გაუჭირდა, მით უფრო, რომ შორი სამიზნე “ოლიმპის” მსროლელებმა ვერა და ვერ გაისწორეს. მესამე პერიოდი “დელტამ” 21:19 მოიგო და ბოლო ათწუთეულის წინ ანგარიში ისევ თანაბარი – 56:56 გახლდათ.

ბოლო პერიოდში “დელტამ” აშკარა უპირატესობა მოიპოვა, დაცვაში კარგი თამაში გააგრძელა, ხოლო შეტევაში ოთარ ფხაკაძის, მალკოლმ დრამრაითის და ბექა ბექაურის შედეგიანობით ხშირად ხეირობდა. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე დელტელთა უპირატესობამ 10 ქულას მიაღწია, რაც ლაფანაშვილის გუნდის გამარჯვებას და ნახევარფინალში გასვლას ნიშნავდა. “დელტას” 21 ქულით ოთარ ფხაკაძემ ულიდერა. 18 ქულა მალკოლმ დრამრაითმა მიითვალა, ერიქ ნოთიჯის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი – 12 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. “ოლიმპში” 18 ქულით საუკეთესო იყო რევაზ როგავა, მარკ ოგდენის ანგარიშზე კი 11 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა.

“დელტა” ნახევარფინალშია და მეტოქეს “მგზავრებისა” და “ბათუმის” წყვილიდან ელოდება, სადაც სერიაში ანგარიში თანაბარია – 1:1.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ქუთაისი" ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
ახალგახსნილ დარბაზში მასპინძელმა "რუსთავმა" "დელტასთან" ბოლო წამზე წააგო
"დელტამ" "ქუთაისი" დაამარცხა და ფინალური სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
"დელტამ" "მგზავრები" ნახევარფინალურ სერიაში 2:0 ჩამოიტოვა
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
"დელტამ" "მგზავრები" სერიაში 3:0 დაამარცხა და სუპერლიგის ფინალში გავიდა
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
"დელტამ" სუპერლიგის ფინალური სერია ქუთაისში გამარჯვებით გახსნა
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა