ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილმა “ტიტებმა” მეოთხედფინალური სერიის მე-3 მატჩში, დაძაბულ ბრძოლაში – 101:96 დაამარცხა “ქუთაისი” და სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა “ქუთაისმა” მე-8 ადგილზე გასულ “ტიტებს” სერიის საწყისი 2 მატჩი იმერეთში მოუგო და დღეს, თბილისშიც რომ ემარჯვა, ნახევარფინალში გადიოდა, თუმცა მასპინძლებმა დამაჯერებლად ითამაშეს და მოპოვებული გამარჯვებით სერიაში ჩამორჩენა შეამცირეს.

ეს გუნდები შეხვდნენ თასის გათამაშების ნახევარფინალშიც და მაშინ “ტიტებმა” სერიაში 0:1 ჩამორჩენის შემდეგ 2:1 იმარჯვა და ფინალში გავიდა. ამჯერად არანაკლებ მნიშვნელოვან მატჩში “ტიტებმა” კვლავ შედეგიანად ითამაშა და სერიაში წარმატების შანსი მოიპოვა. დღევანდელ მატჩში კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა ბოლომდე იბრძოლეს და შანსსაც დასკვნით წამებამდე ინარჩუნებდნენ, თუმცა გადამწყვეტი სიტყვა ბოლო წუთზე კაშიმ რენსომმა და ილია ლონდარიძემ თქვეს.

პირველმა სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ლონდარიძემ საფინალო სირენამდე 35 წამით ადრე ორქულიანი მეურვის დაჯარიმების ფონზე ჩააგდო, რასაც ბონუს-ქულაც მიაყოლა და “ტიტები” 98:93 დააწინაურა. ამის მიუხედავად, ქუთისელებს თამაშის გადარჩენის შანსი მაინც მიეცათ. დავით ლომიძემ და დავით ბარბაქაძემ საჯარიმოებით ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს – 96:99 და რენსომზე ტაქტიკურად დაჯარიმდნენ. საფინალო სირენამდე 9 წამით ადრე “ტიტების” ამერიკელმა ლეგიონერმა ორივე საჯარიმო ააცილა, ქუთაისელ დავით ლომიძეს კი სამქულიანით ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ააცილა და მატჩის ბედიც გაირკვა.

გამარჯვებულებს 27 ქულით ლუკ მეიერმა ულიდერა. ჟოელ ალმეიდამ 24 ქულა მიითვალა, ილია ლონდარიძის ანგარიშზე 19 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. “ქუთაისში” 30 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი. 29 ქულა ჯონათან ლიმ მიითვალა.

სერიას “ქუთაისი” 2:1 იგებს და შემდეგი მატჩი 8 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ტიტებმა" დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი მოიგო
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
"ოლიმპმა", "ტიტებმა" და "ვერამ" გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ