ფოტო: facebook.com/We-Are-Torpedo-ჩვენ-ვართ-ტორპედო

ქუთაისის "ტორპედოს"ფანები ლევან კობიაშვილის პრესკონფერენციას გამოეხმაურნენ. მათ მიმართვის ტექსტი "ფეისბუქგვერდის" საშუალებით გაავრცელეს.

sportall.ge უცვლელად გთავაზობთ ქუთაისელი გულშემატკივრების განცხადებას:

"გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის დღევანდელ ბრიფინგს, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მან "ტორპედოს" ფინანსურ კრიზისზეც ისაუბრა.

პირველ რიგში, გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ "ტორპედოს" მხარს მხოლოდ ტრიბუნაზე არ ვუჭერთ. ჩვენი წევრების უმეტესი ნაწილი ჩართულია კლუბის ყოველდღიურობაში - ვესწრებით თითქმის ყველა ვარჯიშს, გვაქვს უშუალო კომუნიკაცია როგორც მწვრთნელებთან და კლუბის ხელმძღვანელ პირებთან, ისე ფეხბურთელებთანაც. შესაბამისად, ვხედავთ რეალობას!

ყველაზე კარგად ვხედავთ, თუ რამხელა შრომას დებს სამწვრთნელო შტაბი იმისთვის, რომ "ტორპედო" წარმატებული კლუბი იყოს. ვხედავთ, მიუხედავად არაერთი პრობლემისა და უფულობისა, როგორი მონდომებით გამოდიან ფეხბურთელები ჯერ ვარჯიშზე, შემდეგ - თამაშზე. ვხედავთ იმას, რაც, სამწუხაროდ, ვერ ან არ დაინახა ლევან კობიაშვილმა!

ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი გუნდისთვის სრული მხარდაჭერა გამოეხატა, შეურაცხყოფა მიაყენა სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს. მისი თქმით, გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის მიერ გაკეთებული კომენტარი სრული უაზრობა იყო... ეს კი ჩვენთვის, "ტორპედოს"ერთგული ფანებისთვის, მიუღებელი ტონია, ისევე, როგორც ფეხბურთელების მისამართით "ნასროლი ფრაზები". ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ინტერესების დამცველი უნდა იყოს, ვერ ავიტანთ მსგავს რეპლიკას. ვერ ავიტანთ მსგავს ბრალდებებს იმ ხალხის მიმართ, ვინც ჩვენთვის ყოველდღიურად ბევრ ოფლს ღვრის.

აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ლევან კობიაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც "ტორპედოს"ფანებმა ფინანსური კრიზისის დროს დახმარების თხოვნით მივმართეთ. ის დახმარებას დაგვპირდა, თუმცა ამის ნაცვლად მისგან ჩვენი მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები მოვისმინეთ, თანაც - საჯაროდ, რასაც ვერავის ვაპატიებთ!

აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადოს კლუბის უკლებლივ ყველა იმ წევრს, ვინც "ტორპედოს" არსებობისთვის ძალიან ბევრს აკეთებს. ბოდიში მოუხადოს ადამიანებს, რომლებიც გაჭირვების დროს სხვებივით მატჩის გარიგებაზე კი არ ფიქრობენ, არამედ გადიან და მოედანზე სულსა და გულს დებენ. გადიან მოედანზე და ჩვენთვის თამაშობენ, იგებენ! იმ შემთხვევაში, თუ ლევან კობიაშვილი ბოდიშს არ მოიხდის, მაშინ პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავალთ!" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ქუთაისელი გულშემატკივრების აღნიშნული რეაქცია მოჰყვა ლევან კობიაშვილის სიტყვებს, გარიგებული თამაშებზე საუბრისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ქუთაისის "ტორპედოში" არსებულ ვითარებასაც შეეხო.

"ველაპარაკე ფეხბურთელებსაც და მწვრთნელებსაც. ჩემი აზრით, ძალიან არასწორი კომენტარები გააკეთეს. "ტორპედოს" ბოლომდე გვერდში დავუდგები. მაგრამ ეს გუნდი სულ იქნება. ჩემთვის კი გაუგებარია ის უაზრო კომენტარები, რაც "ტორპედოს" წარმომადგენლებმა გააკეთეს. რას ნიშნავს არ ვითამაშებ და გუნდი დაიშლება? გაცილებით დიდი ქვეყნებია, სადაც ხელფასებს ექვსი თვე ვერ იღებენ, მაგრამ არ ამბობენ, რომ სათამაშოდ არ გავლენ. პრობლემები ერთად გადავჭრათ და პატივი ვცეთ გუნდს, გულშემატკივრებს და მოვეშვათ ამ უაზრო კომენტარების კეთებას", – აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

დავითი
კობიაშვილს და საერთოდ თბილისს უნდა რომ ქუთაისი იყოს მესამეხარისხოვანი სოფელი და ამ დონეზე მაღლა არ ავიდეს არასოდეს. ესაა საწყენი და ეს დაიჭირეს კობიაშვილის სიტყვებში ქუთაისელმა გულშემატკივრებმა.
artanuj
კერძო კლუბი არ უნდა იყოს სახელმწიფოს ფულზე დამოკიდებული, მითუმეტეს კომერსანტის მიერ ნაყიდი კლუბი. კლუბი გაიყიდა და დამთავრდა მისი როგორც არაკერძოს ისტორია,აწი კერძო მფლობელმა თვითონ აგოს პასუხი კლუბის ფანების, გულშემატკივრებისა და ფეხბურთელების წინაშე. რაა აქ გაუგებარი? მრავალჯერ უჭირდა ლოკომოტივს, ვიტ-ჯორჯიასაც და სხვებსაც მაგრამ ასეთი ვაი-ვიში არ ამტყდარა.
გიზოგ
ტორპედო არ არის მხოლოდ ქუთაისის გუნდი, მას თბილისშიც და მთელ საქართველოში ჰყავდა და ჰყავს გულშემატკივარი. ქუთაისი მუდამ იყო ქართული ფეხბურთის და არა მარტო ფეხბურთის სამჭედლო და ამიტომ მუდამ დამსახურებული სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა ქართველ გუშემატკივრებს შორის. ამიტომ პატივცემულებო გთხოვთ კუთხურობას თავი დაანებოთ და ცოტა ამაღლდეთ. ყველაფერი მოგვარებადია და მათ შორის კრიზისიც და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ტორპედო ქართველებს ევროპაში გვასახელებს.
ნიკა
ლევან. მაგრად გეშლება. ყველა შენსავით მილიონერი კი არ არის. ეგ ხალხი ხელფასით ოჯახებს ინახავს.
თბილისი
კობიაშვილი ჯერ თვითონ გაერკვიოს პარლამენტის დეპუტატია თუ სპორტული სამყაროს წარმომადგენელი და მერე აკრიტიკოს ტორპედო. ფედერაცია იმიტოა უმაქნისი რო მისი თანამშრომლები საქმის კეთების ნაცვლად უვარგისი კობიაშვილის დასაცავი კომენტარების წერით არიან დაკავებულნი.
Rezo
Namdvilad araperi utqvams am kacs sabodisho. Ar vicodi ra tqva, statiis bolos gavige.
ჩვენ ვართ ტორპედო!..
"უაზრო კომენტარი გააკეთა ტორპედოს მთავარმა მწვრთნელმაო"- ასე თქვა კობიმ იმ თავის გამოსვლაში. ჩემი გადმოსახედიდან იმ ბრიფინგის დროს რომელიც საერთოდ სხვა პრობლემას ეხებოდა, არ უნდა ეხსენებინა ტორპედო. ტორპედოს შიგა პრობლემა აქვს რომელიც მოგვარდება, ხოლო იმ ფეხბურთელებმა რომლებმაც თამაში მოპარეს გულშემატკივარს, დიდ ფეხბურთს ვეღარასოდეს ითამაშებენ! ბოდიში? ბოდიში არ ვიცი, მაგრამ ბოდიშის მოხდა კონკრეტულომა ადამიანთა ჯგუფმა მოითხოვა, ხოლო იმ კომენტარებში რასაც ამ სტატიის ქვემოთ ვკითხულობთ ქუთაისზე და ქუთაისელ ხალხზე, რავიცი რა გითხრათ, დიდი მადლობა!
romandro
bodishi ristvis unda moixados? imistvis ro xelfasis argacemistvis gundis dashla arasworiao?
გია
რაა აქ საბოდიშო, მე ქუთაისში ვცხოვრობ მარა აქ ბოდიშის მოსახდელი არაფერია
გიორგი
ტიპიური ქუთაისური ამპარტავნობა...
ბატონ ზაურს
ფეხბურთის ცოდნაში გიორგი არ ვიცი მაგრამ მე ვერ გაგეჯობრებით ასე ხელაღებით,უბრალოდ არ ვიცი თქვენ რამდენად ერკვევით,თუმცა თუ მართლა გაქვთ იმის იმედი რომ,ამ კონტინგენტით ტორპედოს თუნდაც "ხელფასებიანს"სერიოზული შანსი აქვს ევროპა ლიგის ჯგუფურ ტურნირზე მოსახვედრად მაშინ შეიძლება კაცმა თქვენს ფეხბურთის ცოდნაში შეიტანოს ეჭვი,მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას გაგებაში არ ხართ არც ფედერაციის ფუნქციებში და არც იმაში ვისი პრეროგატივაა და ვისი გამოსაძიებელია ბიუჯეტიდან მიღებული თანხების ხარჯვის მართზომიერება.ხოლო თუ თქვენ მართლა გაინტერესებთ სად წავიდა ეს ფული,ამის დასადგენად ფედერაციას კი არა სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს მიმართეთ.ამის გაკეთება შეგიძლიად როგორც ინდივიდუალურად ასევე კოლექტიურად როგორც ფან კლუბს.
hm
თქვენ "ფანები" ხართ თუ "ძველი ბიჭები"?! რა ბოდიშებს ითხოვთ, ან რა თქვა ისეთი, ან რა გგონიათ თქვენი თავი ასეთი?! ზოგადად ადვილი შესამჩნევია, რომ ამ ქუთაისელებს გახასიათებთ ეს უაზრო სიამაყე. არაა საჭირო. ზედმეტია. ადამიანი რაც უფრო თავმდაბალია, მით უკეთესია! დაიმახსოვრეთ ეს! არ დამიწყოთ ეხლა ქუთაისელები არ გიყვარსო და მსგავსი სისულელეები! ქუთაისიც, მთლიანი იმერეთიც, სამეგრელოც, გურიაც, რაჭაც და აღარ ჩამოვთვლი, ყველა რეგიონი საქართველოსია და ყველა მიყვარს! ამიტომაც ვწერ, ყველა ვერ გაიგებს, მაგრამ ვიღაც მაინც მიხვდება და დაფიქრდება ამაზე! სამწუხაროდ საქართველოს არცერთ რეგიონში არ გვაქვს საქმე საამაყოდ. მითუმეტეს სპორტში! დინამოც და ტორპედოც ორივე არიან მაჩანჩალა გუნდები! (დანარჩენებს აღარ ჩამოვთვლი) ესაა რეალობა! ნაკლები სიამაყე! მეტი თავმდაბლობა!
თემური
კობიაშვილმა რა თქვა ისეთი რო ბოდიში უნდა მოიხადოს?ბოდიში და პასუხი ჯერ პრეზიდენტს უნდა მოთხოვოთ ორ წელიწადში დაშალა გუნდი.რო ყიდულობდა ტოროპედოს კი ბაქიბუქობდა ასე ვიზამ ისე ვიზამო.
mdaa
ესეთი რა თქვა. "ცისფერი მთებივით" უაზრო ზოგად ფრაზებს მოეშვით და კონკრეტულად დაწერეთ ესეთი რა თქვა, რომ უკიდურეს პროტესტს მიმართავთ? იმ სტადიონს სახლმწიფო ხომ გირემონტებთ? ადგებოდა კობიაშვილი და ქუთაისის მაგივრად ხაშურში ააშენებდა. რა, თქვენ გგონიათ ფედერაციის პრეზიდენტს არ შეეძლო ამის გაკეთება? მაგრამ პატივს რომ გცემენ იმიტომაც აკეთებენ 'ტორპედოს". სამწუხაროა რომ იგივე თქვენი მხრიდან არ იგრძნობა. პ.ს. ეხლა გამოხტებიან ურაპატრიოტები და მომწერენ რას იმადლებიო. კი არ ვიმადლები, არამედ სადაც ტორპედოს აქვს წვლილი, იქ სხვებსაც აქვთ წვლილი საერთო საქმეში.
tolika
აუ, რა უხარიათ თბილისელებს ტორპედოს დაშლა? იმიტომაა ქართული ფეხბურთის საქმე ასე, მარტო თბილისის პირველობა რომ გინდათ ჩაატაროთ.
Gia
Chxetianis shekvetili da misi brma fanebis stilia!imis magivrad klubi idzireba,kobiashvilic cuxs ratkmaunda,eseni imis magivrad chachavas motxovon pasuxi uazro politikistvis da mis prokutaturis klerk direktors romelic fexburtidan imaze meti shorsaa vidre mtvare dedamicidan da aseve chxetians rom mokavda da 15 atas larebs urigebda am fexburtelebs,ra ar icoda chachava rom gamstumrebeli ar iko?!trenchintan matze charteruli reisic ki ar gaaketa da molodini ra iko rom gadmokrida tanxebs?!amitom scori akcentebi gaaketet da gafuchebul sakmes mixedet!
beqa
საოცრება მოკლედ რა ბოდიშის მოხდას კობიაშვილს თხოვთ და რისთვის იმიტომ , რომ სიმართლე თქვა? კეთილი ინებეთ და პრეზიდენტს მოთხოვეთ ბოდიში რომელიც ვერ ხსნის რატომ დაემართა გუნდს ასე. ახსნა თქვენ თუ ის გონიათ რომ ჩინელები წავიდნენ და მაგან გამოიწვია კრიზის ცოტა უაზრო არგუმენტია. იმ მარტივი მიზეზის და გამო, რომ კლუბს რო ყიდულობ ერთ სპონსორზე არ უნდა იყო დამოკიდებული.სად გაქრა უეფადან, სტიმულირებიდან, და ფედერაციიდან გადარიცხული ამდენი თანხა? სულს და გულს თუ დებდენ ნამდვილად არ ეტყობა ამ გუნდის ხელმზგვანელებს. არ მაქვს საუბარი გულშემატკივრებზე თქვენ მართლა სუკეტესოოები ხართ დღეს საქრთველოში მაგრამ ცოტა უაზრო და ყოვლად დაუფიქრებელი განცხადებააა ეს ყოველივე. ბოდიში მოთხოვეთ ჩაჩავას, რომელიც პანჩურით არის გასაგდები მაგ ქალაქინდან და მეტიც სისხლის დანაშაულის კვალიც იკვეთება ამყველაფერში.
azri
ტორპედოს გულშემატკივრებო მოდით ერთი პრესკონფერენცია მოაწყეთ და გაგვარკვიეთ რა ხდება, რატომ დაემართა ტორპედოს ესეთი შემთხვევა!
ზაურ ვარდანიძე
გიორგი მეგობარო შენ გეტყობა ფეხბურთიდან ძაან შორს ხარ და შევეცდები აგიხსნა 1. ის არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი,ანუ მან და მისმა სამსახურმა უნდა აკონტროლონ გუნდში მიმდინარე მოვლენები,ანუ განოდის და ამბობს თერთმეტი მილიონი იყო ბიუჯეტიო...და არ დაებადა კითხვა სად წავიდა ვინ შეჭამა ეს ფული? არ მოუნდა მას და მის ფედერაციას გადამოწმება საბუთების? მითუმეტეს ფედერაციიდან,სახელმწიფოდან და უეფადან გადარიცხული ფულებიც შედიოდა ამ თანხაში...და ფედერაციის პრეზიდენტი ხარ და თუ გარკვეული არ ხარ საქმეში პირი არ უნდა დააღო და იყრანტალო (ჯერ კარგად გაერკვიე) და ჩირქი არ უნდა მოსცხო ისეთ ხალხს ვინც მართლა სული,სისხლი,ოფლი,ნერვები ჩადო,რომ გუნდი არ დაშლილიყო და მოსულიყო დღემდე...რაც შეგვეხება ჩვენ ქუთაისელებს, ძალიან კარგად ვიცით რა ხდება გუნდში, ვინ არის დამნაშავე, ვინ შეჭამა 9 000 000 მილიონი ( კარგად წაიკითხე,არ გეშლება 9 მილიონი) და მას ვთხოვთ დახმარებას რომ გუნდს მოაცილოს ასეთი ნაგავი,რომელმაც მას მერე რაც ამხელა თანხა შეჭამა(ისე მემგონი სისხლის სამართლის დანაშაული იმაზე მეტია ამ საქმეში,რაც თამაშების ჩამწყობი ფეხბურთელების) ახლა იმ გუნდის დაშლა უნდა ვისაც შანსი აქ ასახელოს მთელი საქართველო და ქართველი გულშემატკივრისათვის სანატრელ ჯგუფში მოხვდეს.აი რაში ვითხოვთ მისგან დახმარებას...შენ კიდე ჩემო მეგობარო,ან თუ ვერ ერკვევი საქმეში,ან ზუსტი ინფორმაცია არ გაქვს,ნუ გამოიდებ თავს არ შეშვენის ქართველ კაცს,თან კიდე ქუთაისში არ ცხოვრობს ისეთი ხალხი უმისამართოდ ვინმე გალანძღონ...პატივისცემით ქუთაისიდან
alexandre
მე მაინტერესებს, უკიდურესი ფორმა რა არის? ალბათ ქვების სროლა და სკამების მტვრევა. თქვენ საქმე არაფერი გაქვთ? რა უბედურებაა? რაზე ბაზრობთ? "უაზრობა თქვაო"! კარგი რა, სულ აზრიანად ლაპარაკობს რა! მართლაც რომ სისულელეები ილაპარაკა. ყველასთვის საყვარელი ტორპედო დაშლის პირასაა, და თქვენ პრობლემიდან რაღაც სისულელეებზე გადაგაქვთ ყურადღება. ამაზე ვიფიქროთ, ტორპედომაც თუ ზესტაფონის ბედი გაიზიარა, აი მაშინ მოვთხოვოთ პასუხი კობიაშვილს. მხოლოდ ტორპედოს ხელმძღვანელების შემდეგ. იმედია ტორპედო არის და იქნება მუდამ. ტორპედოს გულშემატკივარი 1962 წლიდან, კაცი რომელსაც სსრკ ჩემპიონთან, მოსკოვის ტორპედოსთან, პირველივე მატჩში, მოგებული თამაში მახსოვს! 4-2! ჰო და ვოცნებობ იმ დროზე, როცა ტორპედო რუსეთის ჩემპიონს მოუგებს 4-2 ს. წარმატებები ქართულ ფეხბურთს, ტორპედოს!
გიო
დავწუოთ იქედან რომ სადაც დასაცავია გუნდი იქ დაცავით და ლევან კობიაშვილსკენ რო ისვრით ქვებს რა გონიათ კაცმა გაფრჩაკებული ერვნული ლიგა ჩაიბარა რომლისაც თამაშიდან თამაშამდე ჩაწყობები მიდიოდა მოდნები არ იყო და დაფნანსება არიყო ტრანსლაცია არიყო და ახლა სად ვართ ?,,,, კაცი ამბობოს 11 მილონი ჰქონდათ ბიჯეტიო გამოდით და თქვით სად არის ეს ფული ან ვინ შეჭამა ვისგნაც უნდა მოთხოვოთ ბოდიშების მოხდა იმას მოთხოვეთ და მოგხადონ მეორე ის რო ფეხბურთი მარტო ფული არ არისო ეს სპროტი უნდა გიყვარდესო და ამაში რა დანახეთ ცუდი რა რაიმე ტყვილი თქვა მაგრამ არმგონია რო ეს ტორპედოს გულშმტკვირის განცხხადება იყოს მევფქრობ რომ ეს ბრძნების შემდეგ დაწერა ეს განცხადება ამკაც არფერი ტყვილი არუთქვამს გამოდით და სიმრთლე თქვით ახლა რო ტირით და ფულებს ითხოვთ ეგრა არხდება კეთილი ინებეთ ან მოძეთ ნორმლური სპონსორი ან კიდევ გაყიდეთ კულიბი და უკეთესი მოვა არვის უხარია ტორპედოს დაშლა ეს რვნული ლიგას მოტანს ზიან და არამტო ქუთაისის ტორპედოს ამიტომ ფანებო კეთილი ინებეთ და ვისგნაც მოსთხოვი გაქვთ იმას მოთხოვეთ
tsanava ara siko
სადაა სიმონ კუხიანიძე მანდ დაბადებული გაზრდილი დინამოში რატომ წევიდა ხომ ვერ მეტვით, ვინაა მანდ გამჩერებელი ყველა გაიქცევა და დაგრჩებათ ჩხეტიანი მარტო.
კახა
ქუთაისელი გულშემატკივარი ყოველთვის ცნობილი იყო თავისი ობიექტურობით მისიანსაც და მოწინააღმდეგეს ერთნაირად უდგებოდნენ არავითარი მიკერძოება ცოტა გასაკვირია მათი ეს განცხადება ვინ ვინ და კლუბის მეპატრონემ(ჩაჩავა) და მთავარმა მწვრთნელმა(ჩხეტიანი) იციან რაც ხდება კლუბში ამიტომ შედეგზე და შიდა სამზარეულოზე ეგენი არიან პასუხისმგებელი.
ანდრია
საინტერესო ისაა რატო წავიდა ინვესტორი,იქნებ შეხედა რომ,მეპატრონე არაკეთილსინდისიერად განაგებდა თანხებს,ან პარტნიორობას შეპირდნენ და გადააგდეს,თუ გუნდს ბიუჯეტი,მართლა 8 მილიონი ქონდა,საინტერესოა აქედან მეპატრონეს,ჩაჩავას რამდენი მოჰქონდაამ და კიდე უფრო საინტერესოა ფონდიდან უეფადან და სპონსორიდან ჯამში რამდენი შემოვიდა და როგორ დაიხარჯა.მემგონი ხალხს რომლის ჯიბიდანაც ხდება კლუბების დაფინანსება აქვს უფლება იცოდეს რაში იხარჯება ბიუჯეტის თანხები.
ლევანი
ბოდიში რაზე აქვს მოსახდელი? სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებთ, სპონსორისგან დაფინანსებას იღებთ, უეფადან თანხა მიღებული გაქვთ და მაინც კრიზისში ხართ. პანჩურით არის თქვენი კლუბის ხელმძღვანელობა კლუბიდან გასაყრელი!
კახა
ბატონო ხვიჩა შტატის ავტორო სრული სიცხადისათვის მოგეყვანათ ნაწყვეტი მაინც კობიაშვილის განცხადებიდან, არცერთხარეს არ ვიცავთ ამიტომ ობიექტურობის თვის დადეთ კობიაშვილის ბრიფინგი. ისე რაც მანამდე ჩხეტიანის განცხადებები ვნახე სრულად მოწყვეტილი რეალობას ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა.
გიზოგ
ადექვატურობა აგვერია ქართველებს. ტორპედო ისე, როგორც დინამო, საქართველოს ფეხბურთის ისტორიაა და მთელი საქართველოს საყვარელი გუნდი იყო და ასეთად დარჩება. ნურავინ შეეცდება მის პრივატიზაციას. მითუმეტეს გუშინდელები.
ნუგზარი
ყველა კომენტარი წავიკითხე, აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს არსებობის უფლება, თუმცა ეს ვერ გაამართლებს კობიაშვილის ნათქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ "ჩხეტიანის კომენტარი სრული უაზრობა იყო"(მე ზუსტად არ ვიცი რომელ კომენტარზეა საუბარი და არც კობიაშვილისთვის მომისმენია, ამდენად მხოლოდ ამ სტატიას და კომენტარებს ვეყრდნობი), მიუხედავად იმისა, რომ ლევანს და ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას დიდად ვაფასებ და პატივს ვცემ, მაინც მინდა ვუთხრა-ასე პრეზიდენტები და პარლამენტის წევრები არ უნდა საუბრობდნენ.
vai vai
ბოდიშს ზუსტად ვიცი არ მოიხდის და არც აქვს მოსახდელი
საკვირველია
ქვევით მშვენივრად დაწერეს...უმჯობესია ჩაჩავას ჰკითხოთ იმ უცხოელებისგან თუ არ ჰქონდა მყარი გარანტიები რის იმედად აფორმებდა კონტრაქტებს და ინახავდა ამ შემადგენლობას?! კობიაშვილის ადგილზე ბევრად მეტ ხმაურს ავტეხავდი, ხომ არ გავიწყდებათ ხალხის ფული რომ გირიგდებათ კლუბებში?
tngh
ფინანსური კრიზისი გუნდის აქციონერმა (მეპატრონემ) უნდა მოაგვაროს, და არა ფედერაციამ!!!
a.a.
tqven mgoni prezidenti ageriat, visac bodishi aqvs tqventan mosaxdeli imas moaxdevinet.
s..s
პინანსური კრიზისი გაქვტ და პრეზიდენტი როგორ უნდა დაგეხმაროტ? ვისაც კრიზისი აქვს პინანსური ყველას პედერაციამ უნდა უხადოს ვალები? ჯობია სხვას მოკიტხოტ ტქვენ კრიზისზე პასუხი ოქროს მტებს რო გპირდებოდატ.
დათო
არ ვიცი, შეიძლება ფეხბურთელებს და მწვრთნელს საყვედური არ ეკუთვნით, მაგრამ, ხელმძღვანელობას ეკუთვნის ნამდვილად! ფედერაცია ჩვენი ქვეყნის კვალობაზე უამრავ ფულს უხდის კლუბებს წარმატებისთვის, დამატებით თანხებს აძლევს სპონსორის მოზიდვის შემთხვევაში .. ასევე საკმაო თანხა მიიღო ტორპედომ ევროტურებიდან .. ფედერაცია ამ მხრივ თავის მოვალეობას ასრულებს ბოლომდე .. ასევე, თუ ზაალ ჩაჩავა ბიზნესმენია, ეცოდინება რომ მყარი გარანტიების გარეშე არცერთი ბიზნესმენი არ ამტკიცებს ბიუჯეტს, ტორპედოში როგორ დაამტკიცა? ..
ჩვენ ვართ ტორპედო!..
რაც წლევანდელი სეზონი დაიწყო სამი თვეა ხელფასები არ ერიცხებათ! ნუ არც ბონუსები რათქმაუნდა!
დემე
გუნდი გეშლებათ და ამ კრიზისში ფედერაციის პრეზიდენტის სიტყვები გემწარათ ყველაზე მატად?
zaza
რატომ უნდა მოიხადოს ბოდიში?? მუნიციპალიტეტი და სახელმწიფო ინახავს ძირითადად კლუბებს ისევ ჩვენი ჯიბეებიდან. მეორეც ნორმალური ინვესტორი არ ჩერდება ამ ფეხბურთში და ეგაა ყველაზე დიდი პრობლემა. თუ ინვესტორი არ იქნება ძვირადღირებული ფეხბურთელები რომ არ გაჩერდებიან ეს ხო ბუნებრივია და რა ქნას ფედერაციამ, ანუ ფეხბურთის ფედერაცია გახდეს კლუბის მეპატრონე და შეინახოს თუ რა ქნას?? სულ რამდენიმე კლუბს ჰყავს კერძო მესაკუთრე და თუ კლუბს კერძო მესაკუთრე არ ჰყავს იქ განვითარებაზე ლაპარაკი ძალიან ძნელია!!!
gio
როგორ ყველა იმუქრება )) უკიდურესად როგორ გააპროტესტებენ საინტერესოა ))
DAVE
ძალიან მაინტერესებს და მსურს გამოქვეყნდეს ტორპედოს ფეხბურთელების და მწვრთნელების ყოვეთვიური ხელფასი, ან თვითონ გომივიდნენ და თქვან რამდენი აქვთ და ასევე რა თანხა აქვთ აღებული მიმდინარე წელს და რამდენს შეადგენს დავალიანება. თორე რაღაც ბუნდოვანებით მოცულია ეს ყველაფერი და დროა ნათელი მოეფინოს.
giorgi
ნათქვამია "კარგ მთქმელს, კარგი გამგონე უნდა"-ო... :)
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა