სუპერლიგის 2018-19 წლების სეზონის ბრონჯაოსპრიზიორი საკალათბურთო კლუბი “მგზავრები” გახდა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შარშანდელი შედეგი გაიმეორა: წინა სეზონის “ბრინჯაოს” მატჩში “მგზავრებმა” “რუსთავი” დაამარცხა, წლეულს კი ბერიშვილის გუნდმა მოქმედ ჩემპიონ “დინამოს” აჯობა და კვლავ საპრიზო ადგილზე გავიდა.

მესამე ადგილისთვის მატჩი ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და ის დინამოელთა აშკარა უპირატესობით დაიწყო. მერაბ ბოქოლიშვილის, დემაგოი ბუბალოსა და მიხეილ ჭოჭუას ქულებით ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი გუნდი 10:0 დაწინაურდა, თუმცა “მგზავრებმა” თამაში მალევე გადააწყო, დაცვა გაამაგრა და კონტრშეტევებზე გადავიდა. სწრაფ თამაშში “მგზავრებს” სუპერლიგაში თითქმის ვერავინ სჯობს – ბერიშვილის გუნდს თუ წაუვიდა, სწრაფი გარღვევებით მყისიერ შედეგ აღწევს და ასე იყო ამჯერადაც. ანგარიში 15:15-ზე გათანაბრდა, ხოლო პირველი პერიოდი 17:17 დასრულდა.

მეორე ათწუთეულიდან თანაბარი თამაში გაჩაღდა, თუმცა პერიოდის დასკვნით 2 წუთში “მგზავრებმა” ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს. ადრიან ბოუის, კახა ჯინჭარაძისა და სოსო გოგნაძის შედეგიანობით ანგარიშში სხვაობამ 10 ქულას მიაღწია, ხოლო დიდ შესვენებამდე ორიოდ წამით ადრე გიორგი ქავთარაძემ შედეგიანი გარღვევა ზუსტი ბონუს-საჯარიმოთი დააგვირგვინა და “მგზავრებმა” ტაიმი 43:30 მოიგეს.

შესვენების შემდეგ თამაშის სცენარი არ შეცვლილა. “დინამომ” ვერ მოუნახა “მგზავრების” დაცვას გასაღები და დარჩენილი დრო ისე გაილია, ვითარება არ დაძაბულა. ბუბა ბერიშვილის გუნდი დამაჯერებლად, ზედმეტი გართულებების გარეშე მივიდა გამარჯვებამდე და სუპერლიგის მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

გამარჯვებულებს 21 ქულითა და 8 პასით ადრიან ბოუიმ ულიდერა. 12 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა სოსო გოგნაძემ, რომელმაც სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ითამაშა. 11 ქულა - რევაზ ჩაჩანიძემ, ხოლო 10 კახა ჯინჭარაძემ მოაგროვა. “დინამოში” 18 ქულითა და 10 მოხსნით დემაგოი ბუბალო გამოირჩა, 17 ქულა მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზეა.

მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოებაზე “მგზავრების” მოთამაშეებსა და მწვრთნელებს ბრინჯაოს მედლები და შესაბამისი სიგელი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ, ზაზა ღონღაძემ გადასცა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები "დინამო" და "ოლიმპი" არიან
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს