ქართულ საკლუბო ფეხბურთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაღმასვლის ხანა დაუდგა, ეს კი სხვა ბევრ მიზეზთან ერთად, იმითაც იყო გამოწვეული, რომ უამრავი პრობლემის ფონზე ფეხბურთისთვის არავის ეცალა. თუმცა, მანამდე იყო აღმასვლა, ბევრი ჯილდო და დიდი აღიარებაც.

ბოლო პერიოდში ქართულმა ფეხბურთმა ისევ დაიწყო განვითარება, ამაში კი ფეხბურთელებთან ერთად პარტნიორ კომპანიებსაც დიდი წვლილი მიუძღვით. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია "ვითიბი ბანკის" როლი, რომელიც თავისი აქტივობებით მუდმივად ცდილობს, ქართული ფეხბურთი ძველებურ სიმაღლეზე დააბრუნოს.

1992 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას და უეფას წევრი გახდა და ინტერნაციონალურ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება მიიღო.

ყიფიანის, ჩივაძის, ხურცილავას, მესხის და მეტრეველის ეპოქა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად დასრულდა და დაიწყო ახალი, დამოუკიდებლობის შემდგომი ერა, სადაც მთავარ ვარსკვლავებად თემურ ქეცბაია, შოთა არველაძე, კახა კალაძე, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი და სხვები მოგვევლინნენ.

მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ფონის გადასაფარად აუცილებელი იყო, მსოფლიოს ეღიარებინა საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამ საქმეში ფეხბურთმა ძალიან დიდი როლი ითამაშა.

საბჭოთა კავშირის საზღვრებში ჩაკეტილმა ფეხბურთელებმა ნელ-ნელა ევროპაში მოღვაწეობა დაიწყეს და საკუთარი ქვეყნის სახელი მრავალჯერ გააჟღერეს ევროტურნირებსა თუ სხვადასხვა ქვეყნის ლიგებში…

"ანორთოსისის" ლეგენდა თემურ ქეცბაია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საქართველოს სახელი ევროპის მასშტაბით გაიტანა. ის 1992 წელს თბილისის "დინამოდან" კვიპროსულ "ანორთოსისში" გადავიდა, სადაც კარიერის განმავლობაში 3-ჯერ დაბრუნდა (ერთხელ ფეხბურთელის რანგში, ორჯერ კი მწვრთნელის სტატუსით).

შემდეგ იყო საბერძნეთი, რასაც ქეცბაიას ბრიტანული ეპოქა მოჰყვა.

თემურ ქეცბაია 1997 წელს "ნიუკასლის" მოთამაშე გახდა და ამ გუნდის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ამოტვიფრა…

1997 წლის 27 აგვისტო

Video

27.08.1997. ზაგრები - ნიუკასლი 2:2

ხორვატიულ "ზაგრებთან" თემურ ქეცბაიამ გოლი მატჩის დამატებული დროის უკანასკნელ წუთზე გაიტანა და "ნიუკასლი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

თემურმა გატანილი გოლი მისთვის დამახასიათებელი ტემპერამენტით აღნიშნა.

შოთა არველაძე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი ვარსკვლავია. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია 61 მატჩში გატანილი 26 გოლით.

შოთას კარიერის განმავლობაში თბილისის "დინამოს", თურქული "ტრაბზონსპორის", ჰოლანდიური "აიაქსისა" და "ალკმაარის", შოტლანდიური "რეინჯერსისა" და ესპანური "ლევანტეს" რიგებში უთამაშია და არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაუტანია, თუმცა ამ სტატიაში მის ყველაზე ლამაზ გოლს გამოვარჩევთ.

2007 წლის 27 იანვარი

Video

შოთა არველაძის ულამაზესი გოლი ალკმაარის მაისურით

მატჩის 23-ე წუთზე შოთა არველაძეს ულამაზესი გოლი გააქვს. მკერდით იღებს, მეტოქის მცველს ელეგანტურად მარჯვენა ფეხით თავზე უგდებს და მარცხენით ყუმბარისებურად ურტყამს. მეკარეს შანსი არ აქვს, ბურთი ხარიხას ხვდება და მეტოქის კარში აღმოჩნდება.

კახა კალაძე ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელია. ის ერთადერთი ქართველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თან ეს მან 2-ჯერ მოახერხა.

პოზიციიდან გამომდინარე, კალაძეს არასდროს ევალებოდა გოლის გატანა, მისი მთავარი ფუნქცია კარის მშრალად შენახვა იყო, რასაც თავს შესანიშნავად ართმევდა. სწორედ ამ მიზეზით გაატარა საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა 9 წელი იმ დროისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში.

2006 წლის 14 აპრილი

Video

კახა კალაძის გოლი ინტერის კარში

იტალიის სერია A-ს დასრულებამდე დარჩენილი 5 ტური იყო. გათამაშებას მილანის "ინტერი" ლიდერობდა და ფაქტობრივად, ჩემპიონობა უკვე გაფორმებული ჰქონდა.

"მილანი" კი ოთხეულისთვის იბრძოდა და აღნიშნულ მატჩში გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა, ამას კი ისიც ემატებოდა, რომ ეს კლუბები ერთმანეთის მოსისხლე მტრებად ითვლებიან. ისინი არა მარტო ერთ ქალაქს წარმოადგენენ, არამედ არენაც საერთო აქვთ.

კახა კალაძემ მთავარი მეტოქის წინააღმდეგ მატჩის ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე კლარენს ზეედორფის პასით გაიტანა.

საჯარიმოში ჩაგდებული ბურთი, მოულოდნელად, თავდამსხმელების დასახმარებლად ჩასული ქართველისკენ წავიდა, რომელმაც ბურთი მკერდით დაამუშავა და მარცხენა ფეხით ჟულიო სეზარის კარში გადაგზავნა.

"კალაძე, კალაძე" - სკანდირებდა ქართველი ფეხბურთელის გვარს ადგილობრივი კომენტატორი.

ლევან კობიაშვილი თამამად შეგვიძლია არა მარტო ქართული, არამედ გერმანული ბუნდესლიგის ლეგენდადაც მივიჩნიოთ.

ქართველი პირველ ადგილს იყოფს ბრაზილიელ ზე რობერტოსთან ერთად იმ უცხოელ ფეხბურთელებს შორის, ვისაც გერმანიის ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი შეხვედრა აქვს გამართული.

კობიაშვილი მთავარ ლიგაში 336-ჯერ გავიდა მოედანზე.

მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დიდი ნაწილი მარცხენა მცველის პოზიციაზე გაატარა, მას საკლუბო კარიერაში მნიშვნელოვანი გოლები მაინც გატანილი აქვს.

ის ერთადერთი ქართველია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა. ეს მან პსვ-სთან მატჩში შეძლო.

2006 წლის 5 ნოემბერი

Video

ლევან კობიაშვილის გოლი ბაიერნის კარში

ლევან კობიაშვილმა ულამაზესი გოლი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს, ოლივერ კანს გაუტანა და "შალკე" 2:0 დააწინაურა.

ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი საჯარიმოს გარედან მარცხენა ფეხით უძლიერესი დარტყმით აიღო. ოლივერ კანს შანსიც არ ჰქონია.

ქართველები საბჭოთა კავშირის პერიოდშიც და მას შემდეგაც გამოირჩეოდნენ საფეხბურთო ნიჭითა და ინდივიდუალური ოსტატობით.

ამ მხრივ კი ნამდვილად გამორჩეული იყო გიორგი ქინქლაძე, რომლის მთავარი პრობლემა ქართული ხასიათი იყო.

გიორგიმ შესანიშნავი პერიოდი გაატარა "მანჩესტერ სიტიში", რომელიც თანამედროვე ფეხბურთის გრანდად ითვლება და მიუხედავად იმისა, რომ ამ კლუბში ბოლო წლებში უამრავმა ვარსკვლავმა ითამაშა, გულშემატკივრების გულებში ქართველი მაინც მთავარ ლეგენდად დარჩა.

1996 წლის 16 მარტი

Video

გიორგი ქინქლაძის ულამაზესი გოლი

გიორგი ქინქლაძე ბურთს მოედნის ცენტრთან ახლოს იღებს, მეტოქის კარისკენ მიიწევს, გზად რამდენიმე ფეხბურთელს უმარტივესად იშორებს და მეკარეს ბურთს თავზე უგდებს.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მნიშვნელოვანი და ლამაზი გოლებისა, რომლებიც ქართველმა ფეხბურთელებმა სხვადასხვა დროს სხვადასხვა კლუბის სახელით გაიტანეს.

იმისთვის, რომ ქართველებმა მომავალშიც გააგრძელონ მნიშვნელოვანი გოლების გატანა, აუცილებელია, მეტი ბავშვი ჩაერთოს სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობაში.

ბავშვების ჩართულობის გაზრდა "ვითიბი ბანკის" ფედერაციასთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. სწორედ ამიტომ სხვა მრავალ აქტივობასთან ერთად "ვითიბი ბანკი" ორი მნიშვნელოვანი საბავშვო ტურნირის - "ვიტალი დარასელიას სახელობის თასისა" და თბილისის ბავშვთა საფეხბურთო გუნდების ჩემპიონატის მხარდამჭერი და დამფინანსებელია.

"ვითიბი ბანკის" მიერ ბავშვთა საფეხბურთო ტურნირებისა და ზოგადად, ფეხბურთის მხარდაჭერა აუცილებლად შეუწყობს ხელს იმას, რომ მომავალში ქართველმა გულშემატკივრებმა მათი საყვარელი ფეხბურთელები უმაღლესი დონის კლუბებში იხილონ.

წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბავშვთა ფეხბურთში ინვესტიცია ხელს უწყობს მომავალში წარმატებული მოთამაშეების ჩამოყალიბებას - "ვითიბი ბანკი" კი ამ მხრივ ქართული ფეხბურთის მთავარი პარტნიორია.

ჩორნა
ავტორ რონალდინიო რატო გამოტოვე ისიც ქართველი იყო!)))
gio
თუ საქართველოს გაცნობაზეა საუბარი, შოთას გამოვარჩევდი, თან ძალიან მაგარიც იყო (გოლის გატანა იცოდა), შემდეგ ქინქლაძე, კალაძე, კობიაშვილი. სამწუხაროდ დღეს ასეთი ფეხბურთელები აღარ გვყავს.
TTZZ
ალბათ ნინელი

უბრალოდ უცოდინრობის ბრალია.
ბაჩი
თეთრაძე არც ეროვნებით ყოფილა ქართველი და კარიერაც არ რუსულ ნაკრებს მიუძღვნა,ამიტომ ვიღაცეები სანამ ვინმეს რამეში დასდებდეთ ბრალს მანამ გაერკვიეთ რაღაცეებში
დინამო თბილისი
კახი ცხადაძეზე გეთანხმები, კარგი ფეხბურთელი იყო(თუმცა სტატიაში ვინც ნახაენებია, ყველამ უფრო მეტს მიაღწია) თეთრაძეს თუ ქართველობა უნდოდა და ჩვენ მაგით გვეამაყა, რუსეთი არ უნდა აერჩია...
დინამო
ავტორმა ჯობია კარგად შეისწავლოს ქართული ფეხბურთის ისტორია! თემური და შოთა რათქმაუნდა არაჩვეულებრივი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ სადაა ომარ თეთრაძე? რომელიც პირველი ქართჱველი იყო რომელიც იტალიაში, რომას ღირსებას იცავდა! სადაა კახი ცხადაძე, რომელმაც გერმანიას საქართველო გააცნო??? მემგონი გუდავთ ხანდახან, ან სპეციალურად ასრულებთ ვიღაცის დაკვეთებს!
zura
თემურ ქეცბაია იყო არის და იქნება
ნიკა
ჭანკვეტაძე რომელია?პ ახალია ვინმე?
მიხაელ
კიდევ შეიძლებოდა დამატება ბევრი ფეხბურთელის ან საფეხბურთო მოღვაწის , კარგი სტატია იქნებოდა რომ არა ერთი ფაქტო . ეს ვითიბი ბანკი რა შუაშია ან სტატიაში ყურით რომ არის მითრეული და ამ ბიჭებთან რა კავშირი აქვს ? რა ღირდა ამ სტატიაში ამ ვაი ბანკის ჩაკვეხება
სტუმარი
ქინქი და შოთი მაინც განსაკუთრებულად ნიჭიერები იყვნენ მაგ თაობაში. მაგ დონის მოთამაშეები ეხლა რომ გვყავდეს ბელორუსთან და კოსოვოსთან მოგება სამათხოვრო არ გვექნებოდა. ჭანკვეტაძე შეიძლება მივიდეს მაგათ დონემდე 4-5 წელიწადში თუ მოინდომა.
ზორბეგი
Vtb-ს რეკლამის გარეშე არა?
გრიგოლ1408
თუ ზარმაცია ქართული ხასიათია და თუ შრომისმოყვარე ნეტა როგორი ხასიათია?
Musenbezi
გეთანხმები და ძალიან გამიკვირდა ცხადაძე რომ ვერ ვნახე ამ სიაში
შაკო
კახა ცხადაძეთი უნდა იწყებოდეს ეგ სია.
Mosexoneli
Aბა ევროპაში მოხუცუბს უვლიდნენ:)?მაგატმა ითAმაშEს აბა ახლა ტამაშOბენ?
ლევანი
სად იყო მაშინ საქართველო? დამოუკიდებლობის პირველი წლები რუსებად მოგვიხსენიებდნენ! ამ ბიჭებმა და კიდევ სხვადასხვა სფეროებიდან დაიწყო მსოფლიომ ჩვენი, როგორც საქართველოს გაცნობა.
დათო
:))))) შენ მაგარი ტყემალზე ზიხარ გეტყობა. თან იმდენად აზრზე არა ხარ ფეხბურთის რომ სირცხვილია ვინმემ სერიოზული კამათი დაიწყოს შენთან. ერთ პატარა რჩევას მოგცემ უბრალოდ სხვა დროს ნუღარ გაიმეორებ მაგ სისულელეს. დიდი ეჭვი მაქვს არ გამოიყენებ ამ რჩევას, მაგრამ მაინც...
ლაშა
ყველა ჩამოთვლილი ნიჭიერი იყო,მაგრამ ქინქი უნიჭიერესი!აი თანდაყოლილი ნიჭი რასაც ქვია,რომელსაც დახვეწა სჭირდება.
შოთა
შენ მაგარი ნაციონალი ხარ გეტყობა :)) მიშა მაგარია? :D
sdfffff
ფეხბურთელები რომლებიც საქართველომ მსოფლიოს გააცნო, თორემ მაგათ ფეხბურთი არ უთამაშიათ.
VTB
VTB და რუსეთის დროშაც ბარემ :(
გოგა
მაინც შოთა არველაძეს გამოვარჩევდი. შოთამ საკუთარი კლასით და გოლებით მიაღწია ყველაფერს და სადაც ითამაშა ყველგან ლიდერი იყო
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა
14 კაცით მძიმე ბრძოლაში - ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" დასანანი ფრე იტალიასთან
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
PREVIEW: საქართველო - ესტონეთი
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბათუმში "ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან
რა დანაკლისით ითამაშებს საქართველო სომხეთის წინააღმდეგ?
ვაისი: "ვინ უნდა გახდეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი"?
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
შენგელია: "ვერ დავნებდებით - ეს გულისწყვეტა ბევრი სიხარულით უნდა შეიცვალოს"
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
"ჟორჟი, ჩვენი ახალი ქართველი" - რა ვიდეოთი წარადგინა "აიაქსმა" მიქაუტაძე [VIDEO]
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა [VIDEO]
"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...