ფოტო: Guille Buelga

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შოტლანდიელ თანატოლებს თამაში დასკვნით მეოთხედში შემოუტრიალა და 2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება იზეიმა - 17:12.

ჩვენი გუნდის 12 ქულა - ლელო, ჯარიმა და 2 გარდასახვა გუნდის კაპიტნის, თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა, რომელიც დღეს იუბილარია და თანაგუნდელებმა მას შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთეს.

შედეგით კმაყოფილი დარჩა ჩვენი სამწვრთნელო შტაბი, თუმცა თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს იწვევდა, რაზეც მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა ისაუბრა:

"მოგება ყოველთვის კარგია და შედეგით კმაყოფილები ვართ. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, არ ვთვლით, რომ ეს ჩვენი გუნდის მაქსიმუმი ან მაქსიმუმთან მიახლოებული თამაში იყო. ვფიქრობთ, რომ ჩვენს გუნდს მეტის რესურსი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშის შედეგი სატურნირო თვალსაზრისით ბევრს არაფერს ცვლიდა, ბიჭები ღელავდნენ და ნერვიულობის ფონზე ბევრი შეცდომა დავუშვით. კარგია, რომ ასეთ ფონზეც მოვახერხეთ ინიციატივის დაუფლება და საქმის გამარჯვებამდე მიყვანა".

ფიჯისთან გადამწყვეტ მატჩში

მესამე მატჩის მოგებით "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა, თუმცა დარჩენილ ორ მატჩს მაინც მე-9 ადგილისთვის გამართავს. ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე ფიჯის ნაკრები იქნება, რომელიც "ალაფიდან" წელს დაწინაურდა.

ფიჯელებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაში დათმეს, თუმცა ყველა მათგანში იბრძოლეს და კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. პირველ შეხვედრაში კუნძულელებმა მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთს 2 ლელო გაუტანეს და 20:36 დამარცხდნენ; ასევე 2 ლელო გაიტანეს მასპინძელ არგენტინასთან და 14:41 წააგეს; ფიჯიმ უელსს 4 ლელო გაუტანა და ბონუსიც აიღო. 67-ე წუთამდე სხვაობა მხოლოდ 1 ქულა იყო, თუმცა საბოლოოდ უელსმა მეტოქე 44:28 დაამარცხა.

ფიჯის 17 ივნისს, საქართველოს დროით 20 საათზე როსარიოში ვეთამაშებით. მანამდე, 17:30 საათზე, მე-9 ადგილის მეორე ნახევარფინალში შოტლანდია იტალიას ხვდება. შეგახსენებთ, მომავალ წელს 20-წლამდელთა ჩემპიონატს იტალია მასპინძლობს და შესაბამისად, წელს ისინი ტურნირს არცერთ შემთხვევაში არ დაემშვიდობებიან. შესაბამისად, საქართველოსა და ფიჯის შეხვედრა სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა მეტოქის შესწავლა უკვე დაიწყო:

"ისე მოხდა, რომ ჩვენ და ფიჯის ყველა თამაში სხვადასხვა ქალაქში გვქონდა და მათი თამაში ჯერ არ გვინახავს. ახლა ცოტას დავისვენებთ და საღამოს (საქართველოს დროით გასულ ღამეს) მათი თამაშის ვიდეოანალიზი გვექნება. ანგარიშებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ფიჯი ძალიან კარგი გუნდი იქნება. ტრადიციულად, ეს გუნდი ძლიერია ღია თამაშში, ჰყავს დიდი და სწრაფი მოთამაშეები, რომლებიც განსაკუთრებით ძლიერები არიან ოფლოუდებისას. აქამდე აქცენტს იმ გუნდებზე ვაკეთებდით, რომლებთანაც თამაში გვიწევდა, ახლა კი მთლიანად ფიჯიზე გადავერთვებით" - ამბობს ამონაშვილი.

მწვრთნელები კმაყოფილები არიან ბიჭების ფიზიკური მდგომარეობით და ფიქრობენ, რომ მომდევნო შეხვედრას საუკეთესო შემადგენლობით შეხვდებიან:

"გასულ სამ თამაშში დიდი ენერგია დავხარჯეთ, თუმცა ჩვენ შევძელით ძალთა გადანაწილება, ყველა მოთამაშემ მიიღო გამოცდილება და მომდევნო თამაშისთვის ყველა მზადაა. მომდევნო ორი დღე აღდგენას დაეთმობა. გვექნება შეხვედრა სამედიცინო ჯგუფთან და მათგან მივიღებთ სრულ ინფორმაციას მოთამაშეების მდგომარეობის შესახებ".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

სოსო
ასეთი აუტის შემხედვარე,როგორ შეიძლება მაქსიმუმი იყოს.ადრევე ითქვა,რომ გუნდს მხტომელებში პრობლემები ჰქონდა,მაგრამ როგორც შოტლანდიასთან მატჩის მიწურულს ავიღეთ შოტლანდიელთა მოწოდება,ხომ შეიძლება ჩვენ აუტზეც დასაზღვევად წინ გავიდეს ერთი კაცი და გადაცდენილ ბურთს დაელოდოს.გასაგებია,რომ ეს ხაზზე კაცს მოგვაკლებს,მაგრამ ერთი ორჯერ ამის გაკეთება ვფიქრობ მაინც შესაძლებელი იქნება და შესაძლოა სწრაფი შეტევის ორგანიზებაშიც დაგვეხმაროს.
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან
18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად
ჩემპიონატებში დეფრიბლირატორების გამოყენება იწყება | ტრენინგს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა
U21 | ლატვია V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში რიგაში
დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს
[VIDEO] სანდროს 17 წუთი - "ტორონტომ" პრესეზონის პირველი მატჩი მოიგო
"მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს" - "იუნაიტედის" აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა
ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა
"თოფურიას ჩემგან მალავენ, რადგან მისი დამარცხება მხოლოდ მე შემიძლია" - არმან ცარუკიანი
"ოცნება არსად გამქრალა - სამომავლოდ "კვარას" ამ კლუბში გადასვლას არ გამოვრიცხავთ" - რას წერს Areanapoli ქართველზე?
[VIDEO] "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებს - შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა
22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
მამარდაშვილი: ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო
ჩაკვეტაძის "უოტფორდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
თედო აბჟანდაძე: თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით - ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის B დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2023 წელს აღდგება
თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის
U20. ახალი ზელანდია VS საქართველო - "არაფრის დათმობას არ ვაპირებთ"
მადლობა რწმენისთვის! - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ფიჯისთან მატჩს აფასებს
20 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი: რთული იქნება 12 უძლიერეს შორის დარჩენა, მაგრამ...
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
U20. კალათბურთი. პორტუგალია-საქართველო [LIVE]
ზურაბ ამონაშვილი: საფრანგეთთან კი არ გაგვიმართლა, გამარჯვება ჩვენი თამაშით მოვიპოვეთ
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" არგენტინასთან განადგურდნენ
ზურაბ ამონაშვილი: ამ ორ თამაშს დადებითად შევაფასებ - დაცვაში პრობლემები გვქონდა
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
U20. კალათბურთი. საქართველო-ესტონეთი [LIVE]
ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა
16-თვიანი პაუზიის შემდეგ - ქართველები არგენტინელების წინააღმდეგ!
18 წ. | ზურაბ ამონაშვილი: ზედმეტი ემოციებისთვის დავისაჯეთ