საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკის" აუზში დასასრულს უახლოვდება საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც ხუთი გუნდი მონაწილეობდა.

გასულ უქმეებზე აქ მეხუთე წრის სამი ტურის შეხვედრები გაიმართა. განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა მესამე ტურში ერთპიროვნულ ლიდერ "დინამოს" და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ "თბილისის" შეხვედრა. დინამოელებმა ამჯერადაც იყოჩაღეს და მატჩი ოთხბურთიანი სხვაობით მოიგეს - 12:8 (3:2, 5:4, 4:2, 0:0). ამავე დღეს "ლოკომოტივმა" "არენას" სძლია - 17:9 (4:2, 4:1, 3:3, 6:3).

IV ტური. "სპორტმენეჯმენტი" - "ლოკომოტივი" 8:22 (2:5, 2:7, 2:4, 2:6); "არენა" - "თბილისი" 4:24 (1:4, 1:8, 2:4, 0:8);

V ტური. "სპორტმენეჯმენტი" - "არენა" 9:11 (3:2, 1:5, 2:3, 3:1); ლოკომოტივი" - "დინამო" 0:5 (რკინიგზელები თამაშზე არ გამოცხადდნენ და ტექნიკური წაგება ჩაეთვალათ).

ამდენად, საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა 2018-19 წლების ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობა "დინამომ" მოიგო. მომდევნო ადგილებზე გავიდნენ: "თბილისი", "ლოკომოტივი", "არენა" და "სპორტმენეჯმენტი".

გუშინ ჩემპიონობისთვის მებრძოლი ოთხეულის ნახევარფინალური პაექრობები გაიმართა.

თბილისი-ლოკომოტივი 9:5

1:2, 2:0, 2:1, 4:2

თბილისი: კაპანაძე, ჩიქვინიძე, დიასამიძე, იმნაიშვილი (2), სამყურაშვილი, ხოხაშვილი, ჯახაია (2), კუჭუაშვილი, მესხი (1), მაგრაქველიძე (3), შუშიაშვილი (1), დადვანი, ბარაბაძე.

ლოკომოტივი: გარსევანიშვილი, ალავიძე, ბუღაძე, ფურცელაძე (1), ბაბუნაშვილი (1), ყავლაშვილი, რუსიშვილი (2), ივანიშვილი, ურუშაძე, გეგელაშვილი, წულუკიანი, ჩიკვაიძე (1), ქარჩილაძე.

ანგარიში მესამე წუთზე ჯახაიამ გახსნა, რასაც ლოკომოტიველთა ორი გოლი მოჰყვა. მეორე პერიოდში უპირატესობას თბილისელები ფლობდნენ - იმნაიშვილმა და მაგრაქველიძემ წინ გაიყვანეს "თბილისი", რომელსაც ინიციატივა საფინალო სასტვენამდე ხელიდან არ გაუშვია და ოთხბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა, რითაც ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

არენა-დინამო 7:16

1:4, 2:5, 2:7, 2:0

არენა: ჩხიკვიშვილი, ალავიძე, პეტიშვილი, ტყეშელაშვილი (2), იმნაიშვილი (2), გაბადაძე (1), კირიაკიდი, გოგიჩაიშვილი (2), გავაშელი, ჩხეიძე, ჩიქოვანი, გიორგაძე, ჭუმბურიძე.

დინამო: რაზმაძე, შავშიშვილი, ვაპენსკი (3), თეთრაძე (1), დვალი, ადეიშვილი (3), ხვედელიანი (3), ბაღათურია (1), რურუა (3), მემანიშვილი (1), თევდორაშვილი (1), ქართველიშვილი, გვეტაძე.

ჩემპიონატის ხუთივე ტურში "დინამომ" უპირობოდ აჯობა "არენას". ამიტომ, ცხადია, ნახევარფინალშიც ფავორიტად ის მიიჩნეოდა. დინამოელებმაც არ დააღალატეს ქომაგები.

პირველი სამი პერიოდის განმავლობაში ისინი თერთმეტი ბურთის სხვაობით დაწინაურდნენ. ამიტომ მეოთხე რვაწუთიან მონაკვეთში მეტი სათამაშო დრო სათადარიგოებს დაუთმეს. ეს პერიოდი "არენამ" 2:0 მოიგო, მაგრამ საერთო წარმატებისთვის ეს საკმარისი არ იყო. 19 ივნისს ის ბრინჯაოს მედლებისთვის "ლოკომოტივთან" გაარკვევს ურთიერთობას, ხოლო "დინამო" ფინალში ჩემპიონობისთვის "თბილისს" ორ მოგებამდე ეთამაშება.

კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
"ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
"დინამო თბილისი" ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს
წყალბურთი. "თბილისი" საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
წყალბურთის ისტორია და განვითარების ეტაპები საქართველოში
ლევან ბერიშვილი: ერთადერთი სპორტი ვართ ამ ეტაპზე, რომელსაც რეალურად აქვს შანსი, ოლიმპიურ თამაშებში შევიდეს
წყალბურთი. ჩემპიონატი: ლიდერებმა კვლავ გაიმარჯვეს
წყალბურთი. "არენა" 16-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა