ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს 7-ქალა რაგბის ნაკრები ლისაბონში "ალაფის" მეორე ეტაპზე ითამაშებს

საქართველოს 7-ქალა რაგბის ნაკრები ლისაბონში "ალაფის" მეორე ეტაპზე ითამაშებს

ფოტო: rugby.ge

საქართველოს 7-ქალა ნაკრები დღეს, გამთენიისას პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც 22-23 ივნისს რაგბი ევროპის "ალაფის" მეორე, დასკვნით ეტაპზე ითამაშებს.

პირველ ეტაპს ორი კვირის წინ ბუდაპეშტმა უმასპინძლა. ჩვენმა გუნდმა ორი თამაში მოიგო, ერთი ჯგუფურ ეტაპზე, ერთი პლეი-ოფში და 12 გუნდში მე-10 ადგილი დაიკავა.

7-ქალამ შარშან "კონფერენც დივიზიონი" მოიგო და "ალაფაზე" აღზევდა, წელს კი მიზნად მეორე დონეზე ადგილის შენარჩუნებას ისახავს. ამისათვის საჭიროა, რომ ჯაბა მალაღურაძის შეგირდები ორი ტურის ჯამში ათეულში მოხვდნენ.

ლისაბონში საქართველოს ნაკრები "გ" ჯგუფში, ჩეხეთის, ფინეთისა და უნგრეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს. ტურნირს ჩეხებთან მატჩით ვხსნით და ის 22 ივნისს, საქართველოს დროით 14 საათზე დაიწყება; 17:07 საათზე ფინეთს ვხვდებით, რომელსაც ორი კვირის წინ უნგრეთშიც ვეთამაშეთ და ერთი გარდასახული ლელოთი ჩამოვრჩით (5:12); ხოლო ჯგუფურ ეტაპს 19:52 საათზე უნგრეთთან მატჩით ვასრულებთ, რომელსაც ორი კვირის წინ ჯგუფურ ეტაპზე 26:5 მოვუგეთ, მე-9 ადგილისთვის შეხვედრა კი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა - 21:7.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე ფიქრობს, რომ პირველ ეტაპზე გუნდს მეტის მიღწევა შეეძლო:

"უნგრეთში გამართულმა შეხვედრებმა დაგვანახა, რომ მთლიანობაში მეტის მიღწევა შეგვეძლო. ფინეთთან ორი ნაღდი ლელო ვერ გავიტანეთ, მაგრამ მაშინ, როდესაც წინ მეტოქე აღარ რჩებოდა, ერთხელ ბურთი დაგვივარდა და მეორედ წინ პასი გავაკეთეთ. არადა, ეს რომ მოგვეხერხებინა, ზედა 8 გუნდს შორის მოვხვდებოდით. უნგრეთი ჯგუფურ ეტაპზე დავამარცხეთ, პლეი-ოფში კი ტრავმირებული მოთამაშეები დაგვაკლდნენ და სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ახლა ამ გუნდებს ლისაბონში შევხვდებით. ასევე ვეთამაშებით ჩეხეთს, რომელსაც დიდი, სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი გოგონები ჰყავს. ამ გუნდს ბონის ტურნირზე შევხვდით და თუ შეცდომებს არ დავუშვებთ, მათთან წარმატებაზე ფიქრი შეიძლება. მთლიანობაში, გვქონდა პატარ-პატარა ხარვეზები, რომელთა გამოსწორების შემთხვევაში ბევრად უკეთესი შედეგი გვექნება, ვიდრე პირველ ეტაპზე გვქონდა".

პირველი ეტაპის შემდეგ გუნდში ერთი ცვლილებაა. ანი კაპანაძის ნაცვლად, ლისაბონში მარიამ გოგუაძე მიდის, რომელმაც ტრავმა მოიშუშა. უნგრეთში პირველსავე მატჩში დაშავდა გუნდის კაპიტანი ქეთი მოდებაძე, რომელიც ახლა სრულ მზადყოფნაშია.

ბუდაპეშტიდან დაბრუნების შემდეგ გოგონებმა რამდენიმე დღე დაისვენეს, რის შემდეგაც 4-დღიანი შეკრება გაიარეს მარტყოფის ბაზაზე.

"უნგრეთში გამოჩნდა, რომ გადაღლილები ვიყავით და გოგონებს დასვენების საშუალება მივეცით. გვქონდა შეკრება მარტყოფში, სადაც რელაქსაციისა და სპორტული თვალსაზრისით იდეალური პირობებია. ვიმუშავეთ შეცდომების გამოსწორებაზე, გვქონდა ვიდეოანალიზი და ვფიქრობთ, ახლა სრულ მზადყოფნაში ვართ. მიზანი "ალაფაზე" ადგილის შენარჩუნებაა და პორტუგალიაშიც იმედიანად მივემგზავრებით" - ამბობს მალაღურაძე.

ლისაბონში ითამაშებენ: სალომე მაკასარაშვილი, ნათია გავაშელი, თეონა ჩიტაიშვილი, თიკა სიხარულიძე, სალომე საღარაძე, ქეთი მოდებაძე, ნიკოლ გალუზინსკაია, თაკო მანაგაძე, მარიამ გოგუაძე, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ლიკა პერტაია.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ

პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ

"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა

ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა

ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...

მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი

ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა

"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება

18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი

"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა

ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა

დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა

ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?

გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა

მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს

რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა

იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა

ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს

"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

7-კაცა და 7-ქალა დუბაის ტურნირზე

გიორგი მაისურაძე - ქალთა რაგბის ახალი მთავარი მწვრთნელი

ორი გუნდით და ორი მსაჯით დუბაიში

ქართული რაგბის სუპერკვირა

7-ქალას ახალი ისტორია – გოგონებმა ელიტის საგზური მოიპოვეს

7-ქალა | ჯაბა მალაღურაძე – ვიცოდით, რომ ყველაფერი ჩვენს ხელში იყო

საქართველოს შვიდქალა ნაკრებმა "ათენის თასი" მოიგო