საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს ამხანაგურ შეხვედრაში სამხრეთ კორეის ნაკრებს და 8 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, თუმცა ჩვენი "ჭირიდან" გამომდინარე, ვლადიმირ ვაისს, ტრადიციულად, ძალიან რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს. ვინ შეიძლება შეარჩიოს სლოვაკმა? ან როგორ ფორმაში არიან ნაკრების ფეხბურთელები? ვნახოთ, რა არჩევანი გვაქვს.

მეკარეები

გიორგი ლორიას მცირე დაზიანების გამო "ანორთოსისის" ამხანაგური შეხვედრის გამოტოვება მოუწია. კვირას მისი კლუბი ჩემპიონატში პირველ შეხვედრას გამართავს და რამდენად იქნება მოედანზე, ჯერ კიდევ საკითხავია. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშაა, იქნება თუ არა ის ნაკრებთან ერთად.

გიორგი მაკარიძე მწყობრშია, თუმცა ბოლო შეხვედრა "პორტუსთან" რთული გამოუვიდა, რადგან მის კარებში 4 გოლი გავიდა. რაც შეეხება როინ კვასხვაძეს, მას "ტორპედო" არ დაუტოვებია და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს.

დაცვა

ცენტრალურ დაცვაში დიდი პრობლემები გვაქვს. საბა კვირკველიამ გაურკვეველი მიზეზებით "ლოკომოტივში" სათადარიგო სკამისკენ გადაინაცვლა. ანალოგიური მდგომარეობაა უკრაინაშიც - დავით ხოჭოლავა "შახტარის" სკამზეა. გურამ კაშიას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს, თუმცა მის ასპარეზობაში რეგრესი შეინიშნება.

ლაშა დვალი "ფერენცვაროშში" უცვლელია, მისი გუნდი ევროპა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის და ქართველი ფეხბურთელის როლი საკმაოდ დიდია. ჯიმი ტაბიძესაც "უფაში" ენდობიან და უცვლელი ფიგურაა.

რაც შეეხება დაცვის ფლანგებს, ბოლო რამდენიმე შეხვედრა ოთარ კაკაბაძემ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნა. გიორგი ნავალოვსკის ბათუმის "დინამოში" სათამაშო დრო არ აკლია; რაც შეეხება ლევან ხარაბაძეს, "ციურიხში" ენდობიან და ქართველიც იმედებს არ უცრუებს. გია გრიგალავა კი ტულის "არსენალში" თავს იდეალურად გრძნობს და დაცვაშიც კარგად ირჯება.

ნახევარდაცვა

სერიოზული პრობლემები გვაქვს საყრდენ ზონაში, ჯაბა კანკავა ყვითელი ბარათების გამო დანიასთან შეხვედრას გამოტოვებს და შესაძლოა, ვაისმა არც გამოიძახოს. რაც შეეხება ნიკა კვეკვესკირს, ტრავმა აქვს და ნაკრებს ისიც ვერ დაეხმარება.

ამ ფონზე იდეალურ ფორმაშია ვაკო გვილია, რომელიც პოლონეთის ლიგასა და "ლეგიას" კარგად შეეწყო, გუნდში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ნაკრებშიც დიდი ძალა იქნება. ლაშა პარუნაშვილს კლუბში სათამაშო დრო არასდროს არ აკლდა და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დანიასთან განმეორებით შეხვედრაშიც ალბათ ძირითად შემადგენლობაში იქნება.

გიორგი აბურჯანიას "ტვენტეში" გადაბარგების შემდეგ ჯერჯერობით სათადარიგო ფეხბურთელის როლი აქვს მორგებული და მოედანს ძირითადად შეხვედრის მეორე ნახევარში სტუმრობს. ძალიან მცირე შანსია, თუმცა უსაყრდენობის გამო შეიძლება მურთაზ დაუშვილიც ვიხილოთ, მაგრამ მის გამოძახებას ჯობია ვლადიმერ მამუჩაშვილს ან ნიკა ნინუას მისცემოდათ შანსი, მათ პერსპექტივა მაინც აქვთ.

რაც შეეხება შეტევას, გიორგი ჩაკვეტაძე ოქტომბრამდე მოედანს ვერ დაუბრუნდება. გიორგი პაპუნაშვილმა ტრავმა მოირჩინა, თუმცა "სარაგოსაში" ჯერჯერობით დრო არ ეძლევა. ვახტანგ ჭანტურიშვილი კი კლუბის განაცხადში არ ჩანს. ჯანო ანანიძე "სპარტაკში" დაბრუნდა და მოსკოვურ ოცნებას აგრძელებს. თავიდან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ბოლო შეხვედრები უკვე სათადარიგოზე გაამწესეს. ჯაბა ჯიღაური ეროვნულ ლიგაში გოლებით დაბრუნდა. ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ვაისი მას იცნობს და შეიძლება გამოიძახოს კიდეც.

გიორგი მერებაშვილი "პლოცკში" 90 წუთს თამაშობს, თუმცა ისეთი აქტიური ვეღარ არის. ანალოგიური ითქმის ოთარ კიტეიშვილზეც, ბოლო თამაშები იდეალური არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, გიორგი ხარაიშვილი შვედეთში უფრო შესამჩნევი ფიგურა ხდება და ნაკრებისთვის შესანიშნავ ფორმაშია. საბა ლობჟანიძე სატრანსფერო ამბებშია გახვეული. მისთვისაც და ნაკრებისთვისაც კარგი იქნება, თუ უფრო ძლიერ კლუბში გადავა, რადგან მას მეტი შეუძლია, ვიდრე "რანდერსია".

თუმცა ნაკრებში ლიდერის ფუნქციას, დიდი ალბათობით, ვაკო ყაზაიშვილი მოირგებს, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და წინა სეზონში მოთამაშე ყაზაიშვილს სულაც აღარ ჰგავს. ამავდროულად, მოსალოდნელია ნაკრებში თორნიკე ოქრიაშვილის დაბრუნებაც, რომელიც ჯანმრთელადაა და "ანორთოსისის" ამხანაგურ შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობდა. ლუკა ზარანდია ბელგიაში დაბრუნდა, ეს ჩემპიონატი კი გაცილებით მაღალი დონისაა, ვიდრე პოლონეთის."ზულტე ვარეგემი" არ არის ძლიერი კლუბი, მაგრამ სათამაშო ასპარეზი შედარებით მაღალი დონის აქვს. შესაბამისად, ამ სიტუაციაში ვაისმა აუცილებლად უნდა მისცეს შანსი.

სანაკრებო განაცხადში ხვიჩა კვარაცხელიასაც უნდა ველოდოთ და არ გამოვრიცხოთ, რომ მას სტამბულში ზურიკო დავითაშვილიც ჩაჰყვეს, რომელიც ნაკრების დებიუტანტი იქნება. ამავდროულად, შესაძლოა ნაკრებში კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი ლევან შენგელიას სახით ვიხილოთ, რომელსაც ვაისი პირადად აკვირდებოდა.

თავდასხმა

აქ კი, ტრადიციულად, კატასტროფული ვითარება გვაქვს. ლევან მჭედლიძეს ტრავმა არ აქვს, მაგრამ უკლუბოდ იმყოფება. გიორგი ქვილითაია "გენტის" ბოლო შეხვედრაში განაცხადშიც ვერ მოხვდა.

ვატო არველაძემ "კორონაში" მოუკლო და სათადარიგო ფეხბურთელად იქცა. ნიკა კაჭარავას კი თემურ ქეცბაია "ანორთოსისში" ბოლომდე არ ენდობა. ელგუჯა ლობჟანიძე "თარაზში" არ ჩანს, დიდი ალბათობით, ტრავმირებულია.

P.S. ვლადიმირ ვაისის არჩევანი საკმაოდ რთულია. ვიმედოვნებთ, იმავე სიტუაციაში ერთა თასზეც არ აღმოვჩნდებით.

საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს ამხანაგურ შეხვედრაში სამხრეთ კორეის ნაკრებს და 8 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება,

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, თუმცა ჩვენი "ჭირიდან" გამომდინარე, ვლადიმირ ვაისს ტრადიციულად ძალიან რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს. ვინ შეიძლება შეარჩიოს სლოვაკმა? ან როგორ ფორმაშია ნაკრების ფეხბურთელები? ვნახოთ რა არჩევანი გვაქვს.

მეკარეები

გიორგი ლორიას მცირე დაზიანების გამო "ანორთოსის"ამხანაგური სეხვედრის გამოტოვება მოუწია, კვირას მისი კლუბი ჩემპიონატში პირველ შეხვედრას გამართავს და რამდენად იქნება მოედანზე ჯერ კიდევ საკითხავია. შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშაა იქნება თუ არა ის ნაკრებთან ერთად.

გიორგი მაკარიძე მწყობრშია, თუმცა ბოლო შეხვედრა "პორტუსთან" რთული გამოუვიდა, რადგან მის კარებში 4 გოლი გავიდა. რაც შეეხება როინ კვასხვაძეს, მას "ტორპედო" არ დაუტოვებია და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს.

დაცვა

ცენტრალურ დაცვაში დიდი პრობლემები გვაქვს. საბა კვირკველიამ გაურკვეველი მიზეზებით "ლოკომოტივში" სათადარიგო სკამისკენ გადაინაცვლა, ანალოგიური მდგომარეობაა უკრაინაშიც დავით ხოჭოლავა "შახტარის" სკამზეა. გურამ კაშიას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს, თუმცა მის ასპარეზობაში რეგრესი შეინიშნება.

ლაშა დვალი "ფერენცვაროშში" უცვლელია, მისი გუნდი ევროპა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის და ქართველი ფეხბურთელის როლი საკმაოდ დიდია. ჯიმი ტაბიძესაც "უფაში" ენდობიან და უცვლელი ფიგურაა.

რაც შეეხება დაცვის ფლანგებს, ბოლო რამდენიმე შეხვედრა ოთარ კაკაბაძემ ძირითადი შემადგენლობა დაიბრუნა. გიორგი ნავალოვსკის ბათუმის "დინამოში" სათამაშო დრო არ აკლია, რაც შეეხება ლევან ხარაბაძეს "ციურიხში" ენდობიან და ქართველიც იმედებს არ უცრუებს.

ნახევარდაცვა

სერიოზული პრობლემები გვაქვს საყრდენ ზონაში, ჯაბა კანკავა ყვითელი ბარათების გამო დანიასთან შეხვედრას გამოტოვებს და შესაძლოა ვაისმა არც გამოიძახოს. რაც შეეხება ნიკა კვეკვესკირს ტრავმა აქვს და ნაკრებს ისიც ვერ დაეხმარება.

ამ ფონზე იდეალურ ფორმაშია ვაკო გვილია, რომელიც პოლონეთის ლიგასა და "ლეგიას" კარგად შეეწყო, გუნდში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ნაკრებშიც დიდი ძალა იქნება. ლაშა პარუნაშვილს კლუბში სათამაშო დრო არასდროს არ აკლდა და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ალბათ დანიასთან განმეორებით შეხვედრაშიც ძირითად შემადგენლობაში იქნება. გიორგი აბურჯანიას "ტვენტეში" გადაბარგების შემდეგ, ჯერჯერობით სათადარიგო ფეხბურთელის მაისური აქვს მორგებული და მოედანს შეხვედრის მეორე ნახევარში სტუმრობს.

რაც შეეხება შეტევას, გიორგი ჩაკვეტაძე ოქტომბრამდე მოედანს ვერ დაუბრუნდება. გიორგი პაპუნაშვილმა ტრავმა მოირჩინა, თუმცა "სარაგოსაში" ჯერჯერობით დრო არ ეძლევა. ვახტანგ ჭანტურიშვილი კი კლუბის განაცხადში არ ჩანს. ჯანო ანანიძე "სპარტაკში" დაბრუნდა და მოსკოვურ ოცნებას აგრძელებს, თავიდან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ბოლო შეხვედრები უკვე სათადარიგოდ განამწესეს.

გიორგი მერებაშვილი "პლოცკში" 90 წუთს თამაშობს, თუმცა ისეთი აქტიური ვეღარ არის. ანალოგიური ითქმის ოთარ კიტეიშვილზეც, ბოლო თამაშები იდეალური არ გამოუვიდა. სამაგიეროდ გიორგი ხარაიშვილი შვედეთში უფრო შესამჩნევი ფიგურა ხდება და ნაკრებისთვის შესანიშნავ ფორმაშია. საბა ლობჟანიძე სატრანსფერო ამბებშია გახვეული, მისთვისაც და ნაკრებისთვისაც კარგი იქნება, თუ უფრო ძლიერ კლუბში გადავა, რადგან მას მეტი შეუძლია ვიდრე "რანდერსია".

თუმცა ნაკრებში ლიდერის ფუნქციას დიდი ალბათობით ვაკო ყაზაიშვილი მოირგებს, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და წინა სეზონში მოთამაშე ყაზაიშვილს სულაც აღარ ჰგავს. ამავდროულად მოსალოდნელია ნაკრებში თორნიკე ოქრიაშვილის დაბრუნებაც, რომელიც ჯანმრთელადაა და "ანორთოსისის" შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობდა.

სანაკრებო განაცხადში ხვიჩა კვარაცხელიასაც უნდა ველოდოთ და არ გამოვრიცხოთ, რომ მას სტამბულში ზურიკო დავითაშვილიც ჩაჰყვეს, რომელიც ნაკრების დებიუტანტი იქნება. ამავდროულად შესაძლოა ნაკრებში კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი ლევან შენგელიას სახით ვიხილოთ.

თავდასხმა

აქ კი ტრადიციულად კატასტროფული ვითარება გვაქვს. ლევან მჭედლიძეს ტრავმა არა აქვს მაგრამ უკლუბოდ იმყოფება. გიორგი ქვილითაია "გენტის" ბოლო შეხვედრაში განაცხადშიც ვერ მოხვდა.

ვატო არველაძემ "კორონაში" მოუკლო და სათადარიგო ფეხბურთელად იქცა. ნიკა კაჭარავას კი თემურ ქეცბაია "ანორთოსისში" ბოლომდე არ ენდობა. ელგუჯა ლობჟანიძე "თარაზში" არ ჩანს, დიდი ალბათობით ტრავმირებულია.

P.S. ვლადიმირ ვაისის არჩევანი საკმაოდ რთულია, ვიმედოვნოთ იგივე სიტუაციაში ერთა თასზეც არ აღმოვჩნდებით.

GFF
მადლობა ვასო, მოწოდებულ ინფორმაციას გავაანალიზებთ და შემდგომი კონსულტაციისათვის დაგიკავშირდებით.
შოთა
ზარანდია სად თამაშობს?
ვასო
ვინაა საჭირო და ეხლავე გეტყვით. მაკარიძე, დვალი, ტაბიძე გრიგალავა, კაკაბაძე და ხარაბაძე- პარუნაშვილი, აბურჯანია, გვილია, ლობჟანიძე და ყაზაიშვილი. რუბინიდან სამივე გამოსაძახებელია, ებრალიძე ასევე. გამოსაძახებელია მალი, კოხრეიძე, ლაკვეხელიანი და შენგელია, ასევე მჭედლიშვილი რომ დაცვასი დაგეხმაროს საჭიროების შემთხვევაში. არანაირი აზრი არააქვს ამ ეტაპზე კაშიას, ლორიას, კვეკვესკირის, კანკავას, კვერკველიას, ნავალოვსკის გამოძახებას, რადგან ეს ჯგუფი ახალი ხალხის გამოსაცდელ-შესათამაშებლადაა გამოსაყენებელი და იმ ხალხს რომლებსაც ასაკის და სხვათა გამო რეგრესი აქვთ, ნაკრებში არაფერი არ ესაქმებათ. ასევე სათუოა ჯანო და ოქრის ფორმა, ასე რომ ახალი ხალხია საჭირო, თავის დროზე რომ დაწყებულიყო ძირეული როტაცია ნაკრებში, ამჟამად კაი გუნდი გვეყოლებოდა და არც დანიის არ შეგვეშინდებოდა. ვნახოთ, გარისკავს კი ვაისა? სხვა გზა მაინც არ აქვს
x.x
ქართველ ფეხბურთელებს ახასიათებთ ტრავმიანობა, მაგრამ არც თუ ისეთ ცუდ მდგომატეობაში ვართ, ათამაშოს ნინუა, შენგელია, ზარანდია. სტამბულში თამაში კი ნამდვილად არ არის სწორი კორეასთან და შემდეგ ორ დღეში დანიას ვხვდებით!
emigranti
მგონი ლაკვეხელიანის და მალის გამოძახება ურიგო არ იქნებოდა.

ფორმაშიც რო ყავდეს ყველა ხო რას ამბობ,დავანგრევთ დანიას:)
Sufta mwvrtneli xar
Gaushvit es kaci mwvrtnelad codnia yvelaferi
კახა
რისი ჟურნალისტი ხარ კარგ ფორმაში თუარ იცი რას ნიშნავს...
mdaaa
აბა ვინ არის საჭირო? ვასო?
გალაქტიონი
რა იგულისხმება კარგ ფორმაში?
შოკირებული გულშემატკივარი
ჯიბუტის რესპუბლიკამ ეროვნული ნაკრები ცუდი შედეგების გამო გააუქმა და ჩVენები თავის წაგებას სულ გულშემატკივრებს აბრალებენ
ვასო
ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ზოგი ჭირი მარგებელია და კაშია, კვერკველია, კანკავა, კვეკვესკირი, აღარც არიან საჭირო,,
Rrrr
ხო ახლა მაინც, ისვენებს 2020-ის არჩევნებამდე.დდ
ka
მაკარიძე ნავალოვსკი დვალი ტაბიძე კაკაბაძე აბურჯანია პარუნაშვილი გვილია კვარაცხელია ყაზაიშვილი დავითაშვილი
პნდ
მაკარიძე(ლორია)-კვირკველია(ტაბიძე), კაშია(დვალი), კაკაბაძე(მალი), ხარაბაძე(ნავალოვსკი/ლავეხელიანი)-პარუნაშვილი(აბურჯანია), გვილია(ნინუა)-ლობჟანიძე(შენგელია), ანანიძე(ხარაიშვილი), ოქრიაშვილი(კოხრეიძე)-ყაზაიშვილი(კვარაცხელია)
შოთა
მაკარიძე კაკაბაძე გრიგალავა დვალი ხარაბაძე გვილია აბურჯანია შენგელია ხარაიშვილი დავითაშვილი ყაზაიშვილი
Goga
კარში:მაკარიძე. დაცვა:კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, ხარაბაძე. საყრდენები:გვილია, აბურჯანია. შემტევები:პაპუნაშვილი, ყაზაიშვილი, საბა ლობჟანიძე. თავდამსხმელი:მიქალთაძე. შეცვლაზე: ხარაიშვილი, კვარაცხელია, ზარანდია.
Jordan Beli
ვეთანხმები ლაშას!!! მაგრა მინდა ნინუას ნახვა ნაკრებში,მგონია მაგრად მოინდომებს.ჯარიმას მაინც დაარტყავს .ხარაიშვილი მინდა კიდევ და რუბინის ტრიო.შენგელიაც უნდა ინახოს საქმეში. წარმატებები!!!
G.l.
დაუშვილი არა რა გეხვეწები ვაის... რა დაუშვილი კაცო? ბარემ კობახიძე გამოიძახეთ დნიპრო 7 დან.აი მიქელთაძე მინდა თავდასხმაში
ლაშა
რა აზრი აქვს გულშემატკივრის კომენტარს, მარა გული მაინც მოვიფხანოთ... დაცვის ცენტრში კვირკველია უთამაშებელიც შეუცვლელი მგონია, მაგას რომელიმე ცაცია ცენტრალური მცველი (დვალი, ტაბიძე, გრიგალავა) შეუწყვილოს, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება. ნახევარდაცვის ცენტრში დღეს გვილია ყველას სჯობია, გამიხარდება ნინუას თუ შეუწყვილებს, ძალიან მომწონს მაგ ბიჭის თამაში, მათ წინ აუცილებლად ყაზაიშვილი უნდა იყოს. შემტევებად შეიძლებოდა რუბინის სამეულის დაყენება, მარა ზარანდია ყველა ვარიანტში უნდა გამოიძახოს, სანამ სულ დაკარგა ლუკამ მოტივაცია.
მ. ტ.
ბრაზილიაში რამოდენიმე ნაკრებს აკეთებენ ხოლმე - მწვრთნელების, სპეციალისტების, გულშემატკივრების და მგონი, კარნავალში გამარჯვებული ლამაზმანების რჩევით დაკომპლექტებულებსაც... ჰოდა, ვაისს რომ ქრონიკული თავისტკივილი დროებით მაინც მოვუხსნათ, ერთხელ ჩვენც გვეცადა, რას დავკარგავთ?!... ნუ ახლა, მაინცდამაინც მოდელებით ნუ დავიწყებთ...
912
საერთოდ გავაუქმოთ ნაკრები ტყუილად იხარჯება თანხა
Vasil
დემეტრაძე გამოიძახე !!!!!!
gatuzo
კაი ხანია გრიგალა ფლანგზე აღარ თამაშონს, ცენტრალური მცველია
irakli
გალაქტიონ თავდამსხმელი მეტი არა გვყავს ?? რა მიკერძოებულად წერ ამ სტატიებს , დაწერე ბოლომდე და ყველა ახსენე ვინცაა სახსენებელი .. მაგალითად ბუდუ ზივზივაძე კარგ ფორმაშია ..
ლუკა
თავდამსხმელად ბექა მიქელთაძე უნდა გამოიძახოს, რადგან მუდმივი პრაქტიკა აქვს და შეტევის დროს ნებისმიერ ფლანგზე შეუძლია თამაში. მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძეა და მისი შემცვლელად ლევან გეგეჭკორს განვიხილავ.
goga
თუ ცოცხალია, ბებიამისი არ იქნება ცუდი ვარიანტი
zvio
უთავდამსხმელობის გამო აუცილებლად უნდა გამოიძახოს მიქელთაძე,ავტორს ვერ დავეთანხმები ნახევარდაცვასთან დაკავშირებით, აქ ძალიან კარგ ფორმაში გვყავს სემტევები დავითაშვილი, კვარაცხელია, ხარაიშვილი და ყაზაიშვილი. საყრდენებიც კარგები არიან აბურჯანია და გვილია. დაცვასაც ოპტიმისტურად ვუყურებ როგორც ცენტრში ასევე ფლანგებზე, ასე რომ წარმატებები ჩვენს ნაკრებს.
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..