საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სამხრეთ კორეასთან ამხანაგური შეხვედრისა და დანიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის მატჩისთვის ცნობილია. ვლადიმირ ვაისმა 27 ფეხბურთელს უხმო, რამაც არაერთგვაროვანი შთაბეჭდილებები დატოვა.

ხშირად არის, როდესაც სლოვაკს შემადგენლობის შერჩევისას აკრიტიკებდნენ, თუმცა ამჯერად გარკვეულ უსამართლობასაც აქვს ადგილი და ვერ ვიტყვით, რომ ეს საუკეთესოთა ნაკრებია.

ჯერ კიდევ სანამ შემადგენლობა გამოცხადდებოდა, ჩვენ ვწერდით, რომ ვაისს დიდი თავის ტკივილი ელოდა ფეხბურთელების შერჩევისას, თუმცა ეს არ ითვალისწინებდა გარკვეული საჭირო ფეხბურთელების განაცხადს მიღმა დატოვებას. შევეცდებით, პოზიციონირებით მივყვეთ.

მეკარეები

გიორგი ლორია და გიორგი მაკარიძე საქართველოს ნაკრების უცვლელი მეკარეები არიან, როინ კვასხვაძე კი სიაში ტრავმის გამო ვერ მოხვდა.

რაც შეეხება ლაზარე კუპატაძეს, მასზე უკეთესი ვარიანტებიც იყო: ლუკა გუგეშაშვილის, გიორგი მამარდაშვილის და მიხეილ ალავიძის სახით. თუმცა პირველ ორს ახალგაზრდულში უხმეს, მესამე კი სლოვაკისთვის უცნობია და ნაცნობი ვარიანტი გაიმეორა.

ყველაზე გასაკვირი და უცნაური ფაქტი ის არის, რომ ლაზარე კუპატაძე თავის კლუბშიც კი არ არის ნომერ პირველი მეკარე. ალავიძე პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და კუპატაძეს 2019 წელს ეროვნულ ლიგაში 2 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო ლუქსემბურგში - 3.

დაცვა

ცენტრალური დაცვის შემადგენლობა ლოგიკურიც იყო და კითხვებიც არ არის, მაგრამ როდის მერე გახდა ჯამბულ ჯიღაური ფლანგის მცველი? ერთხელ უკვე ვიხილეთ ვაისის მიერ მსგავსი არჩევანი და გვახსოვს მისი გადაწყვეტილების კრახიც.

ამავდროულად, ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ნიკა მალი უნდა იყოს ნაკრებში გამოძახებული. ამ ეტაპზე მისი საჭიროება ახალგაზრდულ ნაკრებში უფროა. შესაბამისად, არც უნდა ყოფილიყო. რადგან ოთარ კაკაბაძის შემცვლელების დიდი არჩევანიც არ გვაქვს, შეიძლებოდა ჯიღაურის თანაგუნდელის, ლევან გეგეჭკორის გამოძახება.

ნახევარდაცვა
ჯაბა კანკავა ნაკრებში რატომ უნდა გამოიძახო? ის დისკვალიფიკაციის გამო დანიასთან შეხვედრაში ვერ ითამაშებს და ამხანაგურ შეხვედრაში რა უნდა გააკეთოს ისეთი, რაც სლოვაკმა არ იცის ან არ უნახავს? თავისუფლად შეეძლო კანკავა დაესვენებინა და იმავე შემთხვევაში ლაშა პარუნაშვილი გამოეძახებინა.

დანიის ნაკრებთან რთული დაპირისპირებიდან გამომდინარე, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ მურთაზ დაუშვილს ვაისი ნაკრებში უხმობდა, რადგან ის კანკავას სტილის მოთამაშეა და მეტოქის შეტევების ჩაშლის პროცესში საკმაოდ დიდი როლი დაეკისრებოდა. ვაისის პრაგმატულობიდან გამომდინარე, დანიასთან სამ საყრდენ ნახევარმცველს მაინც უნდა ველოდოთ. გაფართოებულ შემადგენლობაშია ნიკა კვეკვესკირი, რომელსაც, თუ მოასწრებს გამოჯანმრთელებას, ალბათ, ნაკრებში ვიხილავთ.

ახლა კი ისეთ გადაწყვეტილებაზე უნდა ვისაუბრო, რაც ნებისმიერ შემთხვევაში სამარცხვინოა.

საქართველოს ნაკრები საერთაშორისო დონეზე სუსტი გუნდია. ჩვენ არ გვყავს ვარსკვლავები და თითოეული მოთამაშე ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. ჩვენს ნაკრებში მუდმივად არის ტრავმიანობა, ფეხბურთელები, რომლებსაც სათამაშო დრო არა აქვთ და არც ეს სანაკრებო პაუზა არის გამონაკლისი.

ამ დროს კი განაცხადს მიღმა დარჩნენ ლუკა ზარანდია და გიორგი ხარაიშვილი. ეს ორი ფეხბურთელი გამოძახებულ შემტევ ნახევარმცველთა 90 პროცენტზე უკეთეს ფორმაშია და ისინი უფრო მეტად იმსახურებდნენ ნაკრების განაცხადში ყოფნას. ლუკა ზარანდიას მიმართ არასათანადო დამოკიდებულება აქამდეც იგრძნობოდა. არ გამოვრიცხავთ, ეს გარკვეული მიკროკონფლიქტით იყოს გამოწვეული. ხოლო გიორგი ხარაიშვილის არგამოძახებას კი ახსნა არა აქვს.

ერთა ლიგამდე საქართველოს ნაკრებმა რა თამაშებიც უნდა ჩაატაროს, ყველა მატჩი ფორმალობაა და აუცილებლად უნდა მიეძღვნას "გუნდის" შექმნას, რომელიც გააზრებული კომბინაციებითა და გარკვეულ სათამაშო სქემაზეა მორგებული. ამ გუნდში ძირითადში თუ არა, სათადარიგოდ მაინც უნდა მოიაზრებოდეს ხარაიშვილი - ზარანდია, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ტრავმიანობიდან გამომდინარე, წამყვანი მოთამაშეების გარეშე ყოფნა ჩვენთვის ჩვეული პრობლემაა.

რაც შეეხება დებიუტანტებს, ორივე ფეხბურთელის სიაში მოხვედრა ვივარაუდეთ. "რუბინიდან" ნაკრებში მოხვდა ზურიკო დავითაშვილი და "დინამოდან" - ლევან შენგელია.

აგრეთვე, აღნიშვნის გარეშე არ მინდა ერთი ფაქტი დავტოვო, ყველა ნაკრები კოორდინირებული უნდა იყოს ერთმანეთთან. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევს ახლა იწყებს, მთავარ ნაკრებს კი შესარჩევით გასვლის შანსი არა აქვს. ხომ არ აჯობებდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ვაისს ცეცაძისთვის დაეთმო?

თავდასხმა

უთავდამსხმელობიდან გამომდინარე, ვაკო ყაზაიშვილს უკვე ფორვარდად მოვიაზრებთ, თუმცა ჯერჯერობით ამან შედეგი არ გამოიღო, თუმცა სხვა გზაც არ გვაქვს. არც სხვა არჩევანი გვაქვს, კარგა ხნის უთამაშებელ გიორგი ქვილითაის რომ არ ვუხმოთ.

კ ო მ ბ ლ ე
რავა ყველა გენიოსია! ეს ჯობდა, ის უფრო მაგარია! რო გადაადნო, ერთი გუცაევი არ გამოვა და საქმეა ეეს?!!
koba
მართალია, დავითაშვილი და კვარაცხელია ახალგაზრდულში უფრო გამოადგებოდა ნაკრებს!!!
Gio
ამ ეტაპზე დავითაშვილის და კვარაცხელიას პირველ გუნდში გამოძახებას არ ჯობდა რომ ახალგაზრდულში ეთამაშათ, უფრო არ გამოადგებოდნენ ცეცაძეს......
rezi
ეს ვაისია ვუისიი..ვინნ ურჩევს შემადგენლობას?
ვასო
რუბინიდან რომ ბიჭები ჰყავს გამოზახებული, მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეგენი ეხლა ახალგაზრდულში უფრო გამოდგებოდნენ და უფრო საჭირონი არიან იქ, ეს ერთი. ანანიძე, ოქრიაშვილი, კვერკველია, ჯიღაური და კანკავა ამ ეტაპზე არ იყო გამოსაძახებელი. ასევე ნაკრებში უალტერნატივოდ უნდა იყოს გამოძახებული ზარანდია, ებრალიძე, ხარაიშვილი და მჭედლიშვილი, ასევე თავდამსხმელი არა გვყავს და აგერ პოლონეთში სხირტლაძე ფორმაშია. ფედერაცია არის ნული, პირიქით ხელს უშლის ფეხბურთის განვითარებას და ნაკრებს. რატომ გგონიათ რომ ამათ ხელში ბელორუსს მოუგებთ ან კოსოვოს არ მესმის. ვერსად ვერ გავა ეს ნაკრები და მერე ვის დააბრალებენ საინტერესოა. ნეტა ვცდებოდე
s.s.
ჯერ ერთი ვინ დაგეგმა კორეასთან თამაში? თანაც სტამბულში? როცა 2 დღეში დანიას ეთამაშები! იძახებს ქვილითაიას, ჯიღაურს და ასე შემდეგ და არ იძახებს ზარანდიას, ვაისმა უკვე ამოწურა თავის რესურსი, ვერაფერს საინტერესოს ვეღარ აკეთებს. ნამდვილად გვყავს ფეხბურთელები რომლებითაც საშუალო დონის ნაკრების გაკეთება შესაძლებელია.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
ამ ორ შეხვედრაში, 5 და 8 საბოლოოდ გამოჩნდება ვაისის შესაძლებლობები, და თუ აზრიანად არ ითამაშა ნაკრებმა უნდა წავიდეს. კლასით დანიასთან დაბლა ვართ,მაგრამ მწვრთნელი მაშინ ითვლება ძლიერ მწვრთნელად როცა სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევ დანიისნაირ გუნდს საშუალო დონის ფეხბურთელებით,თორე ვარსკვლავებით არავის არაფერი გაუკვირდება.
გიგა
მე ზოგადად კარიერულ მიღწევებზე გელაპარაკები. ნახე მეთქი ვაისის მიღწევები და მერე ცხადაძის. არც შეადარო მაგ მხრივ ვაისს ცხადაძე. 2010 წელს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - იტალია ჩატოვა ჯგუფში ვაისის გაწვრთნილმა სლოაკეთმა სულ რომ სხვა არაფერი გითხრა.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
ვაისს არ ვიცავ მაგრამ... ზოგზოგიერთები არაბიძის არ გამოძახებასაც აპროტესტებდნენ და ლანძღავდნენ ვაისს, მაგრამ ეხლა გამოჩნდა რა დონეზეა არაბიძე, ხარაიშვილი თავის გუნდში გამორჩეულია მაგრამ ნაკრების შეკრებაზე, ვარჯიშზე დიდათ არ იწუხებდა თავს როცა ყავდა გამოძახებული.... ვაისის სიტყვებს ვციტირებ. ალბათ შეატყო ზერელე დამოკიდებულება და ამიტომ არ იძახებს, რაც შეეხება ხვიჩას და ზურიკოს, ძალიან მონდომებულებიც არიან და პროგრესირებენ,და ბელორუსიამდე მათაც დააკვირდება, ჩაკვეტაძემაც ერთა ლიგის თამაშებზე მოუმატა და ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა, ასე რომ ვაისს ნუ დავაბრალებთ დაბალი კლასის ფეხბურთელები რომ გვყავს რამოდენიმეს გარდა.
ემზარ დუისბურგი
გუგას -არა ჯიგარ ხარაიშვილი ს არგამოძახებაზე არაა მარტო საქმე ? უპრაქტიკო ჯანო და კანკავა რომ გამოიძახა მეთქი იმას ვამბობ? ხომ თქვა ვაისამ რომ ამ თამაშებს ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად გამოიყენებდა და ყველამ ვიცით რომ ასე უნდა იყოს ეს! და მერე რას მაიმუნობს კიდევ არა ,კაი ქვილითა უნდა დაგვეძახა ,აღარ გვაქვს მეთქი ვარიანტი და იმიტომ .....
ემზარ დუისბურგი
მეც მასე ვწერდი ადრე მარა რასაც ახლა აკეთებს ეს უკვე მეტისმეტია
ემზარ დუისბურგი
მეც ასე მგონია უკვე სამწუხაროდ .....და კიდევ მგონია რომ რახან ცხადაძემ ამათ თამაშის წესებს არ აყვა იმიტომ მოიცილეს ,აბა რას მივაწერო კობიმ რომ თქვა რამოდენიმე დღით ადრე არსად არ ვუშვებთ ცხადაძეს მე ვარ ამის გარანტიო თუ მისდაგვარი ,გახსოვთ ხომ?
ემზარ დუისბურგი
გიგას ...ერთი მითხარი ან ერთმა რას მიაღწია ან მეორემ? უფრო სწორედ კახას არ აცალეს ის მიეღწია რაც ვაისამ მიაღწია , და შენ ამას მიღწევას ეძახი ......კახამ იმ მოკლე ხანში მებრძოლი გუნდი ჩამოაყალიბა რომელიც სწორ ფეხბურთს თამაშობდა ....ვაისამ მხოლოდ გააგრძელა და ფეხბურთელების შერჩევაც არ იცის წესიერად .....და არც შეცვლები კიდევ ! ჩვენ უბრალოდ გაგვიმართლა რომ ბალტიკელები უბრალოდ ფორმაში არ იყვნენ და ადვილად მოვუგეთ ,კაზახეთთან ჯაკვეტამ გვიშველა და გიბლარტართან აღარ ვამბობ არაფერს.....ასე თუ გაგრძელდება მაგრა ჩავისვრით ბელორუსებთან და მაშინ მიხვდები რომ მე მართალი ვარ! ცხადაძე ნაკრებში!
გიგა
ვაისის მიღწევები ნახე და შემდეგ ცხადაძის და მერე დაფიქრდი შენი კომენტარის სისწორეში :))
გულშემატკივარი
ისე როდემდე უნდა ვუყუროთ ამ ვაისს?!ვინმეს იმედი აქვს რო ბელარუსს მოვუგებთ? და რომც მოვუგოთ სასწაულად შევრცხვებით ევროპაზე! შარშან რო ჯგუფი მოვიგეთ ლატვიასთან და ანდორასთან ზოგიერთებს პროგრესი ეგონათ ხო და კი გამოჩნდა ცოტა უკეთეს გუნდებთან რა პროგრესიც იყო...ეს ვაისი უკვე გასაშვებია სანამ ურემი ბოლომდე არ ამოტრიალდა თორე კი ხედავთ აგრძელებს ვაისი თავის არაპროფესიონალიზმს და არაადეკვატურობას!!!
გულშემატკივარი
დავიწყებ იქიდან რომ ცხადაძე ამაზე კვალიფიციური მწვრთნელია და ამაზე უკეთეს ნაკრდბსაც დააყენებდა ეჭვი არ მეპარება. როდის მორჩება ეს მაფიოზობანა ფედერაციებში ჩემი კაცი იმ მთავრობის კაცი ამ მთავრობის კაცი, ამასობაში ჭაობიდან ვერ ამოვდივართ. მეორე ის რომ რომც გავიდეთ ევროპაზე კი კარგია ყველას გაგვიხარდება მაგრამ მერე? ამ მწვრთნელით გჯერათ რო ჭღირსეულად ვითამაშებთ და ჩვენ სიტყვას ვიტყვით? მე არ მჯერა სამწუხაროდ. იმედია ვცდები იმედია
ჯონი
ეგენი კი თამაშობენ მარა ვინ უყურებს, ვაისი ნაკრების თამაშებისთვის ჩამოდის ისე საქართველოს არ ეკარება და ეროვნულ ლიგას ეგ არ უყურებს და ...
ჯონი
გალაქტიონმაც უნდა ჩაყოს ცხვირი და სხვა მისნაირებმაც, რომ მწვრთნელი იქნება თუ ფედერაცია 100 ჯერ დაფიქრდეს და ერთხელ გაჭრას
leri
გალაქტიონ თუ გამბედაობაა გამბედაობა იყოს და პრესკონფერენციაზე თამაშის მერე კითხე ვაისს იგივე! საინტერესოა რას გიპასუხებს.
გიო
მოდით რა რომის პაპზე დიდ კათოლიკებაფ ნუ მოგაქვთ თავი ! ჟურნალისტის გადასაწყვეტი არაა მწვრთნელი ვის გამოიძახებს , გარდა ამისა ყველამ იცის (და თუ სტატიის ავტორისთვის ცნობილი არაა უთხარით ), რომ ნაკრების სიას ფედერაცია ადგენს სამწუხაროდ ეს მანკიერი პრაქტიკა არ ამოიძირკვა !
თამაზი
გალაქტ6იონ ესაკია უკვე ნაკრების მწვრთნელია?ასე უაპელაციოდ რას ყოფს ცხვირს იქ საცა მისი ადგილი არაა?
გულშე-მ(ა)ტკივა-რი
ვფიქრობ მალიმ, ქიმაძემ, ლაკვეხელიანმა, ალთუნაშვილმა - საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და რაც მთავარია, ფიზიკურად ბოლომდე ითამაშეს. კარგად თამაშობენ ბათუმის დინამოს მეკარე და საყრდენი - მანჯგალაძე. ამის არ შემჩნევა არ შეიძლება....
ქუთაისელი
გადაგვაყოლებს ეს კაცი ამ ხუშტურებს.. ერთა ლიგის ნახევარფინალში, კაცმა არ იცის რომელი ნაფტალინიდან ამოღებული ფეხბურთელებით ვითამაშებთ.. ახლა თუ არ მივეცით კანდიდატებს შანსი, აბა როდის უნდა მივცეთ?
გიორგი
ვაისი სპეციალისტია (ჩვენთან თუ არა სხვაგან გარკვეული მიღწევები აქვს, ფაქტია) მაგრამ ვიწრო დიაპაზონით. ერთხელ ჩამოყალიბებული შთაბეჭდილების გადახედვის უნარი არა აქვს თუნდაც პირველი შთაბეჭდილება იყოს მცდარი; ამიტომ ჰაყვს 'ამოჩემებული' მოთამაშეები (ისე უნდა ჩააგდო თამაშები როგორც ყაზაიშვილმა გააკეთა რომ აღარ გამოგიძახოს). ეს ხარაიშვილზე განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა. დებიუტი კიტეიშვილთან ერთად ჰქონდა და მართლა ძალიან უფერულად ითამაშა. ვაისმა კიტეიშვილი შეაქო და ხარაიშვილი კი 'სამუდამოდ' დაივიწყა, და ეხლა რომ შვედეთის ლიგის ერთ ერთი ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა არაფერს ცვლის მაგისთვის. მოკლედ საშუალო სპეციალისტია, შემოქმედებითი უნარი მინიმუმამდე აქვს დაყვანილი მაგრამ კარგად იცის მაგისმა გუნდმა რა ფეხბურთი უნდა ითამაშოს და მაგით არჩევს ფეხბურთელებს და მაგით გადის ფონს.
ddgfdf
ისე შენ მანჩესტერი რომ ამოძირკვო მეხსიერებიდან და ნორმალური ფეხბურთი იქადაგო უკეთესი იქნება ინგლისისთვისაც და საქართველოს ჩემპიონატისთვისაც.
ექსპერტი )
ცუნცულა კობიაშვილის ბრალია რო მოგვაჯდა ეს მწვრთნელი თავზე და უკვე იმასაც კადრულობს 7 მცველით რომ არ ვითამაშო 0:5 ის ნაცვლად 0:8 წავაგებო , ამოვიდა ყელში ეს კაცი თამაში დაწყებული არა რომ 10 კაცით გამოვდივართ მოედამზე იმიტომ რომ 1 მაინც ყველა ვარიანტში არასწორად ყავს დაყენებული ამ უვიცს ... ან რა აზრი აქვს რომელ შემტევს გამოიძახებს და რომელს არა ?! მაინც 9 მცველით მეკარით და 1 "შემტევი ჩამშლელით" გამოვალთ მოედანზე ))) საშინელი კაცი ...
ManUnited
კაროჩე ეს დინამო ვერ ამოიძირკვა და მოისპო რა, ეს ჩვენი ფეხბურთის ავთვისებიანი სიმსივნე თავისი "ლეგენდებით" რომლებმაც შეგვიკიკინეს ამ 81-ში მოგებული თასების თასით, ლევან სალუქვაძის ტიპის ჟურნალისტებით და ა.შ. თუ დინამოში არ ხარ გაზრდილი, მაგათი ახლობელი ძმაკაცი და ნათესავი არ ხარ არ გაგაკარებენ არც ნაკრებს და არაფერ სერიოზულს აქ. ზარანდია ლოკომიტივის აღზრდილია ხარაიშვილი საბურთალოსი, იმ კიბოში არცერთს არა აქვს ნათამაშები, ისე წავიდნენ ეგ ბიჭები უცხოეთში რო ჩვენმა "ლეგენდებმა" მსუყე კუშები ვერ ამოარტყეს სათავისოდ და მაგის მერე არიან ალბათ ათვალწუნებულები, სხვა აზრი ვერ გამომაქ რანაირად შეიძლება ხარაიშვილი არ გამოიძახო და ვისაც იძახებენ ისენი გამოიძახო. აქ ტაქტიკურ სქემაზე არაა ხალხო ლაპარაკი, აი სიტყვაზე რო იძახებდეს და სკამზე ეჯდეს მწვრთნელს, მაგას გაამართლებდა იმით რო ჩემ ტაქტიკაში არ ჯდებაო მარა არ იძახებს ვაბშე. აბა ჩივაძის, ძოძუაშვილის ან არველაძეების ნათესავი იყოს რომელიმე 15-20 თამაშზე იქნებოდნენ უკვე ასულები დინამოდან იძახებს ლევან შენგელიას ტიპი და არ იძახებს ზარანდიას და ხარაიშვილს, ან აქ სადაა ლოგიკა ან სხვაგან დანარჩენში რავიცი აბა. ბარემ დაარქვით თბილისის დინამო ნაკრებს და სალუქვაძე დაუნიშნეთ ტრენერად, მაგარ ისტორიებს მოუყვება 81 წელზე ფრთები შეესხმებათ ბიჭებს და ყველას მოუგებენ მერე. არ დაბლოკოთ ეს კომენტარი პლზ
Zura
ვაისს არ უყვარს გახსნილი ფეხბურთის თამაში. ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებს და თავდამსხმელამდე არ მიდის. ვაისს წლის ბოლოს უმთავრდება კონტრაქტი და იმედია აღარ გაუგრძელებენ. მომბეზრდა ვაისის უფანტაზიო ფეხბურთის ყურება. ახალი მწვრთნელის ნახვა მინდა.
გულშემატკივარი
ძალიან ზედაპირული ანალიზია, საერთოდ ანალიზი თუ შეიძლება ეწოდოს ამ სტატიას.
კეთილისმსურველი
მოაცილეთ ეს კაცი ნაკრებს,ამან რაც იცოდა გააკეთა მეტი არ იცი, ამის ხელში ვერც ბელარუსის იქით ვერ წავალთ,იმიტომ რომ მეტი არ იცის, რაცხა შანსი მოგვეცა საცხა მოსახვედრად და ნუ გავანიავებინებტ ამ უნიჭო კაცს
რა მაფიაა?
ზარანდია სულ 2-ჯერ იყო ნაკრებთან ერთად და რა მოასწრო ამისთანა კონფლიქტი რო ახლოსაც არ აკარებენ ნაკრებთან... ბიჭი წინა სეზონში დაფრინავდა... :-/
ბონდო დოლაბერიძე "ფეოლა"
თემურააა, კარგად მოიძიე ზარანდია სად გაუშვეს შე უვიცო!
ზურა
ვაისმა იცის,რომ მხოლოდ ერთა ლიგიდან თუ გავალთ სადმე,ამიტომ ცდილობს ყველა მოსინჯოს,ნიკა მალიც საინტერესოა და შენგელიაც.გაზაფხულამდე დააყენებს დამსახურებულ ნაკრებს,ეს მისი სახელიცაა და სხვა გზა არა აქვს!
კახა ქ.
ადრეც ვწერდი და უფრო და უფრო ვრწმუნდები-მაისში არის საბჭოთა კავშირის დონის მწვრთნელი,იმ სკოლის ზეგავლენა ეტყობა.იმიტომაც იყო რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის გუნდებთან მიაღწია წარმატებას ერთა ლიგაზე.თორე რომელ ევროპულ გუნდს მოუგეს ერთი მითხარით.დაჟე ანდორასთან ითამაშებს ფრე.
კ ო მ ბ ლ ე
თქვენი მოსაწონი ტრენერი არ გამოჩნდა რაა! ყანის ფეხბუთელები და ბოსტნის ტრენერი
jiji
სტატიის ავტორს ბრავო!
კახა
ამან იცის რომ ბელორუსიამდე არ გაანთავისუფლებენ და მისთვის სულერთია ვის მოიწვევს და ვის დააყენებს აქ გარემოცვის ხელიც ურევია და ეგარი ისე რამდენი გამოიმუშავა საქართველოს ნაკრებში საინტერესოა ასეთ შედეგს ნებისმიერი დადებდა. მწვრთნელი საჭიროა რეალურად მოაზროვნე და საქმის მცოდნე და არა რაღაც დამსახურებების გამო მოძებნეთ მწვრთნელი წარუდგინეთ სრული კონტიგენტი აჩვენეთ ცუდი და ცუდზე უკეთესი ნათამაშები მატჩები მიეცით დრო და წარმოადგინოს ხედვები და ამის მერე გაუფორმეთ კონტრაქტი ამას ვიძახდი 4 წლის წინ სხვათაშორის რეგბთან მიმართებაშიც მწვრთნელთან დაკავშირებით.
თემური
რა ფეხბურთელებიც გვყავს ის კი გამოიძახა და რას ერჩით ავტორ რომ ამბობ ზარანდიაო ხო ყავდა გამოძახებული ვერ გაამართლა მის გემოვნებაში და მის ტაქტიკას ვერ მოარგო თუ ვარსკვლავია ეხლა ზარანდია რო მთელი ევროპას დაქაჩული აქ თვალები როდის ჩავიგდებთ ხელშიო არკაში თამაშობდა და იქწდანაც გაუშვეს უარეს გუნდში.ან კიდე პარუნაშვილი მაგაზე უკეთესი ნინეა არაა ახალგაზრდა და პერსპექტიული მაგათმა უკვე დაამთავრეს მაღალ დონეზე თამაში.ერთადერთი ჩაკვეტაზემ დაიწყო კარგად და ისეც დაამტვრიეს.ასე რომ ჯერ დიდძალი შრომა ფეხბურთელებს რო მესამე ლიგებში არ ითამაშონ და ისიც ზამენაზე.არაგვყავს პროფესიონალები არაა ხალხო ათასი დოკარით მეტს ვინც გადაუხდის და ბმვ ს მისცემს იმ კლუბში წავლენ
niko
ვაისი აზრზე არ არის და არც თავიდან იყო. მწვრთნელი რომელიც საქართელოსი არ ცხოვრობს და შიდა ჩემპიონატს არ ადევნებს თვალს ნაკრებშI არ უნდა მუშაობდეს. მილტონ ჰეიგის მაგალითი უნდა აეღო რომელმაც ალღო აუღო საქართველოს და ქართულ ხასიათს, რაც მორაგბეეებში უფრო ნაკლებად იჩენს თავს ვიდრე ფეხბურთელებში სამწუხაროდ.
Beqa
Mag logikit messi arcerti araa jer erti, mere kide sadac arveladzis bichs idzaxebs saertod arafris gamo (arveladzis bichia prosta) xaraishvilma ra daashava roca göteborgis dziritadis fexburtelia da an goli gaaqvs an sagole pass adzlevs yvela tamasshi
doni
აღარ მოვიდა დრო რომ შეცვალონ??? წადი ....წადიიიიიი!!!
ika
ერთი რამ მართლა გაიგებარია კვარაცხელიას იძახებს ნაკრებში და ზარანდიას არა,ხალიან სუსტია კვარაცხელია
va-le
სტატის ავტორს მადლობა გამბედაობისთვის რომ მწვავე კრიტიკული სტატია მიუძღვენი, 1) 21 წლამდელებში ეთამაშათ ახალგაზრდებს კარგი იქნებოდა ნამდვილად 6 ქულის აგება არ გვაწყენდა, 2) ზარანდიას რაც შეეხება ვინც უყურებს მის თამაშს აშკარად წონაში მომატებული აქვს თუ დაიკლებს კარგს იზავს, მარა მაინც უნდა გამოეძახა... 3)ხარა და პარუნაშვილისეზონიდან ზეზონამდე 90 წუთს ტამაშობენ და მიკრო ტრანვებიც არ ქონიათ მე არ მახსენდება მათზე რომ რაიმე სახის თრანვა ქონოდათ ღმერტმა ჯამრთელები გვიმყოფოს როგორც ეგენი სხვა დანარჩენი სპორცმენები, ამხელა პრაქტიკა ფიზიკურად მომზადებულიები არიან და რაც მტავარია მაგალი დონის ჩემპიონატში თამაშობენ, ვინც მაგათ მაგივრად არიან ნაკრებში იმათან შEდარებით, კანკავაზე ვეთანხმები რომ უნდა დაესვენა ჩვენს კაპითანს.. 4) ამ ყაზაიშვილს არ გამოდის ცენტრფორვარდად თამაში და მერე ვაკრიტიკებთ ვქოლავთ ამდროს სხვა პოზიციის ფეხბურთელია, ქვილითაია არ უნდა გამოეძახებინა იმიტომ რომ ამსეზონში 10 წუტი ითამაშა სულ და მაგის უპრაქტიკობა არ და ვერ ადგება ჩვენს ნაკრებს, ვაისსის არა პროფესიონალიზმი კიდევ ერტხელ გამოჩნდა, ქართველ ფეხბურთელებისადმი არ აქვს ინფორმაცია, დაკოპირებული სიით დადის არ დადის მასე ჩAნს აშკარად, კუპატაძე რატომ უნდა იყოს ნაკრებში როცა ალავიძე მართლა მშვენიერი მეკარეა, უსამარტლობა იყო და გრძელდება სამწუხაროდ,
ბეგო
ეს ვაისი ჯადოქარი ხომ არაა სასწაული მოახდინოს,ერთი უნიჭო ვიღაცის პროტეჟე მწვრთნელია,მეტი არ იცის და რა ქნას....მაგი აქამდე იყო გასაშვები გუნდიდან,მაგრამ ვერ ელევიან ვიღაც ვიღაცეები,მაგისთანა და უფრო უკეთესი მწვრთნელები საქართველოს ჩემპიონატშიც გვყავს,რომლებმაც ქართველ ფეხბურთელებზე მეტი იციან და უფრო უკეთესად გაწვრთნიან ვიდრე ვაისმა,მაგრამ ვისაც ეხება ეს საკითხი ისინი ყურს არ იბერტყავენ.კლოდ სორელისა და მილტონ ჰეიგის მსგავსი მწვრთნელი გვინდა საფეხბურთო ნაკრებისთვის
ddgfdf
თუ მცველი ჭირდებოდა დინამოს მცველი რატომ არ გამოიძახა?
ბმბ
მერამდენედ ვამბობ, ვაისისთვის გადაიზარდა ჩვენი ნაკრები, ბევრად უკეთესი ფეხბურთელები გვყავს, ვიდრე ვაისი მწვრთნელია. დუშვილი, დვალიშვილი, არველაძე, მერებაშვილი, კუპატაძე, რა დამსახურებისთვის არიან ესენი ნაკრების კანდიდატები და რით ვერ დაიმსახურა ეს ზარანდიამ და ხარიშვილმა, ჭანტურიშვილს რაც შეეხება, ჩემი აზრით ამ ბიჭს არაფერი გაუფუჭებია, რამდენჯერაც შანსი მისცეს. ვაისი რაღაც ძველმოდური ტიპაჟია და ჯიუტია.
gela
გეტანხმები , სხვა საქმიტ დაკავდეს ჯობია ..
daviti
avtor ubralo gamarkvie lazare kupatadzestan dakavshirebit rato magavsi shepaseba? mesame mekared aris gamodzaxebuli axalgazrda bichia da unda gaitvaliscino ro samomavlo gatvlaa, es erti, getanxmebi bevri shecdoma daushva xaraishvili zarandia aucileblad gamosaszaxsblebi ikvnen, danarchen shemtxvevashi es tramvianoba chveni tanmdebi nacilia, mtavaria erta ligaze ikvnen mckobrshi bichebi! carmatebebi bichebs da janmrteloba pirvel rigshi
Mm
Ragacas archevt ganixilavt vitom germaniis nakrebi gvyavdes ra mnishvneloba aqvs vis daayeneb yvela ertnairi uxarisxo da arafrismaqnisia torem tkvenma shercheulma xom daglija yvelaferi
gurami
ეს ვაისი კიდევ არ გაუშვიათ? მოკლეთ ბესპრიდელია თუ რა ხდება ვერ გავიგე.
გუგა
გადაჭარბებული სტატიის პათოსი, ვაისი ყოველთვის ადეკვატურად არჩევს შემადგენლობას, ერთადერთი კითხვის ნიშანი ხარაიშვილის არგამოძახებაზეა, მაგრამ აქაც აქვს მწვრთნელს უფლება თავისი მოსაზრება ქონდეს, შეიძლება ვერ ხედავს ნაკრებში ამ ეტპაზ მის პოტენციას, მესიაო ხარაიშილზე ნამდვილად ვერ იტყვი.
ემირი
ჩვენ გვყავს ნაკრებში ორი ფეხბურთელი რომელთაც ქვია ფეხბურთელები ჩაკვეტაძე და მცველი კვირკველია, დანარჩენს ვინც გინდა გამოიძახეთ დაბალი დონის მოთამაშეა ყველა . მწვრთნელში კიარა ფეხბურთელებშია პრობლემა, ვერ ხედავდით დანიელები რას დაფრინავდნენ ესენი ბუშტივით იბერებიან
Kkk
მართლაც უცნაურად იქცევა ეს კაცი, არ ვიცი მოგსავნილი ხომ არაა.დდ
ზებედა
100% ვეთანხმები ავტორს. რა უნდათ საერთოდ განაცხადში, ჭანტურიშვილსა და ჯიღაურას?
nika-7
გალაქტიონ პირდაპირ გეტყვი რომ ფეხბურთი იცი ზედაპირულად! გულშემატკივრის დონეზე ჟურნალისტის დონეზეც კი არა!!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..