ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მამუკა გორგოძე: "საქმეს დასჭირდა და დავბრუნდი - ასაკიდან გამომდინარე, ჩემდა გასაკვირად, კარგ ფორმაში ვარ!"

მამუკა გორგოძე: "საქმეს დასჭირდა და დავბრუნდი - ასაკიდან გამომდინარე, ჩემდა გასაკვირად, კარგ ფორმაში ვარ!"

საქართველოს ყველა დროის მელელოვე მამუკა გორგოძე ნაკრებს დაუბრუნდა და 2019 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებს!

35 წლის მორაგბემ ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება 2017 წელს გააკეთა. მას შემდეგ იყო არაერთი მცდელობა, რომ ის ნაკრებს დაბრუნებოდა, თუმცა გორგოძის პოზიცია დღემდე შეუვალი იყო. ის თვლიდა, რომ ასპარეზი ახალგაზრდებისთვის უნდა დაეთმო და ასეც იქცეოდა, მაგრამ გიორგი ცუცქირიძისა და მერაბ შარიქაძის ტრავმების შემდეგ საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლას დათანხმდა.

შეგახსენებთ, ორივე მორაგბე "საუზერნ კინგსთან" გამართულ გასახურებელ მატჩში დაშავდა – ცუცქირიძემ წვივის მცირე ძვალი გაიტეხა, ოპერაცია დასჭირდა და იაპონიაში ვეღარ მიემგზავრება, ხოლო შარიქაძის სარეაბილიტაციო პერიოდი 3 კვირას გასტანს და გუნდს იაპონიაში პირველ ორ შეხვედრაში, უელსთან და ურუგვაისთან დააკლდება.

შექმნილ სიტუაციაში გორგოძის დაბრუნება აუცილებლობად იქცა. მის ტელეფონზე არაერთი ზარი გაისმა, გადამწყვეტი კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის და თავად მორაგბეების თხოვნა აღმოჩნდა, რომელთაც მამუკამ წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია:

“მყარი გადაწყვეტილება მქონდა მიღებული, რომ ნაკრებში აღარ ვითამაშებდი, თუმცა ჩემი დაბრუნება გამოიწვია იმ მდგომარეობამ, რომელიც გუნდში შეიქმნა – საქმეს ასე დასჭირდა და დავბრუნდი! სამწუხაროდ, დაგვემტვრა ორი ძალიან ძლიერი მოთამაშე - გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და გიორგი ცუცქირიძე, რომელიც მართლაც გამორჩეულ ფორმაში იყო. ეს ძალიან გულდასაწყვეტია, თუმცა ჯერ ახალგაზრდაა, ხელის ჩაქნევა არ ღირს და დარწმუნებული ვარ, თავის სათქმელს მომავალში აუცილებლად იტყვის”.

“სამი წლის წინ ნაკრებიდან წასვლა იმის გამო გადავწყვიტე, რომ მსურდა გულშემატკივარს კარგ ფორმაში მყოფი მამუკა გორგოძე დამახსოვრებოდა და ამავდროულად, შანსი მისცემოდათ ახალგაზრდებს. ამ სამი წლის განმავლობაში არაერთი მცდელობა იყო, რომ ჩემი გადაწყვეტილება შემეცვალა, თუმცა ყოველთვის უარზე ვიყავი. ტრავმების შემდეგ მოთამაშეები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ საჭირო იყო ჩემი დაბრუნება. დამირეკა და დაბრუნება მთხოვა მამუკა ბახტაძემაც და დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე”.

"ტულონზე" დამოკიდებული

ითამაშებდა თუ ვერა მამუკა გორგოძე ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო თასზე, მხოლოდ მის და ქომაგთა სურვილზე არ იყო დამოკიდებული. ის პროფესიონალი მოთამაშეა და კლუბთან ვალდებულება აკავშირებს, კლუბში კი დიდი ხანია იცოდნენ, რომ გორგოძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა და განსაკუთრებით, მსოფლიო თასის პერიოდში მისი ეიმედებოდათ.

ნაკრებში დაბრუნების თანხმობასთან ერთად, დაიწყო მოლაპარაკებები "ტულონის" ხელმძღვანელობასთან, რომელიც საბოლოოდ ორშაბათს, 2 სექტემბერს დასრულდა:

“ნაკრებზე წინ გუნდის ინტერესი არასდროს დამიყენებია. მე პროფესიონალი მოთამაშე ვარ, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს, მას კი თავისი მიზნები და ინტერესი აქვს. "ტულონში" 3 წელია იცოდნენ, რომ მსოფლიო თასზე არ მივდიოდი და უცბად, მოხდა ამ პოზიციის შეცვლა. მწვრთნელმა მითხრა, რომ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ნაკრებში თამაში, როგორი სენსიტიურები არიან ქართველი გულშემატკივრები, მაგრამ თუ გუნდში 3 მეორეხაზელი არ ეყოლებოდა, ვერსად გამიშვებდა. სეზონის სტარტზე კი სულ 2 მეორეხაზელი ვიყავით, რადგან გვყავდა ამ პოზიციის ტრავმირებული მოთამაშე, ტაოფიფენუა საფრანგეთის ნაკრებში იყო გამოძახებული. აქ მხოლოდ სურვილი და კანონი არაფერ შუაშია, ჩემთვის სიტყვა კონტრაქტზე მეტია და მორალურად უნდა ვყოფილიყავი მართალი” – დასძენს გორგოძე და ქართველი ქომაგის რეაქციას ეხმაურება:

“მართლა არ ვიცი, რა გამიკეთებია ნაკრებისთვის და ქართული რაგბისთვის ასეთი, გულშემატკივრისგან ამდენ სითბოს და სიყვარულს რომ ვიღებ. თავს უხერხულად ვგრძნობ და ამ სიტუაციაში პასუხისმგებლობაც უფრო მატულობს. მათი მისამართით მადლობის მეტი არაფერი მეთქმის და ვეცდები, ეს მადლობა მოედანზე შესაძლებლობების მაქსიმუმის გაღებით გადავუხადო”.

“ვნახოთ, რა იქნება მაქსიმუმი”

რადგან გორგოძეს სანაკრებო კარიერა დასრულებული ჰქონდა, ბუნებრივია, მას "ბორჯღალოსნებთან" ერთად მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლია. სამაგიეროდ, ვარჯიშობდა გუნდთან ერთად, ტოპ 14-ის პირველ ორ შეხვედრაში მოედანზე 80-80 წუთი გაატარა და "აჟენს" ორი ლელოც გაუტანა, მაგრამ მამუკა ფრთხილობს:

“სამი წელია გუნდთან ერთად არ ვყოფილვარ, არც მოსამზადებელი ეტაპი გამივლია და დიდია რისკი იმისა, რომ გუნდს ვერ შევეწყო. მინდა ხალხმა სწორად გაიგოს, ჩემი დაბრუნება არაფერს ნიშნავს და მთავარია, გუნდი იყოს კარგად. მე ბიჭებს მაქსიმალურად დავუდგები გვერდში და თავს არ დავზოგავ, თუმცა 35 წლის ვარ და რა იქნება ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი, ვერ ვიტყვი”.

“ის, რომ ტოპ 14-ის პირველ მატჩში ორი ლელო გავიტანე, ბევრს არაფერს ნიშნავს. შეიძლება მთელი თამაში ვერაფერი გააკეთო, მაგრამ საჭირო დროს კარგ ადგილზე აღმოჩნდე და ორი ლელო გაიტანო. მთლიანობაში, ასაკიდან გამომდინარე, ჩემდა გასაკვირად, კარგ ფორმაში ვარ, მოედანზეც 80 წუთს ვატარებ, მაგრამ არის ერთი მომენტი - აღდგენა ისე სწრაფად ვერ ხდება, როგორც ადრეულ წლებში”.

“თავს არავინ დაზოგავს”

გორგოძისთვის იაპონიის მსოფლიო თასი მეოთხე იქნება. ჩვენმა გუნდმა ცოტა ხნის წინ ისტორიული მატჩი გამართა და “დინამო არენაზე” პირველად უმასპინძლა ტიერ1-ის ნაკრებს, შოტლანდიას. შეხვედრა სტუმრებმა 44:10 მოიგეს და ამ შედეგმა ბევრში უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მამუკა წინა წლების გამოცდილებას იხსენებს:

“ანგარიში არც მე მომეწონა, რატომ გვქონდა გამარჯვების იმედი? შოტლანდიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, საუცხოო ფორმაშია და ცოტა ხნის წინ საფრანგეთს მოუგო, რომელმაც ზუსტად ვიცი, რამდენად სერიოზული ფიზმომზადების ეტაპი გაიარა. ხანგრძლივი და ურთულესი ფიზმომზადების ეტაპი გაიარა ჩვენმა ნაკრებმაც, ამის შემდეგ კი თამაში რთულია. თუ გავიხსენებთ 2015 წლის მსოფლიო თასის წინა პერიოდს, დავმარცხდით "ნიუკასლთან", კანადასთან და იაპონიასთან, მაგრამ უშუალოდ მსოფლიო თასზე კარგი თამაშები გვქონდა. ამ მარცხით არ უნდა განვსაჯოთ და მთავარია, მსოფლიოზე ვიყოთ კარგად. გუნდთან ერთად არ ვოფილვარ და კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ – ვიცი ჩვენი ბიჭების ხასიათი და იაპონიაში ყველა მაქსიმუმს დადებს”.

"ბორჯღალოსნები" იაპონიაში “დ” ჯგუფში, ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს და გორგოძე ფიქრობს, რომ წინა შედეგის გამეორება და ორი შეხვედრის მოგება ურთულესი იქნება:

“ავსტრალია და უელსი ჩვენთან ფავორიტები არიან. ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს ფიჯის, რომელიც ის გუნდი აღარაა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ მოვუგეთ. იოლი თამაში არც ურუგვაისთან გვექნება. სამხრეთამერიკელები ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან და დარწმუნებული ვარ, შეგვაკვდებიან. მათთანაც 100%-ით უნდა მოვინდომოთ და თავი არ დავზოგოთ, თორემ შედეგის მიღწევა გაგვიჭირდება”.

რაც შეეხება მამუკას სათამაშო პოზიციას, ის მზადაა ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშოს, სადაც ამის საჭიროება იქნება:

“სადაც ნაკრებს დავჭირდები, მეც იქ ვითამაშებ და სად დამაყენებენ, ეს მწვრთნელების გადასაწყვეტია”.

გორგოძე "ბორჯღალოსნებს" 8 სექტემბერს, ლონდონის აეროპორტში შეუერთდება და გუნდთან ერთად იაპონიაში გაემგზავრება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

• თემური

ასეთი ღირსეული კაცისა და მით უფრო მამის შვილისგან სხვას არც ველოდი. წარმატებები მამუკა

• D.N.

შოტლანდია-საქართველო 70-0.

• გიო7

რაგბის შეეშვითო რომ ამბობთ და ფეხბურთს მიხედეთო რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც გავდივართ და ფეხბურთში რუსებსაც და ვერ რუმინელებსაც რომ ვერ გავცდით ეგ გავიწყდებათ?

• Bacho

მართლა რა ტვინი წაიღეთ ამ უაზრო რაგბით და იქ გორგოძის დაბრუნებით ხო ხედავთ რო რუმინეთს და რუსეთს ვერ გაცდით იმის იქით ვერ მიდიხართ.ხვალ აგვსვსებთ შოტლაბდია და დაისვენებთ.მიხედეთ რა ფეხბურთს

• Burdzgla

რა გჭირთ ხალხო? რა მოგივიდათ? ცოტა დაფიქრდით რეებს წერთ გორგოძეზე, რაგბის ოჯახის წევრებს ვიცნობ ნაწილს და ასეთ შეურაცყოფას რატო ვაყენებთ ერთმანეს; გორგოძე, რაგბისტი, მსოფლიოში აღიარებული და უვაჟკაცეს კაცს ცოდვაა რო შეურაცყოფას აყენებ, ადგილი არ აქვს რო ტრამვა არ ქონდეს მიღებული, რაგბისტებისგან ვიცი რო ბოლო ნაკრების თამაშებში გამაყუჩებლებით უთამაშია ისეთი საშინელი ტკივილები ქონდა (იმიტო წავიდა ნაკრებიდან),რამდენ დარტყმას იღებს მთავარი მბოჭავი ეგ მაინც ხო უნდა იცოდეთ, სირცხვილია ქართველები არ ვართ??? როცა ერთიანდებოდა საქართველო მაშინ აღწევდა წარმატებას ცოტა დაფიქრდით...

• niko

ნუგგზარ ძაგნიძის შემდეგ,მამუკა 9 (მაპატიონ სხვს მორაგბეებმა)ყველაზე დიდი ქართველი მორაგბეა ვისი თამაშიც მე მინახავს. აუგის თქმა და ცუდის გაფიქრება ამ კაცზე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, ერთხელ დიდმა ბორია პაიჭაძემ დინამოს მეკარეს უთხრა მაგ კარებში რომ დგახარ დინამოს კარს კი არა დარიალი კარს იცავო...და სწორედ ჩვენი მორაგბეების თამაში ამ ნათქვამს მაგონებს და მათ წინამძღოლად მამუკა უდგათ..დარწმუნებული ვარ ყოველთვის შედეგის მიუხედავად ამ სულისკვეთებით არეიან გამსჭვალულნი...ამითომ გთხოვთ აუგს ნუ ვიტყვით ამ ხალხზე და მამუკაზე...ურალოდ წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს მორაგბეებს!!!!

• Rezo

Da shen ro daibade, amit vin ra moigo?

• nika

ბახტაძის გამო დაბრუნდიო? თუ ხალხისო? შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ ამ კაცს. სხათაშორის ძალიან კარგ ფორმაშია, გუნდს ლიდერი ჭირდება აშკარად.

• გიო

მამუკა დიდი მადლობა ძმაო, მთელი საქართველო მადლობელია შენი დაბრუნებით. გაიხარე საამაყო და სანიმუშო ქართველო, ფიზიკურად შენი ტანის ვარ და ერთი ნაკრების მაისური მინდა გთხოვო თუ არ გეწყინება, ისე ძაან ძვირია ვერ ვიყიდე. მადლობა წინასწარ. გფარავდეს უფალი ყოველთვის

• Best

წარმატებები ბიჭებო

• გია

მამუკა თქვი ბოლოს და ბოლოს დაბრუნდი გულშემატკივრების გამო თუ ბახტაძის გამო

• გიორგი777

კაცობა და ადამიანობა საქმეში და სიტყვა პასუხში გამოიხატება.გენაცვალე კაი კაცობაში და ქართველობაში,წარმატებები ჩვენს ნაკრებს

2017 წავიდა ასე არ არის? აბა 3 წელი როგორ გამოდის. და შარიქაძე თუ 2 თამაში არ იქნება, დარჩენილ 2 თამაშშიც ახლად ტრავმამოშუშებული შარიქაძე ვერ იფრენს და მის ნაცვლად სხვა რომ წაეყვანა ჰეიგს არ იქნებოდა უფრო მართებული?

• gio

მსოფლიოში ჩემპიონთა თუ ვერ გახდი აღარ უნდა ითამაშეთ რაგბი? ან სპორტი ს ნებისმიერი სახეობა? კომენტარში იკითხება რა შორს ხარ არამარტი სპორტისგან არამედ რას ნიშნავს სპორტი, ნაკრები, ჰიმნი, დროშა! სამწუხაროა

• გულშემატკივარი

ნამდვილი პროფესიონალი მოედანზე და უდაოდ მისაბაძი ადამიანი მის მიღმა. საქმე ყველამ კარგად ვიცით როგორც გამოსდის, და სიტყვაც მადლიანი აქვს. გენაცვალე მამუკა! გაუძეხი ჩვენს ნაკრებს წინ უფალი გფარავდეს!

• lasha

დაბრუნდა თორე ეხლა მსოფლიო ჩემპიონები არ გახადოს

• იკა

რაგბის და ადამიანობის მეფე ხარ ჯიგაროოოოოოოოოოო

• giorgi

ძალიან კარგი რომ დაბრუნდა! მანაც დაადასტურა რომ ნაკრებში ცუდათ არის საქმე

• 912

რუმინეთთან წაგებული თამაშის მერე წავიდა მსოფლიოზე მონაწილეობა და წასვლა უფრო ეკუთვნოდა გულივერას მადლობა დაბრუნებისთვის. მადლობა ციმბირში ნათრევი რუსებისთვის რუმინეთთან მსოფლიოზე დადებული ლელოსთვის... წარმატებას გისურვებთ ნაკრებთან ერთად მსოფლიოზე!!!

• patrioti

ოცნება ამიხდა! მამუკას კიდევ ვიხილავ ეროვნულ ნაკრებში! მაგარი ხარ გოროგოძილა!

• zaza

მამუკა ღირსეული პიროვნება შემდეგ კი უდიდესი მორაგბე ხარ!! როგორც ჯარისკაცი ისე უდგას გვერდში ნაკრებს და ეს მისასალმებელია, სადაც საჭიროდ ჩათვლიან იქ ვითამაშებო, გვეამაყები!!

ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს

ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა

ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს

უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა

"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება

პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება

U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა

"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს

16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება

"ლივერპულის" დიდებული ჟესტი ჟოტას ოჯახის მიმართ

პარტეის 5 გაუპატიურებისა და 1 სექსუალური შევიწროების საქმეზე ბრალი წარედგინა

[VIDEO] როცა სიტყვები ზედმეტია - რუბენ ნევეშისა და ჟოაო კანსელოს რეაქცია ჟოტასთვის მიძღვნილი წუთიერი დუმილის დროს

"ჩელსიმ" "პალმეირასი" დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს [VIDEO]

საკლუბო მუნდიალის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა

შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს

U20. [VIDEO] სამი ლელო არ გვეყო - საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა

მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!

მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება

ჯალაღონიას ლელო - "ბორჯღალოსნები" ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ

"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]

ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია

გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში

როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით

მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში

რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია

"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"