ფოტოები: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

2019 წლის მსოფლიო თასზე გასამართ ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე 20 საათზე ნაკლები რჩება. 3 ოქტომბერს, საქართველოს დროით 09:15 საათზე, "ბორჯღალოსნები" ფიჯის 2023 წლის მსოფლიო თასის პირდაპირი საგზურისთვის ერკინება.

გუნდებმა იაპონიაში უკვე გამართეს ორ-ორი შეხვედრა. ფიჯი ავსტრალიას ერთი საათის განმავლობაში უგებდა, მაგრამ საბოლოოდ 21:39 დამარცხდა. 25 სექტემბერს კუნძულელები ურუგვაის ეთამაშნენ და მოულოდნელად, 27:30 დამარცხდნენ, თუმცა მცირედი სხვაობით მარცხისთვის და 4 და მეტი ლელოს გატანისთვის ორი ბონუს-ქულა აიღეს.

"ბორჯღალოსნებმა" პირველი მატჩი უელსთან გამართა და მეორე ტაიმში კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ეს წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა (14:43), 3 დღის წინ კი ურუგვაის 33:7 სძლია და ბონუსიც აიღო. შედეგად, მოცემული მომენტისთვის საქართველო 5 ქულით D ჯგუფში მესამე, ხოლო ფიჯი 2 ქულით მე-5 ადგილზეა.

დღეს დილით "ბორჯღალოსნებმა" ოსაკაში ტრადიციული, კაპიტნის ვარჯიში გამართა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა და მორაგბეებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

საქართველოს ურუგვაისთან მატჩის შემდეგ, ამ შეხვედრამდე მოსამზადებლად მხოლოდ 3 დღე ჰქონდა, თუმცა მილტონ ჰეიგი ამას პრობლემად არ მიიჩნევს:

"ეს პრობლემა არაა. თავად მოთამაშეებს მოსწონთ კიდეც მოკლე შესვენებები, რადგან არ სჭირდებათ ბევრი ვარჯიში და სწრაფად მოდის თამაშის დღე".

კიდევ ერთი პრობლემა, რომელმაც შესაძლოა გუნდებს ხელი შეუშალოს, ბუნებრივი კლიმატური პირობები და სველი ბურთია. ჰეიგი პრობლემას ვერც ამაში ხედავს:

"მოსამზადებელ პერიოდში, თურქეთში საკმაოდ მძიმე პირობებში ვვარჯიშობდით. საშუალოდ 38 გრადუსი სიცხე და 90% ტენიანობა იყო. ამიტომ მსგავს პირობებს შეჩვეულნი ვართ".

რაც შეეხება მეტოქეს და გამარჯვების ფორმულას, ახალზელანდიელი სპეციალისტი ამბობს:

"ყველამ კარგად იცის, როგორ თამაშობს ფიჯი და ამიტომ, დაცვაში განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. მაგრამ მხოლოდ დაცვაში კარგი გარჯით დიდ თამაშებს ვერ მოიგებ და ბურთიც უნდა გამოიყენო. მნიშვნელოვანია, კარგად ვითამაშოთ დაცვაში და ამავდროულად, ყველა შესაძლებლობა ქულებში ავსახოთ".

100%-ით მზად ვარ

ფიჯისთან "ბორჯღალოსნებს" სასტარტო შემადგენლობაში უბრუნდება გუნდის კაპიტანი, შუამარბი მერაბ შარიქაძე. მან მუხლის ტრავმა მოსამზადებელ ეტაპზე, "საუზერნ კინგსთან" გასახურებელ მატჩში მიიღო, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს და ურუგვაისთან შეცვლაზე 20 წუთიც ითამაშა.

"მუხლი კარგად მაქვს. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვვარჯიშობდი. ჩვენმა სამედიცინო შტაბმა შესანიშნავად იმუშავა, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლო და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ" - ამბობს შარიქაძე და მომავალი მეტოქის ძლიერ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას:

"ყველამ კარგად იცის, როგორი სახიფათოა ფიჯი ბურთით ხელში. ისინი ეცდებიან, რომ ბურთი რაც შეიძლება დიდხანს დაიტოვონ და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ პირველივე წუთიდან კუნძულელებს თავს ჩვენი თამაში მოვახვიოთ. ფიჯელებთან არაფერი გამოვა, თუ ბურთს არ მოვუფრთხილდებით. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ბურთთან მოფრთხილება იქნება".

ისევე, როგორც ჰეიგს, შარიქაძეს კლიმატურ პირობებზე ჰკითხეს, რაზეც კაპიტანმა უპასუხა:

"ამ მსოფლიო თასზე ბურთი ჩვეულებრივზე მეტად სრიალებს. წვიმაზე უფრო დიდ პრობლემებს ნესტი ქმნის. ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში დაგვეხმარება, კონცენტრაციაა, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, ბურთის დაჭერა ძალიან ძნელია და ყველას უწევს ამ პრობლემასთან გამკლავება. ამისათვის სპეციალურად ვემზადებოდით - გასაპნული, სველი ბურთით და იმედია, ეს ვარჯიშები დაგვეხმარება".

უმნიშვნელოვანესი თამაში

"ბორჯღალოსანი" ბურჯი ლევან ჩილაჩავა ფიჯისთან მატჩის მნიშვნელობაზე საუბრობს და გუნდის ძლიერი მხარეების გამოყენებაზე ამახვილებს ყურადღებას.

"რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს მსოფლიო თასზე ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან თუ მოვიგებთ, 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მოვიპოვებთ. ამის შემდეგ ავსტრალიასთან შეხვედრას ამაღლებულ განწყობაზე შევხვდებით და იქ უკვე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ფიჯის ბურთი არ უნდა მივცეთ და პირველივე წუთიდან ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. მაქსიმალურად კარგად უნდა გამოვიყენოთ შერკინებები და დერეფანი. თუ ეს ყველაფერი გამოგვივა, წარმატება გარდაუვალი იქნება".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ა
აბჟანდაძე განაცხადის გარეთ დატოვეს? და რატომ, გადაღლილია თუ ტრამვა?
გიო
ჩახერგეთ გზები უკან დასახევი. და იყო ბრძოლა... იყო დიდგორი... ძლევაი საკვირველი. უფალი გფარავდეთ! მიდით ლომებო!!! მცირე დიდგორი თქვენც მოაწყვეთ.
dato-raul
ხვალ უნდა ვაჩვენოთ ქართული სულის და გენის სიძლიერე,მიდით ბიჭებო გაგვახარეთ ჩვენ ხო ესე გვჭირდება ეს
ანდრო
"ამის შემდეგ ავსტრალიასთან შეხვედრას ამაღლებულ განწყობაზე შევხვდებით და იქ უკვე ყველაფერი შეიძლება მოხდეს." ლევან შენი ამაღლებული განწყობა საქართველოს ყველა მმართველს და ხალხს ))))
kako
ყველა შესაძლებლობის ქულებში ასახვა აუცილებელია, მაგრამ ამისთვის საუკეთესო დამრტყმელი უნდა გყავდეს რომელიც ჩვენ განაცხადშიც არ გვყავს სამწუხაროდ... თედო უნდა ყოლოდა განაცხადში მაინც, რეალურად მათიაშვილის იმედზე ვართ დარჩენილები, რომელმაც ბოლო ხანია საკმაოდ მოუკლო როგორც თამაშს ისე კარში დარტყმებს. მიუხედავად ყველაფრისა ხვალ ზურგზე უნდა დავდოთ ფიჯი სხვა გზა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ დაგვრჩენია!!!
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
საქართველო-აშშ. რა ითქვა ნამატჩევს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
ლევან ჩილაჩავა: ეს ქალაქი რაგბით ცხოვრობს
სავსე ტრიბუნების დროა!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
ლეგიონერები - ჩილაჩავა ლელოთი დაბრუნდა, პაპიძემ მესამე გაიტანა
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს