2015 წლის 3 ოქტომბერს ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

2019 წლის 15 თებერვალს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე მეორეჯერ გამოუცხადეს მას ნდობა.

დღეს 3 ოქტომბერია და ლევან კობიაშვილის ფედერაცია ზუსტად 4 წელს ითვლის. ფედერაციის მუშაობის ყველაზე კარგი მთვლელი სტატისტიკაა. რა შეიცვალა ამ პერიოდში, განვითარდა თუ უკუსვლა აქვს ქართულ ფეხბურთს? მივყვეთ თანმიმდევრულად.

ეროვნული ლიგა
ლევან კობიაშვილის ფედერაციაში მოსვლის შემდეგ საქართველოს მთავარ საფეხბურთო ჩემპიონატში რებრენდინგი მოხდა, შეიცვალა სტრუქტურა, ჩემპიონატის პოპულარიზაციისთვის გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები და ყველა შეხვედრა შუქდება.

ამავდროულად, შეიქმნა ფეხბურთის განვითარების ფონდი, რომელსაც ძალიან დიდი დაფინანსება აქვს, თუმცა მისი ეფექტურობა ჯერ კიდევ არ ჩანს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ კლუბების ნაწილში დღემდე ისევ ის "მენეჯერები" მუშაობენ, რომლებიც ფეხბურთის ფედერაციის აქტიურობას ვერც მხარს უბამენ და ვერც ვითარდებიან.

2015 წელს, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი ევროპაში 36-ე ადგილზე იყო. ამ ოთხი წლის შემდეგ 8 პოზიციით დავიხიეთ უკან და 44-ე ადგილზე ვართ.

21-ე საუკუნეში საკლუბო ფეხბურთში ამ ფედერაციის პერიოდში დაფიქსირდა ყველაზე დიდი ანტირეკორდიც - 47-ე ადგილზე ვიყავით 2018/19 წლების სეზონში. ამ ოთხ წელიწადში ყველაზე ნაყოფიერი წელი ევროთასებზე ქულებით წელს გვქონდა - 2.250.

ასაკობრივი ნაკრებები

U17

2016 წელი. აზერბაიჯანი - გავედით ელიტ-რაუნდში. ჯგუფში სამივე შეხვედრა წავაგეთ - ბოსნია-ჰერცეგოვინასთან (1:2), რუსეთთან (0:1) და იტალიასთან (0:1).

2017 წელი. ხორვატია - ვერ გავედით ელიტ-რაუნდში, კვალიფიკაციის ჯგუფში წავაგეთ სამივე შეხვედრა - ბულგარეთთან (0:1), ფინეთთან (0:2) და შვედეთთან (0:4).

2018 წელი. ინგლისი - შედარებით კარგი წელი იყო, გავედით ელიტ-რაუნდში, ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავეთ, თუმცა ქულები არ გვეყო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად - ელიტ-რაუნდის ჯგუფში ფრედ ვითამაშეთ პოლონეთთან (2:2), წავაგეთ ირლანდიასთან (0:2) და მოვიგეთ მაკედონიასთან (6:1).

2019 წელი. ირლანდია - ვერ გავედით ელიტ-რაუნდში, კვალიფიკაციაში წავაგეთ სამივე შეხვედრა - დანიასთან (1:3), რუსეთთან (1:7) და ესტონეთთან (0:1)

შეფასება: რეგრესია 2012 წლიდან, როდესაც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვითამაშეთ. ხშირ შემთხვევაში მწვრთნელთა კომპეტენცია კითხვებს ტოვებდა. ფედერაცია არ მუშაობდა ამ საკითხზე სათანადოდ.

U19

2016 წელი. გერმანია - გავედით ელიტ-რაუნდში, სადაც ჯგუფში ბოლო, მეოთხე ადგილი დავიკავეთ - წავაგეთ ინგლისთან (1:2), საბერძნეთთან (1:2) და ფრედ ვეთამაშეთ ესპანეთს (1:1)

2017 წელი. საქართველო - მასპინძლები ვიყავით და პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშეთ, სადაც მესამე ადგილი დავიკავეთ - ჯგუფში წავაგეთ პორტუგალიასთან (0:1) და ჩეხეთთან (0:2), მოვიგეთ შვედეთთან (2:1)

2018 წელი. ფინეთი - საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში მესამე ადგილზე გავედით - წავაგეთ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან (0:1), ფრედ ვეთამაშეთ ანდორას (1:1) და საფრანგეთს (1:1).

2019 წელი. სომხეთი - საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში მესამე ადგილზე გავედით - მოვუგეთ ლიხტენშტეინს (7:0), წავაგეთ აზერბაიჯანთან (1:2) და ფრედ ვეთამაშეთ ისრაელს (1:1).

შეფასება: ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელის მიუხედავად, შედეგი შეგვიძლია ძალიან ცუდად მივიჩნიოთ. ამ შემთხვევაშიც მწვრთნელთა ხარისხი იყო დაბალი. ამ ასაკის თაობებთან პროფესიონალები უნდა მუშაობდნენ, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ. რეგრესია 2013 წლიდან, როდესაც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გავედით.

U21

2017 წელი. პოლონეთი - საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში გავედით მეოთხე ადგილზე. ორივე შეხვედრა მოვუგეთ ესტონეთსა (1:0, 3:0) და სან-მარინოს (4:0, 3:0), შინ ფრედ ვეთამაშეთ ხორვატიას (2:2) და წავაგეთ - შვედეთთან (2:3, 0:1), ესპანეთთან (0:5, 2:5) და ხორვატიასთან (0:1).

2019 წელი. იტალია - საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში გავედით მესამე ადგილზე. მოვუგეთ: ფინეთს (2:1), ფარერების კუნძულებს (1:0) და ლიეტუვას (1:0). ფრედ ვეთამაშეთ: ლიეტუვას (0:0), დანიას (2:2) და ფინეთს (2:2). წავაგეთ: ფარერების კუნძულებთან (1:3), დანიასთან (2:5) და პოლონეთთან ორივე შეხვედრა (0:3, 0:3).

2021 წელი. უნგრეთი/სლოვენია (მიმდინარე) - საქართველოს ნაკრებმა შინ დაამარცხა ლიხტენშტეინი (4:0) და სტუმრად აზერბაიჯანი (3:0). ჯგუფში ამავდროულად არიან შვეიცარია, საფრანგეთი და სლოვაკეთი.

შეფასება: ამ ასაკობრივ ნაკრებში პერსპექტიული თაობები გვყოლია და შედეგი არასდროს გვქონია. ყველაზე მტკივნეული ბოლო პერიოდში ფარერების კუნძულებთან მარცხი იყო. ამჯერად ახალგაზრდული ნაკრები გია ცეცაძის თავკაცობით შეეცდება ფონს გასვლას. მთავარი შეხვედრები გუნდს წინ ელის.

ეროვნული ნაკრები
ვლადიმირ ვაისი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთმანეთთან პირდაპირპროპორციულად ასოცირდება. მეტიც, ფედერაცია არის პასუხისმგებელი სლოვაკის შედეგებზე, რადგან მათი გადაწყვეტილება იყო კახა ცხადაძის ჩანაცვლება და მისი მოყვანა. ამავდროულად, ნაკრები პირველ რიგში არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახე.

ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა ჩაატარა 37 შეხვედრა, მათგან 37.84% მოიგო. 14 მოგება, 11 ფრე, 12 წაგება.

საქართველოს ნაკრები 2015 წლის ოქტომბერში ფიფას რეიტინგში 110-ე ადგილს იკავებდა, დღეის მდგომარეობით, 91-ე პოზიციაზეა. საქართველოს ნაკრების მაქსიმუმი ფიფას რეიტინგში 1998 წელს დაფიქსირდა - 42-ე ადგილი.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები - სერბეთთან, ირლანდიასთან, ავსტრიასთან, უელსთან და მოლდოვასთან ერთად იყო. ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში მეხუთე ადგილი აიღო, ვერცერთი შეხვედრა ვერ მოიგო, ხუთი ფრე ითამაშა და ხუთი მატჩი წააგო. ყველაზე კარგი შედეგი 2002 წელს გვქონდა - ჯგუფში მესამე ადგილი ავიღეთ.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ამჟამად მიმდინარეობს. ჩვენს ჯგუფში არიან: ირლანდია, დანია, შვეიცარია და გიბრალტარი. საქართველო მეოთხე ადგილზეა. ერთადერთი შეხვედრა გიბრალტარს მოვუგეთ - 4:0. ამჟამად გვაქვს ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი.

თუმცა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ალტერნატიული შანსიც აქვს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ერთა ლიგას მოიგებს.

შეფასება: ამ ასპექტში ფედერაციის გადაწყვეტილების სისწორე ყველაზე მეტად ერთა ლიგის ფინალების შემდეგ შეფასდება. ამ ეტაპზე უეფასგან ბოძებული შანსი გვაქვს. გამოვიყენებთ თუ არა, ეს ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს და წარმოაჩენს.

თქვენ როგორ აფასებთ ლევან კობიაშვილისა და მისი გუნდის საქმიანობას? გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარის სახით.

კახა
თითქოს რაღაცას აკეთებს მაგრამ არასაკმარისი პირველ რიგში გუნდი მარტო ძმაკაცებით ფონს ვერ გახვალ დისციპლინა ყველაფერში და სიმკაცრე არცერთი შემთხვევა თუ ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაქციის გარეშე ვინც არ უნდა იყოს და რაც არუნდა დამსახურება ჰქონდეს ყველას უნდა მოეთხოვოს ეს წამოყვედრება რა უბედურება კოკაია იმუქრებოდა წასვლით ეხლა ბათუმის პატრონი მიბრძანდით ბატონო თორემ თქვენც გააკეთეთ გუნდი პირველივე ეტაპზე ჩაისვრით წესიერ გუნდთან. კობიაშვილის წესიერებაში ეჭვი არ გვეპარება მაგრამ გუნდი არ ყავს მეტი სიმკაცრე ნაკრები და ვაისი ყველაზე დიდი პრობლემა.
ddgfdf
ეგ ერთ 5 წელში უდა შეფასდეს, მაგალითად ინფრასტრუქტურას სახელმწიფო აკეთებს, თუ არ აუბამ მხარს დაგრჩება ისევ ინფრასტრუქტურა რომელიც 5-10 წელში გაპარტახდება როგორც გურიის სტადიონი.
Status quo
შედეგი ნულია. ფული იხარჯება.
თენგო
ფედერაციის მუშაობას ცალსახად დადებითად შევაფასებდი, ყველა თვალსაზრისით პროგრესია, უპირველეს ყოვლისა ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, პლიუს აკადემიები რომლებიც უმნიშვნელოვანესია ბავშთა ფეხბურთის განვითარების გზაზე. ერონვნული ჩემპიონატის დონე ნამდვილად ამაღლდა, დაძაბულობამაც იმატა და სანახაობრივმა მხარემაც. გარდა ამისა მინიმუმამდე შემცირდა სამსაჯო სკანდალები, ამ ბოლოს საქართველოს ჩემპიონატში მსაჯის მიერ დაშვებულ უხეშ შეცდომას ვერ ვიხსენებ. ჩემპიონატის ყველა მატჩის ხილვაა შესაძლებელი ტელე ეთერით თუ ინტერნეტით. ხორციელდება უმაგრესი პროექტები, სულ ახლახანს ჩატარებული კვირეული, რომლის ფარგლებშიც უამრავ სოფელში გაიხსნა სტადიონი. ქართულ ფეხბურთში ზოგადად დამყარდა წესრიგი და ქაოსი აღარაა. ნაკრებიც ორგანიზებული და დისციპლინირებულია და იდეალური პირობები აქვთ შექმნილი. სანაკრებო დონე დაბალია, მაგრამ ამაში ახლანდელი ფედერაციის დადანაშაულება აბსურდია.
კახა ქ.
საერთოდ ყველაფრის მაჩვენებელი არის ნაკრებების და კ4ლუბების შედეგები.შეხედეთ შედეგებს და თქვენ თვითონ გააკეთეთ დასკვნა.ერთის თქმა შეიძლება დადებითი--ეს არის სტადიონების აშენება და რეკონსტრუქციები.აქ ნამდვილად ჩანს ფედერაციის მუშაობა.
კახა ქ.
საერთოდ ყველაფრის მაჩვენებელი არის ნაკრებების და კ4ლუბების შედეგები.შეხედეთ შედეგებს და თქვენ თვითონ გააკეთეთ დასკვნა.ერთის თქმა შეიძლება დადებითი--ეს არის სტადიონების აშენება და რეკონსტრუქციები.აქ ნამდვილად ჩანს ფედერაციის მუშაობა.
lasha
უმთავრესი წარმატება ისაა რომ თუნაც ძაან ნელი ტემპით მაგრამ ეროვნული ჩემპიონატის დონე და ინტერესი იზრდება! პს: (ეროვნული ჩემპიონატის ინტერესის გაჩენა დღეს ბათუმში რაც ხდება ესაა!) ძაან დიდი თხოვნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ლევან კობიაშვილს! ეროვნული ჩემპიონატის დასასრული ძალიან დაძაბული და საინტერესო გველის! გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ დარჩენილი მატჩების მსაჯთა უხეშ შეცდომებს და მიკერძოებულ ქმედებებს!
სიმართლე
თუ ნამუსი აქვს უნდა წავიდეს. ერთა ლიგა რომ მოიგონეს ამას თუ თავის დამსახურებად თვლის, არ ვიცი.
Maximus
როგორი იმედი მქონდა მე და არა მარტო მე, რომ მოვიდნენ წარმატებული ვეტერანები ფედერაციაში და ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლება თქო მაგრამ... ეტყობა ცდუნებამ გადაწონა ჩვენი სახელოვანი ვეტერანები და ეხლა ვართ სრულ სტაგნაციაში რბილად რომ ვთქვათ...ეროვნული ჩემპიონატი ტაჯიკეთის ჩემპიონატის დონემდეა დაშვებული, კლუბებზე ხო რაერთოდ ლაპარაკიც არ ღირს... ერთადერთი ნაკრების იმედად ვიყავით მაგრამ რად გინდა, ისეთი მწვრთნელი ყავს ფეხბურთის ყურებას შეგაძულებს საერთოდ ეს კაცი, ნუ მოკლედ მიდის მარტო ფულის კეთება...ეს ოთხი წელი კი დაიკარგა ამათ იმედზე ყოფნით, კიდევ ოთხი წელიც და მივალთ( დავეშვებით) ბანგლადეშის ფეხბურთის დონემდე.დიდი ბოდიში ბატონო ლევან მაგრამ ეს ფედერაცია არაფრით არ და ვერ ჯობს წინა ფედერაციებს მიუხედავად უკეთესი პირობებისა რაც თქვენ გაგაჩნიათ...
ზურა
მე შეფასებებს არ (ვერ) ვაკეთებ. იქნებ ბოლობოლო გამოაქვეყნოთ ქართული ფეხბურთის პანაშვიდის და დასაფლავების დღეები და მისამართი. კარგით, რააა, რა შეფასებები .............
გოგა
უარყოფითად რათქმაუნდა
lasha
ფულის საკეთებლად რომ მოიყვანა იმან თავიდანვე გამოჩნდა საკუთარი თანამემამულე, პარტნიორი, და ნაკრებში ერთად ნათამაშები კაცი უმიზეზოდ გააგდო და მაგის ასგილას მიიყვანა საეჭვო რეპუტაციის რეგვენი ვაისი
auuuu
მკვეთრად უარყოფითად,სადმე რაიმე შედეგი აქვს რომელიმე ასაკობრივ ნაკრებს, აბა რა შესაფასებელია ხელმძღვანელი რომლის დროსაც არფრისთვის მიგვიღწევია არცერთ დონეზე?
gocha
ასაკობრივებში სამარცხვინო შედეგებია.21 და ეროვნული ნაკრები იგივე დონეა რაც იყო.ანალოგიურად საკლუბო ფეხბურთში.გაზაფხული-შემოდგომის აზრს ვერ ვხედავ,ვინც ამ სისტემაზე იყო უმეტესობა შემოდგომა-გაზაფხულზე გადავიდა და ჩვენ პირიქით...ანუ ჩვენ ვართ ყველაზე ჭკვიანები...ზოგადად უფრო რეგრესია ვიდრე პროგრესი,თუმცა რაც იყო ფაქტიურად იგივეა ბევრი არაფერი შეცვლილა
grani
აი ასეთი "ჟურნალისტები" და "კომენტატორები" რომ გყვავს, იმიტომ არის სავალალოდ საქმე ფეხბურთში და საერთოდ სპორტშიც. ერთ კრიტიკულ სტატიას ან სიტყვას ვერ ნახავთ და ვერ მოისმენთ მათგან. სულ დაყვავება და შეკვეთილი სტატიები
tngh
10 გუნდიან და გაზაფხული-შემოდგომის სისტემასზე გადასვლით საქართველოს პირველობა უფრო საინტერესო გახდა. მოიმატა სისწრაფემ და კონკურენციამ...
Gogsss
შეკვეთილი სტატია
ლაშა
ყოვლა უნიჭო მენეჯმენტი, ესაა მახასიათებელი. აქ ერთი გამოსავალია შეუწყვიტოს სახელმწიფომ დაფინანსება ფედერაციას და მითუმეტეს კლუბებს და გადასეცეს იმ სპორტულ სახეობას რომელსაც შედეგი აქვს საერთაშორისო ასპარესზე.
ყური მიგდე
დიდი ხანია წასასვლელია..არადა, ჭკვიანი, დინჯი და სამრთლიანი კაცი მეგონა..ასაკობრივ ნაკრებებთან უფრო მქონდა შეხება და.... ისევ კორუფცია და ნეპოტიზმი, რომელიც პერსპექტიულ ფეხბურთელებს თავს ანებებინებს თამაშს და საერთოდ, მომავალს სპობს..
fridoni
ეროვნული ჩემპიონატის დონე ცოტათი წამოიწია,ბევრია საინტერესო თამაშები....მაგრამ ევროტურნირებზე იგივე დონეზე ვართ,წინ ვერ მივდივართ! ფედერაციის საქმიანობის შეფასება ჯერ ადრეა,ეს შეფასებები დაიდება ბელორუსთან და მომდევნო მეტოქესთან თამაშის შემდეგ!!!! როგორც აღმოჩნდა რაგბის კავშირი და მისი პრეზიდენტი ცუდად მუშაობდნენ და მათი ცუდი მუშაობის შედეგი ანდარიშზეც აისახა 10-45 და 7 გაშვებული ლელო, რაც ნაკრების რეგრესზე და ფედერაციის ძალიან ცუდ მუშაობაზე მიუთითებს! კობიაშვილის შეფასება ჯერ ადრეა,რადგან შანსები ჩვენს ნაკრებს ჯერ კიდევ აქვს!
semi
ეჰ სამწუხაროდ მეც მჯეროდა ამ კაცის და მწარედ მოვტყუვდი. არ მჭირდება მაგის გაკეთებული მოედნები და სკოლები, ნუთუ ისეთი ნიჭიერია პარლამენტშიც და ფედერაციაშიც რომ თანამდებობა უჭირავს. თან ფედერაციაში ყოველთვის უკონკურენტო კანდიდატია. ბიუჯეტის ფულის ფლანგვაც გააგრძელა. არ მუშაობს ინვესტორების შემოყვანაზე ფეხბურთში და თავისი ძმაკაცის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის ფლანგვაზეა გადასული. ეროვნული ჩემპიონატის დონე დაეცა და კიდევ დაეცემა. ცალსახად უარყოფითად ვაფასებ.
პაატა
ძალიან ცდება ვისაც ჰგონი, რომ მარტო მოედნების მოწყობა და სტადიონების მშენებლობაა საქმე (ისე ცნობისთის მაგ ამბებში კაი მსუყე "მაყუთიც" ტყდება)! მთავარია სწორად დაგეგმრაბე და ეფექტური მართვა! ამას კიდე ცოდნა უნდა, ხოდა ვინც ეხლა ასე თუ ისე იცნობთ ფედერაციის ამჟამინდელ ხელმძრვანელობას კარგად მიხვდებით, რომ როგორც ბევრ საქმეში (გაუნათლებელი კალაძე თბილისის მერი:)))), აქაც კობის მეთაურობით საერთოდ უსწავლელი ხალხია...ეხლა დადექით და რამდენიც გენებოთ წარმატებულად აფასეთ!!! სამწუხარო რეალობაა და ახლო მომავალში გამოსწორების შანსიც ძალიან ნაკლებადაა
გიორგი ჯანიკაშვილი
პარლამენტი არჩია კაცმა და არა ფეხბურთი.ვნანობ,რომ ადრე მხარი დავუჭირე; ვფიქრობდი,რომ გერმანული წრთობა გადაგვარჩენდა,მაგრამ ... დავმარცხდი,მთლიანად ქვეყანა დამარცხდა ფულზედახარბებულ დეპუტატ კობიავილთან.
ზუზუ
ვფიქრობ კობიაშვილი ჯერ-ჯერობით ყველაზე მეტს აკეთებს ქართული ფეხბურთისთვის, ვიდრე ოდესმე მის წინამორბედებს გაუკეთებიათ. არაფერია ნახსენები სტადიონების მშენებლობებზე, მინდვრის საფარების გამოცვლაზე და ა.შ. და ვინც არ უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი ან ფედერაციის პრეზიდენტი, მაინც ვერ გავლენ ფეხბურთელების მაგივრად და ითამაშებენ. ფეხბურთელებში და თაობებშია პრობლემა ალბათ, თორე იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი მწვრთნელი ნაკრებში რომ რა ქნა??
1
ასაკოვრივ ნაკრებებს გადააცვა გერმანიის ფორმა და არიქა არიული რასა ვართო, ნელ ნელა დავზრდით გერმანელ წიწილებსო და ა.შ შენი ...
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
"რომაში" მიქაუტაძის გადასვლა რეალური ხდება - რა შეიძლება შეიცვალოს 10 ივლისის შემდეგ?
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება
"ლივერპულმა" ჟოტას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა
პორტუგალიის ნაკრებისა და "ლივერპულის" ვარსკვლავი ძმასთან ერთად, ავტოკატასტროფას ემსხვერპლა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის "პორტოს" მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
"თოფურიას დამარცხება უფრო გამიმარტივდება, ვიდრე ოლივეირასთან"- არმან ცარუკიანი
"ნუ ელოდებით, რომ ახალი "კვარა" გახდება" - "ნაპოლის" ლეგენდა "პარტენოპეიში" ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
განცხრომაშია. ოსიმენმა 407 750 დოლარად Rolls-Royce შეიძინა - ფეხბურთი აღარ ანაღვლებს?
ვერონმა ახსნა, რატომ გაუჭირდა მესის პსჟ-სთან თამაში
"დილა" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია
ნუ იქნება ოღონდ ბუნტი - რატომ მოხდა "ინტერის" ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი?
ქართველი თავდამსხმელი ესპანეთში დაბრუნებასთან ახლოსაა
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა