დუდუ დადიანის მემორიალურ ტურნირზე ფინალისტები გამოვლინდნენ. სატიტულო მატჩში ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი და “ბათუმი” შეხვდებიან. დღეს ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ნახევარფინალებში სწორედ ამ გუნდებმა იმარჯვეს. თსუ-მ საკმაოდ იოლად – 90:71 დაამარცხა “კაკტუსი”, ხოლო ზღვისპირელებმა “დინამოს” 98:84 აჯობეს.

აღსანიშნავია, რომ დუდუ დადიანის თასს ახალი მფლობელი ეყოლება. არც “ბათუმს” და არც თსუ-ს აქამდე ეს ტიტული არასდროს მოუგიათ. თსუ სამჯერ – 2002, 2005 და 2009 წლებში ყოფილა ფინალში, თუმცა ყველა სატიტულო შეხვედრა წაგებული აქვს.

ორივე გუნდმა კარგად ჩაატარა დუდუ დადიანის მემორიალის ჯგუფური და პლეი-ოფის მატჩები. დისციპლინისა და კარგი ფიზმომზადების ხარჯზე ლექსო ლაფანაშვილს არ უჭირს, თსუ-ს კომბინაციური კალათბურთი ათამაშოს. ეს დღევანდელ ნახევარფინალშიც გამოჩნდა, რომელშიც თსუ-ელებმა შანსი არ დაუტოვეს “კაკტუსს”. უნივერსიტეტელებს დიდი რესურსი გააჩნიათ – მათ რიგებში დღეს დებიუტი ჰქონდა სერბ გამთამაშებელ ჯორჯე მილოსავლიევიჩს, ხოლო კიდევ ერთი ლეგიონერი ახალი ჩამოსული იყო და არ უთამაშია.

თსუ-ელებს ულიდერა ვასილ ბერუაშვილმა, რომელიც წინა სეზონში “ა” ლიგაში თამაშობდა, თუმცა ის თავისი გარჯითა და შრომისმოყვარეობით სუპერლიგის გუნდშიც იმკვიდრებს მოწინავე ადგილს.

ჩინებულად გამოიყურება “ბათუმიც”. გია კაზანჯიანმა საკმაოდ დაბალანსებულ შემადგენლობას მოუყარა თავი, ზღვისპირელებს ლეგიონერებიც უმართლებენ და შედეგიც სახეზეა. აჭარულმა კლუბმა საკმაოდ მძლავრ “დინამოს” კლასიკურად, ბოლო პერიოდში მოუგო. მაკედონიელი მუია ტაჩის გაწვრთნილმა თბილისელებმა პირველ პერიოდში მიღებული სოლიდური დეფიციტი ბოლო მეოთხედისთვის 3 ქულამდე კი შეამცირეს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში, წინა მატჩების მსგავსად, ბათუმელებმა სტაბილურად, შედეგიანად ითამაშეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. თვალისმომჭრელი შედეგიანობა გამოავლინა ამერიკელმა კოლინს მალკოლმმა, რომელმაც 10 მოხსნასთან ერთად 26 ქულა ისე მიითვალა, თამაშიდან ნასროლი 13 სროლიდან მხოლოდ 1 ააცილა.

დუდუ დადიანის მემორიალის ფინალი 9 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, თსუ-სა და “ბათუმს” შორის გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

gio
ამ დინამოს რავა არაფერი შველის, არც ზაზამ უშველა. რაღაცა ქენით, თორემ ერთ ადგილ ტკეპნით უკვე რამდენი ხანია, წინ ვერ მიიწევთ, პროგრესი არ ჩანს
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
სუპერლიგის მე-7 ტური "რუსთავმა" "ბათუმის" ძლევით დახურა
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
თასის მეოთხედფინალურ სერიაში "ოლიმპმა" "ბათუმთან" 2-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
"ქუთაისმა" სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი "ბათუმი" დაამარცხა
თასის გათამაშების ოთხთა ფინალი "ოლიმპმა" შეავსო
მალკოლმის 22 ქულა ერთ პერიოდში და "ბათუმის" 18-ქულიანი გამარჯვება "ცხუმ-აფხაზეთთან"