12 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება - გუნდს, რომელიც ვერასდროს ვერ დავამარცხეთ და ბოლო წლებია საკვალიფიკაციო ეტაპებზე საქართველოს ნაკრები ბონუსად ერგება.

ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში ირლანდია 11 ქულით პირველ ადგილზეა. ხოლო თუ თბილისში კიდევ აიღეს სამი ქულა, ამით ლიდერობას განიმტკიცებენ.

რადგან "მწვანე არმიას" ყველაზე რთული თამაშები შვეიცარიასთან და დანიასთან ელის, საქართველოსთან შეხვედრა მათთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ქულების დაკარგვის შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის მიღმაც კი შეიძლება დარჩნენ.

ქართველები კი, თუ ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირი წესით ვერ გავდივართ, ხშირად მეტოქეს ვუფუჭებთ შანსს. აი, მაგალითზე შოტლანდიის ნაკრების გახსენება შეგვიძლია.

ამ სტატიაში ვეცდებით, მიმოვიხილოთ ირლანდიის ნაკრების თამაში და მოვძებნოთ წარმატების გასაღები.

შეგვიძლია თუ არა ირლანდიის დამარცხება?

"მწვანე ბიჭები" რვა შეხვედრაა, არ დამარცხებულან. ბოლოს ერთა ლიგაზე შინ უელსთან 0:1 წააგეს. თუმცა საინტერესოა, როდის დამარცხდნენ ისეთ გუნდთან, რომელიც ჩვენსა და ირლანდიის ნაკრებს შორის სხვაობას უფრო უკეთესად ასახავს.

ეს იყო 13 წლის წინ, 2006 წელს. მათ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში დათმეს, კვიპროსთან 2:5 წააგეს. რაც შეეხება არაოფიციალურ შეხვედრებს, 2016 წელს შინ 1:2 დამარცხდნენ ბელორუსთან. სხვა შემთხვევაში ირლანდიელებს მარცხი აქვთ ან მათი დონის გუნდთან, ან უფრო ძლიერთან.

ჩვენს ჯგუფში 5 შეხვედრა ჩაატარეს, 3 მოიგეს დ 2 ფრედ ითამაშეს. მათი სტატისტიკა ასეთია:

6 გოლი

66 დარტყმა კარის მიმართულებით

35 კუთხური

პასების სიზუსტე 77%

ბურთის ფლობა 53%

"სეივები" 10

57 ჯარიმა, 5 ყვითელი ბარათი

ირლანდიელებს მკაცრად დისციპლინირებული გუნდი ჰყავთ, რომლის თამაში მთლიანად ეყრდნობა შედგენილ სქემას და შედეგზეა ორიენტირებული. მათ არ სჩვევიათ გადახვევა, მაგალითად, შეხვედრების უმრავლესობას იგებენ 1-ბურთიანი სხვაობით, ხოლო თუ მათი დონის გუნდს ეთამაშებიან, ფრის შემთხვევაში არ ცდილობენ შეხვედრის კიდევ უფრო გამწვავებას და აქცენტს აკეთებენ შედეგის შენარჩუნებაზე.

აი, თუნდაც შვეიცარიასთან შინ და დანიასთან გასვლითი შეხვედრა ავიღოთ, ირლანდიელებმა მეტოქეს ბურთი დაუთმეს და მთელი აქცენტი თავისუფალი ზონების ამოვსებაზე გააკეთეს. ისინი ზედმეტ რისკზეც არ მიდიოდნენ, მათ სტილში არ იყო მრავალფეროვანი შეტევები. იყვნენ 100%-იანი შანსის მოლოდინში ან ერჩივნათ მათი ფიზიკური მონაცემების ხარჯზე, უბრალოდ, მეტოქე კარებთან არ მიეშვათ.

ორივე შეხვედრაში მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე გაუშვეს გოლი და შემდეგ დაიწყეს აქცენტის გაკეთება შეტევაზე. ორივე შემთხვევაში გოლი 10 წუთში გაიტანეს, შემდეგ კი თამაში საწყის ტემპში გააგრძელეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ირლანდიას გოლების 75%-ზე მეტი შეხვედრის მეორე ტაიმში გააქვს. ეს განმაპირობებელია იმით, რომ მათ ძალიან კარგი ფიზიკური მომზადება აქვთ. მათი ფიზიკური მომზადება 10 ქულიდან შეგვიძლია 9-ით შევაფასოთ, მეორე ტაიმში კი შედარებით უფრო დაღლილი მეტოქისთვის გოლი უფრო მარტივად გააქვთ.

თუ საქართველოს ნაკრებისა და ირლანდიელთა ურთიერთშეხვედრებს გადავხედავთ, 10 შეხვედრაში 18 გოლიდან 11 გოლი მეორე ტაიმში გაგვიტანეს.

აი, ბოლო მატჩში, როდესაც დუბლინში დავმარცხდით, მეტოქემ პირველ ტაიმში სტანდარტული დარტყმით გოლი გაგვიტანა. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ჩვენი კედელი ცოტა უფრო წინ რომ მდგარიყო, ასე კარგად ჰარიჰეინი ვერ დაარტყამდა. რა გააკეთა ირლანდიამ შემდეგ? გააგრძელა შეტევების განხორციელება? არა, მათ ეს ანგარიში აკმაყოფილებდათ და ბურთი დაგვითმეს...

მეორე ტაიმის განმავლობაში საქართველოს ნაკრებს ბურთის ფლობა 57% ჰქონდა, მეტოქეს ჩვენი კარების მიმართულებით ზუსტად არც კი დაურტყამს და ეს არ გამომდინარეობდა ჩვენი გუნდის კარგი თამაშით. ეს ირლანდიელების ზოგადი ტაქტიკაა, გაიტანე ერთი და იმყოფინე. მათ გუნდს კი შეეძლო ფიზიკურად ჩვენი გაძლება, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ მეორე ტაიმის მეორე ნახევარში ქართველ ფეხბურთელთა ნაწილს დაღლა დაეტყო და ირლანდიელებმა თავიც აღარ აიტკიეს.

ევერტონი, ბარნლი, ვულვზი, სტოკ სიტი, ბორნმუთი და ა.შ. VS ანორთოსისი, ტობოლი, სან ხოსე, შტურმი, გენტი და ა.შ.
ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელები რომ ინგლისის ჩემპიონატებში არიან დანაწილებულნი, ეს ამ ფეხბურთელების დამსახურება არ არის. ეს გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა. მათ პატარაობიდანვე კარგი კლუბების აკადემიებში აღზრდა მოუწიათ. ამავდროულად, ირლანდია დიდი ბრიტანეთთან ახლოსაა და მათთვის მარტივია პრემიერლიგაში თამაში.

არადა, სამწუხარო რეალობა გვაქვს ქართველი ფეხბურთელების დიდი ნაწილისთვის. არათუ ინგლისის პრემიერლიგა, არამედ ინგლისის ჩემპიონშიპიც კი სანატრელია. მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ წამყვან ფლაგმან ქვეყანასთან კი დიდი მანძილი და ბევრი სატრანსფერო სირთულე გვაშორებს.

ამ დროს კი ორი არჩევანი გვაქვს, რუსეთის პრემიერლიგაში თამაში ან ევროპის საშუალო დონის ჩემპიონატის ნაკლებად ძლიერ გუნდში ყოფნა. თუმცა არიან ფეხბურთელები, რომლებიც ინგლისის პრემიერლიგაზე უარს ამბობენ და რუსეთში თამაში ურჩევნიათ.

მაგრამ ირლანდიის ნაკრებში არ არიან ვარსკვლავები. რობი კინის შემდეგ მათ მსგავსი დონის გამორჩეული ფეხბურთელები არ ჰყავთ. ეს არის ერთფეროვანი გუნდი, რომელიც "კერკეტი კაკალია" და მისი გატეხვა ჩვენი დონის ნაკრებისთვის უფრო რთულია, ვიდრე ბევრად ძლიერი ესპანეთისა, რომელსაც პირინეის ნახევარკუნძულზე ვძლიეთ.

ჩვენი ნაკრების ფიზიკურ მომზადებას 10 ქულიდან წაქცეულ 6-იანად თუ შევაფასებთ. ნაკრების მცირე ნაწილს არათუ 90 წუთი, არამედ 60 წუთი თამაშიც არ შეუძლია, რადგან კლუბში სათამაშო დრო არა აქვთ და ცუდ ფორმაში იმყოფებიან.

რის ფონზე შეგვიძლია დავამარცხოთ ირლანდიელები? პირველ რიგში, ვლადიმირ ვაისისგან უფრო ეფექტური ტაქტიკა გვჭირდება, ვიდრე დანიასთან გვქონდა. მეტი შესაძლებლობები უნდა მიეცეთ ინდივიდუალისტ ფეხბურთელებს, რადგან მეტოქე მოსალოდნელ ქმედებებს ადვილად ხვდება და ბურთის ფლობა ჩვენთვის შვება არ იქნება.

გახსოვთ, ალბათ, 2014 წელს თორნიკე ოქრიაშვილის გოლი. მეტი ასეთი მოქმედება გვჭირდება და არა ფლანგიდან საჯარიმოში ბურთის ჩაგდებები. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ გიორგი ქვილითაიას კლუბში სათამაშო დრო არა აქვს და ელგუჯა ლობჟანიძეს ირლანდიელ მცველებთან სათამაშო კლასი რამდენად ეყოფა, ჯერ კიდევ საკითხავია.

ამავდროულად, სასურველია ძირითადში ითამაშონ იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში არიან. დავით ხოჭოლავა, საბა კვირკველია, გიორგი აბურჯანია და გიორგი ქვილითაია - ეს ის ფეხბურთელებია, რომლებიც ჯობია სათადარიგოზე იყვნენ. ჯანო ანანიძეს "სპარტაკში" ბოლო შეხვედრაში მიეცა სათამაშო დრო და სულ თუ არაფერი, ერთ ტაიმს მაინც ითამაშებს, რადგან მის მოედნის ხედვასა და გადაცემებს დიდი როლი ექნება.

თუმცა ნავსის გატეხვა მაინც რთული იქნება, მაგრამ ფეხბურთი ისეთი სპორტია, სადაც ყველაფერი ხდება. ამჯერად კი გვინდა, რომ მეთერთმეტე მცდელობაზე მაინც შევძლოთ ირლანდიის ძლევა...

123
თქვენ ხო ბრდღვნით...
xx
ლელას მიაკითხეთ ლელა კაკულიას D.D.D.
M
Da surati rom waego?:)
ირაკლი
თუ მართლა წყევლა არაა ხვალ მოვიგებთ! ალბათ ყველაზე სუსტი ირლანდიაა რაც აქამდე ყოფილა.
თემური
ამ ვაისს ხო ვერ გაუგებ რამეს წაეყვანა მჭედლიძე სკამზე ყოლოდა გამოცდოლება უდიდესია ამ დროს
თენგაბი
ირლანდიის დამარცხება როგორ არ შეიძლება, მაგრამ ვაისის ხელში - მეეჭვება. თანამედროვე ფეხბურთის მცოდნე მწვრთნელი გვინდა და ამ პრობლემასაც მოევლება.
s.s.
ირლადიას ფიზიკურად ვერ ვაჯობებთ, მაგრამ ტექნიკურად სხვა ამბავია, კვყავს ინდივიდუალისტები, დღეს-დღეობით ზარანდია საუკეთესო ფორმაშია, უთხარით ამ კაცს გამოუძახოს, რა მოხდა ასეთი?!
მ. ტ.
ვითომ რატომ არ შეგვიძლია?!... უბრალოდ, ამხანაგური თამაშების კალენდარს დიდი ხნით ადრე ადგენენ ხოლმე და ცოტა მოცდა მოგვიწევს...
ddgfdf
ანანიძის მოწვევაც არ შეიძლება. ეგ რა ფეხბურთელია 10წელში აქვს 50 თამაში ნათამაშები. და იგივეა ოქრუაშვილიც ბოლო შანსია.მჭედლიძე წაიყვანოს გამოცდილება თუ აინტერესებს, რა ადგილი არაა სკამზე?
"ბარსელონას" იამალის საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ გაშვება არ უნდა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს
რონალდოს დუბლი და რეკორდი - პორტუგალიამ ირლანდია გაანადგურა [VIDEO]
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
The Sun: ირლანდიის ნაკრები სანიოლის პასუხს ელოდება
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ბარსელონას" იამალის საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ გაშვება არ უნდა