საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს.

ვლადიმირ ვაისის გუნდის მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე შედგა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. ეროვნული ნაკრები მატჩისთვის 19 ფეხბურთელით ემზადება.

Video

14.10.19. ნაკრების ვარჯიში გიბრალტარში

ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და ვაკო ყაზაიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს:

ვლადიმირ ვაისი: "ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, დღეს პირველი ვარჯიშისთვის ვემზადებით. ადვილი თამაში არ იქნება, რადგან მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით მატჩში პირველად ვიქნებით ფავორიტის რანგში. ამასთან ერთად, გიბრალტარის ნაკრებსაც სურს აჩვენოს ხარისხი და გოლი გაიტანოს. ამიტომ არ იქნება იოლი თამაში. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვიმოძრავებთ მოედანზე და როგორ ვიქნებით ტაქტიკურად მომზადებულნი კონკრეტულად ხვალინდელი მატჩისთვის.

შეტევაში უკეთ უნდა ვიმოქმედოთ, ვიდრე გასულ შეხვედრებში. დანიისა და ირლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ფრედ ვითამაშეთ, მაგრამ ხვალ გოლი აუცილებლად უნდა გავიტანოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ".

ვაკო ყაზაიშვილი: "გასულ შეხვედრებში დაცვაში კარგად ვმოქმედებდით, მაგრამ შეტევაში აგრესია გვაკლდა. ჩემი აზრით, პირველ რიგში, ეს კომპონენტი უნდა გავაუმჯობესოთ და ხვალინდელ შეხვედრაში შექმნილი მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ორი შეხვედრაა დარჩენილი. ამ გუნდის წინააღმდეგ ერთხელ უკვე ვითამაშეთ და ხვალინდელ მატჩშიც გამარჯვება იქნება მთავარი მიზანი. ჩვენი, თითოეული ფეხბურთელის სურვილია, რომ გულშემატკივრები გავახაროთ და მატჩი სასურველი შედეგით დასრულდეს".

Video

14.10.19. ვაისის პრესკონფერენცია გიბრალტარში

საქართველოს ნაკრების 19-კაციანი შემადგენლობა გიბრალტარის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

გიბრალტარისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩს იტალიელ მსაჯთა ჯგუფი მოემსახურება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

ანზორი ციალას მეუღლე
ეს შესარჩევიც მოგების გარეშე,არადა ბიჭებმა არ დააკლეს მონდომება... ( გიბრალტართან ნუ ჩათვლით მოგებას)
Giorgi
თამაშს ყოველთვის იგებს გუნდი 100 90 % ასე ხდება და არაა კონკრეტულად ერთი ორი ფეხბურთელი დღეს უკრაინა არის პივეელ ადგილას თავის ჯგუფში სადაც პორტუგალია და სერბეთა პორტუგალიას და სერბეთს ბევრად უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს ვიდრე უკრაინას მაგრამ უკვე განაღდებული აქვს ყველაფერი მთავარია გუნდი იყოს მოტივირებული ორგანიზებული და კარგ ფორმაში არ აქვს მნიშვნელობა 20 წლის ფეხბურთელს დააყენებ ძირითადში თუ 30 წლის ან 35 თუ ფეხბურთელი იმ კონკრეტული თამაშისთვის გჭირდება და არის კარგ სათამაშო ფორმაში ის უნდა დააყენო და არა ის ვინც არაა ფორმაში მისი სახელი და კლუბის გამო ელგუჯა ლოჟანიძე შემოვიდა ირლანდიასთან და ყველა მაღალი ბურთი მოიგო თითქმის და მომენტიც შექმნა მიუხედავად იმისა რომ იდეაში არ არის მაღალი დონის ფეხბურთელი და არც მაღალი დონის კლუბში თამაშობს მთავარია ფეხბურთელი იყოს მოტივირებული და კარგ ფიზიკურ კონდიციებში და ამ ნაკრებმა ნამდვილად დაალაგა თამაში ნახავარდაცვაში დაცვაში ბურთის გაგორება ისწავლა აღარ არის არეულობა ვინც ფეხბურთში ერკვევა და იცის რადონეზეა არაიან ამ ეპოქაში ნაკრებები და ფეხბურთელები ყველა დამეთახმება რომ ნაკრებმა გამოასწორა თამაში და წარმატებები მათ.
გრიგოლ1408
რა უნდა გამახარო გიბლარტართან მოგება.მოიგებთ ეხლა და გმირებად გამოგაცხადებენ.თვითკმაყოფილების გრძნობა დაგეუფლებათ
23
ყველა გუნდი 23 კაცით არის წარმოდგენილი ხოლმე, ვაისმა ისიც არ იკადრა 4 კაცი დაემატებინა. ამ 19-ს რომ გამოვაკლოთ 3 მეკარე გვეყოლება 16 ფეხბურთელი?! - 4 კაცის პოზიციაზე არავინ გვყავს, რომ დაიღალოს ან დაიმტვრეს ვინმე!
სიმართლე
ხოდა ბიძიკო თუ გინდა რომ მატჩი სასურველი შედეგით დამთავრდეს და გულშემატკივარი გაახარო,პასი უნდა მიცე იმას,ვინც შენზე უკეთეს პოზიციაში იმყოფება შეტევაში.ასეა ეეს..
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ