სუპერლიგის პირველი ტურის რიგით მე-3 მატჩში “დინამო თბილისი” და “ოლიმპი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მაკედონიელი მუია ტაჩის გაწვრთნილმა დინამოელებმა სუპერლიგა გამარჯვებით გახსნეს. გუნდური და გააზრებული თამაშის წყალობით “დინამომ” სასურველ შედეგს მიაღწია და საბოლოოდ 100:90 იმარჯვა.

მატჩი დინამოელთა უპირატესობით დაიწყო და ასევე დასრულდა. ამის მიუხედავად, მუია ტაჩის გაწვრთნილი გუნდისთვის გამარჯვება იოლად არ მოსულა. მებრძოლმა და შეუპოვარმა ოლიმპელებმა რევაზ როგავას მექულეობით მე-4 პერიოდში მაქსიმალურად დაძაბეს ვითარება, როცა შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მეტოქეს ჩამორჩენა 2 ქულამდე შეუმცირეს. მცირე უყურადღებობაც კი დინამოელებს შეიძლებოდა ძვირად დასჯდომოდათ და ის სოლიდური უპირატესობა, რომელსაც მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ, წყალში ჩაყროდათ. ტაჩიმ წუთშესვენება აიღო და “ოლიმპის” პრესინგი, რომელიც დიმიტრი ჯაკობოვის გუნდმა მეტოქეს მისსავე ნახევარზე დაუწესა, წარმატებით დაშალეს.

მეტოქის დაცვის გატეხვას ლოგიკურად ქულების მოპოვება მოჰყვა, ცაიტნოტში ჩავარდნილმა ოლიმპელებმა კი სასიცოცხლო მნიშვნელობის შეტევები გააფუჭეს და თამაშის ბედიც გაირკვა. “დინამომ” 10-ქულიანი გამარჯვება გაიფორმა, “ოლიმპს” კი წაგებიდან დასკვნების გამოტანა მოუწევს.

გამარჯვებულებს 25 ქულითა და 6 პასით ტაილერ უილიამსმა ულიდერა. 21 ქულა და 11 მოხსნა სედრიკ ქაუნსილმა მიითვალა, ხოლო ლუკა ბულაშვილის ანგარიშზე 19 ქულა და 5 პასი დაგროვდა. "ოლიმპში" 35 ქულით საუკეთესო იყო დავით როგავა. 17 ქულა - კორი ჰოლდებმა, ხოლო 16 აკიეან ფრედერიკმა დააგროვა.

პირველი ტურის მორიგი მატჩი 16 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თსუ-სა და “ბათუმს” შორის გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები "დინამო" და "ოლიმპი" არიან
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა