საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, რომელიც ფიბა-ევროპის საშეჯიბრო კომისიის წევრია, სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა.

ქალაქ მიუნხენში საშეჯიბრო კომისიის სამუშაო შეკრება გაიმართა, რომელსაც ფიბა-ევროპის პრეზიდენტი თურგაი დემირელი და გენერალური მდივანი კამილ ნოვაკი დაესწრნენ.

კომისიის სამუშაო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა 2021 წლის ევრობასკეტისთვის მიმდინარე საორგანიზაციო საკითხები გახლდათ.

მასპინძელი ქვეყნების წარმომადგენელთა მიმართ დაისვა შესაბამისი კითხვები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან ერთად 2021 წლის ევრობასკეტს ჩეხეთი, იტალია და გერმანია მასპინძლობენ.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ფიბა-ევროპისა და მისი საშეჯიბრო კომისიის ხელმძღვანელებსა და წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, ფიბა-ევროპის მხრიდან საქართველოს მიმართ მთავარი მოთხოვნა შესაბამისი სტანდარტების დარბაზის უზრუნველყოფაა. პაატა გურასპაულის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია კოორდინირებულად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, რომელმაც ევრობასკეტ 2021-ის სამასპინძლოდ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სტანდარტების დარბაზი. სამშენებლო სამუშაოების დაწყება წლის ბოლომდე იგეგმება.

ფიბა-ევროპის მესვეურთა დაინტერესების კიდევ ერთი სფერო გახლდათ ის ფინანსური ვალდებულება, რომელიც ევრობასკეტის მასპინძელ ქვეყნებს აქვთ კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ.

ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნების კალათბურთის ფედერაციების მხრიდან ფიბა-ევროპაში პირველი ტრანშის დაფარვის ბოლო ვადა 5 ნოემბერია, რაზეც პაატა გურასპაულის პასუხი ევროკალათბურთის მესვეურთათვის დამაკმაყოფილებელი იყო. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გეგმის ფარგლებში უძღვება ევრობასკეტ 2021-ის საორგანიზაციო საკითხებს და ფინანსური ვალდებულებაც დადგენილ ვადებში იქნება დაფარული.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოში უკვე დაბრუნდა და ევრობასკეტის საორგანიზაციო სამუშაოებიც გეგმაზომიერად გრძელდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ქომაგი
რაღაც ამ დარბაზის მშენებლობის დაწყების ჩამი-ჩუმი არ ისმის და როდის უნდა დაიწყოს და რა ვადაში უნდა დამთავრდეს? იმედია პროექტი უკვე არსებობს, თორემ სხვა შემთხვევაში უკვე დაგვიანებულია და ვერ მოესწრება. ღმერთმა არ ქნას ამ დარბაზის აუშენებლობის გამო ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოგვართვან!!!
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
გურასპაული VS სანიკიძე - პრეზიდენტობის მეორე მსურველიც ცნობილია
პაატა გურასპაული: ჩვენი მთავარი ამოცანა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა არ არის
გურასპაული: საქართველოს ნაკრები ყველასთან გამარჯვებისთვის გადის და არც ესპანეთი იქნება გამონაკლისი
პაატა გურასპაულის ოთხწლიანი ანგარიში
მოთამაშეთა განვითარების ლიგა 17 აგვისტოს დაიწყება (გუნდების შემადგენლობები)