საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში ჩავიდა და შტუტგარტთან ახლოს, პატარა ქალაქ ასპახში დაბინავდა. სწორედ აქ მოემზადება გუნდი ორი დღის განმავლობაში და მერე საფრანგეთში გადავა, სადაც 15 ნოემბერს ევროშესარჩევი მატჩი უწევს მასპინძლებთან.

გია ცეცაძის გუნდში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა - ტრავმის გამო ლევან ხარაბაძე გამოაკლდა. ამგვარად, ხარაბაძე მესამე ფეხბურთელია, ვინც, სამწუხაროდ, მოახლოებულ ორ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. იქამდე ნაკრებს გიორგი არაბიძე და ვატო არველაძეც ტრავმების, ხოლო ლუკა ლაკვეხელიანი ავადმყოფობის გამო დააკლდნენ.

ხარაბაძის ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა ტორპედოელი ვახტანგ ნებიერიძე გამოიძახა.

გუნდმა პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა. გერმანიაში გუნდს ლეგიონერებიც დროულად შეუერთდნენ. შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და სრული დატვირთვით ემზადება.

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი)

მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო)

ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა)

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი)

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

კიკო
სამარცხვინო მწვრთნელი რომელიც ყველგან აფიქსირებს ნაკრები ჩემიაო,ასეთი მწვრთნელი შედეგს ვერ დადებს,მითუმეტეს უთამაშებელ ფეხბურთელებს იძახებს და ღირსეულებს ტოვებს
zaza
ისეთი შემადგენლობა ჰყავს საფრანგეთის ნაკრებს, მგონი ეროვნულ ნაკრებსაც გაუჭირდება მისი დამარცხება!! თითქმის ყველა მოთამაშე კლუბებიდან გამომდინარე უმაღლეს დონეზე თამაშობს და მოდი ეთამაშე ეხლა ამათ!! მთავარია ბიჭებმა მოინდომონ და ითამაშონ, ფიზიკურად ბევრად ძლიერები იქნებიან და ამის ხარჯზე უდიდესი უპირატესობა ექნებათ. კვარაცხელია არის, ამასთან დავითაშვილი და არაბიძე რომ ყოფილიყო ერთად შეტევაში საფრანგეთს პრობლემებს აუცილებლად შევუქმნიდით!! ვუსურებ ბიჭებს ღირსეულად ითამაშონ!
კახა
2019 წლის სეზონში ამ ნაკრებში უთამაშებელმ არაბიძემ 6 გოლი გაიტანა და 6 ასისტი დადო, უთამაშებელმა ბუღრიძემ 2 გოლი გაიტანა და 2 ასისტი შეასრულა, უთამაშებელმა ლოჩოშვილმა კი 2 გოლი გაიტანა.
ცეცაძეს
უთამაშებელი ფეხბურთელები რომ მიგყავს როგორ შეიძლება აიხსნას ეს? საერთოდ არ თამაშობს ვინმე ფაცაცია,ბუღრიძე და კიდევ რამოდენიმე?რატომ იძახებ ასეთ ფეხბურთელებს? ტოვებს ვინ სულ თამაშობენ და გამორჩეულადაც?
ბათუმელი
მაქსიმალური შეტევა და შეტევაზე ორიენტირებული თამაში. არავინ არავართ ილუზიებში და გასვლაზე საფრანგეთთან გინდაარგინდა მოგებაზე არავინ გათამაშებდათ ისედაც. ამიტო შემტევი და ლაღი ფეხბურთი ითამაშეთ!
დათო
ისე ხო დაგლიჯავდით რა?!
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან